პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეზღუდვები არის, თუმცა "სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა" - საპატრიარქო პატრიარქის ჯანმრთელობასა და მონაზვნების ინფიცირებაზე ინფორმაციას ავრცელებს
"შეზღუდვები არის, თუმცა "სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა" - საპატრიარქო პატრიარქის ჯანმრთელობასა და მონაზვნების ინფიცირებაზე ინფორმაციას ავრცელებს

სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი გაზ­ვი­ა­დე­ბულს უწო­დებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­პატ­რი­არ­ქო­ში სრუ­ლი კა­რან­ტი­ნია.

მათი გან­მარ­ტე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბი გამ­კაც­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა შე­უ­ფერ­ხებ­ლად და შე­უ­ზღუ­და­ვად მუ­შა­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც სტუ­დია „გზა­გა­სა­ყარ­თან" ამ­ზა­დებს გა­და­ცე­მებს, ასე­ვე მუ­შა­ობს კან­ცე­ლა­რია, სამ­დივ­ნო და პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა.

"დღეს "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა სი­უ­ჟე­ტი სა­პატ­რი­არ­ქო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გამო „სრუ­ლი კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის" შე­სა­ხებ.

გვინ­და, გან­ვმარ­ტოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წე­სე­ბუ­ლია და მოქ­მე­დებს პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დღი­დან მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამას­თან, ჩვენ თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ცავ­დით მე­დი­კო­სე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა სიმ­კაც­რის შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებ­და. დღე­ი­სათ­ვის სა­პატ­რი­არ­ქო­ში ეს შე­ზღუდ­ვე­ბი გამ­კაც­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა შე­უ­ფერ­ხებ­ლად და შე­უ­ზღუ­და­ვად მუ­შა­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი, სტუ­დია „გზა­გა­სა­ყარ­თან" ამ­ზა­დებს გა­და­ცე­მებს, მუ­შა­ობს კან­ცე­ლა­რია, სამ­დივ­ნო, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა. შე­ზღუდ­ვე­ბი მარ­თლაც არის, თუმ­ცა „სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი" გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი გან­სა­ზღვრე­ბაა,“- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მო­ნას­ტერ­ში რამ­დე­ნი­მე მო­ნა­ზონს ნამ­დვი­ლად და­უ­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი.

„აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მო­ნას­ტე­რი იზო­ლი­რე­ბუ­ლია და შე­ხე­ბა არ აქვს იმ შე­ნო­ბას­თან, რო­მელ­შიც გან­თავ­სე­ბუ­ლია პატ­რი­არ­ქის რე­ზი­დენ­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, მისი პი­რა­დი ექი­მის, ცი­სა­ნა შარ­ტა­ვას თქმით: „იგი თავს და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად გრძნობს". და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს მო­ნას­ტერ­ში მყო­ფი მო­ნაზვნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც და რამ­დე­ნი­მე დღე­ში მათი იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დიც დას­რულ­დე­ბა“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
3

ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს, პატრიარქის მეთაურობით...

ლაშა
3

ჯანმრთელობა ჩვენ პატრიარქს და ძალა რომ გაულმკავდეს ამ ქვეყნის და ეკლესიის მოღალატეებს...

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"შეზღუდვები არის, თუმცა "სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა" - საპატრიარქო პატრიარქის ჯანმრთელობასა და მონაზვნების ინფიცირებაზე ინფორმაციას ავრცელებს

"შეზღუდვები არის, თუმცა "სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა" - საპატრიარქო პატრიარქის ჯანმრთელობასა და მონაზვნების ინფიცირებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაზვიადებულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოში სრული კარანტინია.

მათი განმარტებით, შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც სტუდია „გზაგასაყართან" ამზადებს გადაცემებს, ასევე მუშაობს კანცელარია, სამდივნო და პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება.

"დღეს ,,მთავარი არხის" ეთერში საზოგადოებამ იხილა სიუჟეტი საპატრიარქოში კორონავირუსის გავრცელების გამო „სრული კარანტინის გამოცხადების" შესახებ.

გვინდა, განვმარტოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და მოქმედებს პანდემიის დაწყების დღიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ვიცავდით მედიკოსების რეკომენდაციებს.

პანდემიური ვითარების სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა. დღეისათვის საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდია „გზაგასაყართან" ამზადებს გადაცემებს, მუშაობს კანცელარია, სამდივნო, პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება. შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა „სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა,“- ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ასევე განმარტავს, რომ საპატრიარქოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში რამდენიმე მონაზონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ მონასტერი იზოლირებულია და შეხება არ აქვს იმ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია პატრიარქის რეზიდენცია.

რაც შეეხება ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით: „იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს". დამაკმაყოფილებელია საპატრიარქოს მონასტერში მყოფი მონაზვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაც და რამდენიმე დღეში მათი იზოლაციის პერიოდიც დასრულდება“,- ნათქვამია განცხადებაში.