პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დოპინგ სკანდალი არ დასრულებულა, თუმცა 15 წლის რუს მოციგურავეს ოლიმპიადაზე ასპარეზობის გაგრძელების უფლება მისცეს
დოპინგ სკანდალი არ დასრულებულა, თუმცა 15 წლის რუს მოციგურავეს ოლიმპიადაზე ასპარეზობის გაგრძელების უფლება მისცეს

15 წლის რუსი მო­ცი­გუ­რა­ვე კა­მი­ლა ვა­ლი­ე­ვა პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე ას­პა­რე­ზო­ბას გა­ნაგ­რძობს, მაგ­რამ მისი ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დო­ვე­ბა კვლავ კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა.

სპორ­ტულ­მა სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი­სა (IOC) და მსოფ­ლიო ან­ტი­სა­დო­პინ­გო სა­ა­გენ­ტოს (WADA) აპე­ლა­ცია. რუ­სე­თის მო­ცი­გუ­რა­ვე 15 თე­ბერ­ვალს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­დის ერ­თე­ულ­თა ტურ­ნირ­ში.

IOC და WADA შე­ჯიბ­რე­ბე­ბი­დან ვა­ლი­ე­ვას მოხ­სნას ითხოვ­დნენ იმის გამო, რომ მის სა­დო­პინ­გო სინ­ჯში, რო­მე­ლიც პე­კი­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის და­წყე­ბამ­დე აუ­ღეს, აღ­მოჩ­ნდა აკ­რძა­ლუ­ლი პრე­პა­რა­ტი ტრი­მე­ტა­ზი­დი­ნი.

კვი­რას სპორ­ტულ­მა სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლომ ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში ჩა­ა­ტა­რა სხდო­მა, რო­მე­ლიც შვიდ სა­ათს გაგ­რძელ­და.

სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, ვა­ლი­ე­ვა და­უშ­ვას ერ­თე­ულ­თა ტურ­ნირ­ზე იმის გამო, რომ ის „და­ცუ­ლი პი­რია“, ვი­ნა­ი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნია. ეს სტა­ტუ­სი კრძა­ლავს ტურ­ნი­რე­ბი­დან დრო­ე­ბით მოხ­სნას. სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, რომ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე გა­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა ვა­ლი­ე­ვას გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მო­უ­ტანს. სპორ­ტულ­მა არ­ბიტ­რაჟ­მა ასე­ვე მი­უ­თი­თა "სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­ზე“ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სპორ­ტსმენს დრო­უ­ლად არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს დო­პინ­გის ტეს­ტის შე­დე­გე­ბი.

სა­სა­მარ­თლოს ვა­ლი­ე­ვას დო­პინ­გის ტეს­ტის სა­კი­თხი არ გა­ნუ­ხი­ლავს არ­სე­ბი­თად, ანუ, შე­საძ­ლოა, საქ­მის გან­ხილ­ვა ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ გაგ­რძელ­დეს.

ვა­ლი­ე­ვას სინ­ჯი 25 დე­კემ­ბერს აუ­ღეს, მაგ­რამ ანა­ლი­ზის შე­დე­გის შე­სა­ხებ მხო­ლოდ 8 თე­ბერ­ვალს გახ­და ცნო­ბი­ლი მას მერე, რაც სპორ­ტსმენ­მა რუ­სე­თის გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა გუნ­დურ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კა­მი­ლა ვა­ლი­ე­ვა პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე არ­ცერთ და­ჯილ­დო­ვე­ბა­ში არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. საქ­მე იმა­შია, რომ თი­ნე­ი­ჯერ სპორ­ტსმენს ნარ­კო­ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბი­სას, ტრი­მე­ტა­ზე­დი­ნი აღ­მო­აჩ­ნდა სის­ხლში, რაც სტე­ნო­კარ­დი­ის პრე­ვენ­ცი­ის მე­დი­კა­მენ­ტია და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი.

ვა­ლი­ე­ვამ უკვე მო­იპ­ვა რუ­სე­თის მო­ცი­გუ­რა­ვე­თა გუნდთან ერ­თად, ოქრო მე­და­ლი, თუმ­ცა რაც შე­ე­ხე­ბა და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალს, ის არ შემ­დგა­რა და არც მო­მა­ვალ­შია და­გეგ­მი­ლი, ვიდ­რე სრუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა არ ჩა­ტარ­დე­ბა. IOC-ის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვა­ლი­ე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბა­შიც პირ­ველ სა­მე­ულ­ში მოხ­ვდე­ბა - არ გა­ი­მარ­თე­ბა არც ყვა­ვი­ლე­ბის და არც მედ­ლე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი. "რო­გორც კი ქალ­ბა­ტო­ნი ვა­ლი­ე­ვას საქ­მე და­ი­ხუ­რე­ბა, მედ­ლე­ბით და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნია ჩა­ტარ­დე­ბა", - აცხა­დე­ბენ მსოფ­ლიო ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში.

კრი­ტი­კო­სე­ბი სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან და კი­თხუ­ლო­ბენ, რა­ტომ ეძ­ლე­ვა სპორ­ტსმენს, რო­მელ­მაც ვერ ჩა­ა­ბა­რა ნარ­კო­ტეს­ტი, მსოფ­ლი­ოს უდი­დეს სცე­ნა­ზე ას­პა­რე­ზო­ბის უფ­ლე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ტეს­ტის დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა შე­დე­გებ­მა დიდი როლი ითა­მა­შა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში: "ასე­თი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა 15 წლის სპორ­ტსმე­ნის ბრა­ლი არ იყო".

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
10

წარმატებები... კარგი მოციგურავეა

bacho
11

ეს ლიბერალები და ნაცები ყველა გოგასნაირი ტვინნაღრძობები არიან. კამილა ვალიევა არის ყველა დროის ყველაზე საუკეთესო მოციგურავე და ეს მან უკვე 15 წლის ასაკში დაამტკიცა. დოპინგი არა კვახი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

დოპინგ სკანდალი არ დასრულებულა, თუმცა 15 წლის რუს მოციგურავეს ოლიმპიადაზე ასპარეზობის გაგრძელების უფლება მისცეს

დოპინგ სკანდალი არ დასრულებულა, თუმცა 15 წლის რუს მოციგურავეს ოლიმპიადაზე ასპარეზობის გაგრძელების უფლება მისცეს

15 წლის რუსი მოციგურავე კამილა ვალიევა პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობას განაგრძობს, მაგრამ მისი ოქროს მედლით დაჯილდოვება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა (IOC) და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აპელაცია. რუსეთის მოციგურავე 15 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს პეკინის ოლიმპიადის ერთეულთა ტურნირში.

IOC და WADA შეჯიბრებებიდან ვალიევას მოხსნას ითხოვდნენ იმის გამო, რომ მის სადოპინგო სინჯში, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე აუღეს, აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი ტრიმეტაზიდინი.

კვირას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ონლაინრეჟიმში დახურულ ფორმატში ჩაატარა სხდომა, რომელიც შვიდ საათს გაგრძელდა.

სასამართლომ გადაწყვიტა, ვალიევა დაუშვას ერთეულთა ტურნირზე იმის გამო, რომ ის „დაცული პირია“, ვინაიდან არასრულწლოვანია. ეს სტატუსი კრძალავს ტურნირებიდან დროებით მოხსნას. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის აკრძალვა ვალიევას გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს. სპორტულმა არბიტრაჟმა ასევე მიუთითა "სერიოზულ პრობლემებზე“ იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტსმენს დროულად არ შეატყობინეს დოპინგის ტესტის შედეგები.

სასამართლოს ვალიევას დოპინგის ტესტის საკითხი არ განუხილავს არსებითად, ანუ, შესაძლოა, საქმის განხილვა ოლიმპიადის შემდეგ გაგრძელდეს.

ვალიევას სინჯი 25 დეკემბერს აუღეს, მაგრამ ანალიზის შედეგის შესახებ მხოლოდ 8 თებერვალს გახდა ცნობილი მას მერე, რაც სპორტსმენმა რუსეთის გუნდის შემადგენლობაში ოქროს მედალი მოიპოვა გუნდურ შეჯიბრებებში.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კამილა ვალიევა პეკინის ოლიმპიადაზე არცერთ დაჯილდოვებაში არ მიიღებს მონაწილეობას. საქმე იმაშია, რომ თინეიჯერ სპორტსმენს ნარკოტესტის ჩაბარებისას, ტრიმეტაზედინი აღმოაჩნდა სისხლში, რაც სტენოკარდიის პრევენციის მედიკამენტია და მისი გამოყენება არაა ნებადართული.

ვალიევამ უკვე მოიპვა რუსეთის მოციგურავეთა გუნდთან ერთად, ოქრო მედალი, თუმცა რაც შეეხება დაჯილდოვების ცერემონიალს, ის არ შემდგარა და არც მომავალშია დაგეგმილი, ვიდრე სრული გამოძიება არ ჩატარდება. IOC-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვალიევა ინდივიდუალურ შეჯიბრებაშიც პირველ სამეულში მოხვდება - არ გაიმართება არც ყვავილების და არც მედლების გადაცემის ცერემონიალი. "როგორც კი ქალბატონი ვალიევას საქმე დაიხურება, მედლებით დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდება", - აცხადებენ მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში.

კრიტიკოსები საარბიტრაჟო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან და კითხულობენ, რატომ ეძლევა სპორტსმენს, რომელმაც ვერ ჩააბარა ნარკოტესტი, მსოფლიოს უდიდეს სცენაზე ასპარეზობის უფლება. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ტესტის დაგვიანებულმა შედეგებმა დიდი როლი ითამაშა სასამართლოს გადაწყვეტილებაში: "ასეთი დაგვიანებული შეტყობინება 15 წლის სპორტსმენის ბრალი არ იყო".

წყარო: bbc

მოამზადა ანა სიბოშვილმა