თორნიკე შენგელიამ მოსკოვის CSKA დატოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ღირსეული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, თორნიკემ გუშინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინას სოლიდარობაც გამოუცხადა:
"ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები", - წერს სპორტსმენი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.
ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი, თუმცა როგორც ცნობილია, განცხადებას დღეს, 26 თებერვალს გააკეთებს.
თორნიკემ ცსკას მაისურით ევროლიგაზე 15 შეხვედრა გამართა, საშუალოდ კი 12.7 ქულას, 4.7 მოხსნას, 2.5 შედეგიან გადაცემას, 0.9 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებდა.
შენგელია წამოვიდა ცსკადან და მაინც არ ეშვებით და რამდენი ქართველი სპორტსმენია რუსეთში იმათ რატომ არ თხოვთ წამოსვლას?
აქამდე არ იცოდა რუსეთი რომ ,,ხიხია'' იყო, საკუთრი ქვეყნის მაგალითზე?
უკრაინაში რომ არ შეჭრილიყვნენ, მორალურად სწორი იყო მისი გადაწყვეტილება? მითუმეტეს მაღალი დონის ათლეტია და მრავალი კლუბი დიდი სიამოვნებით მიიღებდა.
ფრიად უცნაური კაცია, ჯერ იყო და ბასკებს არ გაუტეხა, რეალ მადრიდში არ გადავიდა და ახლა უკრაინის გამო მოდის რუსეთიდან. აქამდეც არ უნდა წასულიყავი თოკო. თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს.