სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თორნიკე დღეს სკოლისკენ მიმავალ მეგობარს ეუბნება "დილა მშვიდობისა"... არცერთმა ბავშვმა არ უნდა დაკარგოს მეგობარი" - ოქროყანაში ავარიისას გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეგობრის დედის ემოციური პოსტი
"თორნიკე დღეს სკოლისკენ მიმავალ მეგობარს ეუბნება "დილა მშვიდობისა"... არცერთმა ბავშვმა არ უნდა დაკარგოს მეგობარი" - ოქროყანაში ავარიისას გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეგობრის დედის ემოციური პოსტი

გა­სულ კვი­რა­ში, ოქ­რო­ყა­ნა­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას 8 წლის ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსვერ­პლა. ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ არა­ერ­თმა და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მათ შო­რის თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში, ფრაქ­ცია "თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რმა, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოქ­რო­ყა­ნის იმ ად­გილს, სა­დაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, "სიკ­ვდი­ლის ზო­ნას" უწო­დე­ბენ.

"ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ად­გილს "სიკ­ვდი­ლის ზო­ნას" უწო­დებს, რად­გან აქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­სა­ხიჩ­რდა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რამ­დე­ნი­მე გარ­და­იც­ვა­ლა. მათ შო­რის იყო 8 წლის გი­ორ­გი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ემსხვერ­პლა ავ­ტო­ა­ვა­რი­ას...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და­სახ­მა­რებ­ლად არა­ერ­თხელ მი­უ­მარ­თავს თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის, პა­სუ­ხი დღემ­დე არ აქვთ და პრობ­ლე­მა დღემ­დე გა­და­უჭ­რე­ლია. არა­და სიჩ­ქა­რის შემ­ზღუ­დავ ბა­რი­ერს, ან საგ­ზაო ნი­შან­საც კი შე­ეძ­ლო გა­და­ერ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე" - და­წე­რა "ფე­ის­ბუქ­ში" გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ.

არას­რულ­წლოვ­ნის ტრა­გი­კულ გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გის მე­გობ­რის ერთ-ერთი მშო­ბე­ლი, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბავ­შვის საფ­ლავ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და თბი­ლი­სის მე­რი­ას ოქ­რო­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო გა­და­სას­ვლე­ლის გა­კე­თე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"თორ­ნი­კე დღეს სკო­ლის­კენ მი­მა­ვალ მე­გო­ბარს ეუბ­ნე­ბა "დილა მშვი­დო­ბი­სა". გიო შა­ბათს ოქ­რო­ყა­ნა-მთაწ­მინ­დის გზა­ზე და­ი­ღუ­პა. მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. არ­ცერ­თმა ბავ­შვმა არ უნდა და­კარ­გოს მე­გო­ბა­რი ასე­თი პა­ტა­რა! თბი­ლი­სის მე­რი­ამ უნდა მოგ­ვის­მი­ნოს! ოქ­რო­ხა­ნას ბავ­შვებს უსაფრ­თხო გა­და­სას­ვლე­ლი სჭირ­დე­ბათ!" ~

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატომ?
2

უპასუხისმგებლო, ხეპრე და გაუნათლებელი ერი ვართ. სხვისი გამონაცვალი მანქანით,(რომელიც უცხოეთში მომვლელად გადახვეწილი დედის ფულით იყიდე) 180 ით სიარული რომ მაგარო ბიჭობა გგონია და სიამოვნებას განიჭებს, იმ ერს კარგა ხანი არაფერი ეშველება. 

ვაი ჟურნალისტებო
30

"არასრულწლოვნის" კი არა არასრულწლოვანის- როგორ გეყტობათ პირდაპირ სოფლის ორღობედან რომ გამოხვედით...

ავტორი:

"თორნიკე დღეს სკოლისკენ მიმავალ მეგობარს ეუბნება "დილა მშვიდობისა"... არცერთმა ბავშვმა არ უნდა დაკარგოს მეგობარი" - ოქროყანაში ავარიისას გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეგობრის დედის ემოციური პოსტი

"თორნიკე დღეს სკოლისკენ მიმავალ მეგობარს ეუბნება "დილა მშვიდობისა"... არცერთმა ბავშვმა არ უნდა დაკარგოს მეგობარი" - ოქროყანაში ავარიისას გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეგობრის დედის ემოციური პოსტი

გასულ კვირაში, ოქროყანაში მომხდარ ავარიას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსვერპლა. ტრაგედიის შესახებ არაერთმა დაწერა სოციალურ ქსელში, მათ შორის თბილისის საკრებულოში, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ. მისი ინფორმაციით, ოქროყანის იმ ადგილს, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, "სიკვდილის ზონას" უწოდებენ.

"ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს "სიკვდილის ზონას" უწოდებს, რადგან აქ უამრავი ადამიანი დასახიჩრდა წლების განმავლობაში და რამდენიმე გარდაიცვალა. მათ შორის იყო 8 წლის გიორგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ემსხვერპლა ავტოავარიას...

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დასახმარებლად არაერთხელ მიუმართავს თბილისის მერიისთვის, პასუხი დღემდე არ აქვთ და პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. არადა სიჩქარის შემზღუდავ ბარიერს, ან საგზაო ნიშანსაც კი შეეძლო გადაერჩინა ადამიანის სიცოცხლე" - დაწერა "ფეისბუქში" გიორგი შარაშიძემ.

არასრულწლოვნის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა გიორგის მეგობრის ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც სოციალურ ქსელში ბავშვის საფლავზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თბილისის მერიას ოქროყანაში უსაფრთხო გადასასვლელის გაკეთებისკენ მოუწოდა.

"თორნიკე დღეს სკოლისკენ მიმავალ მეგობარს ეუბნება "დილა მშვიდობისა". გიო შაბათს ოქროყანა-მთაწმინდის გზაზე დაიღუპა. მანქანა დაეჯახა. არცერთმა ბავშვმა არ უნდა დაკარგოს მეგობარი ასეთი პატარა! თბილისის მერიამ უნდა მოგვისმინოს! ოქროხანას ბავშვებს უსაფრთხო გადასასვლელი სჭირდებათ!" ~