პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებმა, რომლებიც რუსეთის ავიაშეტევებს ძველი საბჭოთა რაკეტებით იგერიებდნენ, 6 "სუ-25“-ის ჩამოგდება შეძლეს" - რას წერს Forbes - ი?
"ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებმა, რომლებიც რუსეთის ავიაშეტევებს ძველი საბჭოთა რაკეტებით იგერიებდნენ, 6 "სუ-25“-ის ჩამოგდება შეძლეს" - რას წერს Forbes - ი?

ამე­რი­კულ ჟურ­ნალ "ფორბსში" (Forbes) გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით:"საბ­ჭო­უ­რი "სუ-25“-ების უკ­რა­ი­ნე­ლი და რუსი პი­ლო­ტე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რი სის­ხლისმღვრე­ლი სა­ჰა­ე­რო ომის წი­ნა­შე დგა­ნან“ (ავ­ტო­რი - დე­ვიდ ექსი).

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"2014 წლის ომი უკ­რა­ი­ნა­ში ავი­ა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მწვა­ვე ბრძო­ლი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ავი­ა­მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და ვერ­ტმფრე­ნე­ბის ეკი­პა­ჟე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და წინა ხაზ­ზე მყო­ფი სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის დახ­მა­რე­ბა­ში ჰა­ე­რი­დან. "დე­და­მი­წა-ჰა­ე­რის“ კლა­სის რა­კე­ტე­ბი­სა და სა­ზე­ნი­ტო ქვე­მე­ხე­ბის მჭიდ­რო ცე­ცხლი კონ­ფლიქ­ტის ორი­ვე მხა­რის მიერ ნიშ­ნავ­და, რომ მფრი­ნა­ვე­ბი­სათ­ვის მი­ცე­მუ­ლი ყო­ვე­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მათ­თვის ნამ­დვი­ლი ცე­ცხლო­ვა­ნი კედ­ლის გა­და­ლახ­ვას ნიშ­ნავ­და.

გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ყვე­ლა­ზე მეტი სა­ა­ვი­ა­ციო და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­და თვითმფრი­ნა­ვის ისეთ­მა ტიპ­მა, რო­მელ­საც უმოძ­რაო ფრთა ჰქონ­და - მო­ი­ე­რი­შე "სუ-25“-მა (ანუ "ბა­ყაყ­მა“, ნა­ტოს კო­დი­ფი­კა­ცი­ით), რო­მელ­საც ფრე­ნა ფრონ­ტის ხაზ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მო­უ­წია.

უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე, და­სა­მარ­ცხებ­ლად გან­წი­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო კამ­პა­ნი­ის დროს, რუ­სე­თი­სა­გან მხარ­და­ჭე­რილ დონ­ბა­სელ სე­პა­რა­ტის­ტთა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ხუთი "სუ-25“ და­კარ­გეს. ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და კი­დევ სხვა ზა­რა­ლის გამო კი­ე­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დონ­ბა­სის ფრონ­ტი­დან მთე­ლი თა­ვი­სი ავი­ა­ცია გა­ეყ­ვა­ნა და სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბი ჰა­ე­რი­დან დაც­ვის გა­რე­შე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

რუ­სუ­ლი "ბა­ყა­ყე­ბი“, რო­გორც ჩანს, რვა წლის წი­ნათ გა­მარ­თულ ბრძო­ლებ­ში რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ როლს არ ას­რუ­ლებ­დნენ, მაგ­რამ ახლა, თუ რუ­სე­თის ჯა­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რე­ბი­ან და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ზო­ნას გა­ა­ფარ­თო­ვე­ბენ, მა­შინ "სუ-25“-ს, ალ­ბათ, ისევ გა­მო­ყე­ნე­ბენ.

შე­სა­ბა­მი­სად, ორი­ვე მხა­რე მსხვერ­პლს უნდა ელო­დოს. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ავი­ა­პოლ­კებ­მა, რომ­ლე­ბიც "სუ-25“-ების­გან შედ­გე­ბი­ან, 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ჯა­რე­ბის შეჭ­რის დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­დეს. ქარ­თულ­მა ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ავი­ა­შე­ტე­ვებს ძვე­ლი საბ­ჭო­თა რა­კე­ტე­ბით იგე­რი­ებ­დნენ, ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 6 "სუ-25“-ის ჩა­მოგ­დე­ბა შეძ­ლეს.

რა თქმა უნდა, დღე­ი­სათ­ვის უკ­რა­ი­ნის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვა უფრო მრის­ხა­ნეა, ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ "დე­და­მი­წა-ჰა­ე­რის“ კლა­სის რა­კე­ტე­ბი დიდ საფრ­თხეს შე­უქ­მნის და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე მფრენ და თა­ნაც ბგე­რამ­დე­ლი სიჩ­ქა­რის მქო­ნე "ბა­ყა­ყებს“, როცა ისი­ნი ერთ ხა­ზად ეწყო­ბი­ან - ავი­აქ­ვე­მე­ხე­ბი­დან ცე­ცხლის და­სა­შე­ნად, რა­კე­ტე­ბის გა­საშ­ვე­ბად და ბომ­ბე­ბის ჩა­მო­საყ­რე­ლად.

უკ­რა­ი­ნის "სუ-25“-ბის და­ნა­კარ­გე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ იყო შო­კის­მომ­გვრე­ლი, რომ იმ დროს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს სამ ათე­ულ­ზე ნაკ­ლე­ბი თვითმფრი­ნა­ვი ჰქონ­დათ, რომ­ლე­ბიც მათ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ დარ­ჩათ, 1991 წლი­დან. რამ­დე­ნი­მე თვე­ში უკ­რა­ი­ნე­ლი მფრი­ნა­ვე­ბის 15% ბრძო­ლებ­ში და­ი­ღუ­პა.

"დე­და­მი­წა-ჰა­ე­რის“ კლა­სის იმ რა­კე­ტე­ბით, რომ­ლებ­საც დონ­ბა­სე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი უშ­ვებ­დნენ (რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რით), სულ ცოტა, ოთხი "ბა­ყა­ყი“ იქნა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მით, მე­ხუ­თე "სუ-25“ რუ­სულ ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ "მიგ-29“-ს შე­ებ­რძო­ლა და და­მარ­ცხდა.

ძვე­ლი "ბა­ყა­ყე­ბის“ გა­რე­მონ­ტე­ბის შემ­დეგ ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი 31 "სუ-25“-ის ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ას ეწე­ვა ნი­კო­ლა­ევ­თან ახ­ლოს დის­ლო­ცი­რე­ბულ ერთი სა­ა­ვი­ა­ციო ბრი­გა­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. კი­დევ ათამ­დე თვითმფრი­ნა­ვი და­კონ­სერ­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი, თავი მხრივ, 200 მო­ი­ე­რი­შე "სუ-25“-ებს ით­ვლის, ოთხი პოლ­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, პლუს ცალ­კე ავი­ა­ეს­კად­რი­ლია. სამ­ხრე­თი სამ­ხედ­რო ოლქს სამი ავი­ა­პოლ­კი აქვს, თი­თო­ში ხუთი ავი­ა­ეს­კად­რი­ლი­ით, სულ კი თით­ქმის 80 "ბა­ყა­ყი“. მათი აე­როდ­რო­მე­ბი ისეთ ად­გი­ლებ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რომ თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის მი­ყე­ნე­ბა.

რუ­სეთ­მა ბოლო თვე­ებ­ში უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის გას­წვრივ თავი მო­უ­ყა­რა უზარ­მა­ზარ სამ­ხედ­რო ძა­ლებს, რომ­ლებ­საც მოს­კო­ვი­დან, ალ­ბათ, მალე ომის და­წყე­ბის სიგნლს მის­ცე­მენ.

უკ­რა­ი­ნუ­ლი "სუ - 25", უკ­რა­ი­ნის 299-ე ავი­აბ­რი­გა­და

რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის და კერ­ძოდ, "სუ-25“-ების თავ­მოყ­რა სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მებ­ზე სულ რა­ღაც სა­ა­თე­ბის საქ­მეა. ერთი ავი­ა­ეს­კად­რი­ლია წი­ნას­წარ ბე­ლა­რუს­შია გა­დას­რო­ლი­ლი, წრთვე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით და ის შე­იძ­ლე­ბა საკ­მაო ხნით ისევ ბე­ლა­რუს­ში დარ­ჩეს, სა­ვა­რა­უ­დო ფრონ­ტის ხაზ­თან ახ­ლოს.

რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნე­ლი მფრი­ნა­ვე­ბიც ემ­ზა­დე­ბი­ან ომი­სათ­ვის. კი­ე­ვე­ლი "ბა­ყა­ყე­ბის“ ეკი­პა­ჟებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მარ­თულ სა­ჰა­ე­რო მა­ნევ­რებ­ში, სა­დაც მათ მა­ღა­ლი კლა­სის "სა­ფირ­მო ფრე­ნა“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ძალ­ზე და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე - ისე­თი რე­ჟი­მით, როცა მათი შემ­ჩნე­ვა მტრის მე­ზე­ნი­ტე­ებს მა­ნამ არ შე­უძ­ლი­ათ, ვიდ­რე თვითმფრი­ნა­ვე­ბი მათი თა­ვე­ბის ზე­მოთ არ აღ­მოჩ­ნდე­ბა". წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
0

ნარეცხო ტროლ-ბოტებო, ისტორიის სანაგვეზე დაამთავრებთ, საქართველო კი იყო, არის და იქნება! გასკდით ბოღმით! :))))))))))))))) ტროლებს თუ უქვეყნებთ შეურაწმყოფელ კომენტარებს, ჩემმა კომენტარმა რა დააშავა? თუ განავალი კულტურული სიტყვაა?

555
6

ვის დაკარგვიხართ და ვინ ხართ საერთოდ, ვინ გაფასებთ მსოფლიოში? არავის სჭირდება უქნქრა და გაიძვერები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებმა, რომლებიც რუსეთის ავიაშეტევებს ძველი საბჭოთა რაკეტებით იგერიებდნენ, 6 "სუ-25“-ის ჩამოგდება შეძლეს" - რას წერს Forbes - ი?

"ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებმა, რომლებიც რუსეთის ავიაშეტევებს ძველი საბჭოთა რაკეტებით იგერიებდნენ, 6 "სუ-25“-ის ჩამოგდება შეძლეს" - რას წერს Forbes - ი?

ამერიკულ ჟურნალ "ფორბსში" (Forbes) გამოქვეყნდა სტატია, სათაურით:"საბჭოური "სუ-25“-ების უკრაინელი და რუსი პილოტები პოტენციური სისხლისმღვრელი საჰაერო ომის წინაშე დგანან“ (ავტორი - დევიდ ექსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"2014 წლის ომი უკრაინაში ავიაციის წინააღმდეგ მიმართული მწვავე ბრძოლითაც გამოირჩეოდა. ავიამოიერიშე თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ეკიპაჟების მოვალეობა გამოიხატებოდა წინა ხაზზე მყოფი სახმელეთო ჯარების დახმარებაში ჰაერიდან. "დედამიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტებისა და საზენიტო ქვემეხების მჭიდრო ცეცხლი კონფლიქტის ორივე მხარის მიერ ნიშნავდა, რომ მფრინავებისათვის მიცემული ყოველი დავალების შესრულება მათთვის ნამდვილი ცეცხლოვანი კედლის გადალახვას ნიშნავდა.

გასაკვირი არაა, რომ ყველაზე მეტი საავიაციო დანაკარგი განიცადა თვითმფრინავის ისეთმა ტიპმა, რომელსაც უმოძრაო ფრთა ჰქონდა - მოიერიშე "სუ-25“-მა (ანუ "ბაყაყმა“, ნატოს კოდიფიკაციით), რომელსაც ფრენა ფრონტის ხაზთან ყველაზე ახლოს მოუწია.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თავისი ხანმოკლე, დასამარცხებლად განწირული საჰაერო კამპანიის დროს, რუსეთისაგან მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში ხუთი "სუ-25“ დაკარგეს. ჩამოგდებული თვითმფრინავებისა და კიდევ სხვა ზარალის გამო კიევი იძულებული გახდა დონბასის ფრონტიდან მთელი თავისი ავიაცია გაეყვანა და სახმელეთო ძალები ჰაერიდან დაცვის გარეშე დაეტოვებინა.

რუსული "ბაყაყები“, როგორც ჩანს, რვა წლის წინათ გამართულ ბრძოლებში რაიმე სერიოზულ როლს არ ასრულებდნენ, მაგრამ ახლა, თუ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრებიან და საომარი მოქმედებების ზონას გააფართოვებენ, მაშინ "სუ-25“-ს, ალბათ, ისევ გამოყენებენ.

შესაბამისად, ორივე მხარე მსხვერპლს უნდა ელოდოს. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ავიაპოლკებმა, რომლებიც "სუ-25“-ებისგან შედგებიან, 2008 წელს საქართველოში რუსეთის ჯარების შეჭრის დროს, მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს. ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებმა, რომლებიც რუსეთის ავიაშეტევებს ძველი საბჭოთა რაკეტებით იგერიებდნენ, ოთხი დღის განმავლობაში 6 "სუ-25“-ის ჩამოგდება შეძლეს.

რა თქმა უნდა, დღეისათვის უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა უფრო მრისხანეა, ქართულთან შედარებით და გამორიცხული არ არის, რომ "დედამიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტები დიდ საფრთხეს შეუქმნის დაბალ სიმაღლეზე მფრენ და თანაც ბგერამდელი სიჩქარის მქონე "ბაყაყებს“, როცა ისინი ერთ ხაზად ეწყობიან - ავიაქვემეხებიდან ცეცხლის დასაშენად, რაკეტების გასაშვებად და ბომბების ჩამოსაყრელად.

უკრაინის "სუ-25“-ბის დანაკარგები განსაკუთრებით იმიტომ იყო შოკისმომგვრელი, რომ იმ დროს უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებს სამ ათეულზე ნაკლები თვითმფრინავი ჰქონდათ, რომლებიც მათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩათ, 1991 წლიდან. რამდენიმე თვეში უკრაინელი მფრინავების 15% ბრძოლებში დაიღუპა.

"დედამიწა-ჰაერის“ კლასის იმ რაკეტებით, რომლებსაც დონბასელი სეპარატისტები უშვებდნენ (რუსეთის მხარდაჭერით), სულ ცოტა, ოთხი "ბაყაყი“ იქნა ჩამოგდებული. ზოგიერთი მონაცემით, მეხუთე "სუ-25“ რუსულ ავიაგამანადგურებელ "მიგ-29“-ს შეებრძოლა და დამარცხდა.

ძველი "ბაყაყების“ გარემონტების შემდეგ ამჟამად უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები 31 "სუ-25“-ის ექსპლოატაციას ეწევა ნიკოლაევთან ახლოს დისლოცირებულ ერთი საავიაციო ბრიგადის შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. კიდევ ათამდე თვითმფრინავი დაკონსერვებულ მდგომარეობაშია.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები, თავი მხრივ, 200 მოიერიშე "სუ-25“-ებს ითვლის, ოთხი პოლკის შემადგენლობაში, პლუს ცალკე ავიაესკადრილია. სამხრეთი სამხედრო ოლქს სამი ავიაპოლკი აქვს, თითოში ხუთი ავიაესკადრილიით, სულ კი თითქმის 80 "ბაყაყი“. მათი აეროდრომები ისეთ ადგილებზე მდებარეობს, რომ თავისუფლად შეუძლიათ უკრაინისათვის საჰაერო დარტყმების მიყენება.

რუსეთმა ბოლო თვეებში უკრაინის საზღვრის გასწვრივ თავი მოუყარა უზარმაზარ სამხედრო ძალებს, რომლებსაც მოსკოვიდან, ალბათ, მალე ომის დაწყების სიგნლს მისცემენ.

უკრაინული "სუ - 25", უკრაინის 299-ე ავიაბრიგადა

რუსული ავიაციის და კერძოდ, "სუ-25“-ების თავმოყრა საზღვართან ახლოს მდებარე სამხედრო აეროდრომებზე სულ რაღაც საათების საქმეა. ერთი ავიაესკადრილია წინასწარ ბელარუსშია გადასროლილი, წრთვენებში მონაწილეობის მიზნით და ის შეიძლება საკმაო ხნით ისევ ბელარუსში დარჩეს, სავარაუდო ფრონტის ხაზთან ახლოს.

რა თქმა უნდა, უკრაინელი მფრინავებიც ემზადებიან ომისათვის. კიეველი "ბაყაყების“ ეკიპაჟებმა მონაწილეობა მიიღეს გასული წლის დეკემბერში გამართულ საჰაერო მანევრებში, სადაც მათ მაღალი კლასის "საფირმო ფრენა“ განახორციელეს ძალზე დაბალ სიმაღლეზე - ისეთი რეჟიმით, როცა მათი შემჩნევა მტრის მეზენიტეებს მანამ არ შეუძლიათ, ვიდრე თვითმფრინავები მათი თავების ზემოთ არ აღმოჩნდება". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ