სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკი:  კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მოქალაქეებმა მომართონ უშუალოდ სემეკს ან ენერგოომბუდსმენს
სემეკი:  კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მოქალაქეებმა მომართონ უშუალოდ სემეკს ან ენერგოომბუდსმენს

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მეკ) მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ უშუ­ა­ლოდ სე­მეკს ან ენერ­გო­ომ­ბუდსმენს, შემ­დგო­მი გა­უ­გებ­რო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის გა­სა­ჩივ­რე­ბის­თვის და­უ­კავ­შირ­დნენ პარ­ტი­ას. ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია მო­ქა­ლა­ქე­ებს ჰპირ­დე­ბა სა­კი­თხის გა­სა­ჩივ­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას. თუმ­ცა, დღემ­დე მათი მხრი­დან არც სე­მეკ­ში და არც ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის სამ­სა­ხურ­ში მო­ქა­ლა­ქე­თა კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ზე გან­ცხა­დე­ბა/სა­ჩი­ვა­რი არ არის შე­მო­სუ­ლი.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სე­მე­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი ად­გილ­ზე სწავ­ლობს შპს „თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის“ (თელ­მი­კო) ბი­ლინ­გი­სა და სს „თე­ლა­სის“ მრი­ცხვე­ლე­ბის აღ­რი­ცხვის სის­ტე­მებს. დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნი­ე­ბი და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან, ხოლო მო­ქა­ლა­ქე­ებს ზედ­მე­ტო­ბით და­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი უკან და­უბ­რუნ­დე­ბათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოკ­ვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­და­მოწ­მდე­ბა 2021 წლის 1 დე­კემ­ბრი­დან 2022 წლის 31 იან­ვრამ­დე პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა აბო­ნენტზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­რი­ცხვა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მომ­ხმა­რე­ბელ­მა მო­მარ­თა თუ არა გან­ცხა­დე­ბით სე­მეკს.

თუ მომ­ხმა­რე­ბელს აქვს სურ­ვი­ლი, რომ მისი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დეს კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­რი­ცხვის შეს­წავ­ლა, მო­მარ­თონ კო­მი­სი­ას ან ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის სამ­სა­ხურს. სე­მეკ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ქოლ­ცენ­ტრის სა­შუ­ა­ლე­ბით, ნო­მერ­ზე 16 216 (ზარი უფა­სოა ნე­ბის­მი­ე­რი ოპე­რა­ტო­რი­დან), ასე­ვე Facebook-ზე სე­მე­კის გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით. გარ­და ამი­სა, წე­რი­ლის ან გან­ცხა­დე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თზე: mail@gnerc.org.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

რამდენჯერაც მოგინდებათ ჩვენი დაყაჩაღება იმდენჯერ ვირბინოთ და ვწეროთ განცხადებები? საერთოდ უნდა აგეკრძალოთ საქმიანობა.მოსახლეობის ჯგუფურად დაყაჩაღება ესაა თქვენი საქმიანობა .ნება იბოძეთ და ყველას უკან დაუბრუნეთ რაც მიიტაცეთ.

ლუიზა
0

გაგილაყდათ ეგ უტვინო, ქურდი თავები, აჰაა! თქვენი დევნა ათი იმდენი დაგვიჯდება:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სემეკი:  კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მოქალაქეებმა მომართონ უშუალოდ სემეკს ან ენერგოომბუდსმენს

სემეკი:  კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მოქალაქეებმა მომართონ უშუალოდ სემეკს ან ენერგოომბუდსმენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკს ან ენერგოომბუდსმენს, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.

ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის დაუკავშირდნენ პარტიას. ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს ჰპირდება საკითხის გასაჩივრებაში დახმარებას. თუმცა, დღემდე მათი მხრიდან არც სემეკში და არც ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა კომუნალურ გადასახადებზე განცხადება/საჩივარი არ არის შემოსული.

როგორც მოქალაქეებისთვის ცნობილია, სემეკის სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გადამოწმდება 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ყველა აბონენტზე განხორციელებული დარიცხვა მიუხედავად იმისა, მომხმარებელმა მომართა თუ არა განცხადებით სემეკს.

თუ მომხმარებელს აქვს სურვილი, რომ მისი განცხადების საფუძველზე მოხდეს კომუნალური მომსახურების კომპანიის მხრიდან განხორციელებული დარიცხვის შესწავლა, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. სემეკთან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე Facebook-ზე სემეკის გვერდის საშუალებით. გარდა ამისა, წერილის ან განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org.

NS