საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასულ წელს სხვა შტამი მქონდა, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი“- პრემიერი
"გასულ წელს სხვა შტამი მქონდა, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი“- პრემიერი

"ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კაც. ბოლო ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ აღარ ჩავ­თვა­ლეთ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­რა­თე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, და­ი­წყო უსა­ფუძ­ვლო არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სპე­კუ­ლი­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა­ტომ მოხ­და კო­ვიდ­პას­პორ­ტის გა­უქ­მე­ბა.

"ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კაც. ბოლო ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ აღარ ჩავ­თვა­ლეთ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­რა­თე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. აზრი და­კარ­გა აღ­ნიშ­ნუ­ლი "მწვა­ნე ბა­რა­თე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბამ. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბა და "დელ­ტას“ და სხვა შტა­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სხვა სუ­რა­თი იყო, მაგ­რამ "ომიკ­რო­ნის დროს“, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნა არ მუ­შა­ობს. ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პირს ჩვე­უ­ლებ­რივ ემარ­თე­ბა "ომიკ­რო­ნი“. მა­გა­ლი­თად, მე ვარ ერთი მა­გა­ლი­თი - მქონ­და სხვა შტა­მი გა­სულ წელს, ორ­ჯერ ვი­ყა­ვი აც­რი­ლი "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით, მაგ­რამ მა­ინც და­მე­მარ­თა "ომიკ­რო­ნი“. მინ­და გი­თხრათ, რომ აბ­სო­ლუ­ტურ შემ­თხვე­ვებ­ში ძა­ლი­ან მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი. მიდ­გო­მა შე­იც­ვა­ლა, რად­გან აზრი და­კარ­გა "მწვა­ნე ბა­რა­თის“ გა­მო­ყე­ნე­ბამ, ამი­ტომ ჩავ­თვა­ლეთ სა­ჭი­რო მისი გა­უქ­მე­ბა.

მე­ო­რეს მხრივ, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლეთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი და ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს 50 წლის ზე­მოთ ადა­მი­ა­ნე­ბის აცრა, რათა, ვინც ასაკ­ში არის და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს, არ გა­ურ­თულ­დეს ეს ვირუ­სი. სხვა მხრივ ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტროლ­ქვეშ არის. ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მა და ამე­რი­კამ, ყვე­ლამ გახ­სნეს და აღა­რა­ვინ ფიქ­რობს შე­ზღუდ­ვებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, კო­ვი­დის პან­დე­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს სრუ­ლი კონ­ტრო­ლი აქვს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 200 000-ზე მეტი აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში, ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ზე და­წო­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ გვაქვს. მი­ნის­ტრი სრუ­ლად ფლობს და აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას. 1000-ზე მეტ­მა ოჯა­ხის ექიმ­მა გა­ი­ა­რა გან­მე­ო­რე­ბი­თი ტრე­ნინ­გი. 100-ზე მეტი კო­ვიდკ­ლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნალ­მაც მათ შო­რის. არ­ცერ­თი მო­ქა­ლა­ქე არ დარ­ჩე­ბა ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე. 8000-ზე მეტი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სა­წო­ლი არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, აქე­დან 6000-მდე არის ათ­ვი­სე­ბუ­ლი და 2000-ზე მეტი სა­წო­ლი გვაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი. პრო­ცე­სი არის სრუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვეშ. ძა­ლი­ან ბევრ ტესტს ვა­კე­თებთ, მათ შო­რის იმა­ზე მეტს, ვიდ­რე სა­შუ­ა­ლოდ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი და ამა­ში მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ვართ. ვფიქ­რობთ რომ, მარ­ტის ბო­ლოს­თვის სი­ტუ­ა­ცია დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
''''
1

 ეს მგონი "პახმელიაზეა"!.... თუმცა რა....

tngh
0

ასე რას მიარტყა თავი ვერ ვიგებ ))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გასულ წელს სხვა შტამი მქონდა, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი“- პრემიერი

"გასულ წელს სხვა შტამი მქონდა, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი“- პრემიერი

"ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება.

"ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული "მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და "დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ "ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება "ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა "მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება.

მეორეს მხრივ, ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა, რათა, ვინც ასაკში არის და ქრონიკული დაავადებები აქვს, არ გაურთულდეს ეს ვირუსი. სხვა მხრივ ყველაფერი კონტროლქვეშ არის. ევროპულმა ქვეყნებმა და ამერიკამ, ყველამ გახსნეს და აღარავინ ფიქრობს შეზღუდვებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კოვიდის პანდემიის მიმართულებით ჯანდაცვის მინისტრს სრული კონტროლი აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ 200 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა აბსოლუტურად არ გვაქვს. მინისტრი სრულად ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას. 1000-ზე მეტმა ოჯახის ექიმმა გაიარა განმეორებითი ტრენინგი. 100-ზე მეტი კოვიდკლინიკის მედპერსონალმაც მათ შორის. არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე. 8000-ზე მეტი ჰოსპიტალური საწოლი არის მობილიზებული, აქედან 6000-მდე არის ათვისებული და 2000-ზე მეტი საწოლი გვაქვს თავისუფალი. პროცესი არის სრული კონტროლის ქვეშ. ძალიან ბევრ ტესტს ვაკეთებთ, მათ შორის იმაზე მეტს, ვიდრე საშუალოდ ევროპული ქვეყნები და ამაში მართლაც გამორჩეული ვართ. ვფიქრობთ რომ, მარტის ბოლოსთვის სიტუაცია დასტაბილურდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.