სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და ადამიანური შეცდომები გამოვლინდა" - შრომის ინსპექცია ტყიბულის შახტაში აფეთქებაზე
"კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და ადამიანური შეცდომები გამოვლინდა" - შრომის ინსპექცია ტყიბულის შახტაში აფეთქებაზე

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ შპს "საქ­ნახ­ში­რის" ობი­ექ­ტზე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მოკ­ვლე­ვა დას­კვნით ფა­ზა­შია.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რო­გორც კომ­პა­ნი­ის მხრი­დან შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის სის­ტე­მის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მე­ბი და კონ­ტრო­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა სა­წარ­მოო პრო­ცე­სის სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზე. ამას­თან აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი­სა და მოკ­ვლე­ვის ან­გა­რი­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

„შრო­მის ინ­სპექ­ტორ­თა ჯგუ­ფი აგ­რძე­ლებს ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბას და კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი უშუ­ა­ლო და სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. მოკ­ვლე­ვის პრო­ცეს­ში შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურ­მა შე­ა­ჩე­რა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი. პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­და კომ­პა­ნი­ის სრუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბა.

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის, ძი­რი­თად მი­ზანს და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბა წარ­მო­ად­გენს. აქ­ტი­უ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­თო­მო­პო­ვე­ბით სექ­ტორ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი და­შა­ვე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. აღ­ნი­შუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მთელ მსოფ­ლი­ო­ში სამ­თო­მო­პო­ვე­ბი­თი მრეწ­ვე­ლო­ბა მი­ე­კუთ­ვნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცველ საქ­მი­ა­ნო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნია "საქ­ნახ­შირ­მა" ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დახ­ვე­წას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ და­საქ­მე­ბულ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, კომ­პა­ნი­ას და­მა­ტე­ბით, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­ა­ვა­ლა.

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის მო­თხოვ­ნით, შახ­ტში უკვე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც სამ­თო­მო­პო­ვე­ბით პრო­ცეს­ში მე­თა­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მო­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ავ­ტო­მა­ტურ გა­თიშ­ვას, რაც აფეთ­ქე­ბის საპ­რე­ვენ­ციო და­მა­ტე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. აღ­ნი­შუ­ლი სის­ტე­მა კომ­პა­ნი­ა­ში უკვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

კომ­პა­ნი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შახ­ტში სა­მუ­შაო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პრო­ცე­სის ღია და გამჭვირ­ვა­ლე წარ­მარ­თვის­თვის, ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კონ­ტრო­ლის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, ვი­ზი­ა­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის მო­წო­დე­ბას და ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, და­გეგ­მი­ლია მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნა, კომ­პა­ნი­ის, პროფ­კავ­ში­რე­ბი­სა და შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა მიერ, რო­მე­ლიც შახ­ტში უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას პერ­მა­ნენ­ტულ მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს. შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლებს მკაცრ კონ­ტროლს, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს და­საქ­მე­ბულ­თა ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტის მე-2 უბან­ზე აფეთ­ქე­ბა 30 იან­ვარს მოხ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 1 ადა­მი­ა­ნის გარ­და­იც­ვა­ლა, 8 კი და­შავ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
0

ადამიანური შეცდომა არაა დასჯადი.დასჯადია ინდივიდუალური შეცდომა.კანონის წინაშე პასუხისმგებელია არა ადამიანი,არამედ ინდივიდი.

რატი
0

ნაძირალები რომ ხართ, სწორედ ამიტომ ხდება მსგავსი შემთხვევები. ვინმე უნდა დაიჭრას ან დაიღუპოს, რომ გააკეთოთ ის, რაც გევალებათ, რადგან ნაძირალა მთავრობა უგულვებელყობს დასაქმებულთა ინტერესების დაცვას (ადამიანობაზე საუბარიც ზედმეტია, ამის ხსენება გულუბრყვილობაა).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და ადამიანური შეცდომები გამოვლინდა" - შრომის ინსპექცია ტყიბულის შახტაში აფეთქებაზე

"კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და ადამიანური შეცდომები გამოვლინდა" - შრომის ინსპექცია ტყიბულის შახტაში აფეთქებაზე

შრომის ინსპექციის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ შპს "საქნახშირის" ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა დასკვნით ფაზაშია.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, როგორც კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე. ამასთან აღნიშნავენ, რომ ინსპექტირების პროცესისა და მოკვლევის ანგარიში საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას. მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება.

შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს. აქტიური ინსპექტირების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სამთომოპოვებით სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. აღნიშულის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში სამთომოპოვებითი მრეწველობა მიეკუთვნება განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "საქნახშირმა" ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა.

შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს.

კომპანიაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების ამოქმედებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შახტში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

პროცესის ღია და გამჭვირვალე წარმართვისთვის, ასევე უსაფრთხოებისა და კონტროლის მეტი შესაძლებლობისთვის, ვიზიარებთ საქართველოს პროფკავშირების მოწოდებას და ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, კომპანიის, პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომელთა მიერ, რომელიც შახტში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას პერმანენტულ მონიტორინგს გაუწევს. შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს მკაცრ კონტროლს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის მე-2 უბანზე აფეთქება 30 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანის გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.