კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრაქტიკული აკადემიის“ მეხუთე ნაკადის სტუდენტებმა სასწავლო კურსი დაასრულეს
"პრაქტიკული აკადემიის“ მეხუთე ნაკადის სტუდენტებმა სასწავლო კურსი დაასრულეს

პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კურ­სზე, მე­ხუ­თე ნა­კა­დის სტუ­დენ­ტებ­მა სწავ­ლა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეს. კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­და­ე­ცათ.

2-თვი­ა­ნი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ გა­ევ­ლოთ პრაქ­ტი­კა ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და რა­დი­ო­ში, სხვა­დას­ხვა ვე­ბპ­ლატ­ფორ­მებ­სა და კონ­ტენ­ტმარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში. ეს­წავ­ლათ ყვე­ლა ის ხელ­სა­წყო, რომ­ლე­ბიც მულ­ტი­მე­დია პრო­ექ­ტე­ბის შე­საქ­მნე­ლა­დაა სა­ჭი­რო: რო­გორ იქ­მნე­ბა ნი­უ­სი, მულ­ტი­მე­დი­უ­რი მა­სა­ლე­ბი და სპრე­ცპ­რო­ექ­ტე­ბი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ხის ვი­ზუ­ა­ლუ­რი და ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი მა­სა­ლა. სტუ­დენ­ტებ­მა შე­ის­წავ­ლეს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი და მისი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა.

რო­გორც მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კურ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ტუ­რაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სტუ­დენ­ტებს კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ და­საქ­მე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი აქვთ:

"ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ორი თვე გა­ა­ტა­რეს ჩვენ­თან ერ­თად, მო­ის­მი­ნეს მას­ტერკლა­სე­ბი და თე­ო­რი­უ­ლი კურ­სი ჩვე­ნი ჰოლ­დი­ნი­გის წამ­ყვა­ნი რე­დაქ­ტო­რე­ბის, პრო­დი­უ­სე­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან. კურ­სის კი­დევ ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბაა. რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტი მო­მა­ვა­ლი თვი­დან "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას შეძ­ლებს. ასე­ვე გე­ტყვით, რომ სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კურ­სზე მე­ექ­ვსე ნა­კა­დის აპ­ლი­კან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა დას­რულ­დე­ბა და ახალ ადა­მი­ა­ნებს მივ­ცემთ სწავ­ლის, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნავს ნინო ტუ­რაშ­ვი­ლი.

პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის მე­ხუ­თე ნა­კა­დის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ აკა­დე­მი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 2 თვე დიდი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა:

„პა­ლიტ­რის პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტარ­ტი, რო­მე­ლიც გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას აღ­მო­ა­ჩი­ნო სა­კუ­თა­რი თავი, მი­ი­ღო პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და გახ­დე უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. ეს არის ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა დამ­წყე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის. ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­ლიტ­რის აკა­დე­მია მზა კად­რებს უშ­ვებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სწავ­ლის პე­რი­ო­დი არ არის ხან­გრძლი­ვი, აქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბულს აღე­მა­ტე­ბა, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტი თით­ქმის არ იძ­ლე­ვა პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას, ეს კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სფე­რო­ში,“ - აღ­ნიშ­ნავს ლუკა მე­ლაშ­ვი­ლი, „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი.

„სა­ნამ „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ მო­ვი­დო­დი, სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, რო­გორ მუ­შა­ობ­და ტე­ლე­ვი­ზია, ციფ­რუ­ლი მე­დია. ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ახა­ლი ამ­ბე­ბის სპე­ცი­ფი­კა, ჟურ­ნა­ლის­ტის სა­მუ­შაო გა­რე­მო. გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ინ­ტე­რე­სა კონ­ტენ­მარ­კე­ტინ­გის სფე­რომ. აქ მომ­სვლელ სტუ­დენტს შე­უძ­ლია და­ი­წყოს სწავ­ლა ნუ­ლი­დან და არაფ­რის შე­ე­შინ­დეს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მენ­ტო­რე­ბი სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას გი­ზი­ა­რე­ბენ. „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან გა­მო­მად­გე­ბა, რო­დე­საც მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ,“ - აღ­ნიშ­ნავს ია რო­მა­ნა­ძე, „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ კურ­სი ორი თვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სწავ­ლის პროგ­რა­მა მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ქარ­თვე­ლი მენ­ტო­რე­ბის მდი­დარ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ი­ცავს. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში სტუ­დენ­ტე­ბი ეც­ნო­ბი­ან „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს და ას­რუ­ლე­ბენ პრაქ­ტი­კულ და­ვა­ლე­ბებს.

პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა შე­უძ­ლია 18 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ნე­ბის­მი­ერ პირს. ისი­ნი კურ­სის ფარ­გლებ­ში შე­ი­ძე­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის­თვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვებს.

სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სტუ­დენ­ტებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­საქმდნენ „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე.

მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პროგ­რა­მა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ ვებგ­ვერ­დზე: https://bit.ly/2SyeiJr

ავტორი:

"პრაქტიკული აკადემიის“ მეხუთე ნაკადის სტუდენტებმა სასწავლო კურსი დაასრულეს

"პრაქტიკული აკადემიის“ მეხუთე ნაკადის სტუდენტებმა სასწავლო კურსი დაასრულეს

პალიტრა მედია ჰოლდინგის „პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე, მეხუთე ნაკადის სტუდენტებმა სწავლა წარმატებით დაასრულეს. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

2-თვიანი პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაევლოთ პრაქტიკა ტელევიზიასა და რადიოში, სხვადასხვა ვებპლატფორმებსა და კონტენტმარკეტინგის დეპარტამენტში. ესწავლათ ყველა ის ხელსაწყო, რომლებიც მულტიმედია პროექტების შესაქმნელადაა საჭირო: როგორ იქმნება ნიუსი, მულტიმედიური მასალები და სპრეცპროექტები, ასევე სხვადასხვა სახის ვიზუალური და ინტერაქციული მასალა. სტუდენტებმა შეისწავლეს ჟურნალისტიკის საფუძვლები და მისი ყველა მიმართულება.

როგორც მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი აღნიშნავს, სტუდენტებს კურსის გავლის შემდეგ დასაქმების რეალური შანსი აქვთ:

"ამ ადამიანებმა ორი თვე გაატარეს ჩვენთან ერთად, მოისმინეს მასტერკლასები და თეორიული კურსი ჩვენი ჰოლდინიგის წამყვანი რედაქტორების, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისგან. კურსის კიდევ ერთი მთავარი მიზანი ამ ადამიანების დასაქმებაა. რამდენიმე სტუდენტი მომავალი თვიდან "პალიტრა მედია ჰოლდინგის“ სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობის დაწყებას შეძლებს. ასევე გეტყვით, რომ სულ რამდენიმე დღეში მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე მეექვსე ნაკადის აპლიკანტების შერჩევა დასრულდება და ახალ ადამიანებს მივცემთ სწავლის, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და დასაქმების საშუალებას,“ - აღნიშნავს ნინო ტურაშვილი.

პრაქტიკული აკადემიის მეხუთე ნაკადის კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ აკადემიაში გატარებული 2 თვე დიდი ცოდნისა და გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა:

„პალიტრის პრაქტიკული აკადემია არის არაჩვეულებრივი სტარტი, რომელიც გაძლევს საშუალებას აღმოაჩინო საკუთარი თავი, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და გახდე უფრო თავდაჯერებული. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და გამოცდილება დამწყები ჟურნალისტებისთვის. ფაქტობრივად, პალიტრის აკადემია მზა კადრებს უშვებს. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პერიოდი არ არის ხანგრძლივი, აქ მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება უნივერსიტეტში მიღებულს აღემატება, რადგან უნივერსიტეტი თითქმის არ იძლევა პრაქტიკულ ცოდნას, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკის სფეროში,“ - აღნიშნავს ლუკა მელაშვილი, „პრაქტიკული აკადემიის“ კურსდამთავრებული.

„სანამ „პრაქტიკულ აკადემიაში“ მოვიდოდი, საერთოდ არ ვიცოდი, როგორ მუშაობდა ტელევიზია, ციფრული მედია. ბავშვობიდან მაინტერესებდა ახალი ამბების სპეციფიკა, ჟურნალისტის სამუშაო გარემო. განსაკუთრებით დამაინტერესა კონტენმარკეტინგის სფერომ. აქ მომსვლელ სტუდენტს შეუძლია დაიწყოს სწავლა ნულიდან და არაფრის შეეშინდეს. პროფესიონალი მენტორები სხვადასხვა პლატფორმაზე თავის გამოცდილებას გიზიარებენ. „პრაქტიკულ აკადემიაში“ დაგროვილი გამოცდილება ძალიან გამომადგება, როდესაც მუშაობას დავიწყებ,“ - აღნიშნავს ია რომანაძე, „პრაქტიკული აკადემიის“ კურსდამთავრებული.

„პრაქტიკული აკადემიის“ კურსი ორი თვე მიმდინარეობს. სწავლის პროგრამა მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზეა დაფუძნებული და ქართველი მენტორების მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას მოიცავს. სწავლის პერიოდში სტუდენტები ეცნობიან „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ სხვადასხვა პლატფორმის შიდა სამზარეულოს და ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს. ისინი კურსის ფარგლებში შეიძენენ ჟურნალისტიკისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდნენ „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ სხვადასხვა პლატფორმაზე.

მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია „პრაქტიკული აკადემიის“ ვებგვერდზე: https://bit.ly/2SyeiJr