მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვვარაუდობთ, რომ სატვირთო დაეჯახა და ხიდიდან გადმოვარდა... ძლიერი მუხრუჭის ხმა გავიგეთ" - ვინ არის ორთაშენთან გარდაცვლილი სამხედრო?
"ვვარაუდობთ, რომ სატვირთო დაეჯახა და ხიდიდან გადმოვარდა... ძლიერი მუხრუჭის ხმა გავიგეთ" - ვინ არის ორთაშენთან გარდაცვლილი სამხედრო?

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­თა­შენ­ში მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-მ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხი­დის ქვეშ ნა­პოვ­ნი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი 40 წლამ­დე ასა­კის შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძეს ეკუთ­ვნის.

გარ­დაც­ვლი­ლი გორ­ში ცხოვ­რობ­და და წლე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში, ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში.

რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს ორ­თა­შენ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, გამ­თე­ნი­ი­სას, ავ­ტო­ბა­ნის აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის ძლი­ე­რი მუხ­რუ­ჭის ხმა გა­ი­გო­ნეს.

ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ტა­ბა­ტა­ძეს სწო­რედ სატ­ვირ­თო და­ე­ჯა­ხა, რა დრო­საც ის ხი­დი­დან გა­და­ვარ­და.

"დღეს დი­ლით გამ­თე­ნი­ი­სას სა­ხი­დე გა­და­სას­ვლელ­ზე, რომ­ლის ბურ­ჯებ­თა­ნა ცხე­და­რი იპო­ვეს, გა­ვი­გეთ მი­საბ­მე­ლი­ა­ნი სატ­ვირ­თოს ძლი­ე­რი მუხ­რუ­ჭის ხმა. მუხ­რუ­ჭის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის უკან კი­დევ ერთი ტრა­ი­ლე­რი გა­ჩერ­და. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ ორი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნამ სვლა გა­ნაგ­რძო.

არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ შე­საძ­ლოა ავ­ტო­ბა­ნის სა­ხი­დე გა­და­სას­ვლელ­ზე მოძ­რავ ქვე­ითს სატ­ვირ­თო და­ე­ჯა­ხა, რა დრო­საც ხი­დი­დან გად­მო­ვარ­და" - აცხა­დე­ბენ სო­ფელ­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tazo
0

Ra fexit mosiarule manqanit iyo sawyali manqana xidze iyo da tviton xidis qvesh 

ვახო ხო
3

ვინმე ხომ არ იცით ეს ბიჭი სენაკში ხომ არ მსახურობდა 1999 წელს სავალდებულო ჯარში,შევარდნაძის დრო იყო მაშინ,მეცნობა ძალიან

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვვარაუდობთ, რომ სატვირთო დაეჯახა და ხიდიდან გადმოვარდა... ძლიერი მუხრუჭის ხმა გავიგეთ" - ვინ არის ორთაშენთან გარდაცვლილი სამხედრო?

"ვვარაუდობთ, რომ სატვირთო დაეჯახა და ხიდიდან გადმოვარდა... ძლიერი მუხრუჭის ხმა გავიგეთ" - ვინ არის ორთაშენთან გარდაცვლილი სამხედრო?

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით AMBEBI.GE-მ ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორმაციით, ხიდის ქვეშ ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 40 წლამდე ასაკის შალვა ტაბატაძეს ეკუთვნის.

გარდაცვლილი გორში ცხოვრობდა და წლები თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ასევე მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში, ერაყსა და ავღანეთში.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც AMBEBI.GE-ს ორთაშენში მცხოვრებლები უყვებიან, გამთენიისას, ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე სატვირთო მანქანის ძლიერი მუხრუჭის ხმა გაიგონეს.

ისინი ვარაუდობენ, რომ ქვეითად მოსიარულე ტაბატაძეს სწორედ სატვირთო დაეჯახა, რა დროსაც ის ხიდიდან გადავარდა.

"დღეს დილით გამთენიისას სახიდე გადასასვლელზე, რომლის ბურჯებთანა ცხედარი იპოვეს, გავიგეთ მისაბმელიანი სატვირთოს ძლიერი მუხრუჭის ხმა. მუხრუჭის შემდეგ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების უკან კიდევ ერთი ტრაილერი გაჩერდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე ავტომანქანამ სვლა განაგრძო.

არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა ავტობანის სახიდე გადასასვლელზე მოძრავ ქვეითს სატვირთო დაეჯახა, რა დროსაც ხიდიდან გადმოვარდა" - აცხადებენ სოფელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.