სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პლანეტა, სადაც სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია - რა ახალ აღმოჩენაზე ლაპარაკობენ მკვლევრები
პლანეტა, სადაც სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია - რა ახალ აღმოჩენაზე ლაპარაკობენ მკვლევრები

მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ "თეთ­რი ჯუ­ჯას" გარ­შე­მო მბრუ­ნა­ვი სხე­უ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ისე­თი პლა­ნე­ტა იყოს, სა­დაც სი­ცო­ცხლეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

კვლე­ვას ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ჯეი ფა­რი­ჰი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ეს აღ­მო­ჩე­ნა სრუ­ლი­ად ახა­ლია ას­ტრო­ნო­მე­ბის­თვის: "პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ჩვენ "თეთრ ჯუ­ჯას­თან" ისე­თი რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, სა­დაც სი­ცო­ცხლეა შე­საძ­ლე­ბე­ლი", - ამ­ბობს მეც­ნი­ე­რი.

ახ­ლა­დაღ­მო­ჩე­ნი­ლი სხე­უ­ლი იმ "ოქ­როს ზო­ნა­ში" იმ­ყო­ფე­ბა, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ის დე­და­მი­წის­გან 117 სი­ნათ­ლის წლის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს და და­ახ­ლო­ე­ბით, 60-ჯერ უფრო ახ­ლო­საა მზეს­თან, ვიდ­რე დე­და­მი­წა. მკვლე­ვარ­თა ჯგუფს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს პლა­ნე­ტის არ­სე­ბო­ბის პირ­და­პი­რი და ზუს­ტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ მთვა­რის ზო­მის 65 სტრუქ­ტუ­რის მოძ­რა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც "თეთ­რი ჯუ­ჯის" სა­სი­ცო­ცხლო ზო­ნა­ში ბრუ­ნავს, მისი არ­სე­ბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

ახლა ას­ტრო­ნო­მე­ბი იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას, რომ აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით, პლა­ნე­ტის არ­სე­ბო­ბის ზუსტ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას მი­აკ­ვლი­ონ.

წყა­რო:BBC.com

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

ლეღვის ნახარშის წასმას ჯობია, მაგ პლანეტაზე დაგაზეთ.

აბუ
2

სასურველია სანამ სტატიაზე დაიწყებთ მუშაობას ელემენტარულად დაგუგლოთ მაინც ის ტერმინები რომელთა გამოყენებასქაც გეგმავთ. 

"თეთრი ჯუჯა" წარმოადგენს ვარსვკავს (უფრო სწორედ მისი ევოლუციის დასასრულს) რომელიც დიდი ხანია მთავარი თანმიმდევრობიდან წასულია და მის ბირთვში თერმობირთვული სინთეზის პროცესი აღარ მიმდინარეობს, შესაბამისად აღარ აგენერირებს სითბოს. ის სომითაც როგორც წესი მთვარეს არ აღემატება და მის გარშემო სიცოცხლე პრინციპულად შეუძლებელია. 

სავარაუდოდ საუბარი უნდა იყოს "წითელ ჯუჯაზე" რომელიც მზესთან შედარებით ბევრად მცირე ზომისაა და ფოტოსფეროს ტემპერატურაც ბევრად უფრო დაბალი აქვს, ხოლო სპექტრალური კლასი გააჩნია M, ცნობისთვის ჩვენი მზის სპექტრალური კლასია G. 

ვარსკვლავის სიმხურვალის და მის მიერ გენერირებული გამოსხივების მოცულობიდან გამომდინარე, ასტრონომიაში მიღებულია დედამიწის ეფექტური ორბიტის ცნება, რომელიც გამოხატავს დაშორებას იმ ზონის რომელშიც შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა. 

 

მზისგან დედამიწის დაშორებას ასტრონომიაში უწოდებენ "ასტრონომიულ ერთეულს" შესაბამისად რაც უფრო მხურვალეა ვარსკვლავი მით უფრო შორს არის ეფექტური დედამიწის ორბიტა და რაც უფრო ნაკლებია მისი ტემპერატურა უფრო ახლოს არის ეს ზონა. თუ დავუშვებთ რომ სტატია ეძღვნება ეგზოპლანეტის აღმოჩენას საკმაოდ "ფერმკრთალი" წითელი ჯუჯის გარშემო რომელიც უფრო ახლოს არის ვიდრე დედამიწა მზეზთან 60-ჯერ, მაშინ უნდა გავაკეთოთ დაშვება რომ ის იქნება ე.წ. "დედამიწის ტიპის" შემადგენლობის მქონე პლანეტა, რომელიც ვარსკვლავის მოქცევითი ძალების წემოქმედებით მხოლოდ ერთი მხრით იქნება მიბრუნებული თავის ვარსკვლავთან და ამ მხარეზე იქნება მუდმივი დღე, ხოლო მეორე მხარეს მუდმივი ღამე. დავამატოთ ამას ვარსკვლავის იახლოვეს მისი მაიონიზირებელი გამოსხივების მაღალი დონე და მივიღებთ არცთუ ისე კარგ "გარემოს" იმისთვის რომ მსგავს პლანეტებზე არსებობდეს სიცოცხლე, თუნდაც ელემენტარული (მიკრობული) ფორმის. 

 

უფრო პერსპექტიულია მზისმაგვარი კლასის ვარსკვლავების გარშემო დედამიწის ტიპის პლანეტების აღმოჩენა კვლევა ეფექტური დედამიზის ორბიტაზე და არა მსგავსი საეჭვო აღმოჩენების აფიშირება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

პლანეტა, სადაც სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია - რა ახალ აღმოჩენაზე ლაპარაკობენ მკვლევრები

პლანეტა, სადაც სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია - რა ახალ აღმოჩენაზე ლაპარაკობენ მკვლევრები

მეცნიერები აცხადებენ, რომ "თეთრი ჯუჯას" გარშემო მბრუნავი სხეული აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, ისეთი პლანეტა იყოს, სადაც სიცოცხლეა შესაძლებელი.

კვლევას ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეი ფარიჰი ხელმძღვანელობდა.

მისი განცხადებით, ეს აღმოჩენა სრულიად ახალია ასტრონომებისთვის: "პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ "თეთრ ჯუჯასთან" ისეთი რამ აღმოვაჩინეთ, სადაც სიცოცხლეა შესაძლებელი", - ამბობს მეცნიერი.

ახლადაღმოჩენილი სხეული იმ "ოქროს ზონაში" იმყოფება, რომელიც სიცოცხლისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ის დედამიწისგან 117 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და დაახლოებით, 60-ჯერ უფრო ახლოსაა მზესთან, ვიდრე დედამიწა. მკვლევართა ჯგუფს ჯერჯერობით არ აქვს პლანეტის არსებობის პირდაპირი და ზუსტი მტკიცებულება, მაგრამ მთვარის ზომის 65 სტრუქტურის მოძრაობა, რომლებიც "თეთრი ჯუჯის" სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს, მისი არსებობის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

ახლა ასტრონომები იწყებენ მუშაობას, რომ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, პლანეტის არსებობის ზუსტ მტკიცებულებას მიაკვლიონ.

წყარო:BBC.com

მოამზადა ანა სიბოშვილმა