Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ციკანი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული" - თბილისის ზოოპარკის განმარტება მათი ბინადარი ციკნის მდგომარეობაზე, რომელიც სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა
"ციკანი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული" - თბილისის ზოოპარკის განმარტება მათი ბინადარი ციკნის მდგომარეობაზე, რომელიც სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა
თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი ეხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია თუ რო­გორ უჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­დარ კა­მე­რუ­ნის თხი­სა ახალ­შო­ბი­ლი ცი­კანს. ვი­დე­ოს არა­ერ­თი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. და­ი­წე­რა საყ­ვა­ე­დუ­რის შემ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის მი­სა­მარ­თით.
რო­გორც ზო­ო­პარ­კის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში წე­რია, ცი­კანს თან­და­ყო­ლი­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის ტრავ­მა აღე­ნიშ­ნე­ბა, რის გა­მოც ვე­ტე­ქიმ­თა გუნ­დი მას შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწევს.
"დღეს ერთ-ერთ გვერ­დზე გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­და­რი კა­მე­რუ­ნის თხის ახალ­შო­ბი­ლი ცი­კა­ნი, რო­მელ­საც გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს. ვი­დე­ოს ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა ზო­ო­პარ­კის მი­სა­მარ­თით.
გა­უ­გებ­რო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გვსურს, მო­გა­წო­დოთ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ცხო­ვე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
ამ­ჟა­მად კა­მე­რუ­ნის თხებს აქვთ დოლი, ანუ ნა­ში­ე­რე­ბის და­ბა­დე­ბის პე­რი­ო­დი. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზო­ო­პარკში 15-ზე მეტი ცი­კა­ნი და­ი­ბა­და. ერთ-ერთს უკა­ნა ფე­ხე­ბის პრობ­ლე­მა აქვს. ვე­ტე­ქი­მე­ბის დას­კვნით ცი­კანს მშო­ბი­ა­რო­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი ხერ­ხემ­ლის ტრავ­მა აღე­ნიშ­ნე­ბა.
და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე ცი­კანს ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა - გა­უ­კეთ­და სა­ჭი­რო პრე­პა­რა­ტე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ახალ­შო­ბი­ლის­თვის პირ­ველ დღე­ებ­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­დის რძე, ცი­კა­ნი დე­დის გვერ­დით დავ­ტო­ვეთ. დედა-შვი­ლის ცალ­კე ვო­ლი­ერ­ში გა­დაყ­ვა­ნა გა­მო­ი­რი­ცხა - ზო­გა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ჯგუ­ფის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სტრე­სია და დედა-შვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს რის­კი, დე­დამ უარი თქვას პა­ტა­რის მოვ­ლა­ზე. გარ­და ამი­სა, არის შან­სი, რომ თუ ახალ­შო­ბი­ლის პრობ­ლე­მა გა­მოს­წო­რე­ბა­დია, სხვა ციკ­ნე­ბის თა­მა­ში და სირ­ბი­ლი მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდეს და მო­ტი­ვა­ცი­ამ ჩარ­თოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­წყდა დედა-შვი­ლის სხვა თხებ­თან ერ­თად, იმა­ვე ვო­ლი­ერ­ში და­ტო­ვე­ბა.
თუ ცი­კა­ნის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ვერ მო­ხერ­ხდა, ჩვენ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, წა­იყ­ვა­ნოს პა­ტა­რა სახ­ლში და მო­უ­ა­როს სხვა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად.
ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პრობ­ლე­მე­ბი ახალ­შო­ბი­ლებ­ში ხში­რია რო­გორც ზო­ო­პარ­კებ­ში, ისე ბუ­ნე­ბა­სა და ფერ­მებ­ში. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და რა­ო­დენ კარგ პი­რო­ბებ­შიც არ უნდა იყოს ცხო­ვე­ლი, ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა. მსგავს შემ­თხვე­ვა­ში ცი­კა­ნი სიკ­ვდი­ლის­თვის იქ­ნე­ბო­და გან­წი­რუ­ლი რო­გორც ბუ­ნე­ბა­ში, ისე ში­ნა­უ­რი მოვ­ლის პი­რო­ბებ­ში (კა­მე­რუ­ნის თხა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლია). ჩვენ კი (და ზო­გა­დად, ზო­ო­პარ­კე­ბი) მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებთ ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის.
ავტორი:

"ციკანი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული" - თბილისის ზოოპარკის განმარტება მათი ბინადარი ციკნის მდგომარეობაზე, რომელიც სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა

"ციკანი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული" - თბილისის ზოოპარკის განმარტება მათი ბინადარი ციკნის მდგომარეობაზე, რომელიც სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა
თბილისის ზოოპარკი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ასახულია თუ როგორ უჭირს გადაადგილება ზოოპარკის ბინადარ კამერუნის თხისა ახალშობილი ციკანს. ვიდეოს არაერთი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. დაიწერა საყვაედურის შემცველი კომენტარები თბილისის ზოოპარკის მისამართით.
როგორც ზოოპარკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ციკანს თანდაყოლილი მშობიარობის ტრავმა აღენიშნება, რის გამოც ვეტექიმთა გუნდი მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევს.
"დღეს ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ზოოპარკის ბინადარი კამერუნის თხის ახალშობილი ციკანი, რომელსაც გადაადგილება უჭირს. ვიდეოს ბევრი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა ზოოპარკის მისამართით.
გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გვსურს, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ამჟამად კამერუნის თხებს აქვთ დოლი, ანუ ნაშიერების დაბადების პერიოდი. ბოლო დღეების განმავლობაში ზოოპარკში 15-ზე მეტი ციკანი დაიბადა. ერთ-ერთს უკანა ფეხების პრობლემა აქვს. ვეტექიმების დასკვნით ციკანს მშობიარობის დროს მიღებული ხერხემლის ტრავმა აღენიშნება.
დაბადებისთანავე ციკანს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა - გაუკეთდა საჭირო პრეპარატები და ვიტამინები. გამომდინარე იქიდან, რომ ახალშობილისთვის პირველ დღეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედის რძე, ციკანი დედის გვერდით დავტოვეთ. დედა-შვილის ცალკე ვოლიერში გადაყვანა გამოირიცხა - ზოგადად, სოციალური ცხოველების ჯგუფისგან განცალკევება დამატებითი სტრესია და დედა-შვილის შემთხვევაში არსებობს რისკი, დედამ უარი თქვას პატარის მოვლაზე. გარდა ამისა, არის შანსი, რომ თუ ახალშობილის პრობლემა გამოსწორებადია, სხვა ციკნების თამაში და სირბილი მასტიმულირებელი აღმოჩნდეს და მოტივაციამ ჩართოს რეაბილიტაციის მექანიზმები. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადაწყდა დედა-შვილის სხვა თხებთან ერთად, იმავე ვოლიერში დატოვება.
თუ ციკანის სრული რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა, ჩვენმა თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი, წაიყვანოს პატარა სახლში და მოუაროს სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემები ახალშობილებში ხშირია როგორც ზოოპარკებში, ისე ბუნებასა და ფერმებში. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რაოდენ კარგ პირობებშიც არ უნდა იყოს ცხოველი, ამისგან დაზღვეული არავინაა. მსგავს შემთხვევაში ციკანი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული როგორც ბუნებაში, ისე შინაური მოვლის პირობებში (კამერუნის თხა შინაური ცხოველია). ჩვენ კი (და ზოგადად, ზოოპარკები) მაქსიმუმს ვაკეთებთ ცხოველების გადარჩენისა და რეაბილიტაციისთვის.