საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა - მომდევნო კვირიდან გვეცოდინება, რამდენად არის პიკი გადავლილი" - თამარ გაბუნია
"ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა - მომდევნო კვირიდან გვეცოდინება, რამდენად არის პიკი გადავლილი" - თამარ გაბუნია

"მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვთქვათ, რამ­დე­ნად გა­და­ი­ა­რა პიკ­მა" - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბის ბოლო 2 დღის მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 15 000- ს შე­ად­გენს, ამ კუ­თხით იმე­დის­მომ­ცე­მია.

"დღეს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იყო ისევ 15 000- ზე ოდ­ნავ მა­ღა­ლი, ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ვრჩე­ბით, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად იმე­დის­მომ­ცე­მია იმ კუ­თხით, რომ "ომიკ­რო­ნის“ ტალ­ღამ და­ი­წყო დაღ­მას­ვლა. და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მცი­რე­დი კლე­ბაც ასე­ვე აღი­ნიშ­ნე­ბა. ჩვენ კვი­რის ბო­ლომ­დე უნდა ვნა­ხოთ, ეს ტენ­დენ­ცია რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წავა, სამ­შა­ბა­თი არის ის ნიშ­ნუ­ლი, როცა ჩვენ ვა­ფა­სებთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა ეპი­დე­მია და უკვე მომ­დევ­ნო კვი­რი­დან გვექ­ნე­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ვთქვათ, რამ­დე­ნად არის პიკი უკვე გა­დავ­ლი­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6000 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლობს და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი, ისე­ვე რო­გორც ოჯა­ხის ექი­მე­ბის ქსე­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რჩე­ბა.

"ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი კვლავ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 6000 პა­ცი­ენ­ტია და კარ­გია, რომ მათი რა­ო­დე­ნო­ბა არ იმა­ტებს. ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი მარ­თავს ამ ნა­კადს, ამ ტალ­ღის პი­რო­ბებ­ში ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბი პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა, ვიდ­რე ეს იყო მა­ნამ­დე, რაც "ომიკ­რო­ნის“ თვი­სე­ბე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ეს შტა­მი კვლა­ვაც სა­ყუ­რა­დღე­ბო რჩე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის, ასე­ვე, ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის, ამ­დე­ნად მათ­თვის ისევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა და ოჯა­ხის ექი­მის ყუ­რა­დღე­ბა. ოჯა­ხის ექი­მე­ბის ქსე­ლიც კვლა­ვაც რჩე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

უკვე ბავშვებს მეორეჯერ მოუბრუნდა და შეუძლია ყოველ თვეც მოუბრუნდეს და გაიმეოროს ეს ვირუსმა. მას ამაში პრობლემა არ გააჩნია არც ვაქცინირებულთან და არც არავაქცინირებულთან, თუ პოდნოსოვოე პაზუხები მოწყვლადობაშია>>>>>>>>>>>გიხაროდეთ, აბა ვინ უნდა დაგიშალოთ ან გარდაქმნას ეს უკეთურობის სისტემა!? >>>>>>>>>>>>ორი თვის მერე რას შვრებით თქვე ნაძირლებო. რას ეტყვით ადამიანს ზაფხულ-შემოდგომა-გაზაფხულზე, ექიმობა ხართ არა!? ვაი თქვენს ნაძირალობას, ვაი თქვენს ქრისტიანობას, როცა ველური აფრიკა დგას ასეთ ადამიანზე მაღლა ვირუსთან შეხებაში. გიხაროდეს საქჟურნალისტო, რადგან შენ ხარ ამ ნაძირობის მსახურება ქვეყანაში. 

ნიკოლოზი
0

ჩემთვის არც დაწყებულა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა - მომდევნო კვირიდან გვეცოდინება, რამდენად არის პიკი გადავლილი" - თამარ გაბუნია

"ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა - მომდევნო კვირიდან გვეცოდინება, რამდენად არის პიკი გადავლილი" - თამარ გაბუნია

"მომავალი კვირიდან გვექნება საშუალება, ვთქვათ, რამდენად გადაიარა პიკმა" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების ბოლო 2 დღის მონაცემები, რაც დაახლოებით 15 000- ს შეადგენს, ამ კუთხით იმედისმომცემია.

"დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000- ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ "ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც ასევე აღინიშნება. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი,“ - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში დაახლოებით 6000 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და ჰოსპიტალური სექტორი, ისევე როგორც ოჯახის ექიმების ქსელი მობილიზებული რჩება.

"ჰოსპიტალური სექტორი კვლავ მობილიზებულია, დაახლოებით, 6000 პაციენტია და კარგია, რომ მათი რაოდენობა არ იმატებს. ჰოსპიტალური სექტორი მართავს ამ ნაკადს, ამ ტალღის პირობებში ბევრად უფრო ნაკლები პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ვიდრე ეს იყო მანამდე, რაც "ომიკრონის“ თვისებებით არის განპირობებული. ეს შტამი კვლავაც საყურადღებო რჩება ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე, ხანდაზმულებისთვის, ამდენად მათთვის ისევ მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და ოჯახის ექიმის ყურადღება. ოჯახის ექიმების ქსელიც კვლავაც რჩება მობილიზებული,“ - განაცხადა გაბუნიამ.