მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას მიპირებ ახლა, რა უნდა გამიკეთოო, - მკითხა თამთამ... წამოდგა, პრინტერი გადმოაგდო, მაგდებო?" - რას ჰყვება სასამართლოზე საკრებულოს ექსდეპუტატი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
"რას მიპირებ ახლა, რა უნდა გამიკეთოო, - მკითხა თამთამ... წამოდგა, პრინტერი გადმოაგდო, მაგდებო?" - რას ჰყვება სასამართლოზე საკრებულოს ექსდეპუტატი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

"რას მი­პი­რებ ახლა, რა უნდა გა­მი­კე­თო, რაში უნდა და­მეხ­მა­როო, მკი­თხა. თამ­თა, რაც შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ფერ­ში და­გეხ­მა­რე, მეტი არ შე­მიძ­ლია-მეთ­ქი. ისე­თი სი­ტყვე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი წა­მო­ვი­და, შემ­ზა­რა - მა­ტყუ­ა­რა, არა­კა­ცო, გა­იძ­ვე­რა მე­ძა­ხა" - ამის შე­სა­ხებ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა, საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა ილია ჯიშ­კა­რი­ან­მა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და.

ის სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას სა­კუ­თა­რი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე აძ­ლევს. ჯიშ­კა­რი­ან­მა დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა შემ­თხვე­ვის დღე - 2019 წლის 30 სექ­ტემ­ბე­რი. ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა, თუ რო­გორ და­ი­წყო თამ­თა თო­და­ძემ მას­თან მუ­შა­ო­ბა.

"შტაბ­ში შე­მო­ი­ტა­ნეს და­მა­ტე­ბით მა­გი­და, მი­თხრეს ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან, რომ ახალ­გაზ­რდა გო­გოა, თქვენც და­გეხ­მა­რე­ბათ და ჩვენს საქ­მე­საც გა­ა­კე­თებ­სო. ამ დროს გა­ვი­ცა­ნი თამ­თა თო­და­ძე, სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ერ­თად ყოფ­ნა მოგ­ვი­წია. ჩან­და, რომ ნი­ჭი­ე­რი გოგო იყო, საქ­მი­სად­მი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­მიმ­ჩნე­ვია. არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ მი­თხრა, ხომ კარ­გი გოგო არის და თუ შე­გიძ­ლი­ათ ხელი შე­ვუ­წყო­თო. და­ფიქ­რე­ბა მო­მი­წია, რო­გორ მო­მეყ­ვა­ნა ჩემ­თან თამ­თა დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­რო­ში, გა­და­ვა­წყვე გეგ­მე­ბი და წა­ვიყ­ვა­ნე, გა­უ­ხარ­და მა­საც და ჩვენც“, - გა­ნა­ცხა­და ჯიშ­კა­რი­ან­მა.

რო­გორც ჯიშ­კა­რი­ან­მა გან­მარ­ტა, შემ­თხვე­ვის დღეს ის ოფის­ში თამ­თა თო­და­ძეს­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად სვამ­და. ბრალ­დე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლეს­თან ასე­ვე გა­მო­ხა­ტა წუ­ხი­ლი, რომ მის ჩვე­ნე­ბას მე­უღ­ლე არ ეს­წრე­ბო­და.

"2,5 წე­ლია ეს პრო­ცე­სე­ბი მი­დის. თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში ვარ. მე მყავს ოჯა­ხი, მე­უღ­ლე, შვი­ლი. თამ­თა თო­და­ძის დროს სხდო­მა და­ი­ხუ­რა. ჩემი მე­უღ­ლე გა­ძე­ვე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლე. მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, მინ­დო­და მის სა­უ­ბარს დას­წრე­ბო­და. 36 წე­ლია მე­უღ­ლეა, ახ­ლაც ვერ მო­ის­მენს რას ვსა­უბ­რობ, ძა­ლი­ან მტკი­ვა გული.

30 სექ­ტემ­ბე­რი მახ­სოვს და რა და­მა­ვი­წყებს, ოფის­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 12 სა­ა­თის­კენ მი­ვე­დი, სა­დაც დამ­ხვდა თო­და­ძე. სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­აა იქვე, რომ­ლი­თაც ვსარ­გებ­ლობ­დი, 1 ბოთ­ლი კო­ნი­ა­კი, შავი პური, ძეხ­ვი ვი­ყი­დე, ესე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დავ­დე, და­ბა­რე­ბუ­ლი მყავ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მო­ვი­და, ვი­სა­უბ­რეთ, რაც ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა იყო, შე­ვას­რუ­ლე. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გას­ტუმ­რე­ბის შემ­დეგ, გა­კე­თე­ბუ­ლი იყო ბუ­ტერბრო­დე­ბი, კო­ნი­ა­კიც იქვე იდგა, თამ­თამ მკი­თხა, ბა­ტო­ნო ილია, და­ლევთ კო­ნი­აკ­სო? არა, მან­ქა­ნით ვარ-მეთ­ქი, თან მე­უღ­ლეს­თან შე­თან­ხმე­ბით შვი­ლიშ­ვი­ლი უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა, სი­ცხე ჰქონ­და. ეს კო­ნი­ა­კი გა­იხ­სნა, და­ის­ხა, მეც და­მის­ხა, მი­ვუ­ჭა­ხუ­ნეთ, მახ­სოვს, მა­მუ­კა გოქ­სა­ძე შე­მო­ვი­და. ეს მე­ო­რე მა­გი­და­ზე გა­და­ვი­ტა­ნოთ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი, რომ თეფ­შე­ბი კი­დევ და­ე­მა­ტე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან მე­გობ­რებს ვე­ლო­დე­ბო­დი და ამი­ტო­მაც ვი­ყი­დე ეს კო­ნი­ა­კი. ჩემ­თვის გან­კუთ­ვნილ სკამ­ზე დავ­ჯე­ქი, მა­მუ­კამ შე­მო­ი­ტა­ნა ერთი სკა­მი, თამ­თაც და მა­მუ­კაც დას­ხდნენ. ამა­სო­ბა­ში ჩემი კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი მო­ვი­და, ვის გა­მოც მქონ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მიზ­ნუ­ლი.

შე­იძ­ლე­ბა 2 ჭიქა, შე­იძ­ლე­ბა, 3 ჭიქა დავ­ლიე, ყვე­ლა სხვა­დას­ხვა ზო­მის ჭი­ქე­ბით ვსვამ­დით. სუფ­რა თო­და­ძემ გა­შა­ლა. რად­გან ყვე­ლა ავ­ტო­მან­ქა­ნით ვი­ყა­ვით, პა­ტა­რა ჭი­ქე­ბით ვსვამ­დით მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი, ყა­ვის, თუ ჩაის ცოტა მო­დი­დო ჭი­ქით სვამ­და თამ­თა. მას ხში­რად ახა­სი­ა­თებ­და ბევ­რი სა­უ­ბა­რი, ხან­და­ხან გა­და­მე­ტე­ბუ­ლიც. სუფ­რას­თან სვამ­და. ნა­ხე­ვა­რი ლიტ­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 300-350 გრამს და­ლევ­და.

მე­გო­ბარ­მა მას წაყ­ვა­ნა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ არ წაყ­ვა. მე­გობ­რე­ბის წას­ვლის შემ­დეგ, ჩემ მა­გი­დას­თან ვი­ყა­ვი, თამ­თა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გა­მო­ვი­და და თა­ვის ად­გი­ლას დაჯ­და, ფან­ჯა­რას­თან, რო­მე­ლიც ღია იყო. ვუ­თხა­რი, გა­ყო­ლო­დი ბა­რემ-მეთ­ქი, პირ­ვე­ლი­ვე სი­ტყვი­დან ვიგ­რძე­ნი, რომ ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღარ იყო, რო­გო­რიც სუფ­რა­ზე. თვე­ნა­ხევ­რის წინ რა­ღაც იყო, მე­გო­ნა მე­ტყო­და - მა­პა­ტიე და ა.შ, მაგ­რამ სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო მოხ­და, არე­უ­ლი სახე ჰქონ­და.

რას მი­პი­რებ ახლა მე, რა უნდა გა­მი­კე­თო, რაში უნდა და­მეხ­მა­როო, მკი­თხა თო­და­ძემ. თამ­თა, რაც შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ფერ­ში და­გეხ­მა­რე, მეტი არ შე­მიძ­ლია-მეთ­ქი. ისე­თი სი­ტყვე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი წა­მო­ვი­და, შემ­ზა­რა - მა­ტყუ­ა­რა, არა­კა­ცი, გა­იძ­ვე­რა ხარო. ვუ­თხა­რი, ახ­ლა­ვე და­ტო­ვებ ოფისს და გახ­ვალ-მეთ­ქი. ამის თქმა იყო და წა­მოდ­გა, პრინ­ტე­რი გად­მო­აგ­დო, მაგ­დებ, არაო? და­ი­ლე­წა პრინ­ტე­რი, მო­ნი­ტო­რი, სა­ხე­ზე რომ ვუ­ყუ­რებ, უკვე მგო­ნია, რომ რა­ღაც ნი­ღა­ბი უკე­თია. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ვე­რა­ფერს აკონ­ტრო­ლებ­და, გად­მოგ­დე­ბუ­ლი პრინ­ტე­რის სა­დე­ნებს წა­მო­დო ფეხი და გუ­ლის პირ­ზე გა­იშ­ხლარ­თა. მი­ვე­დი, ავა­ყე­ნე, და­წყნარ­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ ხე­ლებს იქ­ნევ­და, სა­ხე­ში მირ­ტყამ­და, რამ­დე­ნი­მე სილა გა­მარ­ტყა, სა­ხე­ში "ლა­წა­ნი-ლუ­წი­ნი“ მაქვს, მინ­და ხელი და­ვუ­ჭი­რო, ამის შემ­დეგ აგ­რე­სი­უ­ლი ფე­ხებს იქ­ნევ­და. ფე­ხე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე და­მარ­ტყა, თავი და­ვი­ცა­ვი, ჩემ გო­ნე­ბა­ში მა­ინც სხვა­გან ვი­ყა­ვი - რა ხდე­ბა, რას­თან გვაქვს ად­გი­ლი-მეთ­ქი. ისევ სი­ტყვი­ერ ლან­ძღვა-გი­ნე­ბა­ზე გა­და­ვი­და. ჩვე­ნი გან­შო­რე­ბა წა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­და, და­მე­მუქ­რა - ვინ ვის გა­აგ­დებს, ნა­ხავ შე გა­რე­წა­როო“, - გა­ნა­ცხა­და ჯიშ­კა­რი­ან­მა, რო­მელ­საც პრო­კუ­რორ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა, "გა­სა­გე­ბი სი­ტყვე­ბით ესა­უბ­რა“, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ბრალ­დე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ის კა­ხე­ლია და ში­გა­და­შიგ კა­ხურ სი­ტყვებს იყე­ნებს“.

მი­სი­ვე თქმით, მან მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა უკვე დამ­შვი­დე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იყო. მე­ო­რე დღეს კი, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე ჩა­ა­ყე­ნა.

ცნო­ბის­თვის, ის­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფილ მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს, 2019 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, მისი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ბი­უ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტის, თამ­თა თო­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა.

ჯიშ­კა­რი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

ასე­ვე იხი­ლეთ: "თამ­თა ილია ჯიშ­კა­რი­ანს თა­ვად და­ეს­ხა თავს... რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა სა­ხის არე­ში" - სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ექსდე­პუ­ტა­ტის ად­ვო­კა­ტი

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
1

ფუი, ყველაფერს სახე დაუკარგეს.

ოფისში მაგიდები შეატყუპეს და ძეხვი, შავი პური, მჟავე კიტრი და კონიაკი "შეუბერეს".

არც კულტურა, არც გემოვნება...

ორივე ერთმანეთზე უარესი ამაზრზენი 🤮

ინკვიზიტორი
11

მერე ამან უთხრა: "ეს რა ჰქენიო??? მთელი ჩემი ცხოვრება ვმუშაობდი იმაზე, რომ ეს პრინტერი მეყიდაო!!!" იმან უთხრა: "მერედა რატომ ყიდულობდი ესეთ ძვირ პრინტერსო???"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რას მიპირებ ახლა, რა უნდა გამიკეთოო, - მკითხა თამთამ... წამოდგა, პრინტერი გადმოაგდო, მაგდებო?" - რას ჰყვება სასამართლოზე საკრებულოს ექსდეპუტატი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

"რას მიპირებ ახლა, რა უნდა გამიკეთოო, - მკითხა თამთამ... წამოდგა, პრინტერი გადმოაგდო, მაგდებო?" - რას ჰყვება სასამართლოზე საკრებულოს ექსდეპუტატი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

"რას მიპირებ ახლა, რა უნდა გამიკეთო, რაში უნდა დამეხმაროო, მკითხა. თამთა, რაც შემიძლია, ყველაფერში დაგეხმარე, მეტი არ შემიძლია-მეთქი. ისეთი სიტყვების კორიანტელი წამოვიდა, შემზარა - მატყუარა, არაკაცო, გაიძვერა მეძახა" - ამის შესახებ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულმა, საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სასამართლოში განაცხადა.

ის სასამართლოში ჩვენებას საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე აძლევს. ჯიშკარიანმა დეტალურად გაიხსენა შემთხვევის დღე - 2019 წლის 30 სექტემბერი. ბრალდებულმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ დაიწყო თამთა თოდაძემ მასთან მუშაობა.

"შტაბში შემოიტანეს დამატებით მაგიდა, მითხრეს ცენტრალური ოფისიდან, რომ ახალგაზრდა გოგოა, თქვენც დაგეხმარებათ და ჩვენს საქმესაც გააკეთებსო. ამ დროს გავიცანი თამთა თოდაძე, საარჩევნო პერიოდში ერთად ყოფნა მოგვიწია. ჩანდა, რომ ნიჭიერი გოგო იყო, საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება არ შემიმჩნევია. არჩევნების დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მითხრა, ხომ კარგი გოგო არის და თუ შეგიძლიათ ხელი შევუწყოთო. დაფიქრება მომიწია, როგორ მომეყვანა ჩემთან თამთა დეპუტატის ბიუროში, გადავაწყვე გეგმები და წავიყვანე, გაუხარდა მასაც და ჩვენც“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

როგორც ჯიშკარიანმა განმარტა, შემთხვევის დღეს ის ოფისში თამთა თოდაძესთან და მეგობრებთან ერთად სვამდა. ბრალდებულმა მოსამართლესთან ასევე გამოხატა წუხილი, რომ მის ჩვენებას მეუღლე არ ესწრებოდა.

"2,5 წელია ეს პროცესები მიდის. თავის მართლების რეჟიმში ვარ. მე მყავს ოჯახი, მეუღლე, შვილი. თამთა თოდაძის დროს სხდომა დაიხურა. ჩემი მეუღლე გაძევებულად ჩავთვალე. მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი, მინდოდა მის საუბარს დასწრებოდა. 36 წელია მეუღლეა, ახლაც ვერ მოისმენს რას ვსაუბრობ, ძალიან მტკივა გული.

30 სექტემბერი მახსოვს და რა დამავიწყებს, ოფისში დაახლოებით, 12 საათისკენ მივედი, სადაც დამხვდა თოდაძე. სასურსათო მაღაზიაა იქვე, რომლითაც ვსარგებლობდი, 1 ბოთლი კონიაკი, შავი პური, ძეხვი ვიყიდე, ესენი სამზარეულოში დავდე, დაბარებული მყავდა მოქალაქეები, რამდენიმე მათგანი მოვიდა, ვისაუბრეთ, რაც ჩემი მოვალეობა იყო, შევასრულე. მოქალაქეების გასტუმრების შემდეგ, გაკეთებული იყო ბუტერბროდები, კონიაკიც იქვე იდგა, თამთამ მკითხა, ბატონო ილია, დალევთ კონიაკსო? არა, მანქანით ვარ-მეთქი, თან მეუღლესთან შეთანხმებით შვილიშვილი უნდა წაგვეყვანა, სიცხე ჰქონდა. ეს კონიაკი გაიხსნა, დაისხა, მეც დამისხა, მივუჭახუნეთ, მახსოვს, მამუკა გოქსაძე შემოვიდა. ეს მეორე მაგიდაზე გადავიტანოთ-მეთქი, ვუთხარი, რომ თეფშები კიდევ დაემატებინა, ვინაიდან მეგობრებს ველოდებოდი და ამიტომაც ვიყიდე ეს კონიაკი. ჩემთვის განკუთვნილ სკამზე დავჯექი, მამუკამ შემოიტანა ერთი სკამი, თამთაც და მამუკაც დასხდნენ. ამასობაში ჩემი კიდევ ერთი მეგობარი მოვიდა, ვის გამოც მქონდა ეს ყველაფერი გამიზნული.

შეიძლება 2 ჭიქა, შეიძლება, 3 ჭიქა დავლიე, ყველა სხვადასხვა ზომის ჭიქებით ვსვამდით. სუფრა თოდაძემ გაშალა. რადგან ყველა ავტომანქანით ვიყავით, პატარა ჭიქებით ვსვამდით მე და ჩემი მეგობრები, ყავის, თუ ჩაის ცოტა მოდიდო ჭიქით სვამდა თამთა. მას ხშირად ახასიათებდა ბევრი საუბარი, ხანდახან გადამეტებულიც. სუფრასთან სვამდა. ნახევარი ლიტრიდან დაახლოებით, 300-350 გრამს დალევდა.

მეგობარმა მას წაყვანა შესთავაზა, მაგრამ არ წაყვა. მეგობრების წასვლის შემდეგ, ჩემ მაგიდასთან ვიყავი, თამთა გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოვიდა და თავის ადგილას დაჯდა, ფანჯარასთან, რომელიც ღია იყო. ვუთხარი, გაყოლოდი ბარემ-მეთქი, პირველივე სიტყვიდან ვიგრძენი, რომ ის დამოკიდებულება აღარ იყო, როგორიც სუფრაზე. თვენახევრის წინ რაღაც იყო, მეგონა მეტყოდა - მაპატიე და ა.შ, მაგრამ სრულიად საპირისპირო მოხდა, არეული სახე ჰქონდა.

რას მიპირებ ახლა მე, რა უნდა გამიკეთო, რაში უნდა დამეხმაროო, მკითხა თოდაძემ. თამთა, რაც შემიძლია, ყველაფერში დაგეხმარე, მეტი არ შემიძლია-მეთქი. ისეთი სიტყვების კორიანტელი წამოვიდა, შემზარა - მატყუარა, არაკაცი, გაიძვერა ხარო. ვუთხარი, ახლავე დატოვებ ოფისს და გახვალ-მეთქი. ამის თქმა იყო და წამოდგა, პრინტერი გადმოაგდო, მაგდებ, არაო? დაილეწა პრინტერი, მონიტორი, სახეზე რომ ვუყურებ, უკვე მგონია, რომ რაღაც ნიღაბი უკეთია. ისეთ მდგომარეობაში იყო, ვერაფერს აკონტროლებდა, გადმოგდებული პრინტერის სადენებს წამოდო ფეხი და გულის პირზე გაიშხლართა. მივედი, ავაყენე, დაწყნარდი-მეთქი, მაგრამ ხელებს იქნევდა, სახეში მირტყამდა, რამდენიმე სილა გამარტყა, სახეში "ლაწანი-ლუწინი“ მაქვს, მინდა ხელი დავუჭირო, ამის შემდეგ აგრესიული ფეხებს იქნევდა. ფეხები რამდენჯერმე დამარტყა, თავი დავიცავი, ჩემ გონებაში მაინც სხვაგან ვიყავი - რა ხდება, რასთან გვაქვს ადგილი-მეთქი. ისევ სიტყვიერ ლანძღვა-გინებაზე გადავიდა. ჩვენი განშორება წამოყენების შემდეგ მოხდა, დამემუქრა - ვინ ვის გააგდებს, ნახავ შე გარეწაროო“, - განაცხადა ჯიშკარიანმა, რომელსაც პროკურორმა შენიშვნა მისცა, "გასაგები სიტყვებით ესაუბრა“, რასთან დაკავშირებითაც, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ "ის კახელია და შიგადაშიგ კახურ სიტყვებს იყენებს“.

მისივე თქმით, მან მეუღლესთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო, რომ პატრულის გამოძახება უკვე დამშვიდებულ სიტუაციაში მიზანშეწონილი არ იყო. მეორე დღეს კი, მომხდარის შესახებ საქმის კურსში გიორგი ტყემალაძე ჩააყენა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ასევე იხილეთ: "თამთა ილია ჯიშკარიანს თავად დაესხა თავს... რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში" - სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ექსდეპუტატის ადვოკატი