მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამობამ შემცვალა... ახლა ერთი სული მაქვს, ცოლ-შვილთან დროულად მივიდე" - როგორია "ბაქარის" ცხოვრება ეკრანს მიღმა, რას ამბობს თავის პერსონაჟზე და რა გეგმები აქვს?
"მამობამ შემცვალა... ახლა ერთი სული მაქვს, ცოლ-შვილთან დროულად მივიდე" - როგორია "ბაქარის" ცხოვრება ეკრანს მიღმა, რას ამბობს თავის პერსონაჟზე და რა გეგმები აქვს?

ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟია. ამ რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბუბა მირ­ცხუ­ლა­ვა სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, "ჩცდ"-ს რომ შე­უ­ერ­თდა და ახლა უკვე ახალ­გაზ­რდა მა­მაა.

ფაქ­ტია, რომ მისი პერ­სო­ნა­ჟი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა და დღემ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხეც­ვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და. ერთი პრო­ვინ­ცი­ე­ლი, გა­მო­უც­დე­ლი, მე­ა­მი­ტი ბი­ჭის­გან აგ­რე­სი­უ­ლი, მომ­ხვე­ჭე­ლი და და­უნ­დო­ბე­ლი პერ­სო­ნა შე­იქ­მნა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, შეძ­ლო და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სახე შექ­მნა.

რო­გო­რი მა­მაა ბუბა მირ­ცხუ­ლა­ვა, მო­ნა­წი­ლე­ობს თუ არა პა­ტა­რა ზუ­კას გაზ­რდა­ში, რო­გორ აფა­სებს თა­ვის პერ­სო­ნაჟს და რა უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი აქვს, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბო.

- ბუბა, რაც მამა გახ­დი, არ გვი­სა­უბ­რია. გი­ლო­ცავ და გვი­თხა­რი, რა შეც­ვა­ლა შვი­ლის და­ბა­დე­ბამ შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- და­ი­ბა­და პა­ტა­რა ზუ­რა­ბი, თუმ­ცა ზუ­კას ვე­ძა­ხით. უკვე 4 თვი­საა... ცხოვ­რე­ბა ჩვენ­თვის ახლა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ყვე­ლა დღე სი­ახ­ლე­ე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი და და­ხუნძლუ­ლი. მშობ­ლე­ბი და­მე­თან­ხმე­ბი­ან, ახალ­შო­ბი­ლი როცა გყავს, ალ­ბათ ყვე­ლა გა­დის ამ გზას, ყო­ველ­დღე ბავ­შვი ახალ-ახალ რა­ღა­ცებს სწავ­ლობს, მერე გა­გე­ბი­ნებს, რაც სას­წა­უ­ლია. შენც ამას აღ­ტა­ცე­ბუ­ლი და ემო­ცი­ე­ბით ხვდე­ბი.

აქ­ტი­უ­რი ბავ­შვია, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, მე და ჩემი მე­უღ­ლეც ბავ­შვო­ბა­ში ასე­თი აქ­ტი­უ­რე­ბი ვი­ყა­ვით, თან მო­ლაქ­ლა­ქე­ე­ბიც. ამას მო­ლაქ­ლა­ქე­ო­ბა ჯერ არ ეტყო­ბა, მაგ­რამ ცდი­ლობს, გა­ი­ა­როს, ძა­ლი­ან მოძ­რა­ვია. მე და ჩემი მე­უღ­ლე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ზუ­კაც ბევ­რს ირ­ბენს და ილაქ­ლა­ქებს. ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე აქვს რე­აქ­ცია, მოს­წონს, მე და სო­ფოს სხვე­ბის­გან გვარ­ჩევს...

- პა­ტა­რის გაზ­რდის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ?

- ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­ვერ­თო, თუმ­ცა ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ფოს აქვს აღე­ბუ­ლი. მე მე­ტად სამ­სა­ხუ­რი, უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გა­და­ღე­ბე­ბი - ამის­კენ ვარ გა­დარ­თუ­ლი. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რო­გორც კი ჩა­მი­ვარ­დე­ბა, ვცდი­ლობთ, ერ­თად გა­ვა­სე­ირ­ნოთ და სა­ერ­თოდ მინ­და ხოლ­მე, რომ ბავ­შვთან მეტი დრო გა­ვა­ტა­რო, ვიდ­რე მი­წევს. სოფო კი, რო­გორც გი­თხა­რით, სულ მას­თან არის, თან, ზუკა ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზეა და სხვა­ნა­ი­რად არც გა­მო­ვა.

- ე.ი. მა­მო­ბამ შეგცვა­ლა...

- შემ­ცვა­ლა. მშო­ბე­ლი რომ ხდე­ბი, რაც არ უნდა იყოს, იც­ვლე­ბი, ყვე­ლა ასეა და მეც არ ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. ადრე თუ დაღ­ლი­ლი და რთუ­ლი დღის მერე სად­მე წას­ვლა და გუ­ლის გა­და­ყო­ლე­ბა მინ­დო­და, ახლა ერთი სული მაქვს, ჩემს ცოლ-შვილ­თან დრო­უ­ლად მო­ვი­დე და დრო მათ­თან გა­ვა­ტა­რო, ბავ­შვს ვე­თა­მა­შო.

- მოდი, სე­რი­ალ­ზე ვი­სა­უბ­როთ - "ჩცდ" არის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე და­უ­კავ­შირ­დი და დღემ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია მას შენს ცხოვ­რე­ბა­ში... შენი პერ­სო­ნა­ჟი ბა­ქა­რი ბოლო დროს ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. ჩა­მო­ი­ცი­ლა ყვე­ლა პარტნი­ო­რი, კონ­კუ­რენ­ტი და ძა­ლი­ან და­უნ­დო­ბელ პერ­სო­ნად მოგ­ვევ­ლი­ნა... თა­ვად რო­გორ აფა­სებ მას?

- მსა­ხი­ო­ბი რო­გორ პერ­სო­ნაჟ­საც არ უნდა თა­მა­შობ­დეს, რა­ღაც ეტაპ­ზე, თა­ვის გმირს ამარ­თლებს. იდე­ა­ში ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ არ არ­სე­ბო­ბენ - ამის თქმა ბა­ქა­რის მა­გა­ლით­ზეც შეგ­ვიძ­ლია. ეს ადა­მი­ა­ნი რომ დღეს ასე­თია, თა­ვის მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბი აქვს. ასე­თი ხომ არ და­ბა­დე­ბუ­ლა? რა­ტომ გახ­და ასე­თი, რის გამო და რო­გორ, ეს ცალ­კე სა­კი­თხია. რაც მას­ში არ მომ­წონს ისაა, რომ უფრო მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე გა­და­ერ­თო: ძა­ლა­უფ­ლე­ბის მოხ­ვე­ჭა უნდა, და­ი­წყო ამა­ზე ფიქ­რი და არა მარ­ტო ფიქ­რი, ახორ­ცი­ე­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პა­ტარ-პა­ტა­რა გეგ­მებს. გო­ნე­ბის და გუ­ლის ჭი­დილ­ში უკან და­ი­ხია ადა­მი­ა­ნურ­მა ემო­ცი­ებ­მა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უკა­ნა პლან­ზე აქვს გა­და­წე­უ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ასე უყუ­რებს და აფა­სებს რა­ღა­ცებს.

- მის ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნდა ახა­ლი მე­უღ­ლე, რომ­ლის მი­მარ­თაც თა­ვის მო­თხოვ­ნე­ბი აქვს. ის გო­გო­ნაც დაბ­ნე­უ­ლია - არ იცის, რა ქნას... რას იტყვი?

- ბა­ქა­რი სა­ერ­თოდ ვინ­მეს­თან სწო­რად თუ იქ­ცე­ვა, აღარ ვიცი. ყვე­ლას­თან უკვე ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რომ ის ადა­მი­ა­ნი სჭირ­დე­ბა. ცო­ლიც ამი­ტომ მო­იყ­ვა­ნა, რომ სჭირ­დე­ბა, თენ­გო­საც იმი­ტომ ემე­გობ­რე­ბა, რომ სჭირ­დე­ბა, მი­მის­თან რო­მა­ნიც სჭირ­დე­ბა. ოჯა­ხის გარ­და, ყვე­ლას გა­მო­ყე­ნე­ბა­ზეა. იცის, რომ ოჯახს ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ი­ყე­ნებს. დედა მის­თვის ერ­თა­დერ­თი "წი­თე­ლი ხა­ზია". მოკ­ლედ, სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იმა­ზე აქვს აწყო­ბი­ლი, მათ­გან რა­ი­მე სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს.

- მისი რა თვი­სე­ბა მოგ­წონს?

- ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა მო­გე­წო­ნოს, ისაა, რომ მი­ზან­და­სა­ხუ­ლია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძლი­ე­რია, ამ­დენ რა­მეს გა­უძ­ლო და გა­უმკლავ­და. არა­და, არ იყო მარ­ტი­ვი, მით უმე­ტეს, რომ მარ­ტოა. ერ­თა­დერ­თი სან­დო ადა­მი­ა­ნი მის­თვის მისი მძღო­ლია, ყვე­ლა­ფერს ამ­დენ ფრონტზე მარ­ტო აკე­თებს და უძღვე­ბა. ამის­თვის დიდი ნერ­ვე­ბი და ში­ნა­გა­ნი სიმ­ყა­რე სჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან მტკი­ცეა. ვნა­ხოთ, სა­ნამ­დე გას­ტანს მისი ასე­თი სიმ­ყა­რე.

- ბო­ლოს ელ­ვირ­საც სას­ტი­კად მო­ექ­ცა...

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ბა­ქა­რის და ელ­ვი­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ორი­ვემ ერ­თმა­ნეთ­ზე ბევ­რი რამ იცის. მათი ერ­თა­დერ­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხიდი ფუ­ლია. ბა­ქა­რი ის კაცი არ არის, ვი­ღა­ცას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფული უხა­დოს. გა­ჩუ­მე­ბის გამო არ გა­და­უხ­დის, ამი­ტომ მო­ი­ფიქ­რებს რა­ღაც უფრო ბრუ­ტა­ლურს, აგ­რე­სი­ულ მე­თოდს, იმის გამო, რომ სარ­გე­ბე­ლი მხო­ლოდ თვი­თონ მი­ი­ღოს. რო­გორც ბოლო სე­რი­ა­ში ვნა­ხეთ, ელ­ვი­რი აცე­მი­ნა. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ამ­ბე­ბი...

- იც­ნობ ცხოვ­რე­ბა­ში ასეთ ადა­მი­ა­ნებს, თუ ბა­ქა­რი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის სხვა­დას­ხვა თვი­სე­ბით შექ­მე­ნი?

- 100%-ით ელ­ვი­რი და ბა­ქა­რი ასე არ­სად იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ ჩვენს გარ­შე­მო იმ თვი­სე­ბე­ბით, რაც მათ აქვთ. ეს სე­რი­ა­ლიც ამი­ტომ არის ასე­თი. ბა­ქა­რის ხა­სი­ა­თი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის შტრი­ხე­ბით შე­იკ­რა. სა­ინ­ტე­რე­სო არც იქ­ნე­ბო­და თვი­სე­ბე­ბი ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნის­გან რომ ამე­ღო. ადრე თუ გვი­ან ამოვ­წუ­რავ­დი.

- სე­რი­ა­ლის გარ­და სხვა რა საქ­მით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ვაგ­რძე­ლებ მა­გის­ტრა­ტუ­რას, წელს თუ და­ვამ­თავ­რე, მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი ღმერ­თის და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის. ძა­ლი­ან ხელს მი­წყო­ბენ და აქვე მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მათ. ყო­ველ­თვის გვერ­დში მედგნენ და ახ­ლაც ასეა. იმე­დი მაქვს, და­ვამ­თავ­რებ სა­მა­გის­ტროს, რა­ნა­ი­რად მო­ვას­წრებ, არ ვიცი, მაგ­რამ უნდა მო­ვა­ხერ­ხო. ჩემი და­ნარ­ჩე­ნი დრო ოჯახს და გა­და­ღე­ბას ეთ­მო­ბა.

- შენს მა­ყუ­რე­ბელს რას ეტყვი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი და მგრძნო­ბი­ა­რეა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კარ­გად ჩანს...

- "ჩცდ"-ს მა­ყუ­რე­ბელს მინ­და, ვუ­თხრა, რომ ნუ იქ­ნე­ბი­ან ასე­თი მკაც­რე­ბი და და­უნ­დობ­ლე­ბი. იმის გამო, რომ შა­ბათ-კვი­რას სე­რი­ა­ლი არ გავა, არ შე­იძ­ლე­ბა ამის გამო გვა­გი­ნონ, დაგ­ვწყევ­ლონ და შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნონ. ცოტა ხნით და­ფიქ­რდნენ, რა­ტომ უნდა გვინ­დო­დეს, გავ­ჩერ­დეთ, ან ცუ­დად ვი­ყოთ. რა ჰგო­ნი­ათ, თავს არ ვუფრ­თხი­ლე­დე­ბით, არ ვი­ცავთ წე­სებს, არ ვიც­რე­ბით, თუ, რა?! ჩვენც, რო­გორც მსა­ხი­ო­ბე­ბი, ისე გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი - ყვე­ლა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ვი­ყოთ და­ზღვე­უ­ლე­ბი. მით უფრო, რომ მარ­ტო არ ვართ, ჩვენს უკან ოჯა­ხე­ბი დგას. გა­სა­გე­ბია, რომ სე­რი­ალს ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, მა­ყუ­რე­ბე­ლი ელო­დე­ბა, მაგ­რამ უნდა გაგ­ვი­გონ. ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ!

Თამარი
0

ღმერთმა დაგლოცოთ და ტკბილად გაცხოვროთ.

ნუ ეცდებით ერთმანეთის ძალით შეცვლას.ეს ყველაზე დიდი შეცდომაა.თქვენი მაგალითით ,სიყვარულით თქვენი სიკეთით ყველაფერ მარტივად გამოგივათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მამობამ შემცვალა... ახლა ერთი სული მაქვს, ცოლ-შვილთან დროულად მივიდე" - როგორია "ბაქარის" ცხოვრება ეკრანს მიღმა, რას ამბობს თავის პერსონაჟზე და რა გეგმები აქვს?

"მამობამ შემცვალა... ახლა ერთი სული მაქვს, ცოლ-შვილთან დროულად მივიდე" - როგორია "ბაქარის" ცხოვრება ეკრანს მიღმა, რას ამბობს თავის პერსონაჟზე და რა გეგმები აქვს?

ბაქარ ორჯონიკიძე პოპულარული სერიალის ცნობილი პერსონაჟია. ამ როლის შემსრულებელი ბუბა მირცხულავა სკოლის მოსწავლე იყო, "ჩცდ"-ს რომ შეუერთდა და ახლა უკვე ახალგაზრდა მამაა.

ფაქტია, რომ მისი პერსონაჟი პირველივე დღიდან მაყურებლის ყურადღების ცენტრში მოექცა და დღემდე სერიოზული სახეცვლილება განიცადა. ერთი პროვინციელი, გამოუცდელი, მეამიტი ბიჭისგან აგრესიული, მომხვეჭელი და დაუნდობელი პერსონა შეიქმნა... მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიით მსახიობი არ არის, შეძლო და დამაჯერებელი სახე შექმნა.

როგორი მამაა ბუბა მირცხულავა, მონაწილეობს თუ არა პატარა ზუკას გაზრდაში, როგორ აფასებს თავის პერსონაჟს და რა უახლოესი გეგმები აქვს, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბო.

- ბუბა, რაც მამა გახდი, არ გვისაუბრია. გილოცავ და გვითხარი, რა შეცვალა შვილის დაბადებამ შენს ცხოვრებაში?

- დაიბადა პატარა ზურაბი, თუმცა ზუკას ვეძახით. უკვე 4 თვისაა... ცხოვრება ჩვენთვის ახლა მრავალფეროვანია, ყველა დღე სიახლეებითაა დატვირთული და დახუნძლული. მშობლები დამეთანხმებიან, ახალშობილი როცა გყავს, ალბათ ყველა გადის ამ გზას, ყოველდღე ბავშვი ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობს, მერე გაგებინებს, რაც სასწაულია. შენც ამას აღტაცებული და ემოციებით ხვდები.

აქტიური ბავშვია, როგორც გვეუბნებიან, მე და ჩემი მეუღლეც ბავშვობაში ასეთი აქტიურები ვიყავით, თან მოლაქლაქეებიც. ამას მოლაქლაქეობა ჯერ არ ეტყობა, მაგრამ ცდილობს, გაიაროს, ძალიან მოძრავია. მე და ჩემი მეუღლე დარწმუნებული ვართ, ზუკაც ბევრს ირბენს და ილაქლაქებს. ფოტოების გადაღებაზე აქვს რეაქცია, მოსწონს, მე და სოფოს სხვებისგან გვარჩევს...

- პატარის გაზრდის პროცესში მონაწილეობ?

- ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავერთო, თუმცა ეს პასუხისმგებლობები ბავშვთან დაკავშირებით სოფოს აქვს აღებული. მე მეტად სამსახური, უნივერსიტეტი, გადაღებები - ამისკენ ვარ გადართული. თავისუფალი დრო როგორც კი ჩამივარდება, ვცდილობთ, ერთად გავასეირნოთ და საერთოდ მინდა ხოლმე, რომ ბავშვთან მეტი დრო გავატარო, ვიდრე მიწევს. სოფო კი, როგორც გითხარით, სულ მასთან არის, თან, ზუკა ბუნებრივ კვებაზეა და სხვანაირად არც გამოვა.

- ე.ი. მამობამ შეგცვალა...

- შემცვალა. მშობელი რომ ხდები, რაც არ უნდა იყოს, იცვლები, ყველა ასეა და მეც არ ვარ გამონაკლისი. ადრე თუ დაღლილი და რთული დღის მერე სადმე წასვლა და გულის გადაყოლება მინდოდა, ახლა ერთი სული მაქვს, ჩემს ცოლ-შვილთან დროულად მოვიდე და დრო მათთან გავატარო, ბავშვს ვეთამაშო.

- მოდი, სერიალზე ვისაუბროთ - "ჩცდ" არის პროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე დაუკავშირდი და დღემდე სერიოზული ადგილი უკავია მას შენს ცხოვრებაში... შენი პერსონაჟი ბაქარი ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. ჩამოიცილა ყველა პარტნიორი, კონკურენტი და ძალიან დაუნდობელ პერსონად მოგვევლინა... თავად როგორ აფასებ მას?

- მსახიობი როგორ პერსონაჟსაც არ უნდა თამაშობდეს, რაღაც ეტაპზე, თავის გმირს ამართლებს. იდეაში ცუდი ადამიანები ხომ არ არსებობენ - ამის თქმა ბაქარის მაგალითზეც შეგვიძლია. ეს ადამიანი რომ დღეს ასეთია, თავის მიზეზ-შედეგობრივი ფაქტორები აქვს. ასეთი ხომ არ დაბადებულა? რატომ გახდა ასეთი, რის გამო და როგორ, ეს ცალკე საკითხია. რაც მასში არ მომწონს ისაა, რომ უფრო მატერიალურზე გადაერთო: ძალაუფლების მოხვეჭა უნდა, დაიწყო ამაზე ფიქრი და არა მარტო ფიქრი, ახორციელებს ამ მიმართულებით პატარ-პატარა გეგმებს. გონების და გულის ჭიდილში უკან დაიხია ადამიანურმა ემოციებმა. ეს ყველაფერი უკანა პლანზე აქვს გადაწეული. სამწუხაროდ, ასე უყურებს და აფასებს რაღაცებს.

- მის ცხოვრებაში გაჩნდა ახალი მეუღლე, რომლის მიმართაც თავის მოთხოვნები აქვს. ის გოგონაც დაბნეულია - არ იცის, რა ქნას... რას იტყვი?

- ბაქარი საერთოდ ვინმესთან სწორად თუ იქცევა, აღარ ვიცი. ყველასთან უკვე ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ის ადამიანი სჭირდება. ცოლიც ამიტომ მოიყვანა, რომ სჭირდება, თენგოსაც იმიტომ ემეგობრება, რომ სჭირდება, მიმისთან რომანიც სჭირდება. ოჯახის გარდა, ყველას გამოყენებაზეა. იცის, რომ ოჯახს ვერაფერში გამოიყენებს. დედა მისთვის ერთადერთი "წითელი ხაზია". მოკლედ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა იმაზე აქვს აწყობილი, მათგან რაიმე სარგებელი მიიღოს.

- მისი რა თვისება მოგწონს?

- ერთადერთი, რაც შეიძლება მოგეწონოს, ისაა, რომ მიზანდასახულია, ფსიქოლოგიურად ძლიერია, ამდენ რამეს გაუძლო და გაუმკლავდა. არადა, არ იყო მარტივი, მით უმეტეს, რომ მარტოა. ერთადერთი სანდო ადამიანი მისთვის მისი მძღოლია, ყველაფერს ამდენ ფრონტზე მარტო აკეთებს და უძღვება. ამისთვის დიდი ნერვები და შინაგანი სიმყარე სჭირდება. ძალიან მტკიცეა. ვნახოთ, სანამდე გასტანს მისი ასეთი სიმყარე.

- ბოლოს ელვირსაც სასტიკად მოექცა...

- დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაქარის და ელვირის ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო. ორივემ ერთმანეთზე ბევრი რამ იცის. მათი ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი ფულია. ბაქარი ის კაცი არ არის, ვიღაცას მთელი ცხოვრება ფული უხადოს. გაჩუმების გამო არ გადაუხდის, ამიტომ მოიფიქრებს რაღაც უფრო ბრუტალურს, აგრესიულ მეთოდს, იმის გამო, რომ სარგებელი მხოლოდ თვითონ მიიღოს. როგორც ბოლო სერიაში ვნახეთ, ელვირი აცემინა. ვნახოთ, როგორ განვითარდება ამბები...

- იცნობ ცხოვრებაში ასეთ ადამიანებს, თუ ბაქარი სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა თვისებით შექმენი?

- 100%-ით ელვირი და ბაქარი ასე არსად იქნება, მაგრამ არსებობენ ჩვენს გარშემო იმ თვისებებით, რაც მათ აქვთ. ეს სერიალიც ამიტომ არის ასეთი. ბაქარის ხასიათი სხვადასხვა ადამიანის შტრიხებით შეიკრა. საინტერესო არც იქნებოდა თვისებები ერთი და იგივე ადამიანისგან რომ ამეღო. ადრე თუ გვიან ამოვწურავდი.

- სერიალის გარდა სხვა რა საქმით ხარ დაკავებული?

- უნივერსიტეტი დავამთავრე, ვაგრძელებ მაგისტრატურას, წელს თუ დავამთავრე, მადლობელი ვიქნები ღმერთის და ტექნიკური უნივერსიტეტის. ძალიან ხელს მიწყობენ და აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ყოველთვის გვერდში მედგნენ და ახლაც ასეა. იმედი მაქვს, დავამთავრებ სამაგისტროს, რანაირად მოვასწრებ, არ ვიცი, მაგრამ უნდა მოვახერხო. ჩემი დანარჩენი დრო ოჯახს და გადაღებას ეთმობა.

- შენს მაყურებელს რას ეტყვი, რომელიც საკმაოდ აქტიური და მგრძნობიარეა, რაც სოციალურ ქსელში კარგად ჩანს...

- "ჩცდ"-ს მაყურებელს მინდა, ვუთხრა, რომ ნუ იქნებიან ასეთი მკაცრები და დაუნდობლები. იმის გამო, რომ შაბათ-კვირას სერიალი არ გავა, არ შეიძლება ამის გამო გვაგინონ, დაგვწყევლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ. ცოტა ხნით დაფიქრდნენ, რატომ უნდა გვინდოდეს, გავჩერდეთ, ან ცუდად ვიყოთ. რა ჰგონიათ, თავს არ ვუფრთხილედებით, არ ვიცავთ წესებს, არ ვიცრებით, თუ, რა?! ჩვენც, როგორც მსახიობები, ისე გადამღები ჯგუფი - ყველანი მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ დაზღვეულები. მით უფრო, რომ მარტო არ ვართ, ჩვენს უკან ოჯახები დგას. გასაგებია, რომ სერიალს ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა, მაყურებელი ელოდება, მაგრამ უნდა გაგვიგონ. ჩვენც ადამიანები ვართ!