სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ უკრაინის მხარდამხარ ვდგავართ - რუსეთმა უფსკრულის კიდიდან უკან უნდა დაიხიოს" - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი
"ჩვენ უკრაინის მხარდამხარ ვდგავართ - რუსეთმა უფსკრულის კიდიდან უკან უნდა დაიხიოს" -  გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი

რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის აჩ­რდი­ლი დიდი ხა­ნია თან დას­დევს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პას, დღეს ის ჩვენს მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნას ემუქ­რე­ბა და საფრ­თხეს უქ­მნის ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას, - ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ლიზ ტრას­მა უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის დროს გა­ნა­ცხა­და.

მან კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა და ხაზი გა­უს­ვა, რომ რუ­სეთ­მა უკან უნდა და­ი­ხი­ოს.

"ჩვენ უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ხარ ვდგა­ვართ. რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­ნე­ლე­ბის ნიშ­ნე­ბი არ ჩანს. ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ძა­ლე­ბი გა­დი­ან. რუ­სეთ­მა უფსკრუ­ლის კი­დი­დან უკან უნდა და­ი­ხი­ოს,“- გა­ნა­ცხა­და ლიზ ტრას­მა.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ რუ­სე­თი ორი სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის შერ­ყე­ვას გა­ნაგ­რძობს.

"რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა 15 წლის წინ მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა, მან თქვა, რომ ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა "სე­რი­ო­ზულ პრო­ვო­კა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს“. მას შემ­დეგ ნატო რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის­კენ არ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლა, მაგ­რამ რუ­სე­თი შე­იჭ­რა ორ სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ში და აგ­რძე­ლებს მათი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის შერ­ყე­ვას,“ - გა­ნა­ცხა­და ტრას­მა.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა რუ­სეთს დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და.

"მო­ვუ­წო­დებ რუ­სეთს, დიპ­ლო­მა­ტი­ის გზა აირ­ჩი­ოს. ჩვენ მზად ვართ სა­სა­უბ­როდ. მე ვე­უბ­ნე­ბი რუ­სეთს: ახლა არის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის და დიპ­ლო­მა­ტი­ის არ­ჩე­ვის დრო. ამას­თან, ჩვენ ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ვა­ცხა­დებთ - თუ ისი­ნი გა­და­წყვე­ტენ გა­აგ­რძე­ლონ აგ­რე­სი­ის გზა, ამას სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა,“- აღ­ნიშ­ნა ლიზ ტრას­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
%%
1

შენ წადი ბიძიკო და რუქაში ჩაიხედე

ამრიგად
1

ყოჩაღ! ამ ქალბატონმა ზუსტად იცის რომ რუსეთი მსოფლიოს მავნებელია და დაჩგრულს უკრაინის სახით მხარში უდგას!!! მეხუთე კოლონა საქართველოში თუ ამას ვერ იგებს ყინულივით წყალი დალიოს.!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩვენ უკრაინის მხარდამხარ ვდგავართ - რუსეთმა უფსკრულის კიდიდან უკან უნდა დაიხიოს" - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი

"ჩვენ უკრაინის მხარდამხარ ვდგავართ - რუსეთმა უფსკრულის კიდიდან უკან უნდა დაიხიოს" -  გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსული აგრესიის აჩრდილი დიდი ხანია თან დასდევს აღმოსავლეთ ევროპას, დღეს ის ჩვენს მეგობარ უკრაინას ემუქრება და საფრთხეს უქმნის ყველა ჩვენგანის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს.

"ჩვენ უკრაინის მხარდამხარ ვდგავართ. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, სამხედრო მობილიზების შენელების ნიშნები არ ჩანს. ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ძალები გადიან. რუსეთმა უფსკრულის კიდიდან უკან უნდა დაიხიოს,“- განაცხადა ლიზ ტრასმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ორი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შერყევას განაგრძობს.

"როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა 15 წლის წინ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა, მან თქვა, რომ ნატოს გაფართოება "სერიოზულ პროვოკაციას წარმოადგენს“. მას შემდეგ ნატო რუსეთის ტერიტორიისკენ არ გაფართოებულა, მაგრამ რუსეთი შეიჭრა ორ სუვერენულ სახელმწიფოში და აგრძელებს მათი ტერიტორიული მთლიანობის შერყევას,“ - განაცხადა ტრასმა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს დიპლომატიისა და დეესკალაციისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ რუსეთს, დიპლომატიის გზა აირჩიოს. ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ. მე ვეუბნები რუსეთს: ახლა არის დეესკალაციის და დიპლომატიის არჩევის დრო. ამასთან, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ - თუ ისინი გადაწყვეტენ გააგრძელონ აგრესიის გზა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.