სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემის წივილი რომ გავიგე, გამოვვარდი და მკვლელს შევეჩეხე... ყელში წამიჭირა და მიწაზე მათრია" - რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები მოუკლეს
"დედაჩემის წივილი რომ გავიგე, გამოვვარდი და მკვლელს შევეჩეხე... ყელში წამიჭირა და მიწაზე მათრია" - რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები მოუკლეს

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­დოლ­ში მცხოვ­რე­ბი 16 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი მო­უკ­ლეს, მომ­ხდარს იხ­სე­ნებს.

რო­გორც ის ჰყვე­ბა, დედა გარ­დაც­ვლი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ნახა, მამა კი - ეზო­ში. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლელს პი­რა­დად შეხ­ვდა, რის შემ­დე­გაც მა­მა­კაც­მა მას ყელ­ში წა­უ­ჭი­რა და მი­წა­ზე ათ­რია.

"გა­ვი­გე თო­ფის ხმა, რო­მელ­საც მე­ო­რე სრო­ლის ხმა მოჰ­ყვა. ამის შემ­დეგ გა­ვი­გე დე­და­ჩე­მის წი­ვი­ლი, გა­მო­ვარ­დი შე­ში­ნე­ბუ­ლი და მკვლელს შე­ვე­ჩე­ხე ეგ­რე­ვე. ჯერ ვერც დე­დას ვხე­დავ­დი და ვერც მა­მას. დედა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იყო და მამა დაბ­ლა, მან­ქა­ნას­თან ეზო­ში მოკ­ლა, რო­გორც ვიცი.

რო­დე­საც შე­ვე­ჩე­ხე მკვლელს, ყელ­ში წა­მი­ჭი­რა და რომ არ მივ­ყვე­ბო­დი, მი­წა­ზე მათ­რია. დანა ედო უკან" - ამ­ბობს 16 წლის გო­გო­ნა "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

სო­ფელ კონ­დოლ­ში ცოლ-ქმა­რი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა სოფ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ფერ­მა­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია პირი, რო­მე­ლიც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მწყემ­სად მუ­შა­ობ­და.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გვი­ან ღა­მემ­დე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას მი­სულ­მა, გარ­დაც­ვლი­ლი ცოლ-ქმრის ნა­თე­სავ­მა გივი ჩიდ­რაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს უთხრა, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან: გია ჯი­ბი­აშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე მაკა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

"ჩემ­მა ცო­ლის­დამ და­მი­რე­კა თბი­ლი­სი­დან, - ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბა მოხ­და და რა ხდე­ბაო. მე არა­ფე­რი ვი­ცო­დი, გა­მო­ვი­ქე­ცი მან­ქა­ნით, აქ მხო­ლოდ ყა­რა­უ­ლი დამ­ხვდა. ცხედ­რე­ბი გა­და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ. რო­გორც ეს ყა­რა­უ­ლი მოყ­ვა, ის მწყემ­სი, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, სა­გა­რე­ჯო­დან ჩა­მო­სუ­ლა სა­მუ­შა­ოდ და ნა­ცი­ხა­რი ყო­ფი­ლა... ამ­ბო­ბენ, მა­ნამ­დე ისე­თი არა­ფე­რი შეგ­ვი­ტყვია, ნორ­მა­ლუ­რად იქ­ცე­ო­დაო. ბოლო 3-4 თვე უმუ­შა­ვი­ათ ერ­თად. ცოლ-ქმა­რი მუ­შა­ობ­და ხოხ­ბე­ბის ფერ­მა­ში, დღე და ღამე იქ იყ­ვნენ.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლიც აქ მუ­შა­ობ­და, თხე­ბიც ჰყავთ და ეტყო­ბა იმას მწყემ­სავ­და. ჯერ ქმა­რი მო­უკ­ლავს თო­ფით და მერე ცოლი. ნას­რო­ლი ტყვია კე­დელ­საც აქვს მოხ­ვედ­რი­ლი, აგერ ნა­ტყვი­ა­რი ეტყო­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ ფული აი­ღეს ცოლ-ქმარ­მა და იმის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­და. რო­გორც ჩანს, ამან თოფი რომ გად­მო­ი­ტა­ნა, ეს ჩემი ნა­თე­სა­ვი გა­იქ­ცა გა­რეთ და უკ­ნი­დან ეს­რო­ლა, გა­რეთ ნა­ხეს მკვდა­რი. თავ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლიო, მობ­რუ­ნე­ბუ­ლა და ახლა ცო­ლის­თვი­საც უს­ვრია. ბავ­შვი აუყ­ვა­ნია მე­ო­რე სარ­თულ­ზე და და­უ­ბია. უფ­როს­თან მო­უს­წრია ცოლს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე და­რეკ­ვა, უთ­ქვამს, - ჩემი ქმა­რი მოკ­ლა, მეც ვკვდე­ბი, მოგ­ვხე­დე­თო... მერე უფ­როსს და­უ­რე­კია მე­ო­რე ყა­რა­უ­ლის­თვის, იმან არა­ფე­რი იცო­და, შინ იყო, გად­მო­სუ­ლა და უნა­ხავს ეს ამ­ბა­ვი. ის გაქ­ცე­უ­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის ჯერ, ეძე­ბენ. თუ არ ვცდე­ბა მოკ­ლუ­ლი გოგო 42, ქმა­რი კი 43 წლის იქ­ნე­ბო­და.." - აღ­ნიშ­ნა გივი ჩიდ­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელდარი
1

ეს გოგოც რო არ მოკლა კიდე კარგი, მაგრად გადარჩენილა

2
2

ძალიან მოიმატა მკვლელობებმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დედაჩემის წივილი რომ გავიგე, გამოვვარდი და მკვლელს შევეჩეხე... ყელში წამიჭირა და მიწაზე მათრია" - რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები მოუკლეს

"დედაჩემის წივილი რომ გავიგე, გამოვვარდი და მკვლელს შევეჩეხე... ყელში წამიჭირა და მიწაზე მათრია" - რას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები მოუკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები 16 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები მოუკლეს, მომხდარს იხსენებს.

როგორც ის ჰყვება, დედა გარდაცვლილი სამზარეულოში ნახა, მამა კი - ეზოში. მისივე ინფორმაციით, მკვლელს პირადად შეხვდა, რის შემდეგაც მამაკაცმა მას ყელში წაუჭირა და მიწაზე ათრია.

"გავიგე თოფის ხმა, რომელსაც მეორე სროლის ხმა მოჰყვა. ამის შემდეგ გავიგე დედაჩემის წივილი, გამოვარდი შეშინებული და მკვლელს შევეჩეხე ეგრევე. ჯერ ვერც დედას ვხედავდი და ვერც მამას. დედა სამზარეულოში იყო და მამა დაბლა, მანქანასთან ეზოში მოკლა, როგორც ვიცი.

როდესაც შევეჩეხე მკვლელს, ყელში წამიჭირა და რომ არ მივყვებოდი, მიწაზე მათრია. დანა ედო უკან" - ამბობს 16 წლის გოგონა "ტვ პირველთან" საუბარში.

სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

როგორც დანაშაულის ადგილას მისულმა, გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ნათესავმა გივი ჩიდრაშვილმა AMBEBI.GE-ს უთხრა, მოკლულები არიან: გია ჯიბიაშვილი და მისი მეუღლე მაკა ზურაბიშვილი.

"ჩემმა ცოლისდამ დამირეკა თბილისიდან, - ამბობენ, რომ მკვლელობა მოხდა და რა ხდებაო. მე არაფერი ვიცოდი, გამოვიქეცი მანქანით, აქ მხოლოდ ყარაული დამხვდა. ცხედრები გადაესვენებინათ. როგორც ეს ყარაული მოყვა, ის მწყემსი, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, საგარეჯოდან ჩამოსულა სამუშაოდ და ნაციხარი ყოფილა... ამბობენ, მანამდე ისეთი არაფერი შეგვიტყვია, ნორმალურად იქცეოდაო. ბოლო 3-4 თვე უმუშავიათ ერთად. ცოლ-ქმარი მუშაობდა ხოხბების ფერმაში, დღე და ღამე იქ იყვნენ.

ეჭვმიტანილიც აქ მუშაობდა, თხებიც ჰყავთ და ეტყობა იმას მწყემსავდა. ჯერ ქმარი მოუკლავს თოფით და მერე ცოლი. ნასროლი ტყვია კედელსაც აქვს მოხვედრილი, აგერ ნატყვიარი ეტყობა. ამბობენ, რომ ფული აიღეს ცოლ-ქმარმა და იმის გამოძალვას ცდილობდა. როგორც ჩანს, ამან თოფი რომ გადმოიტანა, ეს ჩემი ნათესავი გაიქცა გარეთ და უკნიდან ესროლა, გარეთ ნახეს მკვდარი. თავში აქვს მოხვედრილიო, მობრუნებულა და ახლა ცოლისთვისაც უსვრია. ბავშვი აუყვანია მეორე სართულზე და დაუბია. უფროსთან მოუსწრია ცოლს გარდაცვალებამდე დარეკვა, უთქვამს, - ჩემი ქმარი მოკლა, მეც ვკვდები, მოგვხედეთო... მერე უფროსს დაურეკია მეორე ყარაულისთვის, იმან არაფერი იცოდა, შინ იყო, გადმოსულა და უნახავს ეს ამბავი. ის გაქცეულია. დაკავებული არ არის ჯერ, ეძებენ. თუ არ ვცდება მოკლული გოგო 42, ქმარი კი 43 წლის იქნებოდა.." - აღნიშნა გივი ჩიდრაშვილმა.