კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ... სააკაშვილი 2008 წელს ამბობდა, რომ შემდეგი ყირიმი იქნებოდა, ეს სიმართლე იყო" - ბრაიზა
"როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ... სააკაშვილი 2008 წელს ამბობდა, რომ შემდეგი ყირიმი იქნებოდა, ეს სიმართლე იყო" - ბრაიზა

„ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს“ მკვლე­ვა­რი, ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი აზერ­ბა­ი­ჯან­ში და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მე­თიუ ბრა­ი­ზა აცხა­დებს, რომ „სი­ტყვე­ბის თა­მა­ში“ ვლა­დი­მირ პუ­ტინს აღარ გა­მოს­დის და და­სავ­ლე­თის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში ხელ­მე­ო­რე შეჭ­რა უკვე ნა­თე­ლია, ამის და­სა­წყი­სი კი სწო­რედ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ე.წ. „აღი­ა­რე­ბა“ და ჯავ­შან­ტექ­ნი­კის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მიღ­მა გა­და­ად­გი­ლე­ბაა.

რო­გორც ბრა­ი­ზა „ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, რო­გო­რი სი­ტყვე­ბის თა­მა­შიც არ უნდა სურ­დეს რუ­სეთს, სულ მცი­რე, ნატო-ს ორ დე­და­ქა­ლაქ­ში, ვა­შინგტონ­სა და ბერ­ლინ­ში, ამას არ მი­ი­ღე­ბენ, არ და­ი­ჯე­რე­ბენ.

"ცალ­სა­ხა, უტყუ­ა­რი ფაქ­ტია, რომ რუ­სე­თი არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ამ ორი რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბით და უკ­რა­ი­ნა­ში და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნით, მათი გა­და­ად­გი­ლე­ბით“, - ამ­ბობს მე­თიუ ბრა­ი­ზა.

მე­თიუ ბრა­ი­ზა ასე­ვე სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მსგავ­სე­ბის შე­სა­ხე­ბაც.

ბრა­ი­ზას თქმით, სა­გუ­ლის­ხმო მსგავ­სე­ბა ისაა, რომ და­სავ­ლეთ­ში 14 წლის წი­ნაც და ახ­ლან­დე­ლი კრი­ზი­სის პირ­ველ ეტაპ­ზეც, არ სურ­დათ და­ე­ჯე­რე­ბი­ნათ "არა­კომ­ფორ­ტუ­ლი სი­მარ­თლე“ იმის შე­სა­ხებ, რომ კრემ­ლი ომის პრო­ვო­ცი­რე­ბას ცდი­ლობ­და და ცდი­ლობს.

"კი­დევ ერთი რამ, რაც ამ ორ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მსგავ­სია, არის ის, რომ და­სა­წყის­ში ნატო-ს ევ­რო­პე­ლი წევ­რე­ბი არ იღებ­დნენ არა­ხელ­საყ­რელ სი­მარ­თლეს იმის შე­სა­ხებ, რომ პუ­ტი­ნი ომის პრო­ვო­ცი­რე­ბას ახ­დენ­და. მე ვში­შობ­დი, რომ ისი­ნი მხო­ლოდ სუს­ტად, მო­რი­დე­ბუ­ლად და კვლავ ისე უპა­სუ­ხებ­დნენ და დას­ჯიდ­ნენ რუ­სეთს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც „თბი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს“. მაგ­რამ დღეს, უკვე გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხე­ბით ჩანს, რომ ალი­ან­სი არის ერ­თი­ა­ნი და ევ­რო­პე­ლებს სურთ, რომ გა­ა­ტა­რონ ზო­გი­ერ­თი მკაც­რი ზომა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს ამ­ჯე­რად დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. ამას­თან, ახლა ამ მოვ­ლე­ნებს მთე­ლი მსოფ­ლიო უყუ­რებს და აკ­ვირ­დე­ბა. მა­შინ, არა­ვის სურ­და მო­ეს­მი­ნა, გა­ე­გო ან და­ე­ნა­ხა ის, თუ რა ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ­ჯე­რად, აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბა რუ­სე­თის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა, ის აჩ­ვე­ნებს მსოფ­ლი­ოს, რა არის სი­ნამ­დვი­ლე­ში პუ­ტი­ნის რუ­სე­თი“, - ამ­ბობს ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტი და მკვლე­ვა­რი.

მე­თიუ ბრა­ი­ზა ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა ყვე­ლა, მათ შო­რის მთავ­რო­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უნდა ახ­სე­ნებ­დნენ მსოფ­ლი­ოს, რომ ის, რა­საც პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნას უკე­თებს, მან უკვე გა­უ­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს.

„როცა ქარ­თვე­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ, მათ გერ­მა­ნე­ლე­ბი და ფრან­გე­ბი აჩუ­მებ­დნენ. სა­ა­კაშ­ვილს აღიქ­ვამ­დნენ, რო­გორც იმ­პულ­სურ, და­უ­ფიქ­რე­ბელ, პრო­ვო­კა­ცი­ულ აქ­ტორს იმის გამო, რომ ის ააშ­კა­რა­ვებ­და იმას, თუ რის გა­კე­თე­ბას ცდი­ლობ­და რუ­სე­თი. 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ის ამ­ბობ­და, რომ შემ­დე­გი კონ­კრე­ტუ­ლად ყი­რი­მი იქ­ნე­ბო­და. ისევ და ისევ, ამის მოს­მე­ნა არა­ვის სურ­და, ეს არა­კომ­ფორ­ტუ­ლი სი­მარ­თლე იყო, მაგ­რამ იყო სი­მარ­თლე. ევ­რო­პამ ეს სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის ფა­სად უგუ­ლე­ბელ­ყო. ახლა კი გვაქვს ეს სა­ში­ნე­ლი არე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას უქ­მნის საფრ­თხეს, არა­მედ, ომის საფრ­თხეს უქ­მნის ევ­რო­პის უმე­ტეს ტე­რი­ტო­რი­ას“, - ამ­ბობს ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტი „ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Geo
1

„როცა ქარ­თვე­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ, მათ გერ­მა­ნე­ლე­ბი და ფრან­გე­ბი აჩუ­მებ­დნენ"

 

და საცოდავი პაწაწინა ამერიკა ხმას ვერ იღებდა და ვერაფერს ვერ აკეთებდა მათი შიშთ ხო?

მარო
6

მთავარია - ტვიტი! მკაცრი ტვიტები და წარბშეკრული სმაილები. ასე შეშინდება პუტინი?!

ავტორი:

"როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ... სააკაშვილი 2008 წელს ამბობდა, რომ შემდეგი ყირიმი იქნებოდა, ეს სიმართლე იყო" - ბრაიზა

"როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ... სააკაშვილი 2008 წელს ამბობდა, რომ შემდეგი ყირიმი იქნებოდა, ეს სიმართლე იყო" - ბრაიზა

„ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი, ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ „სიტყვების თამაში“ ვლადიმირ პუტინს აღარ გამოსდის და დასავლეთისთვის უკრაინაში ხელმეორე შეჭრა უკვე ნათელია, ამის დასაწყისი კი სწორედ ტერიტორიების ე.წ. „აღიარება“ და ჯავშანტექნიკის ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა გადაადგილებაა.

როგორც ბრაიზა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, როგორი სიტყვების თამაშიც არ უნდა სურდეს რუსეთს, სულ მცირე, ნატო-ს ორ დედაქალაქში, ვაშინგტონსა და ბერლინში, ამას არ მიიღებენ, არ დაიჯერებენ.

"ცალსახა, უტყუარი ფაქტია, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს ძალიან ბევრი მიმართულებით ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებით და უკრაინაში დამატებითი ძალების შეყვანით, მათი გადაადგილებით“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა.

მეთიუ ბრაიზა ასევე საუბრობს საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების მსგავსების შესახებაც.

ბრაიზას თქმით, საგულისხმო მსგავსება ისაა, რომ დასავლეთში 14 წლის წინაც და ახლანდელი კრიზისის პირველ ეტაპზეც, არ სურდათ დაეჯერებინათ "არაკომფორტული სიმართლე“ იმის შესახებ, რომ კრემლი ომის პროვოცირებას ცდილობდა და ცდილობს.

"კიდევ ერთი რამ, რაც ამ ორ სიტუაციაში მსგავსია, არის ის, რომ დასაწყისში ნატო-ს ევროპელი წევრები არ იღებდნენ არახელსაყრელ სიმართლეს იმის შესახებ, რომ პუტინი ომის პროვოცირებას ახდენდა. მე ვშიშობდი, რომ ისინი მხოლოდ სუსტად, მორიდებულად და კვლავ ისე უპასუხებდნენ და დასჯიდნენ რუსეთს, რომ ეს ყველაფერი მაინც „თბილად გამოიყურებოდეს“. მაგრამ დღეს, უკვე გაცემული პასუხებით ჩანს, რომ ალიანსი არის ერთიანი და ევროპელებს სურთ, რომ გაატარონ ზოგიერთი მკაცრი ზომა რუსეთის წინააღმდეგ, ეს ამჯერად დიდი განსხვავებაა. ამასთან, ახლა ამ მოვლენებს მთელი მსოფლიო უყურებს და აკვირდება. მაშინ, არავის სურდა მოესმინა, გაეგო ან დაენახა ის, თუ რა ხდებოდა საქართველოში. ამჯერად, აღარავის სჭირდება რუსეთის გამოაშკარავება, ის აჩვენებს მსოფლიოს, რა არის სინამდვილეში პუტინის რუსეთი“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი და მკვლევარი.

მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ საქართველოში ახლა ყველა, მათ შორის მთავრობა, ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები უნდა ახსენებდნენ მსოფლიოს, რომ ის, რასაც პუტინი უკრაინას უკეთებს, მან უკვე გაუკეთა საქართველოს.

„როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ. სააკაშვილს აღიქვამდნენ, როგორც იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორს იმის გამო, რომ ის ააშკარავებდა იმას, თუ რის გაკეთებას ცდილობდა რუსეთი. 2008 წლის აგვისტოში ის ამბობდა, რომ შემდეგი კონკრეტულად ყირიმი იქნებოდა. ისევ და ისევ, ამის მოსმენა არავის სურდა, ეს არაკომფორტული სიმართლე იყო, მაგრამ იყო სიმართლე. ევროპამ ეს სერიოზული საფრთხის ფასად უგულებელყო. ახლა კი გვაქვს ეს საშინელი არეულობა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, არამედ, ომის საფრთხეს უქმნის ევროპის უმეტეს ტერიტორიას“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.