პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მესმის, რის გამო ვერ ვიტანდით უკრაინას... ჩვენ ხომ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის ქართველებიც" - რას ამბობს რუსეთის სახალხო არტისტი უკრაინის მოვლენებზე?
"არ მესმის, რის გამო ვერ ვიტანდით უკრაინას... ჩვენ ხომ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის ქართველებიც" - რას ამბობს რუსეთის სახალხო არტისტი უკრაინის მოვლენებზე?

რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მათ შო­რის არის რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ლია ახე­ჯა­კო­ვა, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­ში სა­ქარ­თვე­ლოც ახ­სე­ნა:

ლია ახე­ჯა­კო­ვა:

- მე მო­ვუ­წო­დებ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ებს, მო­ვი­და დრო, როცა უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ. გა­მოვ­თქვათ ჩვე­ნი აზრი. სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვენ აღარ გვექ­ნე­ბა. ტყუ­ი­ლი ისე იღ­ვრე­ბა, ისე ედე­ბა ყვე­ლა­ფერს, უკვე სამ­ყა­როც ვე­ღარ უძ­ლებს. ყვე­ლა­ფე­რი მოვ­სვა­რეთ, და­ვა­ტა­ლა­ხი­ა­ნეთ ჩვე­ნი სი­ტყვე­ბით, ქმე­დე­ბე­ბით, კო­რუფ­ცი­ით.

და ამ ბინ­ძუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით ვართ ჩვენს მე­ზობ­ლებ­თან, სამ­ყა­როს­თან, ოკე­ა­ნე­ებ­თან, ზღვებ­თან... უკვე რვა წე­ლია იქ ხალ­ხი იღუ­პე­ბა და ახლა უკ­რა­ი­ნა, მათ და­ეს­ხა თავს, მაგ­რამ დიდი ხნით ადრე მო­ი­გო­ნეს მო­სახ­ლე­ო­ბის დე­პორ­ტა­ცია და ამ დე­პორ­ტა­ცი­ამ სა­ში­ნე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ჩვენ გვე­ჯავ­რე­ბო­და უკ­რა­ი­ნა, მე არ მეს­მის, რის გამო ვერ ვი­ტან­დით უკ­რა­ი­ნას. ჩვენ ხომ ერ­თად ვიბ­რძო­დით, ყვე­ლა ჩვენ ერ­თად ვის­ხე­დით ბა­ნა­კებ­ში... და სხვა­თა შო­რის ქარ­თვე­ლე­ბიც, რომ­ლებ­თა­ნაც ომი და­ვი­წყეთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­ში შე­ვა­ფურ­თხეთ, რო­გორც კი შევ­ძე­ლით.

რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს სი­ძულ­ვი­ლი?! სი­ძულ­ვი­ლი მათ მი­მართ, ვინც ჩვენს გარ­შე­მო არი­ან. მხო­ლოდ ჩვენ ვართ თეთ­რი და ფუმ­ფუ­ლე­ბი და ყვე­ლა ჩვენ გვჩაგ­რავს. რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს. ეს ძა­ლი­ან ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა...

გუ­შინ ახე­ჯა­კო­ვამ კი­დევ ერთი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ რუ­სე­თის მიერ დონ­ბა­სის აღი­ა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სა­ძაგ­ლო­ბა იყო.

- ჩვენ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა­გან ის­ტო­რი­ის ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­ვე­ცა­ნით, პუ­ში­ლინ­თან (ე.წ. დო­ნეც­კის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­ურ­თან) და "მო­ტო­რო­ლას­თან“ (ე.წ. ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კის სა­ვე­ლე მე­თა­ურ­თან, მეტ­სა­ხე­ლად "მო­ტო­რო­ლა“) ერ­თად.

ეს მთელ­მა მსოფ­ლი­ო­მაც მო­ის­მი­ნა. მე ვფიქ­რობ, რა­ღაც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რამ მოხ­და. ეს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის ომის გა­მო­ცხა­დე­ბას ჰგავს. დონ­ბა­სის აღი­ა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სა­ძაგ­ლო­ბაა. შე­დე­გე­ბი სა­ში­ნე­ლი იქ­ნე­ბა. როცა ქვეყ­ნის მი­ზა­ნი მო­ქა­ლა­ქე­თა კე­თილ­დღე­ო­ბა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა კი არ არის, არა­მედ ვი­ღაც სამ­ხედ­რო­ე­ბის გან­ზრახ­ვის შეს­რუ­ლე­ბა, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
26

კარგია, ახიჯაკოვა ასე რომ საუბრობს, მაგრამ თუნდაც ყველა რუსი კულტურის მოღვაწე ეგრე საუბრობდეს, არაფერს შეცვლის. ისე კი, რუსეთს მისი სიმართლე აქვს, უკრაინას თავისი, ჰოდა ვინც ძლიერია, მისი სიმართლე იმარჯვებს. ჭეშმარიტება რაომლისკენაა, არავინ იცის.

manana
11

სამწუხაროდ ჩემ ქვეყანაში ამ რანგის ადამიანებს ვერ ვხედავ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ მესმის, რის გამო ვერ ვიტანდით უკრაინას... ჩვენ ხომ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის ქართველებიც" - რას ამბობს რუსეთის სახალხო არტისტი უკრაინის მოვლენებზე?

"არ მესმის, რის გამო ვერ ვიტანდით უკრაინას... ჩვენ ხომ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის ქართველებიც" - რას ამბობს რუსეთის სახალხო არტისტი უკრაინის მოვლენებზე?

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას რუსეთის კულტურის მოღვაწეები მთელი დღის მანძილზე ეხმაურებიან. მათ შორის არის რუსეთის სახალხო არტისტი ლია ახეჯაკოვა, რომელმაც სპეციალურ მიმართვაში საქართველოც ახსენა:

ლია ახეჯაკოვა:

- მე მოვუწოდებ კულტურის მოღვაწეებს, მოვიდა დრო, როცა უნდა ვილაპარაკოთ. გამოვთქვათ ჩვენი აზრი. სხვა შესაძლებლობა ჩვენ აღარ გვექნება. ტყუილი ისე იღვრება, ისე ედება ყველაფერს, უკვე სამყაროც ვეღარ უძლებს. ყველაფერი მოვსვარეთ, დავატალახიანეთ ჩვენი სიტყვებით, ქმედებებით, კორუფციით.

და ამ ბინძური ურთიერთობებით ვართ ჩვენს მეზობლებთან, სამყაროსთან, ოკეანეებთან, ზღვებთან... უკვე რვა წელია იქ ხალხი იღუპება და ახლა უკრაინა, მათ დაესხა თავს, მაგრამ დიდი ხნით ადრე მოიგონეს მოსახლეობის დეპორტაცია და ამ დეპორტაციამ საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ გვეჯავრებოდა უკრაინა, მე არ მესმის, რის გამო ვერ ვიტანდით უკრაინას. ჩვენ ხომ ერთად ვიბრძოდით, ყველა ჩვენ ერთად ვისხედით ბანაკებში... და სხვათა შორის ქართველებიც, რომლებთანაც ომი დავიწყეთ. ყოველ შემთხვევაში სახეში შევაფურთხეთ, როგორც კი შევძელით.

როდის დასრულდება ეს სიძულვილი?! სიძულვილი მათ მიმართ, ვინც ჩვენს გარშემო არიან. მხოლოდ ჩვენ ვართ თეთრი და ფუმფულები და ყველა ჩვენ გვჩაგრავს. როდის დასრულდება ეს. ეს ძალიან ცუდად დამთავრდება...

გუშინ ახეჯაკოვამ კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ რუსეთის მიერ დონბასის აღიარება წარმოუდგენელი საძაგლობა იყო.

- ჩვენ ვლადიმერ პუტინისაგან ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს გავეცანით, პუშილინთან (ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მეთაურთან) და "მოტოროლასთან“ (ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის საველე მეთაურთან, მეტსახელად "მოტოროლა“) ერთად.

ეს მთელმა მსოფლიომაც მოისმინა. მე ვფიქრობ, რაღაც გამოუსწორებელი რამ მოხდა. ეს მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ჰგავს. დონბასის აღიარება წარმოუდგენელი საძაგლობაა. შედეგები საშინელი იქნება. როცა ქვეყნის მიზანი მოქალაქეთა კეთილდღეობა და ეკონომიკის განვითარება კი არ არის, არამედ ვიღაც სამხედროების განზრახვის შესრულება, ეს საშინელებაა.