საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის თარიღს ეხმაურება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის თარიღს ეხმაურება

ძვირ­ფა­სო სტუ­დენ­ტე­ბო, კო­ლე­გე­ბო,

დღეს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია!

25 თე­ბერ­ვა­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი თა­რი­ღი - საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის დღეა!

უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლის ამ ქარ­ტე­ხილს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომს - 1921 წელს წი­თე­ლი არ­მი­ის შე­მოჭ­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც 25 თე­ბერ­ვლის ოკუ­პა­ცი­ი­თა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­საბ­ჭო­ე­ბით დას­რულ­და, უკავ­შირ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ჯა­რის, სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის, იუნკრე­ბის, მო­ხა­ლი­სე­თა შე­ნა­ერ­თე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ერის თავ­და­დე­ბა, გმი­რუ­ლი თავ­გან­წირ­ვა იმ ბრძო­ლა­ში, რომ­ლის ბე­დიც წი­ნას­წარ იყო გა­და­წყვე­ტი­ლი. ჩვენს ქვე­ყა­ნას 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სი იდენ­ტო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და საკ­რა­ლუ­რი - თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, თუმ­ცა საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცია მწა­რე გაკ­ვე­თი­ლია - მით უმე­ტეს, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მხრი­დან ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე მძაფ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე - რო­მე­ლიც მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს! წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა მუდ­მი­ვად უნდა შე­ვი­მეც­ნოთ, არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას მი­ვუ­სა­და­გოთ და სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გან­მტკი­ცე­ბის­თვის მშვი­დო­ბი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ვი­შუ­როთ. ამ გზა­ზე მუ­დამ უნდა გვახ­სოვ­დეს სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბი, მათი თავ­გან­წირ­ვა, ის მთა­ვა­რი იდეა და საყ­რდე­ნი, რა­ზეც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა ქარ­თვე­ლი ერი.

გვახ­სოვ­დეს აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო, ის ფაქ­ტი, რომ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტი დღე­საც უკუ­პი­რე­ბუ­ლია და ქვე­ყა­ნა ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის მხრი­დან მცო­ცა­ვი ანექ­სი­ის რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს აღმშე­ნებ­ლო­ბას!

დღე­ვან­დე­ლი დღე შეგ­ვახ­სე­ნებს, თუ რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რა არის ჩვენ­თვის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო პერ­სპექ­ტი­ვა და რა მიზ­ნე­ბი გვა­მოძ­რა­ვებს, თუ რამ­დე­ნად უნდა ვი­ყოთ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და აღმშე­ნებ­ლო­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი, თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი, ყვე­ლა დარ­გში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კად­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, თუ რო­გორ უნდა ვიზ­რუ­ნოთ ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­საზ­რდე­ლად.

ვი­ყოთ მტკი­ცე­ნი, რომ ერ­თად და ბო­ლომ­დე მივ­ყვეთ და­წყე­ბულ საქ­მეს, ერ­თად ვა­შე­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ძლი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და მა­ღა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო!

ღმერ­თი ფა­რავ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს!

ღმერ­თი ფა­რავ­დეს ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას!

და­ვით გურ­გე­ნი­ძე,

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის თარიღს ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის თარიღს ეხმაურება

ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო,

დღეს სახელმწიფო დროშები დაშვებულია!

25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი - საბჭოთა ოკუპაციის დღეა!

უახლოესი წარსულის ამ ქარტეხილს, რუსეთ-საქართველოს ომს - 1921 წელს წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში, რაც 25 თებერვლის ოკუპაციითა და ჩვენი ქვეყნის გასაბჭოებით დასრულდა, უკავშირდება ქართული ჯარის, სახალხო გვარდიის, იუნკრების, მოხალისეთა შენაერთებისა და ქართველი ერის თავდადება, გმირული თავგანწირვა იმ ბრძოლაში, რომლის ბედიც წინასწარ იყო გადაწყვეტილი. ჩვენს ქვეყანას 70 წლის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული თავისი იდენტობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკრალური - თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა საბჭოთა ოკუპაცია მწარე გაკვეთილია - მით უმეტეს, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილებისა და უკრაინაში რუსეთის მხრიდან ამჟამად მიმდინარე მძაფრი ვითარების ფონზე - რომელიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს! წარსულის გამოცდილება მუდმივად უნდა შევიმეცნოთ, არსებულ რეალობას მივუსადაგოთ და საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის მშვიდობიანი ძალისხმევა არ დავიშუროთ. ამ გზაზე მუდამ უნდა გვახსოვდეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები, მათი თავგანწირვა, ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ქართველი ერი.

გვახსოვდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ის ფაქტი, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დღესაც უკუპირებულია და ქვეყანა ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მცოცავი ანექსიის რეჟიმში განაგრძობს აღმშენებლობას!

დღევანდელი დღე შეგვახსენებს, თუ რა უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რა არის ჩვენთვის უალტერნატივო პერსპექტივა და რა მიზნები გვამოძრავებს, თუ რამდენად უნდა ვიყოთ საქართველოს ერთიანობისა და აღმშენებლობისთვის მომზადებული, ერთ მუშტად შეკრული, თანამიმდევრული, ყველა დარგში პროფესიონალური კადრებით აღჭურვილი, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ღირსეული მომავალი თაობების აღსაზრდელად.

ვიყოთ მტკიცენი, რომ ერთად და ბოლომდე მივყვეთ დაწყებულ საქმეს, ერთად ვაშენოთ საქართველო, როგორც ძლიერი, განათლებული, განვითარებული და მაღალი დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფო!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

ღმერთი ფარავდეს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქვეყანას!

დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

NS