სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველოდით, რომ თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი... ფულზე ჰყიდით სინდისს..." - ნიკა კვარაცხელიას დედა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების დედებს მიმართავს
"ველოდით, რომ თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი... ფულზე ჰყიდით სინდისს..." - ნიკა კვარაცხელიას დედა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების დედებს მიმართავს

ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა იზა ომა­ძე წე­რილს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს მი­ცე­მუ­ლი აქვთ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტე­ბი მათ "თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით არ აძ­ლე­ვენ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მკვლე­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შეც აღი­ა­რონ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი“.

ამას­თან, კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის დე­დებს პი­რა­დად მი­მარ­თავს. მისი თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის დას­ჯის მო­თხოვ­ნის ნაც­ვლად, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი აუყ­ვა­ნეს.

"18 თე­ბერ­ვალს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია, მინ­და და­ვარ­ღვიო დუ­მი­ლი და მო­გა­წო­დოთ უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ჩვენ­მა ოჯახ­მა, არა­მედ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცის, რომ გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს აქვს აღი­ა­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, მას დე­ტა­ლუ­რად აქვს აღ­წე­რი­ლი და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი და და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ჰყავს დამ­კვე­თიც, დამ­ხმა­რეც და სა­კუ­თარ როლ­ზეც ბევ­რი აქვს ნათ­ქვა­მი. ეს იყო ძა­ლი­ან დიდი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­გორც მისი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბი­დან ვი­ცით.

სამი უღირ­სი ად­ვო­კა­ტი და ოჯა­ხე­ბი ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მკვლე­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე აღი­ა­რონ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. კა­ვე­ლა­ძე­ებ­მა ერთხელ უკვე მსგავ­სი მე­თო­დით და­იხ­სნეს შვი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­დან. ღმერ­თმა არ ქნას, რომ ამ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს გა­დაჰ­ყვეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა.

საბ­რა­ლო­ე­ბო, ჩვე­ნი რწმე­ნა და მიმ­ტე­ვებ­ლო­ბა, ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­ი­ყე­ნეთ და ვერ გათ­ვა­ლეთ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არის კა­ნო­ნი, რომ­ლის წი­ნა­შეც, მორ­წმუ­ნეც და ურ­წმუ­ნოც თა­ნას­წო­რია. ჯგუ­ფურს მარ­ტო კა­ვე­ლა­ძე და ჭე­ლი­ძე კი არა სხვა ახალ­გაზ­რდე­ბიც ვერ და­აღ­წე­ვენ თავს.

ნა­თია ჯა­ფა­რაშ­ვილს და თეკ­ლე გა­ვა­შე­ლიშ­ვილს პირა­დად მოგ­მარ­თავთ, ჩვენ დიდ­ხანს ვე­ლო­დით თქვენ­გან და ეჭ­ვა­დაც არ გვქონ­და, რომ თქვენ პი­რი­ქით ადა­მი­ა­ნურ სა­ხეს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დით და იმ შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბის, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ხილ­ვის მერე, რო­მე­ლიც თქვენ­მა შვი­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და რო­მე­ლიც მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იხი­ლა, თა­ვად მო­ი­თხოვ­დით შვი­ლე­ბის დას­ჯას, თქვენ კი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი აუყ­ვა­ნეთ და მათ­თან ერ­თად ფულ­ზე ჰყი­დით სინ­დისს“, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 21 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლით მოკ­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

ამ საოცრად წესიერი და ნიჭიერი ბიჭის მკვლელობის დამკვეთებსაც და მკვლელებსაც ეკუთვნით მხოლოდ და მხოლოდ ტყვიები შუბლებში! მიუსჯიან ეხლა მკვლელებს სამუდამო პატიმრობას, და მერე ვინმე ახალი კარიკატურული პრეზიდენტი მათ შეიწყალებს! უნდა დაბრუნდეს განზრახ მკვლელობისათვის დახვრეტის მუხლი! 

ლიზი
0

 სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს ყველა მკვლელს, უნიჭიერესი, პერსპექტიული ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტეს .... მშობლები კიდევ დარბიან და ათასგვარ ზღაპრებს თხზავენ თავიანთი მკვლელი შვილების გასასამართლებლად 

ავტორი:

"ველოდით, რომ თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი... ფულზე ჰყიდით სინდისს..." - ნიკა კვარაცხელიას დედა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების დედებს მიმართავს

"ველოდით, რომ თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი... ფულზე ჰყიდით სინდისს..." - ნიკა კვარაცხელიას დედა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების დედებს მიმართავს

ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე წერილს ავრცელებს.

როგორც კვარაცხელიას დედა წერილში აღნიშნავს, მკვლელობაში ბრალდებულებს მიცემული აქვთ აღიარებითი ჩვენება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ბრალდებულების ოჯახი და ადვოკატები მათ "თავის დაღწევის მიზნით არ აძლევენ საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშეც აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული“.

ამასთან, კვარაცხელიას დედა, მკვლელობაში ბრალდებულების დედებს პირადად მიმართავს. მისი თქმით, ბრალდებულების ოჯახის წევრებმა საკუთარი შვილების დასჯის მოთხოვნის ნაცვლად, ძვირადღირებული ადვოკატები აუყვანეს.

"18 თებერვალს სასამართლო პროცესია, მინდა დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა, არამედ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ გიორგი კავილაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით.

სამი უღირსი ადვოკატი და ოჯახები ჯგუფური დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით არ აძლევს საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშე აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. კაველაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ რამდენიმე ადამიანს გადაჰყვეს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულება.

საბრალოებო, ჩვენი რწმენა და მიმტევებლობა, ძალიან ცუდად გამოიყენეთ და ვერ გათვალეთ, რომ ამ ქვეყანაში არის კანონი, რომლის წინაშეც, მორწმუნეც და ურწმუნოც თანასწორია. ჯგუფურს მარტო კაველაძე და ჭელიძე კი არა სხვა ახალგაზრდებიც ვერ დააღწევენ თავს.

ნათია ჯაფარაშვილს და თეკლე გავაშელიშვილს პირადად მოგმართავთ, ჩვენ დიდხანს ველოდით თქვენგან და ეჭვადაც არ გვქონდა, რომ თქვენ პირიქით ადამიანურ სახეს შეინარჩუნებდით და იმ შემზარავი კადრების, ტერორისტული აქტის ხილვის მერე, რომელიც თქვენმა შვილებმა განახორციელეს და რომელიც მთელმა ქვეყანამ იხილა, თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი ძვირადღირებული ადვოკატები აუყვანეთ და მათთან ერთად ფულზე ჰყიდით სინდისს“, - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 21 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.