სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიმალები და გარეგნობის გამო მრცხვენია... სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა თითქმის გამქრალია" - ლინდა ევანგელისტას ახალი ფოტოები და "დაკარგული ცხოვრება"
"ვიმალები და გარეგნობის გამო მრცხვენია... სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა თითქმის გამქრალია" - ლინდა ევანგელისტას ახალი ფოტოები და "დაკარგული ცხოვრება"

"ვი­მა­ლე­ბი და გა­რეგ­ნო­ბის გამო მრცხვე­ნია... სუ­პერ­მო­დე­ლი ლინ­და ევან­გე­ლის­ტა თით­ქმის გამ­ქრა­ლია" - ლინ­და ევან­გე­ლის­ტას ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი და "და­კარ­გუ­ლი ცხოვ­რე­ბა"

მას შემ­დეგ, რაც სუ­პერ­მო­დელ­მა ლინ­და ევან­გე­ლის­ტამ ცხი­მის მო­სა­შო­რე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რის ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი იწ­ვნია, პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა პრე­სა­ში და გა­მო­ცე­მა People-ს ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმდა.

ბოლო 5 წე­ლია, ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­საც კი არი­დებს თავს. 56 წლის ლინ­დამ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა თავს გა­დამ­ხდარ მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, კოს­მე­ტი­კურ პრო­ცე­დუ­რა­ზე, რო­მელ­მაც ის "სას­ტი­კად დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი" და­ტო­ვა.

დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შთა­გო­ნე­ბა, მას შემ­დეგ უშე­დე­გოდ ცდი­ლობს, "და­კარ­გუ­ლი ცხოვ­რე­ბა" უკან და­იბ­რუ­ნოს.

ევან­გე­ლის­ტამ სა­სა­მარ­თლო­შიც უჩივ­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მელ­მაც გა­სახ­დო­მი პრო­ცე­დუ­რა ჩა­უ­ტა­რა და 50-მი­ლი­ონ დო­ლარს სთხოვს ზა­რა­ლის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად. ლინ­დას თქმით, 2015-2016 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 7 პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ, ის ვე­ღარ ახერ­ხებ­და მუ­შა­ო­ბას:

"ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და მო­დის ჩვე­ნე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი, ახლა კი იმი­სიც მე­ში­ნია, ვინ­მე ნაც­ნობს არ გა­და­ვე­ყა­რო ქუ­ჩა­ში. ასე ცხოვ­რე­ბა აღარ შე­მიძ­ლია, მალ­ვა­ში და მუდ­მი­ვად სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბით. მზად ვარ, რომ ხმა ამო­ვი­ღო", - ამ­ბობს ლინ­და.

"მკურ­ნა­ლო­ბი­დან" 3 თვე­ში შე­ნიშ­ნა ევან­გე­ლის­ტამ ნი­კა­პთან, ფე­ხებ­სა და მკერდთან ამო­ბე­რი­ლი ად­გი­ლე­ბი. ზუს­ტად ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლის გახ­დო­მაც სურ­და, უსუქ­დე­ბო­და და უმ­კვრივ­დე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მგრძნო­ბე­ლო­ბაც და­კარ­გა - "ვცდი­ლობ­დი ჩე­მით გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, დი­ე­ტა და­ვი­წყე და უფრო მეტს ვვარ­ჯი­შობ­დი. სა­სო­წარ­კვე­თამ იქამ­დე მი­მიყ­ვა­ნა, რომ ჭა­მაც კი შევ­წყვი­ტე. მე­გო­ნა, გავ­გიჟ­დე­ბო­დი."

როცა იმედ­გა­და­წუ­რულ­მა ლინ­დამ სა­ბო­ლო­ოდ ექიმს მი­ა­კი­თხა, მან პა­რა­დოქ­სუ­ლი ცხი­მო­ვა­ნი ჰი­პერ­პლა­ზია და­უდ­გი­ნა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­სახ­დომ პრო­ცე­დუ­რას უკუჩ­ვე­ნე­ბა ახ­ლდა, რო­მე­ლიც მისი ცხი­მო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის პი­რი­ქით, გამ­რავ­ლე­ბას იწ­ვევ­და და რომ არა­ნა­ი­რი დი­ე­ტა და ვარ­ჯი­ში ამას ვერ უშ­ვე­ლი­და.

ამის შემ­დეგ, სუ­პერ­მო­დელს ლი­პო­საქ­ცი­ის გა­კე­თე­ბა შეს­თა­ვა­ზეს. პრო­ცე­დუ­რა 2016-2017 წლებ­ში გა­ი­კე­თა, მაგ­რამ პა­რა­დოქ­სულ­მა ცხი­მო­ვან­მა ჰი­პერ­პლა­ზი­ამ თავი ისევ იჩი­ნა და ლი­პო­საქ­ცი­აც უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. ახლა ლინ­დას სარ­ტყე­ლით სი­ა­რუ­ლი უწევს, რად­გან ცხი­მის ის მასა, რო­მე­ლიც პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, მძი­მეა და გა­მაგ­რე­ბუ­ლი, ამის გამო წელ­ში გა­მარ­თვა და ხე­ლე­ბის გვერ­დებ­ზე სწო­რად ჩა­მოშ­ვე­ბაც კი უჭირს:

"სარ­კე­ში აღარ ვი­ყუ­რე­ბი. ჩემს თავს არ ვგა­ვარ. რა­ტომ ვგრძნობთ იმის სა­ჭი­რო­ე­ბას რომ ჩვე­ნი სხე­უ­ლე­ბი შევ­ცვა­ლოთ? ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ დავ­ბერ­დე­ბო­დი, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ასე­თი გავ­ხდე­ბო­დი. ვერც ფი­ზი­კუ­რად და ვერც სუ­ლი­ე­რად ვე­ღარ ვცნობ ჩემს თავს. სუ­პერ­მო­დე­ლი ლინ­და ევან­გე­ლის­ტა, თით­ქმის გამ­ქრა­ლია", - ამ­ბობს ის.

ლინ­და ევან­გე­ლის­ტა მა­ინც ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი და სჯე­რა, რომ მისი ტრავ­მის გა­ზი­ა­რე­ბა სხვებს მა­ინც და­ეხ­მა­რე­ბა რა­მით: "იმე­დი მაქვს სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი და იმ ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რე­ბი, ვინც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­შია, ესაა ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი".

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატლია
0

ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ასაკი თავისას შვრება... უჭირს შეგუება.

 

dare
0

ძნელია სილამაზის დაკარგვა ახალგაზრდობასთან ერთად, მაგრამ ბუნების კანონია,ღმერთმა ყველა დაგვაბეროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვიმალები და გარეგნობის გამო მრცხვენია... სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა თითქმის გამქრალია" - ლინდა ევანგელისტას ახალი ფოტოები და "დაკარგული ცხოვრება"

"ვიმალები და გარეგნობის გამო მრცხვენია... სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა თითქმის გამქრალია" - ლინდა ევანგელისტას ახალი ფოტოები და "დაკარგული ცხოვრება"

"ვიმალები და გარეგნობის გამო მრცხვენია... სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა თითქმის გამქრალია" - ლინდა ევანგელისტას ახალი ფოტოები და "დაკარგული ცხოვრება"

მას შემდეგ, რაც სუპერმოდელმა ლინდა ევანგელისტამ ცხიმის მოსაშორებელი პროცედურის ტრაგიკული შედეგები იწვნია, პირველად გამოჩნდა პრესაში და გამოცემა People-ს ექსკლუზიურ ინტერვიუზე დათანხმდა.

ბოლო 5 წელია, ის სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოების გამოქვეყნებასაც კი არიდებს თავს. 56 წლის ლინდამ გულახდილად ისაუბრა თავს გადამხდარ მძიმე გამოცდილებაზე, კოსმეტიკურ პროცედურაზე, რომელმაც ის "სასტიკად დეფორმირებული" დატოვა.

დიზაინერების შთაგონება, მას შემდეგ უშედეგოდ ცდილობს, "დაკარგული ცხოვრება" უკან დაიბრუნოს.

ევანგელისტამ სასამართლოშიც უჩივლა დაწესებულებას, რომელმაც გასახდომი პროცედურა ჩაუტარა და 50-მილიონ დოლარს სთხოვს ზარალის ასანაზღაურებლად. ლინდას თქმით, 2015-2016 წლებში ჩატარებული 7 პროცედურის შემდეგ, ის ვეღარ ახერხებდა მუშაობას:

"ძალიან მიყვარდა მოდის ჩვენებებზე სიარული, ახლა კი იმისიც მეშინია, ვინმე ნაცნობს არ გადავეყარო ქუჩაში. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, მალვაში და მუდმივად სირცხვილის გრძნობით. მზად ვარ, რომ ხმა ამოვიღო", - ამბობს ლინდა.

"მკურნალობიდან" 3 თვეში შენიშნა ევანგელისტამ ნიკაპთან, ფეხებსა და მკერდთან ამობერილი ადგილები. ზუსტად ის ადგილები, რომლის გახდომაც სურდა, უსუქდებოდა და უმკვრივდებოდა, მოგვიანებით კი მგრძნობელობაც დაკარგა - "ვცდილობდი ჩემით გამომესწორებინა ყველაფერი, დიეტა დავიწყე და უფრო მეტს ვვარჯიშობდი. სასოწარკვეთამ იქამდე მიმიყვანა, რომ ჭამაც კი შევწყვიტე. მეგონა, გავგიჟდებოდი."

როცა იმედგადაწურულმა ლინდამ საბოლოოდ ექიმს მიაკითხა, მან პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზია დაუდგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასახდომ პროცედურას უკუჩვენება ახლდა, რომელიც მისი ცხიმოვანი უჯრედების პირიქით, გამრავლებას იწვევდა და რომ არანაირი დიეტა და ვარჯიში ამას ვერ უშველიდა.

ამის შემდეგ, სუპერმოდელს ლიპოსაქციის გაკეთება შესთავაზეს. პროცედურა 2016-2017 წლებში გაიკეთა, მაგრამ პარადოქსულმა ცხიმოვანმა ჰიპერპლაზიამ თავი ისევ იჩინა და ლიპოსაქციაც უშედეგო აღმოჩნდა. ახლა ლინდას სარტყელით სიარული უწევს, რადგან ცხიმის ის მასა, რომელიც პროცედურის ჩატარების შემდეგ გაუჩნდა, მძიმეა და გამაგრებული, ამის გამო წელში გამართვა და ხელების გვერდებზე სწორად ჩამოშვებაც კი უჭირს:

"სარკეში აღარ ვიყურები. ჩემს თავს არ ვგავარ. რატომ ვგრძნობთ იმის საჭიროებას რომ ჩვენი სხეულები შევცვალოთ? ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბერდებოდი, მაგრამ უბრალოდ ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი გავხდებოდი. ვერც ფიზიკურად და ვერც სულიერად ვეღარ ვცნობ ჩემს თავს. სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა, თითქმის გამქრალია", - ამბობს ის.

ლინდა ევანგელისტა მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ მისი ტრავმის გაზიარება სხვებს მაინც დაეხმარება რამით: "იმედი მაქვს სირცხვილის გრძნობისგან გავთავისუფლდები და იმ ადამიანებს დავეხმარები, ვინც მსგავს სიტუაციაშია, ესაა ჩემი მთავარი მიზანი".

წყარო: people

მოამზადა ანა სიბოშვილმა