საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე 62 წლის ვარ, მეუღლე - 70-ის, სულ სწავლაში ვართ... გვსურს, აქაურობა აგროტურისტულჰაბად იქცეს" - თბილისიდან გადასახლებული ცოლ-ქმრის მეურნეობა და "ბროწეულადან" მართული ბიზნესი
"მე 62 წლის ვარ, მეუღლე - 70-ის, სულ სწავლაში ვართ... გვსურს, აქაურობა აგროტურისტულჰაბად იქცეს" - თბილისიდან გადასახლებული ცოლ-ქმრის მეურნეობა და "ბროწეულადან" მართული ბიზნესი

30 წლის წინ თბი­ლი­სელ­მა ცოლ-ქმარ­მა დე­და­ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რე­ნი გულ­და­გულ შე­მო­ი­ა­რა - ად­გილს ეძებ­დნენ, რომ და­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ. ასე­თი ბრო­წე­უ­ლას და­სახ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა, თბი­ლის­თან ახ­ლოს, სო­ფელ მარ­ტყოფ­თან. მი­წის შე­ძე­ნის­თა­ნა­ვე შრო­მას შე­უდ­გნენ, იქ მუდ­მი­ვად ცხოვ­რე­ბა კი მხო­ლოდ მე­ხუ­თე წე­ლია, გა­და­წყვი­ტეს. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, მე­ურ­ნე და ბიზ­ნეს­მე­ნი გუ­ლი­კო ფან­ჩუ­ლი­ძე სა­უბ­რის და­სა­წყის­ში ბრო­წე­უ­ლას და­სახ­ლე­ბის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა:

- ეს კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" და­სახ­ლე­ბაა, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ადრე კი­ნოს­ტუ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­უ­ნა­წი­ლეს, სა­დაც ეს და­სახ­ლე­ბა გა­ა­შე­ნეს. ის­ტო­რი­უ­ლად ბრო­წე­უ­ლა ბრძო­ლის ვე­ლია, აქ გა­ი­მარ­თა ცნო­ბი­ლი მარ­ტყო­ფის ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

აქ და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ ვაზი დავრგეთ და ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნეთ. ვუვ­ლით ყუ­რძენს, ქვევ­რებ­ში ვა­ყე­ნებთ ღვი­ნოს. არ არ­სე­ბობს ჩვენ­თან სუფ­რა, რომ ამ ველ­ზე და­ცე­მუ­ლი გმი­რე­ბის სუ­ლის სა­დი­დე­ბე­ლი არ შე­ის­ვას, ჩვენ­თვის ამ ყვე­ლა­ფერს ასე­თი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს. ვე­ნა­ხის გარ­შე­მო ქარ­სა­ცა­ვად ბრო­წე­უ­ლა­ში მხო­ლოდ ბრო­წე­უ­ლის ღო­ბე­ე­ბი გვაქვს. ეს სა­ხე­ლიც აქა­უ­რო­ბას ხომ ამ დაღ­ვრი­ლი სის­ხლის გამო შე­არ­ქვეს... ულა­მა­ზე­სია, რო­დე­საც ისი­ნი ყვა­ვი­ან... ქა­რის­გან ხომ იცავს, გემ­რი­ელ ნა­ყოფ­საც ის­ხამს და ვე­ნა­ხის ფონ­ზე ლა­მაზ გა­რე­მოს ქმნის. შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­დე­საც ბრო­წე­უ­ლის კრე­ფის პე­რი­ო­დია, "ბრო­წე­უ­ლო­ბას" აღ­ვნიშ­ნავთ - ასე და­ვარ­ქვით.

- ესე იგი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­დით თქვენს გა­რე­მოს...

- ამ ად­გი­ლის შე­ძე­ნა იმის­თვის გვინ­დო­და, რომ ასაკ­ში რა­ღაც ნავ­სა­ყუ­დე­ლი გვქო­ნო­და, მერე ნელ-ნელა შევ­ყე­ვით, ვე­ნახს მა­რა­ნი მოჰ­ყვა, ქვევ­რე­ბის ჩაყ­რა. ბევ­რი არა, მაგ­რამ 5 ტო­ნამ­დე ყუ­რძე­ნი მოგ­ვყავს. ჩაყ­რი­ლი გვაქვს ჩი­ნუ­რი, თავკვე­რი, ცო­ტა­ო­დე­ნი გო­რუ­ლი მწვა­ნე, პინო. კი­დევ ბევ­რი სხვა ჯი­შია. ახლა ვა­შე­ნებთ შავ­კა­პი­ტოს.

- ქვევ­რებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით აყე­ნებთ და შემ­დეგ ბოთ­ლებ­ში ას­ხამთ?

- კი, მა­რან­ში ამის­თვის იტა­ლი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო ტექ­ნი­კა გვაქვს, "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს" პრო­ექ­ტით მო­ვი­პო­ვეთ. ღვი­ნოს ახ­ლობ­ლებ­ში, მე­გობ­რებ­ში კი ვა­ნა­წი­ლებ­დით, მაგ­რამ მერე ვი­ფიქ­რეთ, მოდი, ცოტა კო­მერ­ცი­უ­ლიც გავ­ხა­დოთ, იქ­ნებ მო­გე­ბაც ვნა­ხოთ-მეთ­ქი? აქა­ურ­მა მო­სა­ვალ­მა უკვე ბოთ­ლებ­ში ჩას­ხმულ­მა, სხვა სახე მი­ი­ღო. გა­დის ექ­სპორტზეც, მარ­თა­ლია, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, მაგ­რამ აგე­მოვ­ნე­ბენ საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. წე­ლი­წად­ში 10 000 ბოთ­ლი გა­მო­დის.

მხო­ლოდ ბი­ო­დი­ნა­მი­კუ­რი მე­თო­დე­ბით მოგ­ვყავს მო­სა­ვა­ლი - ყუ­რძე­ნი იქ­ნე­ბა თუ ხილი. არა­ნა­ირ სა­წამ­ლავს არ ვი­ყე­ნებთ, რად­გან საქ­მე ჯერ ბი­ო­ლო­გი­ურ ასო­ცი­ა­ცია "ელ­კა­ნას­თან" ურ­თი­ერ­თო­ბით და­ვი­წყეთ და ახლა ბუ­ნებ­რი­ვი ღვი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი ვართ. ისი­ნი გვი­მოწ­მე­ბენ, რა სა­სუქს, რა შე­სა­წამ­ლავ სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ყე­ნებთ. ხე­ე­ბის­თვი­საც არ შე­იძ­ლე­ბა შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბი, თა­ნაც თუ მათ­თან ახ­ლოს არის ვე­ნა­ხი. ეს პრო­დუქ­ტიც ჩვენ­თვის გვინ­და და ქი­მი­ით არ ვშხა­მავთ. მარ­თა­ლია, მო­სა­ვა­ლი ასე უფრო ცოტა მო­დის, ვიდ­რე ქი­მი­უ­რი წამ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღებ­დით, მაგ­რამ ხა­რისხზე უფრო ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

- დღეს აგ­რო­ტუ­რის­ტულ სექ­ტორ­შიც ხართ ჩარ­თუ­ლი...

- კი, მა­რან­მა მო­ი­ტა­ნა ეს სეგ­მენ­ტი, თან სტუმ­რე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია და აქა­უ­რო­ბას უკვე ბევ­რი სტუ­მა­რი ჰყავს, რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ასე­ვე უცხო­ე­ლე­ბი. მათ შე­მოს­ვლას კერ­ძე­ბის და­მა­ტე­ბა დას­ჭირ­და. სამ­ზა­რე­უ­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი ტექ­ნი­კა დიდ თან­ხებს მო­ი­თხოვს. ამას ჩვე­ნით ვერ შევ­ძლებ­დით. ამ დროს ნინო ზამ­ბა­ხი­ძე დაგ­ვიდ­გა გვერ­დით და "ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ“ დაგ­ვა­ფი­ნან­სა.

- თბი­ლი­სე­ლე­ბი ხართ, რაც უნდა კომ­ფორ­ტი გქონ­დეთ, ქა­ლა­ქი­დან შორს ხართ, არ გი­ჭირთ?

- ისე­დაც შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ ოდეს­მე უნდა გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა მარ­ნის გა­კე­თე­ბამ გვა­ი­ძუ­ლა. მოკ­ლედ, 2017 წლი­დან აქ ვართ. პან­დე­მი­ის გამო ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩა­ი­კე­ტა თბი­ლის­ში, ჩემი შვი­ლე­ბი აქ მოს­ვლას ძლივს ახერ­ხებ­დნენ. მერე ყვე­ლამ აქ მო­ვი­ყა­რეთ თავი, 5 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. იმ დროს ყვე­ლას ერ­თად ყოფ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ამ მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სტრე­სი ერ­თად ყოფ­ნის გამო დი­დად არ უგ­რძნი­ათ.

ისე, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, უა­მი­სოდ არ შეგ­ვიძ­ლია. თბი­ლის­შიც პა­ტა­რა სას­ტუმ­რო გვაქვს და იქაც მუდ­მი­ვი სტუმ­რი­ა­ნო­ბაა. ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უ­ბა­რი, ემო­ცი­ე­ბის გაც­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ არის. 2021 წელს პან­დე­მი­ის გამო უცხო­ე­ლე­ბის­თვის და­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვით, სტუმ­რე­ბი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­დან გვყავ­და, ოღონდ, შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ღებ­დით.

- მარ­თა­ლია, 20 წე­ლია, ამ საქ­მე­ში ხართ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს ცოდ­ნა უნდა. რო­გორ და­ე­უფ­ლეთ ამ ყვე­ლა­ფერს?

- 62 წლის ვარ, მე­უღ­ლე - 70-ის, სწავ­ლა და გა­ნათ­ლე­ბა არც ერთ ასაკ­ში არ არის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი. სა­ჭი­რო კურ­სე­ბიც გა­ვი­ა­რეთ და საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად სულ სწავ­ლა­ში ვართ... ღვი­ნის სკო­ლა­შიც დავ­დი­ო­დით. ახლა ჩემი მას­წავ­ლებ­ლის კომ­პა­ნი­ო­ნე­ბიც ვართ. ახა­ლი საქ­მის და­წყე­ბის არ მე­ში­ნია, მთა­ვა­რია, იდეა მომ­წონ­დეს და ვი­ცო­დე, რა უნდა გა­ვა­კე­თო. მერე ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მივ­ყვე­ბი...

- რო­გორც ვა­ტყობ, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბიც შექ­მე­ნით...

- კი, ჩემ­თან რამ­დე­ნი­მე აქა­უ­რი მე­ზო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი.

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ეზო გაქვთ, ამ ად­გი­ლის­თვის ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, და­სავ­ლურს ჰგავს...

- 30 წლის წინ აქა­უ­რო­ბა მხო­ლოდ იმის გამო მო­მე­წო­ნა, რომ გაშ­ლი­ლი სივ­რცე იყო... ვერ ვი­ტან მა­ღალ და ჩა­ბე­ტო­ნე­ბულ ღო­ბე­ებს. აქ მხო­ლოდ მწვა­ნე ღო­ბე­ე­ბი გვაქვს... ეზოც ნაძ­ვე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რით გა­ვა­ლა­მა­ზეთ. ყვე­ლა­ფერს ჩემი გე­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ.

- თქვენ ახ­ლოს რა ტბაა?

- ეს ტბა ჯერ კი­დევ კი­ნოს­ტუ­დი­ის და­სახ­ლე­ბამ­დე ყო­ფი­ლა აქ, ჩა­მო­ნა­ჟო­ნი წყლით ივ­სე­ბა და გამ­დი­ნა­რეა. აქა­უ­რო­ბის სი­კე­თე ისიც არის, რომ წყა­ლი სულ გვაქვს და ნარ­გა­ვე­ბი და ვე­ნა­ხი უპ­რობ­ლე­მოდ ირ­წყვე­ბა. რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი გა­ვერ­თი­ან­დით და ტბის გარ­შე­მო, მიწა იჯა­რით ავი­ღეთ. მი­ზა­ნი ის იყო, რომ რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა შეგ­ვექ­მნა და ჩვენს ოჯა­ხებს და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი ჰქო­ნო­და.

მარ­ნის აღორ­ძი­ნე­ბი­სათ­ვის მსოფ­ლიო ბან­კის პრო­ექ­ტით გზა დაგ­ვი­გეს. ულა­მა­ზე­სი ხი­დიც გაგ­ვი­კე­თეს. სა­ხელ­მწი­ფოც გვეხ­მა­რე­ბა, მსოფ­ლიო ბან­კიც და აქა­უ­რე­ბიც ვეხ­მა­რე­ბით ბრო­წე­უ­ლას, რომ გა­ლა­მაზ­დეს და დამ­შვენ­დეს. ტბა­ში თევ­ზე­ბია გაშ­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა და­მა­ტე­ბა კი­დევ სა­ჭი­როა სპორ­ტუ­ლი თევ­ზა­ო­ბის­თვის.

- კი­დევ რის გა­კე­თე­ბას აპი­რებთ თქვენს მა­მულ­ში?

- გვსურს, აქა­უ­რო­ბა აგ­რო­ჰა­ბად იქ­ცეს. მარ­ნის თავ­ზე ბიბ­ლი­ო­თე­კის ტი­პის შე­მი­ნუ­ლი სივ­რცეც გვინ­და შევ­ქმნათ. ჩვენ­თან ისე­დაც ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხი მო­დის და გვსურს, მათ­ზე მე­ტად ვიზ­რუ­ნოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე 62 წლის ვარ, მეუღლე - 70-ის, სულ სწავლაში ვართ... გვსურს, აქაურობა აგროტურისტულჰაბად იქცეს" - თბილისიდან გადასახლებული ცოლ-ქმრის მეურნეობა და "ბროწეულადან" მართული ბიზნესი

"მე 62 წლის ვარ, მეუღლე - 70-ის, სულ სწავლაში ვართ... გვსურს, აქაურობა აგროტურისტულჰაბად იქცეს" - თბილისიდან გადასახლებული ცოლ-ქმრის მეურნეობა და "ბროწეულადან" მართული ბიზნესი

30 წლის წინ თბილისელმა ცოლ-ქმარმა დედაქალაქის შემოგარენი გულდაგულ შემოიარა - ადგილს ეძებდნენ, რომ დასახლებულიყვნენ. ასეთი ბროწეულას დასახლება აღმოჩნდა, თბილისთან ახლოს, სოფელ მარტყოფთან. მიწის შეძენისთანავე შრომას შეუდგნენ, იქ მუდმივად ცხოვრება კი მხოლოდ მეხუთე წელია, გადაწყვიტეს. ოჯახის დიასახლისი, მეურნე და ბიზნესმენი გულიკო ფანჩულიძე საუბრის დასაწყისში ბროწეულას დასახლების ისტორიას გვიყვება:

- ეს კინოსტუდია "ქართული ფილმის" დასახლებაა, მიწის ნაკვეთები ადრე კინოსტუდიის თანამშრომლებს გაუნაწილეს, სადაც ეს დასახლება გააშენეს. ისტორიულად ბროწეულა ბრძოლის ველია, აქ გაიმართა ცნობილი მარტყოფის ბრძოლა, რომელიც ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

აქ დასახლების შემდეგ ვაზი დავრგეთ და ვენახი გავაშენეთ. ვუვლით ყურძენს, ქვევრებში ვაყენებთ ღვინოს. არ არსებობს ჩვენთან სუფრა, რომ ამ ველზე დაცემული გმირების სულის სადიდებელი არ შეისვას, ჩვენთვის ამ ყველაფერს ასეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ვენახის გარშემო ქარსაცავად ბროწეულაში მხოლოდ ბროწეულის ღობეები გვაქვს. ეს სახელიც აქაურობას ხომ ამ დაღვრილი სისხლის გამო შეარქვეს... ულამაზესია, როდესაც ისინი ყვავიან... ქარისგან ხომ იცავს, გემრიელ ნაყოფსაც ისხამს და ვენახის ფონზე ლამაზ გარემოს ქმნის. შემოდგომაზე, როდესაც ბროწეულის კრეფის პერიოდია, "ბროწეულობას" აღვნიშნავთ - ასე დავარქვით.

- ესე იგი, წლების განმავლობაში ქმნიდით თქვენს გარემოს...

- ამ ადგილის შეძენა იმისთვის გვინდოდა, რომ ასაკში რაღაც ნავსაყუდელი გვქონოდა, მერე ნელ-ნელა შევყევით, ვენახს მარანი მოჰყვა, ქვევრების ჩაყრა. ბევრი არა, მაგრამ 5 ტონამდე ყურძენი მოგვყავს. ჩაყრილი გვაქვს ჩინური, თავკვერი, ცოტაოდენი გორული მწვანე, პინო. კიდევ ბევრი სხვა ჯიშია. ახლა ვაშენებთ შავკაპიტოს.

- ქვევრებში ტრადიციული მეთოდით აყენებთ და შემდეგ ბოთლებში ასხამთ?

- კი, მარანში ამისთვის იტალიური საუკეთესო ტექნიკა გვაქვს, "აწარმოე საქართველოს" პროექტით მოვიპოვეთ. ღვინოს ახლობლებში, მეგობრებში კი ვანაწილებდით, მაგრამ მერე ვიფიქრეთ, მოდი, ცოტა კომერციულიც გავხადოთ, იქნებ მოგებაც ვნახოთ-მეთქი? აქაურმა მოსავალმა უკვე ბოთლებში ჩასხმულმა, სხვა სახე მიიღო. გადის ექსპორტზეც, მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ აგემოვნებენ საფრანგეთსა და გერმანიაში. წელიწადში 10 000 ბოთლი გამოდის.

მხოლოდ ბიოდინამიკური მეთოდებით მოგვყავს მოსავალი - ყურძენი იქნება თუ ხილი. არანაირ საწამლავს არ ვიყენებთ, რადგან საქმე ჯერ ბიოლოგიურ ასოციაცია "ელკანასთან" ურთიერთობით დავიწყეთ და ახლა ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრები ვართ. ისინი გვიმოწმებენ, რა სასუქს, რა შესაწამლავ საშუალებას ვიყენებთ. ხეებისთვისაც არ შეიძლება შხამქიმიკატები, თანაც თუ მათთან ახლოს არის ვენახი. ეს პროდუქტიც ჩვენთვის გვინდა და ქიმიით არ ვშხამავთ. მართალია, მოსავალი ასე უფრო ცოტა მოდის, ვიდრე ქიმიური წამლების დახმარებით მივიღებდით, მაგრამ ხარისხზე უფრო ვართ ორიენტირებული, ვიდრე რაოდენობაზე.

- დღეს აგროტურისტულ სექტორშიც ხართ ჩართული...

- კი, მარანმა მოიტანა ეს სეგმენტი, თან სტუმრების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია და აქაურობას უკვე ბევრი სტუმარი ჰყავს, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. მათ შემოსვლას კერძების დამატება დასჭირდა. სამზარეულოს პროფესიული ტექნიკა დიდ თანხებს მოითხოვს. ამას ჩვენით ვერ შევძლებდით. ამ დროს ნინო ზამბახიძე დაგვიდგა გვერდით და "ფერმერთა ასოციაციამ“ დაგვაფინანსა.

- თბილისელები ხართ, რაც უნდა კომფორტი გქონდეთ, ქალაქიდან შორს ხართ, არ გიჭირთ?

- ისედაც შეგუებული ვიყავით, რომ ოდესმე უნდა გადმოვსულიყავით, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მარნის გაკეთებამ გვაიძულა. მოკლედ, 2017 წლიდან აქ ვართ. პანდემიის გამო ყველაფერი რომ ჩაიკეტა თბილისში, ჩემი შვილები აქ მოსვლას ძლივს ახერხებდნენ. მერე ყველამ აქ მოვიყარეთ თავი, 5 შვილიშვილი მყავს. იმ დროს ყველას ერთად ყოფნა მნიშვნელოვანი იყო. ამ მდგომარეობით გამოწვეული სტრესი ერთად ყოფნის გამო დიდად არ უგრძნიათ.

ისე, ხალხთან ურთიერთობა ძალიან გვიყვარს, უამისოდ არ შეგვიძლია. თბილისშიც პატარა სასტუმრო გვაქვს და იქაც მუდმივი სტუმრიანობაა. ადამიანებთან საუბარი, ემოციების გაცვლა აუცილებელი რამ არის. 2021 წელს პანდემიის გამო უცხოელებისთვის დაკეტილი ვიყავით, სტუმრები მხოლოდ საქართველოდან გვყავდა, ოღონდ, შეზღუდული რაოდენობით ვიღებდით.

- მართალია, 20 წელია, ამ საქმეში ხართ, მაგრამ ნებისმიერ საქმეს ცოდნა უნდა. როგორ დაეუფლეთ ამ ყველაფერს?

- 62 წლის ვარ, მეუღლე - 70-ის, სწავლა და განათლება არც ერთ ასაკში არ არის დაგვიანებული. საჭირო კურსებიც გავიარეთ და საქმის პარალელურად სულ სწავლაში ვართ... ღვინის სკოლაშიც დავდიოდით. ახლა ჩემი მასწავლებლის კომპანიონებიც ვართ. ახალი საქმის დაწყების არ მეშინია, მთავარია, იდეა მომწონდეს და ვიცოდე, რა უნდა გავაკეთო. მერე ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები...

- როგორც ვატყობ, სამუშაო ადგილებიც შექმენით...

- კი, ჩემთან რამდენიმე აქაური მეზობელი ახალგაზრდა ქალია დასაქმებული.

- ძალიან ლამაზი ეზო გაქვთ, ამ ადგილისთვის ცოტა განსხვავებული, დასავლურს ჰგავს...

- 30 წლის წინ აქაურობა მხოლოდ იმის გამო მომეწონა, რომ გაშლილი სივრცე იყო... ვერ ვიტან მაღალ და ჩაბეტონებულ ღობეებს. აქ მხოლოდ მწვანე ღობეები გვაქვს... ეზოც ნაძვებითა და სხვადასხვა მცენარით გავალამაზეთ. ყველაფერს ჩემი გემოვნებით ვაკეთებ.

- თქვენ ახლოს რა ტბაა?

- ეს ტბა ჯერ კიდევ კინოსტუდიის დასახლებამდე ყოფილა აქ, ჩამონაჟონი წყლით ივსება და გამდინარეა. აქაურობის სიკეთე ისიც არის, რომ წყალი სულ გვაქვს და ნარგავები და ვენახი უპრობლემოდ ირწყვება. რამდენიმე მეზობელი გავერთიანდით და ტბის გარშემო, მიწა იჯარით ავიღეთ. მიზანი ის იყო, რომ რეკრეაციული ზონა შეგვექმნა და ჩვენს ოჯახებს დასასვენებელი ადგილი ჰქონოდა.

მარნის აღორძინებისათვის მსოფლიო ბანკის პროექტით გზა დაგვიგეს. ულამაზესი ხიდიც გაგვიკეთეს. სახელმწიფოც გვეხმარება, მსოფლიო ბანკიც და აქაურებიც ვეხმარებით ბროწეულას, რომ გალამაზდეს და დამშვენდეს. ტბაში თევზებია გაშვებული, თუმცა დამატება კიდევ საჭიროა სპორტული თევზაობისთვის.

- კიდევ რის გაკეთებას აპირებთ თქვენს მამულში?

- გვსურს, აქაურობა აგროჰაბად იქცეს. მარნის თავზე ბიბლიოთეკის ტიპის შემინული სივრცეც გვინდა შევქმნათ. ჩვენთან ისედაც ბუნების მოყვარული ხალხი მოდის და გვსურს, მათზე მეტად ვიზრუნოთ.