მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა ავარჩიოთ რბილი ავეჯი და რა ტენდენციებია ბაზარზე 2022 წელს
როგორ უნდა ავარჩიოთ რბილი ავეჯი და რა ტენდენციებია ბაზარზე 2022 წელს

ავე­ჯი ის არის, რაც ყო­ველ­დღი­უ­რად გვჭირ­დე­ბა... დას­ვე­ნე­ბის­თვის, კომ­ფორ­ტის­თვის, გან­ტვირ­თვის­თვის, სა­მუ­შა­ო­დაც კი. სუ­ლერ­თია, სახ­ლში ვართ თუ სამ­სა­ხურ­ში, თი­თო­ე­ულ ავეჯს თა­ვი­სი ფუნ­ქცია აქვს, რო­მე­ლიც ჩვენს გან­წყო­ბას­თან და შეგ­რძნე­ბებ­თან პირ­და­პი­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა ვცდი­ლობთ, ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო­ში შე­ვიქ­მნათ ჩვე­ნი მიკ­რო სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც რბი­ლი ავე­ჯის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამი­ტომ, მისი სწო­რად არ­ჩე­ვა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია.

ხში­რად მა­ღა­ზი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ან ინ­ტერ­ნეტ­ში ნა­ნა­ხი ვა­რი­ან­ტე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მოგ­ვწონს და გვინ­და, რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გვქონ­დეს... ისე­თი, რო­მე­ლიც ჩვენს სურ­ვი­ლებს გა­მო­ხა­ტავს და თავს სა­უ­კე­თე­სოდ გვაგ­რძნო­ბი­ნებს. ამის გა­კე­თე­ბა კი მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს შე­უძ­ლი­ათ - მათ, ვინც ჩვენს აზ­რებს წა­ი­კი­თხა­ვენ და ჩვენ­ზე მორ­გე­ბულ პრო­დუქტს შექ­მნი­ან.

სწო­რედ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის წარ­მო­სახ­ვის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა არის ნა­ნი­კო ქავ­თა­რა­ძი­სა და მისი გუნ­დის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. უკვე დიდი ხა­ნია, რაც კომ­პა­ნია „ნა­ნი­კო ქავ­თა­რა“ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გახ­და კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც არ უფრთხის სი­ახ­ლე­ებს და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბას ცდი­ლობს.

https://www.facebook.com/nanikokavtara

რო­გორც ნა­ნი­კო ამ­ბობს, ყვე­ლა ახალ შეკ­ვე­თას იღებს რო­გორც გა­მოწ­ვე­ვას, რო­მელ­საც თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გად აუ­ცი­ლებ­ლად დაძ­ლევს.

-რბი­ლი ავე­ჯი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყუ­რა­დღე­ბით შე­ვარ­ჩი­ოთ, რად­გან არას­წო­რად შერ­ჩე­ულ­მა ავე­ჯ­მა შე­საძ­ლოა, ინ­ტე­რი­ერ­საც და­უ­კარ­გოს სახე და ვერც ის კომ­ფორ­ტი მოგ­ვა­ნი­ჭოს, რო­მელ­საც მის­გან ვე­ლო­დე­ბით.

-ზო­გა­დად, რა გა­ნა­პი­რო­ბებს ავე­ჯის კომ­ფორ­ტუ­ლო­ბას და რას ით­ვა­ლის­წი­ნებთ მისი დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში?

-ყვე­ლა­ფე­რი კონ­სტრუქ­ცი­ი­დან იწყე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად სწო­რად უნდა აი­გოს. ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს უნდა იყოს ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­თან. უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო გა­დახ­რის კუ­თხე, და­საჯ­დო­მი სი­მაღ­ლე და არა­ერ­თი სხვა ფაქ­ტო­რი. გა­აჩ­ნია იმა­საც, თუ რა ად­გი­ლას უნდა და­იდ­გას ავე­ჯი - შე­მო­სას­ვლელ­ში, კომ­პი­უ­ტერ­თან, სა­ძი­ნე­ბელ­ში, მი­სა­ღებ­ში თუ სხვა­გან.

ამის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ავე­ჯის დარ­ბი­ლე­ბა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა ღრუ­ბე­ლია, რო­მე­ლიც კარ­გი ხა­რის­ხის უნდა იყოს. თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ზარ­ზე უპი­რა­ტე­სო­ბა ლა­ტექ­სის ღრუ­ბელს ენი­ჭე­ბა, რო­მე­ლიც მალე არ იპ­რე­სე­ბა, კომ­ფორ­ტუ­ლია და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც კარ­გია. ჩვენ ვცდი­ლობთ, მომ­ხმა­რებ­ლებს ლა­ტექ­სის ღრუ­ბე­ლი შევ­თა­ვა­ზოთ, რო­მელ­ზე მო­თხოვ­ნაც, ხა­რის­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

კომ­ფორ­ტის­თვის, ასე­ვე ვთა­ვა­ზობთ ე.წ. სინ­დი­ფონს, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ლა­მა­ზია. ძი­რი­თა­დად, ავე­ჯის დარ­ბი­ლე­ბის­თვის მას ლა­ტექ­სის ღრუ­ბელ­თან ერ­თად ვი­ყე­ნებთ.

ასე­ვე, ხში­რად იყე­ნე­ბენ ზამ­ბა­რებს და ღვე­დებს, თუმ­ცა გა­აჩ­ნია, რა სურს მომ­ხმა­რე­ბელს და რო­მე­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბაა უმ­ჯო­ბე­სი კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში.

-„ნა­ნი­კო ქავ­თა­რა“ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში, ძი­რი­თა­დად, მრა­ვალ­ფე­რო­ვან და გან­სხვა­ვე­ბულ პუ­ფებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა პუფი არ არის თქვე­ნი წარ­მო­ე­ბის ერ­თა­დერ­თი ხაზი... კი­დევ რას სთა­ვა­ზობთ მომ­ხმა­რებ­ლებს?

-ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ამო­ცა­ნა მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლე­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის 100%-ით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა. ვზრუ­ნავთ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­ვერ­გოთ თი­თო­ე­ულ მათ­განს. ვთა­ვა­ზობთ მა­ღალ ხა­რისხსა და კომ­ფორ­ტულ, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ინს. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა­დას­ხვა ტი­პის შეკ­ვე­თა­ზე შეგ­ვიძ­ლია მუ­შა­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ვა­კე­თებთ დარ­ბი­ლე­ბულ ჟურ­ნა­ლის მა­გი­დებს, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც არა მხო­ლოდ ცალ­კე, არა­მედ პუ­ფებ­თან ერ­თა­დაც იდე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა. ვქმნით სა­ვარ­ძლებს კაფე-ბა­რე­ბის­თვის, ასე­ვე გარე ავეჯს: ჰა­მაკს, ტენ­ტებს... ვმუ­შა­ობთ პა­დო­ნე­ბის დარ­ბი­ლე­ბა­ზეც, რაც დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

გარ­და ამი­სა, ჩვენ­თან ხში­რად მო­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ, უბ­რა­ლოდ, ხის ან რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია, რომ­ლის დარ­ბი­ლე­ბა და ავე­ჯად ქცე­ვა უნ­დათ. თი­თო­ე­ულ გან­სხვა­ვე­ბულ შეკ­ვე­თას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვუდ­გე­ბით და ვი­ღებთ ისეთ პრო­ექ­ტებს, რომ­ლებ­ზეც სხვე­ბი უარს ამ­ბო­ბენ. ეს ჩვენს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე ძა­ლი­ან კარ­გად მოქ­მე­დებს, ამი­ტომ ნო­ემ­ბერ­ში, როცა დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი გვაქვს და ბევ­რი შეკ­ვე­თის გამო, ახალ შეკ­ვე­თებს ფი­ზი­კუ­რად ვერ ვი­ღებთ, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად იან­ვრამ­დეც კი გვე­ლო­დე­ბი­ან. მათ იცი­ან, რომ სურ­ვილს, რო­მე­ლიც სხვამ ვერ ან არ შე­უს­რუ­ლა, ჩვენ რე­ა­ლო­ბად ვუქ­ცევთ.

-რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ რბი­ლი ავე­ჯი?

-რბი­ლი ავე­ჯის შერ­ჩე­ვი­სას ბევ­რი ფაქ­ტო­რია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. მათ შო­რის, ხა­რის­ხი, კომ­ფორ­ტი, ინ­ტე­რი­ერ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ავე­ჯის ქსო­ვი­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ქსო­ვი­ლი თქვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სტრუქ­ტუ­რის და ად­ვი­ლად წმენ­და­დი იყოს.

-შე­უძ­ლია თუ არა მომ­ხმა­რე­ბელს თქვენს მა­ღა­ზი­ა­ში პი­რა­დად შე­არ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი ქსო­ვი­ლი, რომ­ლის­გა­ნაც მის ავეჯს და­ამ­ზა­დებთ და რო­გორ ეხ­მა­რე­ბით მათ შე­სა­ბა­მი­სი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში?

-ჩვენ მა­სა­ლე­ბის ძა­ლი­ან ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს. მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­ე­ხოს თი­თო­ე­ულ მათ­განს და აარ­ჩი­ოს მის­თვის სა­უ­კე­თე­სო, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - თუ რის­თვის გვინ­და ესა თუ ავე­ჯი. მა­გა­ლი­თად, ზოგს სახ­ლში ცხო­ვე­ლე­ბი ჰყავს და უნდა ისე­თი ნა­ჭე­რი, რო­მე­ლიც ბეწვს არ აკ­რავს ან თა­თე­ბით არ და­ი­ფხაჭ­ნე­ბა; ზოგს ბავ­შვე­ბი ჰყავს და სურს, ავე­ჯი ცხი­მის­გან, მელ­ნის­გან და სხვა ლა­ქე­ბის­გან და­იც­ვას; ზოგი ავე­ჯის ბარ­თან ან სა­ერ­თო­დაც, ბუ­ხარ­თან დად­გამს აპი­რებს და ისე­თი ქსო­ვი­ლი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც არ გა­ფუჭ­დე­ბა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად უნდა შე­არ­ჩიო, რა­შიც ჩვენ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს ვეხ­მა­რე­ბით.

ჩემ­თვის და ჩემი გუნ­დის­თვის მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გვინ­და, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ერთჯე­რა­დი არ იყოს და ის ისევ დაბ­რუნ­დეს ჩვენ­თან. ამი­ტომ ვცდი­ლობთ, ისე მო­ვემ­სა­ხუ­როთ თი­თო­ე­ულ მათ­განს, რომ არა მხო­ლოდ თა­ვად დაბ­რუნ­დეს, არა­მედ სხვებ­საც ურ­ჩი­ოს ჩვე­ნი კომ­პა­ნია.

-გვინ­და, კი­დევ ერთ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხს შე­ვე­ხოთ. რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია რბი­ლი ავე­ჯის სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­და­კე­თე­ბა? როცა გა­დის დრო და გვინ­და, ჩვენს ავეჯს თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მა და იერი მივ­ცეთ… სა­ინ­ტე­რე­სოა, მუ­შა­ობს თუ არა თქვე­ნი კომ­პა­ნია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

-ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა საქ­მეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი სჭირ­დე­ბა. თუ ეს არ გაქვს, ჯობს, თავი შე­ი­კა­ვოთ და მი­მარ­თოთ შე­სა­ბა­მის კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც იზ­რუ­ნებს იმა­ზე, რომ თქვე­ნი ძვე­ლი ავე­ჯი და­უ­ზი­ა­ნებ­ლად და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად გა­ნახ­ლდეს.

რაც შეგ­ვე­ხე­ბა ჩვენ, დიახ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობთ. მე­ტიც, ეს პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოც კია. ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, რო­დე­საც ძვე­ლის­გან ვქმნი რა­ღაც ახალს, თა­ნა­მედ­რო­ვეს. ყვე­ლა­ზე უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო კი ისაა, როცა მომ­ხმა­რებ­ლის გა­ო­ცე­ბულ, კმა­ყო­ფილ და ბედ­ნი­ერ სა­ხეს ხე­დავ.

-რა ტენ­დენ­ცი­ე­ბია 2022 წლის­თვის რბი­ლი ავე­ჯის ბა­ზარ­ზე და აუ­წყობს თუ არა თქვე­ნი კომ­პა­ნია ფეხს ამ ტენ­დენ­ცი­ებს?

-ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში ნელ-ნელა ქრე­ბა უხე­ში, მართკუ­თხა ფორ­მე­ბი და უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა გლუვ, მომრგვა­ლე­ბულ ხა­ზებს. შე­დე­გად, ინ­ტე­რი­ე­რი რბილ­დე­ბა, ხდე­ბა უფრო მსუ­ბუ­ქი და პრაქ­ტი­კუ­ლი.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივ­ყვე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს და მომ­ხმა­რე­ბელს კომ­ფორ­ტულ, ხა­რის­ხი­ან და დახ­ვე­წილ დი­ზა­ინს ვთა­ვა­ზობთ. ყო­ვე­ლი სე­ზო­ნის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ ახალ მო­დე­ლებს ვქმნით. უკვე 14 წე­ლია, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გვერ­დით ვართ და ვცდი­ლობთ, და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ მათი მო­თხოვ­ნა მო­დის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

NS

ავტორი:

როგორ უნდა ავარჩიოთ რბილი ავეჯი და რა ტენდენციებია ბაზარზე 2022 წელს

როგორ უნდა ავარჩიოთ რბილი ავეჯი და რა ტენდენციებია ბაზარზე 2022 წელს

ავეჯი ის არის, რაც ყოველდღიურად გვჭირდება... დასვენებისთვის, კომფორტისთვის, განტვირთვისთვის, სამუშაოდაც კი. სულერთია, სახლში ვართ თუ სამსახურში, თითოეულ ავეჯს თავისი ფუნქცია აქვს, რომელიც ჩვენს განწყობასთან და შეგრძნებებთან პირდაპირაა დაკავშირებული. ყველა ვცდილობთ, ნებისმიერ გარემოში შევიქმნათ ჩვენი მიკრო სამყარო, რომელიც რბილი ავეჯის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, მისი სწორად არჩევა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ხშირად მაღაზიებში არსებული ან ინტერნეტში ნანახი ვარიანტები მაინცდამაინც არ მოგვწონს და გვინდა, რაღაც განსხვავებული გვქონდეს... ისეთი, რომელიც ჩვენს სურვილებს გამოხატავს და თავს საუკეთესოდ გვაგრძნობინებს. ამის გაკეთება კი მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ - მათ, ვინც ჩვენს აზრებს წაიკითხავენ და ჩვენზე მორგებულ პროდუქტს შექმნიან.

სწორედ მომხმარებლების წარმოსახვის რეალობად ქცევა არის ნანიკო ქავთარაძისა და მისი გუნდის მთავარი მიზანი. უკვე დიდი ხანია, რაც კომპანია „ნანიკო ქავთარა“ ქართულ ბაზარზე გახდა კომპანია, რომელიც არ უფრთხის სიახლეებს და მომხმარებლების ნებისმიერი სურვილის ასრულებას ცდილობს.

https://www.facebook.com/nanikokavtara

როგორც ნანიკო ამბობს, ყველა ახალ შეკვეთას იღებს როგორც გამოწვევას, რომელსაც თავდაუზოგავი შრომის შედეგად აუცილებლად დაძლევს.

-რბილი ავეჯი ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და აუცილებელია, ყურადღებით შევარჩიოთ, რადგან არასწორად შერჩეულმა ავეჯმა შესაძლოა, ინტერიერსაც დაუკარგოს სახე და ვერც ის კომფორტი მოგვანიჭოს, რომელსაც მისგან ველოდებით.

-ზოგადად, რა განაპირობებს ავეჯის კომფორტულობას და რას ითვალისწინებთ მისი დამზადების პროცესში?

-ყველაფერი კონსტრუქციიდან იწყება, რომელიც აუცილებლად სწორად უნდა აიგოს. ის მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ადამიანის სხეულთან. უნდა გაითვალისწინო გადახრის კუთხე, დასაჯდომი სიმაღლე და არაერთი სხვა ფაქტორი. გააჩნია იმასაც, თუ რა ადგილას უნდა დაიდგას ავეჯი - შემოსასვლელში, კომპიუტერთან, საძინებელში, მისაღებში თუ სხვაგან.

ამის შემდეგ აუცილებელია ავეჯის დარბილება. ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ღრუბელია, რომელიც კარგი ხარისხის უნდა იყოს. თანამედროვე ბაზარზე უპირატესობა ლატექსის ღრუბელს ენიჭება, რომელიც მალე არ იპრესება, კომფორტულია და ჯანმრთელობისთვისაც კარგია. ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლებს ლატექსის ღრუბელი შევთავაზოთ, რომელზე მოთხოვნაც, ხარისხიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია.

კომფორტისთვის, ასევე ვთავაზობთ ე.წ. სინდიფონს, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზია. ძირითადად, ავეჯის დარბილებისთვის მას ლატექსის ღრუბელთან ერთად ვიყენებთ.

ასევე, ხშირად იყენებენ ზამბარებს და ღვედებს, თუმცა გააჩნია, რა სურს მომხმარებელს და რომელი მეთოდის გამოყენებაა უმჯობესი კონკრეტულ შემთხვევაში.

-„ნანიკო ქავთარა“ მომხმარებლებში, ძირითადად, მრავალფეროვან და განსხვავებულ პუფებთან ასოცირდება, თუმცა პუფი არ არის თქვენი წარმოების ერთადერთი ხაზი... კიდევ რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

-ჩვენი კომპანიის ამოცანა მომხმარებლის სურვილებისა და გემოვნების 100%-ით დაკმაყოფილებაა. ვზრუნავთ, ინდივიდუალურად მოვერგოთ თითოეულ მათგანს. ვთავაზობთ მაღალ ხარისხსა და კომფორტულ, თანამედროვე დიზაინს. შესაბამისად, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის შეკვეთაზე შეგვიძლია მუშაობა. მაგალითად, ვაკეთებთ დარბილებულ ჟურნალის მაგიდებს, რომელთა გამოყენებაც არა მხოლოდ ცალკე, არამედ პუფებთან ერთადაც იდეალურად შეიძლება. ვქმნით სავარძლებს კაფე-ბარებისთვის, ასევე გარე ავეჯს: ჰამაკს, ტენტებს... ვმუშაობთ პადონების დარბილებაზეც, რაც დღესდღეობით ძალიან პოპულარული მიმართულებაა.

გარდა ამისა, ჩვენთან ხშირად მოდიან ადამიანები, რომელთაც აქვთ, უბრალოდ, ხის ან რკინის კონსტრუქცია, რომლის დარბილება და ავეჯად ქცევა უნდათ. თითოეულ განსხვავებულ შეკვეთას ინდივიდუალურად ვუდგებით და ვიღებთ ისეთ პროექტებს, რომლებზეც სხვები უარს ამბობენ. ეს ჩვენს რეპუტაციაზე ძალიან კარგად მოქმედებს, ამიტომ ნოემბერში, როცა დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს და ბევრი შეკვეთის გამო, ახალ შეკვეთებს ფიზიკურად ვერ ვიღებთ, მომხმარებლები ხშირად იანვრამდეც კი გველოდებიან. მათ იციან, რომ სურვილს, რომელიც სხვამ ვერ ან არ შეუსრულა, ჩვენ რეალობად ვუქცევთ.

-როგორ უნდა შევარჩიოთ რბილი ავეჯი?

-რბილი ავეჯის შერჩევისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, ხარისხი, კომფორტი, ინტერიერთან შესაბამისობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავეჯის ქსოვილი. აუცილებელია, ქსოვილი თქვენთვის სასიამოვნო სტრუქტურის და ადვილად წმენდადი იყოს.

-შეუძლია თუ არა მომხმარებელს თქვენს მაღაზიაში პირადად შეარჩიოს სასურველი ქსოვილი, რომლისგანაც მის ავეჯს დაამზადებთ და როგორ ეხმარებით მათ შესაბამისი არჩევანის გაკეთებაში?

-ჩვენ მასალების ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს. მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი ხელით შეეხოს თითოეულ მათგანს და აარჩიოს მისთვის საუკეთესო, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურ საჭიროებაზეა დამოკიდებული - თუ რისთვის გვინდა ესა თუ ავეჯი. მაგალითად, ზოგს სახლში ცხოველები ჰყავს და უნდა ისეთი ნაჭერი, რომელიც ბეწვს არ აკრავს ან თათებით არ დაიფხაჭნება; ზოგს ბავშვები ჰყავს და სურს, ავეჯი ცხიმისგან, მელნისგან და სხვა ლაქებისგან დაიცვას; ზოგი ავეჯის ბართან ან საერთოდაც, ბუხართან დადგამს აპირებს და ისეთი ქსოვილი სჭირდება, რომელიც არ გაფუჭდება. მოკლედ, ყველაფერი ზუსტად უნდა შეარჩიო, რაშიც ჩვენ, რასაკვირველია, ყველა მომხმარებელს ვეხმარებით.

ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მომხმარებელთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, ეს ურთიერთობა ერთჯერადი არ იყოს და ის ისევ დაბრუნდეს ჩვენთან. ამიტომ ვცდილობთ, ისე მოვემსახუროთ თითოეულ მათგანს, რომ არა მხოლოდ თავად დაბრუნდეს, არამედ სხვებსაც ურჩიოს ჩვენი კომპანია.

-გვინდა, კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს შევეხოთ. რამდენად მიზანშეწონილია რბილი ავეჯის სახლის პირობებში, საკუთარი ხელით გადაკეთება? როცა გადის დრო და გვინდა, ჩვენს ავეჯს თანამედროვე ფორმა და იერი მივცეთ… საინტერესოა, მუშაობს თუ არა თქვენი კომპანია ამ მიმართულებით?

-ზოგადად, ვფიქრობ, რომ ყველა საქმეს პროფესიონალიზმი სჭირდება. თუ ეს არ გაქვს, ჯობს, თავი შეიკავოთ და მიმართოთ შესაბამის კომპანიებს, რომლებიც იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი ძველი ავეჯი დაუზიანებლად და გემოვნებიანად განახლდეს.

რაც შეგვეხება ჩვენ, დიახ, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. მეტიც, ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესოც კია. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ძველისგან ვქმნი რაღაც ახალს, თანამედროვეს. ყველაზე უფრო სასიამოვნო კი ისაა, როცა მომხმარებლის გაოცებულ, კმაყოფილ და ბედნიერ სახეს ხედავ.

-რა ტენდენციებია 2022 წლისთვის რბილი ავეჯის ბაზარზე და აუწყობს თუ არა თქვენი კომპანია ფეხს ამ ტენდენციებს?

-ინტერიერის დიზაინში ნელ-ნელა ქრება უხეში, მართკუთხა ფორმები და უპირატესობა ენიჭება გლუვ, მომრგვალებულ ხაზებს. შედეგად, ინტერიერი რბილდება, ხდება უფრო მსუბუქი და პრაქტიკული.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით თანამედროვე ტენდენციებს და მომხმარებელს კომფორტულ, ხარისხიან და დახვეწილ დიზაინს ვთავაზობთ. ყოველი სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ ახალ მოდელებს ვქმნით. უკვე 14 წელია, მომხმარებლების გვერდით ვართ და ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნა მოდის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით.

NS