პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩინეთი ზის და ელის, მდინარე მისი მტრების ცხედრებს როდის ჩამოატარებს" - რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს რუსეთ-ჩინეთის მოკავშირეობა?
"დღეს ჩინეთი ზის და ელის, მდინარე მისი მტრების ცხედრებს როდის ჩამოატარებს" - რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს რუსეთ-ჩინეთის მოკავშირეობა?

და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რომ­ლის წი­თე­ლი ხაზი დღეს უკ­რა­ი­ნა­ზე გა­დის, ჩი­ნე­თი რუ­სე­თის მო­კავ­ში­რეა, თუმ­ცა ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში მათი პარტნი­ო­რო­ბა თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან"ხსე­ნებს ყა­ზა­ხეთ­ში ამ ცოტა ხნის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და ამ­ბობს:

"სა­ინ­ტე­რე­სო რამ მოხ­და ამ ცოტა ხნის წინ ყა­ზა­ხეთ­ში. ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ეგი­დით იქ შე­სუ­ლი რუ­სუ­ლი ჯა­რის ნა­წი­ლე­ბი ათ დღე­ში გა­მო­ვი­დოდ­ნენ?! ის­მის კი­თხვა: რა მოხ­და? მოხ­და ის, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის მე­ო­რე დღეს­ვე შან­ხა­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რო­მელ­შიც წამ­ყვან როლს ჩი­ნე­თი ას­რუ­ლებს, შეს­თა­ვა­ზა ყა­ზა­ხეთს იმ ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი და­ნა­ყო­ფის დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ეგი­დით მოქ­მე­დებს და ჩი­ნეთ­მა ყა­ზა­ხეთს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც აღუთ­ქვა დახ­მა­რე­ბა ე.წ. ტე­რო­რის­ტებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, კუ­ლუ­ა­რებ­ში ჩი­ნეთ­მა რუ­სეთს შე­ახ­სე­ნა, რომ მხო­ლოდ ის ვერ "იმე­ფებს" ყა­ზა­ხეთ­სა და, სა­ზო­გა­დოდ, შუა აზი­ა­ზე და რუ­სეთ­მა ამა­ზე უარი ვერ უთხრა. მას ეში­ნია ჩი­ნე­თის, თან ამ ეტაპ­ზე ის სა­სი­ცო­ცხლოდ სჭირ­დე­ბა და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ პუ­ტინს არ ეში­ნია ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო წყო­ბის, ანუ რუ­სე­თის­თვის ჩი­ნე­თის მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი საფრ­თხე არ არის. პუ­ტი­ნის­თვის სა­ში­შია დე­მოკ­რა­ტია, რომ­ლის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნია...

"დღეს ჩი­ნე­თი იმ ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებს, ანუ, ასე ვთქვათ, ზის და ელის, მდი­ნა­რე მისი მტრე­ბის ცხედ­რებს რო­დის ჩა­მო­ა­ტა­რებს. თუ რუ­სე­თი და­სუს­ტდე­ბა, ჩი­ნე­თი იგებს; თუ და­სავ­ლე­თი მარ­ცხს იგე­მებს, მა­ინც ჩი­ნე­თი იგებს; თუ ორი­ვე და­სუს­ტდე­ბა, უფრო უკე­თე­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პე­კი­ნის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთ-ჩი­ნე­თის პარტნი­ო­რო­ბას, ისი­ნი დღეს სი­ტუ­ა­ცი­უ­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა ასე­ვე სჭირ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თი და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ ეტაპ­ზე ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ერ­თო­ბაც აქვთ. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მერე ვის მიყიდის თავის შირპატერბს !?

საღი აზრი
2

კონკურსი გაგიკეთეთ ნახირო!აბა დაგთვალოთ,ვისაც რუსეთი გეზიზღებათ ლაიქი დაუწერეთ ამ კომენტარს,ვისაც არ გეზიძღებათ,დისლაიქი!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დღეს ჩინეთი ზის და ელის, მდინარე მისი მტრების ცხედრებს როდის ჩამოატარებს" - რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს რუსეთ-ჩინეთის მოკავშირეობა?

"დღეს ჩინეთი ზის და ელის, მდინარე მისი მტრების ცხედრებს როდის ჩამოატარებს" - რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს რუსეთ-ჩინეთის მოკავშირეობა?

დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში, რომლის წითელი ხაზი დღეს უკრაინაზე გადის, ჩინეთი რუსეთის მოკავშირეა, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში მათი პარტნიორობა თითქმის წარმოუდგენელია.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან"ხსენებს ყაზახეთში ამ ცოტა ხნის წინ განვითარებულ მოვლენებს და ამბობს:

"საინტერესო რამ მოხდა ამ ცოტა ხნის წინ ყაზახეთში. ვინ წარმოიდგენდა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ეგიდით იქ შესული რუსული ჯარის ნაწილები ათ დღეში გამოვიდოდნენ?! ისმის კითხვა: რა მოხდა? მოხდა ის, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების მეორე დღესვე შანხაის ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელშიც წამყვან როლს ჩინეთი ასრულებს, შესთავაზა ყაზახეთს იმ ანტიტერორისტული დანაყოფის დახმარება, რომელიც ამ გაერთიანების ეგიდით მოქმედებს და ჩინეთმა ყაზახეთს ინდივიდუალურადაც აღუთქვა დახმარება ე.წ. ტერორისტებთან დაპირისპირებაში. სავარაუდოდ, კულუარებში ჩინეთმა რუსეთს შეახსენა, რომ მხოლოდ ის ვერ "იმეფებს" ყაზახეთსა და, საზოგადოდ, შუა აზიაზე და რუსეთმა ამაზე უარი ვერ უთხრა. მას ეშინია ჩინეთის, თან ამ ეტაპზე ის სასიცოცხლოდ სჭირდება დასავლეთის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პუტინს არ ეშინია ჩინეთის სახელმწიფო წყობის, ანუ რუსეთისთვის ჩინეთის მმართველობის სტილი საფრთხე არ არის. პუტინისთვის საშიშია დემოკრატია, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანია...

"დღეს ჩინეთი იმ ცნობილი გამონათქვამის მიხედვით მოქმედებს, ანუ, ასე ვთქვათ, ზის და ელის, მდინარე მისი მტრების ცხედრებს როდის ჩამოატარებს. თუ რუსეთი დასუსტდება, ჩინეთი იგებს; თუ დასავლეთი მარცხს იგემებს, მაინც ჩინეთი იგებს; თუ ორივე დასუსტდება, უფრო უკეთესი ოფიციალური პეკინისთვის. რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობას, ისინი დღეს სიტუაციური მოკავშირეები არიან, თუმცა ასევე სჭირდებათ ერთმანეთი დასავლეთის წინააღმდეგ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ღირებულებითი ერთობაც აქვთ. წაიკითხეთ სტატია სრულად