პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის კარის თამაშები და გრძელი მაგიდების სიმბოლიკა - ძალის დემონსტრირება თუ პარანაოია? - რატომ მასპინძლობს რუსეთის ლიდერი დასავლელ კოლეგებს გიგანტურ მაგიდასთან
პუტინის კარის თამაშები და გრძელი მაგიდების სიმბოლიკა - ძალის დემონსტრირება თუ პარანაოია? - რატომ მასპინძლობს რუსეთის ლიდერი დასავლელ კოლეგებს გიგანტურ მაგიდასთან

პო­ლი­ტი­კა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მო­სახ­დე­ნად, დი­ა­ლო­გის დროს უპი­რა­ტე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, მო­სა­ხიბ­ლად ან და­სა­ში­ნებ­ლად არა­ერ­თი მე­თო­დი არ­სე­ბობს, ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, უჩ­ვე­უ­ლოდ და უც­ნა­უ­რად გეჩ­ვე­ნე­ბათ.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ავეჯ­სა და ინ­ტე­რი­ერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს.

პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შებ­ში“ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე უმაღ­ლე­სი პი­რის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია რკი­ნის ტახ­ტი, რო­მე­ლიც და­მარ­ცხე­ბუ­ლი მტრის გა­დამ­დნა­რი ხმლე­ბის­გა­ნაა შექ­მნი­ლი.

რკი­ნის ტახ­ტი "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი­დან"

ჯე­იმს ბონ­დის ფილ­მებ­ში ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი იმით არი­ან ცნო­ბი­ლე­ბი, რომ თა­ვი­ანთ სა­ცხოვ­რებ­ლებ­ში ზვი­გე­ნე­ბის აკ­ვა­რი­უ­მე­ბი აქვთ გან­თავ­სე­ბუ­ლი და ეს ერ­თგვა­რი მე­თო­დია სხვებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად, თუმ­ცა ეს ფილ­მებ­ში...

  • ვნა­ხოთ, რა ხდე­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში...

რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და მისი და­მაბ­ნე­ვე­ლი მა­სი­უ­რი, გრძე­ლი თეთ­რი მა­გი­და, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ე­ბია მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტია. ეს ის მა­გი­დაა, რო­მელ­თა­ნაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ლი­დერ­მა უცხო­ელ კო­ლე­გებს უმას­პინ­ძლა. "ნიუ-იორკ თა­იმ­სის" ვერ­სი­ით, უზარ­მა­ზა­რი, ოვა­ლუ­რი მა­გი­დის სიგ­რძე 6 მეტ­რია, "გარ­დი­ა­ნი" წერს, რომ მისი სიგ­რძე 4 მეტ­რი უნდა იყოს, ხოლო "ფრანს 24"-ის ვერ­სი­ით - 5 მეტ­რი.

მა­გი­დას აქვს სამი მა­სი­უ­რი სად­გა­მი და მას­ზე ერ­თა­დერ­თი, პა­ტა­რა თა­ი­გუ­ლი დევს.

  • რა­ტომ მას­პინ­ძლობს პუ­ტი­ნი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დერს გი­გან­ტურ მა­გი­დას­თან? - ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი

ოფი­ცი­ა­ლუ­რად, პუ­ტი­ნი გი­გან­ტურ მა­გი­დას­თან და­სავ­ლელ ლი­დე­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით იღებს. კრემლში ვი­ზი­ტი­სას, რო­გორც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა, ასე­ვე გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა უარი გა­ნა­ცხა­დეს "რუ­სუ­ლი პი­სი­არ ტეს­ტის" გა­კე­თე­ბა­ზე, რის შემ­დე­გაც პუ­ტინ­თან დის­ტან­ცი­რე­ბულ გა­რე­მო­ში მო­უ­წი­ათ მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­მარ­თვა.

პუ­ტი­ნი­სა და ოლაფ შოლ­ცის შეხ­ვედ­რა კრემლში

"მაკ­რონს ორი არ­ჩე­ვა­ნი ჰქონ­და, ან რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ "პი­სი­არ“ ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბას და­თან­ხმე­ბო­და და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, ან უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, მის­გან მკაც­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია უნდა და­ეც­ვა. მაკ­რონ­მა ტესტზე უარი თქვა და ამ გზით რუ­სეთს მის დნმ-ზე წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა", - წერს სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი."

"გარ­დი­ა­ნი" კი აღ­ნიშ­ნავს, რომ 69 წლის პუ­ტი­ნი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი პა­რა­ნო­ი­დუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით Covid-19-ის მი­მართ და პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, დიდ­წი­ლად დროს იზო­ლი­რე­ბუ­ლად ატა­რებს, ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბულ ზო­მებს იღებს უცხო­ე­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას. პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რამ­დე ადა­მი­ა­ნებს მო­ე­თხო­ვე­ბათ ორ­კვი­რი­ან კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნა. ამ­ბო­ბენ, რომ მოს­კო­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრის გახ­სნამ­დე, მისი დი­რექ­ტო­რი ორი კვი­რით კა­რან­ტინ­ში იყო, რათა პუ­ტინ­თან ერ­თად შე­ნო­ბა­ში შე­სუ­ლი­ყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პუ­ტი­ნი ზო­გი­ერთ რუს პო­ლი­ტი­კოს­თა­ნაც დიდ დის­ტან­ცი­ას იცავს. მა­გა­ლი­თად, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სერ­გეი ლავ­რო­ვი შეხ­ვედ­რი­სას ძა­ლი­ან გრძელ მა­გი­დას­თან იჯდა.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სერ­გეი ლავ­როვ­თან შეხ­ვედ­რი­სას

  • ის, ვის­თა­ნაც პუ­ტი­ნი დის­ტან­ცი­ას არ იცავს

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, არის ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც პუ­ტი­ნი დის­ტან­ცი­ას არ იცავს. ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გახ­სნა­ზე ის და ჩი­ნე­თის ლი­დე­რი, სი ძინ­პი­ნი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ იდ­გნენ და კა­მე­რე­ბის წინ ერ­თმა­ნეთს გა­და­ეხ­ვივ­ნენ კი­დეც, რაც და­სავ­ლეთ­თან გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე, მათი მტკი­ცე და ძლი­ე­რი ალი­ან­სის დე­მონ­სტრი­რე­ბა იყო.

პუ­ტი­ნი და სი ძინ­პი­ნი

  • პუ­ტი­ნის გი­გან­ტუ­რი მა­გი­დე­ბის სიმ­ბო­ლი­კა

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ში­შის გარ­და, პუ­ტი­ნის გი­გან­ტურ მა­გი­დებ­ში სხვა­დას­ხვა მე­სი­ჯის ამო­კი­თხვას ცდი­ლო­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ მისი სიმ­ბო­ლიზ­მი ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს - აჩ­ვე­ნებს პუ­ტინს რო­გორც შო­რე­ულ და იზო­ლი­რე­ბულ ფი­გუ­რას.

"აშ­კა­რაა, რომ ის უფრო და უფრო მარ­ტოა. რო­გორც ჩანს, აღარ აინ­ტე­რე­სებს რას ფიქ­რო­ბენ მას­ზე სხვე­ბი“, - გა­ნუ­ცხა­და AFP-ს პო­ლი­ტი­კურ­მა ანა­ლი­ტი­კოს­მა, კონ­სტან­ტი­ნე კა­ლა­ჩოვ­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რამ­დე მაკ­რონ­მა თქვა, რომ მოს­კოვ­ში "ინ­ტენ­სი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის“ მი­დი­ო­და და ეძებ­და "ის­ტო­რი­ულ გა­და­წყვე­ტას“ რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ომის მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ზე. და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ კრემლში გი­გან­ტუ­რი მა­გი­და მაკ­რო­ნის და­საბ­ნე­ვად, მას­ზე გავ­ლე­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად, ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის შე­არ­ჩი­ეს.

გრძე­ლი, თეთ­რი მა­გი­დის პომ­პე­ზუ­რო­ბას ემა­ტე­ბა დე­კო­რი, სქე­ლი ოქ­როს­ფე­რი ფარ­დე­ბი და ღია ფე­რის ხა­ლი­ჩა, რაც სა­ერ­თო ჯამ­ში, ცივ გა­რე­მოს ქმნის.

  • გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

ზო­გი­ერ­თმა მა­გი­და სა­ცი­გუ­რაო მო­ე­დანს შე­ა­და­რა, ზოგ­მა მას "ბოლო ვახ­შმის­თვის“ გან­კუთ­ვნი­ლი მა­გი­და უწო­და. ზო­გი­ერ­თი ხუმ­რობს, რომ პუ­ტი­ნი ასეთ დის­ტან­ცი­ა­ზე იმი­ტომ ზის, რომ შე­ა­მოწ­მოს, რამ­დე­ნად კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბა აქვს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა არა­ერ­თი მიმი შექ­მნეს. გა­დავ­ხე­დოთ ზო­გი­ერთ მათ­განს:

პუ­ტი­ნის გი­გან­ტუ­რი მა­გი­დის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სივ­რცე­შიც იხუმ­რეს:

  • მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი გა­რე­მო

პუ­ტი­ნი არ არის მარ­ტო, როცა საქ­მე ეხე­ბა მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­სა და მათ სა­ნა­ხა­ობ­რივ ავეჯს, თუ შეხ­ვედ­რე­ბი­სას უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მოს. მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს, კიმ ჩენ ინს შეხ­ვედ­რე­ბის ოთახ­ში წიგ­ნე­ბის იმ­დე­ნი კა­რა­და აქვს, რომ პა­ტა­რა ბიბ­ლი­ო­თე­კა­საც კი გა­უ­წევ­და კონ­კუ­რენ­ცი­ას.

პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი, სი ძინ­პი­ნი, ვი­დე­ო­ზა­რებს ჩი­ნე­თის დიდი კედ­ლის შთამ­ბეჭ­და­ვი ნა­ხა­ტის ფონ­ზე პა­სუ­ხობ­და.

ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რი, მუ­ა­მარ კა­და­ფი კი ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რებს დიდ და ფე­რად კა­რავ­ში აწყობ­და ხოლ­მე. ამ­ბობ­დნენ, რომ ეს ერ­თგვა­რი ხრი­კი იყო, რათა მათ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა შეხ­ვედ­რის­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ ად­გი­ლას მიწ­ვე­ვით. კა­დაფ­მა თა­ვი­სი კარ­ვე­ბით მო­ი­ა­რა მსოფ­ლიო და არა­ერთ ქა­ლაქ­ში გა­უშ­ლია ის. მათ შო­რის, რომ­ში და ნიუ იორკში.

დოჰა, 2009 წელი - უგო ჩა­ვე­ზი კა­რავ­ში მუ­ა­მარ კა­დაფ­თან ერ­თად ზის სა­მი­ტის და­წყე­ბამ­დე

უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში შეხ­ვედ­რებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ვიხ­სე­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2014 წელს საფ­რან­გე­თის მა­შინ­დე­ლი პირ­ვე­ლი პი­რის, ფრან­სუა ოლან­დის ვი­ზი­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაია ფან­ჯი­კი­ძემ ოლან­დს ასეთ გა­რე­მო­ში უმას­პინ­ძლა:

ოლან­დი და ფან­ჯი­კი­ძე თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის "ვი­ა­ი­პი" მი­სა­ღებ­ში

და ბო­ლოს, ბო­ნუ­სად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­დეო ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გრძელ მა­გი­დას­თან გა­მარ­თუ­ლი აუ­დი­ენ­ცი­ის შე­სა­ხებ:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
0

ამინ!

დავითი
23

ესე იგი, ნიუ იორკ თაიმსს, გარდიანს და ფრანს 24-ს ის ვერ გაურკვევია, რამდენი მეტრი აქვს სიგრძე მაგიდას და ამათი პროგნოზებია დასაჯერებელი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პუტინის კარის თამაშები და გრძელი მაგიდების სიმბოლიკა - ძალის დემონსტრირება თუ პარანაოია? - რატომ მასპინძლობს რუსეთის ლიდერი დასავლელ კოლეგებს გიგანტურ მაგიდასთან

პუტინის კარის თამაშები და გრძელი მაგიდების სიმბოლიკა - ძალის დემონსტრირება თუ პარანაოია? - რატომ მასპინძლობს რუსეთის ლიდერი დასავლელ კოლეგებს გიგანტურ მაგიდასთან

პოლიტიკაში ძალაუფლების დემონსტრირებისთვის, შთაბეჭდილების მოსახდენად, დიალოგის დროს უპირატესობის მოსაპოვებლად, მოსახიბლად ან დასაშინებლად არაერთი მეთოდი არსებობს, ისეთებიც, რომლებიც, შესაძლოა, უჩვეულოდ და უცნაურად გეჩვენებათ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ავეჯსა და ინტერიერს განსაკუთრებული როლი აქვს.

პოპულარულ სერიალ "სამეფო კარის თამაშებში“ ძალაუფლების მქონე უმაღლესი პირისთვის განსაზღვრულია რკინის ტახტი, რომელიც დამარცხებული მტრის გადამდნარი ხმლებისგანაა შექმნილი.

რკინის ტახტი "სამეფო კარის თამაშებიდან"

ჯეიმს ბონდის ფილმებში ბოროტმოქმედები იმით არიან ცნობილები, რომ თავიანთ საცხოვრებლებში ზვიგენების აკვარიუმები აქვთ განთავსებული და ეს ერთგვარი მეთოდია სხვებზე გავლენის მოსაპოვებლად, თუმცა ეს ფილმებში...

  • ვნახოთ, რა ხდება რეალურ ცხოვრებაში...

რეალურ ცხოვრებაში არსებობს ვლადიმერ პუტინი და მისი დამაბნეველი მასიური, გრძელი თეთრი მაგიდა, რომელიც ბოლო დღეებია მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია. ეს ის მაგიდაა, რომელთანაც რუსეთის ფედერაციის ლიდერმა უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა. "ნიუ-იორკ თაიმსის" ვერსიით, უზარმაზარი, ოვალური მაგიდის სიგრძე 6 მეტრია, "გარდიანი" წერს, რომ მისი სიგრძე 4 მეტრი უნდა იყოს, ხოლო "ფრანს 24"-ის ვერსიით - 5 მეტრი.

მაგიდას აქვს სამი მასიური სადგამი და მასზე ერთადერთი, პატარა თაიგული დევს.

  • რატომ მასპინძლობს პუტინი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს გიგანტურ მაგიდასთან? - ოფიციალური მიზეზი

ოფიციალურად, პუტინი გიგანტურ მაგიდასთან დასავლელ ლიდერებს კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით იღებს. კრემლში ვიზიტისას, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ასევე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი განაცხადეს "რუსული პისიარ ტესტის" გაკეთებაზე, რის შემდეგაც პუტინთან დისტანცირებულ გარემოში მოუწიათ მოლაპარაკების გამართვა.

პუტინისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა კრემლში

"მაკრონს ორი არჩევანი ჰქონდა, ან რუსეთის ხელისუფლების მიერ "პისიარ“ ტესტის ჩატარებას დათანხმებოდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიუახლოვდებოდა, ან უარის შემთხვევაში, მისგან მკაცრი სოციალური დისტანცია უნდა დაეცვა. მაკრონმა ტესტზე უარი თქვა და ამ გზით რუსეთს მის დნმ-ზე წვდომის საშუალება არ მისცა", - წერს სააგენტო "როიტერსი."

"გარდიანი" კი აღნიშნავს, რომ 69 წლის პუტინი ცნობილია თავისი პარანოიდული დამოკიდებულებით Covid-19-ის მიმართ და პანდემიის განმავლობაში, დიდწილად დროს იზოლირებულად ატარებს, ასევე განსაკუთრებულ ზომებს იღებს უცხოელებთან შეხვედრისას. პუტინთან შეხვედრამდე ადამიანებს მოეთხოვებათ ორკვირიან კარანტინში ყოფნა. ამბობენ, რომ მოსკოვის ხელოვნების ცენტრის გახსნამდე, მისი დირექტორი ორი კვირით კარანტინში იყო, რათა პუტინთან ერთად შენობაში შესულიყო.

აღსანიშნავია, რომ პუტინი ზოგიერთ რუს პოლიტიკოსთანაც დიდ დისტანციას იცავს. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეხვედრისას ძალიან გრძელ მაგიდასთან იჯდა.

ვლადიმერ პუტინი სერგეი ლავროვთან შეხვედრისას

  • ის, ვისთანაც პუტინი დისტანციას არ იცავს

საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, არის ერთი ადამიანი, რომელთანაც პუტინი დისტანციას არ იცავს. ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ის და ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ და კამერების წინ ერთმანეთს გადაეხვივნენ კიდეც, რაც დასავლეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, მათი მტკიცე და ძლიერი ალიანსის დემონსტრირება იყო.

პუტინი და სი ძინპინი

  • პუტინის გიგანტური მაგიდების სიმბოლიკა

ანალიტიკოსები კორონავირუსთან დაკავშირებული შიშის გარდა, პუტინის გიგანტურ მაგიდებში სხვადასხვა მესიჯის ამოკითხვას ცდილობენ და ამბობენ, რომ მისი სიმბოლიზმი ბევრ რამეზე მეტყველებს - აჩვენებს პუტინს როგორც შორეულ და იზოლირებულ ფიგურას.

"აშკარაა, რომ ის უფრო და უფრო მარტოა. როგორც ჩანს, აღარ აინტერესებს რას ფიქრობენ მასზე სხვები“, - განუცხადა AFP-ს პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, კონსტანტინე კალაჩოვმა.

საინტერესოა, რომ პუტინთან შეხვედრამდე მაკრონმა თქვა, რომ მოსკოვში "ინტენსიური მოლაპარაკებებისთვის“ მიდიოდა და ეძებდა "ისტორიულ გადაწყვეტას“ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მოსალოდნელ საფრთხეზე. დასავლურ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ კრემლში გიგანტური მაგიდა მაკრონის დასაბნევად, მასზე გავლენის მოსაპოვებლად, ზემოქმედებისთვის, ძალაუფლების დემონსტრირებისთვის შეარჩიეს.

გრძელი, თეთრი მაგიდის პომპეზურობას ემატება დეკორი, სქელი ოქროსფერი ფარდები და ღია ფერის ხალიჩა, რაც საერთო ჯამში, ცივ გარემოს ქმნის.

  • გამოხმაურება სოციალურ ქსელში

ზოგიერთმა მაგიდა საციგურაო მოედანს შეადარა, ზოგმა მას "ბოლო ვახშმისთვის“ განკუთვნილი მაგიდა უწოდა. ზოგიერთი ხუმრობს, რომ პუტინი ასეთ დისტანციაზე იმიტომ ზის, რომ შეამოწმოს, რამდენად კარგი მხედველობა აქვს.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა არაერთი მიმი შექმნეს. გადავხედოთ ზოგიერთ მათგანს:

პუტინის გიგანტური მაგიდის შესახებ სოციალური ქსელების ქართულ სივრცეშიც იხუმრეს:

  • მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები და სანახაობრივი გარემო

პუტინი არ არის მარტო, როცა საქმე ეხება მსოფლიო ლიდერებსა და მათ სანახაობრივ ავეჯს, თუ შეხვედრებისას უჩვეულო გარემოს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვედრების ოთახში წიგნების იმდენი კარადა აქვს, რომ პატარა ბიბლიოთეკასაც კი გაუწევდა კონკურენციას.

პანდემიის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი, ვიდეოზარებს ჩინეთის დიდი კედლის შთამბეჭდავი ნახატის ფონზე პასუხობდა.

ლიბიის ყოფილი დიქტატორი, მუამარ კადაფი კი ლიდერებთან შეხვედრებს დიდ და ფერად კარავში აწყობდა ხოლმე. ამბობდნენ, რომ ეს ერთგვარი ხრიკი იყო, რათა მათზე ფსიქოლოგიური გამარჯვება მოეპოვებინა შეხვედრისთვის შეუფერებელ ადგილას მიწვევით. კადაფმა თავისი კარვებით მოიარა მსოფლიო და არაერთ ქალაქში გაუშლია ის. მათ შორის, რომში და ნიუ იორკში.

დოჰა, 2009 წელი - უგო ჩავეზი კარავში მუამარ კადაფთან ერთად ზის სამიტის დაწყებამდე

უჩვეულო გარემოში შეხვედრებზე საუბრისას გავიხსენოთ საქართველოში 2014 წელს საფრანგეთის მაშინდელი პირველი პირის, ფრანსუა ოლანდის ვიზიტი. საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ოლანდს ასეთ გარემოში უმასპინძლა:

ოლანდი და ფანჯიკიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის "ვიაიპი" მისაღებში

და ბოლოს, ბონუსად, სოციალურ ქსელებში პოპულარული ვიდეო ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის გრძელ მაგიდასთან გამართული აუდიენციის შესახებ:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Will Putin and Macron do face painting after? <a href="https://twitter.com/hashtag/Ukraine?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Ukraine</a> <a href="https://twitter.com/hashtag/pointless?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#pointless</a> <a href="https://twitter.com/hashtag/lipservice?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#lipservice</a> <a href="https://t.co/hi9agrWzmZ">pic.twitter.com/hi9agrWzmZ</a></p>&mdash; Tarquin (@Tarquin_Helmet) <a href="https://twitter.com/Tarquin_Helmet/status/1490792897599488002?ref_src=twsrc%5Etfw">February 7, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>