საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის "ფაიზერის“ ვაქცინა დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი" - თამარ გაბუნია
"5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის "ფაიზერის“ ვაქცინა დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი" - თამარ გაბუნია

"5-დან 12 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუ­ფის­თვის "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის მო­წო­დე­ბა­ზე მი­დის მუ­შა­ო­ბა და ვფიქ­რობთ, მა­ლე­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით მე­ო­რე კვარტლის და­სა­წყი­სი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ეს ვაქ­ცი­ნაც ქვე­ყა­ნა­ში,- ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს "ფა­ი­ზე­რის“ წარ­მო­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტის შე­მო­ტა­ნა­ზე.

"კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ ამ პი­რო­ბებ­ში დღეს ყვე­ლა­ზე დიდი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა "პაქსლო­ვიდ­ზე", რო­მე­ლიც არის "ფა­ი­ზე­რის" წარ­მო­ე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, ჩვენ ვა­წარ­მო­ებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას. დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბა მე დღეს კონ­ტრაქ­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ შე­მიძ­ლია, თუმ­ცა, მოკ­ლე ხან­ში შევ­ძლებთ და­ზუს­ტე­ბას, თუ რო­დის შე­მო­ვა მე­დი­კა­მენ­ტი ქვე­ყა­ნა­ში,"- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვან პრი­ო­რი­ტე­ტად კვლავ რჩე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მით მო­სახ­ლე­ო­ბის მოც­ვა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ომიკ­რო­ნის“ მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში შე­ნე­ლე­ბუ­ლია.

"გა­მოწ­ვე­ვა კვლა­ვაც რჩე­ბა ის, რომ "ომიკ­რო­ნის“ ტალ­ღა, რო­მე­ლიც დას­რულ­დე­ბა, შემ­დეგ იყოს ჩვენ­თვის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დის და­სა­წყი­სი და აღარ დავ­დგეთ ისევ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე. ამის­თვის მთა­ვა­რი, კრი­ტი­კუ­ლი პრო­ცე­სი არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე შე­და­რე­ბით შე­ნე­ლე­ბუ­ლია, რაც შე­საძ­ლოა, აიხ­სნას "ომიკ­რო­ნის“ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბით, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში და­ინ­ფი­ცირ­და და შე­საძ­ლოა, მათ ამის გამო შეც­ვა­ლეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა, სა­მო­მავ­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა რჩე­ბა ისევ მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტად. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ასა­კო­ვა­ნი პი­რე­ბი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი აიც­რან, აიც­რან "ბუს­ტერ“ დო­ზი­თაც და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუკა
0

ხო რა.. რა საჭიროა... უკვე სხვა ქვეყნებში დაუშვეს არავაქცინირებულ ბავშვებთან ერთად მგზავრობა და საზღვრის გადალახვა... ამათ ვაქცინის გასაღება უნდათ ფაიზაღი

 

kika
0

რა საჭიროა ბავშვებს გავუკეთოთ აცრა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის "ფაიზერის“ ვაქცინა დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი" - თამარ გაბუნია

"5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის "ფაიზერის“ ვაქცინა დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი" - თამარ გაბუნია

"5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის "ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზე მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, მალევე, დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინაც ქვეყანაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ამასთან, გაბუნიას ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს "ფაიზერის“ წარმოების სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე.

"კოვიდის სამკურნალოდ ამ პირობებში დღეს ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება "პაქსლოვიდზე", რომელიც არის "ფაიზერის" წარმოებული მედიკამენტი, ჩვენ ვაწარმოებთ ამ მიმართულებით მუშაობას. დეტალების დაზუსტება მე დღეს კონტრაქტული ვალდებულებიდან გამომდინარე არ შემიძლია, თუმცა, მოკლე ხანში შევძლებთ დაზუსტებას, თუ როდის შემოვა მედიკამენტი ქვეყანაში,"- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვან პრიორიტეტად კვლავ რჩება ვაქცინაციის პროგრამით მოსახლეობის მოცვა, რომელიც ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, "ომიკრონის“ მაღალი გავრცელების პირობებში შენელებულია.

"გამოწვევა კვლავაც რჩება ის, რომ "ომიკრონის“ ტალღა, რომელიც დასრულდება, შემდეგ იყოს ჩვენთვის სტაბილიზაციის პერიოდის დასაწყისი და აღარ დავდგეთ ისევ ახალი გამოწვევების წინაშე. ამისთვის მთავარი, კრიტიკული პროცესი არის ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე შედარებით შენელებულია, რაც შესაძლოა, აიხსნას "ომიკრონის“ ძალიან აქტიური გავრცელებით, ბევრი ადამიანი მიმდინარე პერიოდში დაინფიცირდა და შესაძლოა, მათ ამის გამო შეცვალეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე, თუმცა, სამომავლოდ ვაქცინაციის პროგრამა რჩება ისევ მთავარი პრიორიტეტად. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ასაკოვანი პირები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები აიცრან, აიცრან "ბუსტერ“ დოზითაც და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება,"- განაცხადა გაბუნიამ.