საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართული ოცნება“ ოპოზიციას უგებს - ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდა გალახული, ნაცემი, რეიტინგდაკარგული... " - ზვიად ძიძიგური
“ქართული ოცნება“ ოპოზიციას უგებს - ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდა გალახული, ნაცემი, რეიტინგდაკარგული... " - ზვიად ძიძიგური

"მე კი არა, სა­მი­ნის­ტრო­ებ­შიც არ ელო­დე­ბი­ან არა­ვი­თარ სი­ახ­ლე­ებს. 12 მი­ნის­ტრი არის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რომ გა­ა­ჩე­როთ მო­სახ­ლე­ო­ბა ქუ­ჩა­ში, რამ­დე­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი იცი­ან ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა? შე­იძ­ლე­ბა 3-4 მი­ნის­ტრი გა­ახ­სენ­დეთ" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რი, ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან ნა­თია თურ­ნა­ვას წას­ვლას და მის ად­გილ­ზე ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მი­ნის­ტრე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბი არ არი­ან.

"მი­ნის­ტრე­ბი არ არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბი - ისი­ნი არ არი­ან რა­ი­მე ტი­პის წო­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი. მათ არ მო­ე­კი­თხე­ბათ არც ჭკუა, არც ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, არც გუნ­დის წევ­რია ისე­თი გა­გე­ბით, რო­გო­რი­თაც პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი არ­სე­ბობს. ისი­ნი არი­ან პო­ლი­ტი­კურ ვერ­ტი­კალ­ზე და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი - რა­საც ეტყვი­ან, იმას გა­ა­კე­თე­ბენ. მათ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კე­თილ­გან­წყო­ბა და ლო­ი­ა­ლო­ბა. ეს არის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა და არა ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

თვე-თვე­ნა­ხევ­რის წინ ჩვე­ნი პრე­მი­ე­რი ამ­ბობ­და, რომ ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე გა­ვე­დით, დუ­ღი­ლია ეკო­ნო­მი­კა­ში, თით­ქოს ის აყ­ვავ­და, გა­ვუს­წა­რით ევ­რო­პის ქვეყ­ნებს და ასე­თი ტექ­სტე­ბის შემ­დეგ თურ­ნა­ვას გა­და­ყე­ნე­ბა? აშ­კა­რად არ ჰქონ­და ღა­რი­ბაშ­ვილს ნა­თია თურ­ნა­ვას გა­და­ყე­ნე­ბა გეგ­მა­ში და თუ მას ასე­თი გეგ­მა ჰქონ­და, ის უფრო მო­ზო­მი­ლი იქ­ნე­ბო­და თა­ვის აღ­ტა­ცე­ბა­ში, რაც ეკო­ნო­მი­კის წარ­მა­ტე­ბულ მუ­შა­ო­ბა­ზე ჰქონ­და. უბ­რა­ლოდ რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც წყვეტს მი­ნის­ტრი, დე­პუ­ტა­ტი და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვინ იყოს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი. მის გა­რე­შე მი­ნის­ტრე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა არ მოხ­დე­ბა. ამი­ტომ არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ერთი სტა­ტი­კუ­რი ქარ­თვე­ლის­თვის, ვინ იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, ვინ იქ­ნე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე. რო­დე­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბი­ან ხოლ­მე, გა­დად­გე­ბი­ან და წავ­ლენ, ეს ადას­ტუ­რებს იმას, რომ რა­ღაც ჯან­სა­ღად ვერ არის სა­ხელ­მწი­ფოს მო­წყო­ბის სტრუქ­ტუ­რებ­ში. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე პირ­ვე­ლი ან მე­ო­რეა ქვე­ყა­ნა­ში, ასე მი­დი­ოდ­ნენ სრუ­ლი­ად ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის და ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და ძი­ძი­გურ­მა.

მან ასე­ვე გა­იხ­სე­ნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, რო­გორ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის მმარ­თვე­ლო­ბის სა­წყი­სი წლე­ბი. რო­გორც ძი­ძი­გურ­მა აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ 2016 წლის შემ­დეგ ერთი ვერ­ტი­კა­ლით ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ძი­ძი­გუ­რის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი "ერთ კაც­ზე არის ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი“.

"ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თვე­ლი გუნ­დის პირ­ვე­ლი შეკ­რე­ბა იყო 2011-დან 2016 წლამ­დე, ეს იყო 6-პარ­ტი­უ­ლი გუნ­დი, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­ა­ლი­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და. უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­შინ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ ჰქონ­და, ის კო­ა­ლი­ცი­ას ჰქონ­და. რა თქმა უნდა, მი­ნის­ტრე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბი იყ­ვნენ. 2016 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა აიღო "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, და­ი­წყო ვო­ლუნ­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა ერთი ვერ­ტი­კა­ლით. დღეს აღარ არ­სე­ბობს პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე. მთავ­რო­ბაც ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია არა პარ­ლა­მენ­ტის, არა­მედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­შე. სა­სა­მარ­თლოც და ყვე­ლა­ფე­რი ერთ კაც­ზე არის ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი - ეს არის ძა­ლი­ან მა­ხინ­ჯი მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მა, რო­მე­ლიც კარგ და­სას­რუ­ლამ­დე არ მიგ­ვიყ­ვანს“, - აღ­ნიშ­ნა ძი­ძი­გურ­მა.

ის ასე­ვე შე­ე­ხო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­დატ­ზე უა­რის თქმა იყო დიდი შეც­დო­მა.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ოპო­ზი­ცი­ას უგებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი არის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია და მან უარი თქვა ამ ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. რო­დე­საც იწყე­ბა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ჭი­ჭყი­ნი იმა­ზე, უნდა შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში თუ არა, იწყე­ბა დე­ბა­ტე­ბი იმა­ზე, საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში რა აზრი აქვს რა­მის გა­კე­თე­ბას და უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს თუ არა ოპო­ზი­ცი­ამ სა­სა­მარ­თლო სივ­რცე, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ შენ უარს ამ­ბობ შენს სა­კუ­თარ ფუნ­ქცი­ა­ზე. ახლა ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში დაბ­რუნ­და გა­ლა­ხუ­ლი, ნა­ცე­მი, რე­ი­ტინგდა­კარ­გუ­ლი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი. ყვე­ლას აქვს რე­სურ­სი, თუკი სწორ გეგ­მას შე­ად­გენს, მაგ­რამ რაც პო­ლი­ტი­კა­ში ვარ, ასე­თი გა­ურ­კვე­ვე­ლი ვი­თა­რე­ბა არ მი­ნა­ხავს.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მან­დატ­ზე უა­რის თქმა? მე ვარ კაცი, რო­მელ­მაც თვი­თონ ვთქვი პარ­ლა­მენ­ტის მან­დატ­ზე უარი 2008 წელს, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ამ სა­ჯა­როდ დავ­ხი­ეთ და დავ­ჭე­რით ეს მან­და­ტე­ბი. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით - ამის სა­ფა­სუ­რი ქვე­ყა­ნამ გა­და­ი­ხა­და. არ შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ამ თა­ვის ფუნ­ქცი­ა­ზე უარი თქვას. რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ხარ, და­დი­ხარ და პენ­სი­ო­ნერს, მას­წავ­ლე­ბელს ან ვე­ტე­რანს ჰპირ­დე­ბი, რომ რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებ და შემ­დეგ უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ შე­დე­გე­ბი­თო, ამ­ბობ და არ შე­დი­ხარ პარ­ლა­მენ­ტში, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ იმ მას­წავ­ლე­ბელს, ვე­ტე­რანს და ექიმს, ყვე­ლას უთხა­რი, რომ "გავ­ბრაზ­დი და რა­საც გპირ­დე­ბო­დი აღარ შე­ვას­რუ­ლებ“. მან­და­ტი მოგ­ცეს, შედი და შე­ას­რუ­ლე შენი მან­და­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ძი­ძი­გურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ნიანგი ნიანგის ტყავს არ დახევს ! შეიძლება ცრემლები ღვაროს !

გიორგი
0

მხცით მოსილი სამტრედიელი აფერისტი , გვარად ძიძიგური, სახელად ზვიადი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“ქართული ოცნება“ ოპოზიციას უგებს - ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდა გალახული, ნაცემი, რეიტინგდაკარგული... " - ზვიად ძიძიგური

“ქართული ოცნება“ ოპოზიციას უგებს - ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდა გალახული, ნაცემი, რეიტინგდაკარგული... " - ზვიად ძიძიგური

"მე კი არა, სამინისტროებშიც არ ელოდებიან არავითარ სიახლეებს. 12 მინისტრი არის დღეს საქართველოში და რომ გააჩეროთ მოსახლეობა ქუჩაში, რამდენის სახელი და გვარი იციან ჩვენმა მოქალაქეებმა? შეიძლება 3-4 მინისტრი გაახსენდეთ" - ასე გამოეხმაურა "კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი, ზვიად ძიძიგური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან ნათია თურნავას წასვლას და მის ადგილზე ლევან დავითაშვილის დანიშვნას.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მინისტრები პოლიტიკური ფიგურები არ არიან.

"მინისტრები არ არიან პოლიტიკური ფიგურები - ისინი არ არიან რაიმე ტიპის წონის მატარებელი. მათ არ მოეკითხებათ არც ჭკუა, არც ინიციატივის გამოჩენის ვალდებულება აქვთ, არც გუნდის წევრია ისეთი გაგებით, როგორითაც პოლიტიკური გუნდი არსებობს. ისინი არიან პოლიტიკურ ვერტიკალზე დამორჩილებული ადამიანები - რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მათ უნდა შეინარჩუნონ ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა და ლოიალობა. ეს არის მთავარი მოთხოვნა და არა ხალხის ინტერესების გათვალისწინება.

თვე-თვენახევრის წინ ჩვენი პრემიერი ამბობდა, რომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავედით, დუღილია ეკონომიკაში, თითქოს ის აყვავდა, გავუსწარით ევროპის ქვეყნებს და ასეთი ტექსტების შემდეგ თურნავას გადაყენება? აშკარად არ ჰქონდა ღარიბაშვილს ნათია თურნავას გადაყენება გეგმაში და თუ მას ასეთი გეგმა ჰქონდა, ის უფრო მოზომილი იქნებოდა თავის აღტაცებაში, რაც ეკონომიკის წარმატებულ მუშაობაზე ჰქონდა. უბრალოდ რაღაც არ მოეწონა იმ ადამიანს, რომელიც წყვეტს მინისტრი, დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარე ვინ იყოს. ბიძინა ივანიშვილზე მაქვს საუბარი. მის გარეშე მინისტრების გადაადგილება არ მოხდება. ამიტომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ერთი სტატიკური ქართველისთვის, ვინ იქნება ეკონომიკის მინისტრი, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე. როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარეები გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდებიან ხოლმე, გადადგებიან და წავლენ, ეს ადასტურებს იმას, რომ რაღაც ჯანსაღად ვერ არის სახელმწიფოს მოწყობის სტრუქტურებში. როგორ შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე პირველი ან მეორეა ქვეყანაში, ასე მიდიოდნენ სრულიად ახსნა-განმარტების და ანგარიშის ჩაბარების გარეშე“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მან ასევე გაიხსენა "ქართული ოცნების“, როგორ გაერთიანებული კოალიციის მმართველობის საწყისი წლები. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, "ქართული ოცნება“ 2016 წლის შემდეგ ერთი ვერტიკალით ხელმძღვანელობს. ძიძიგურის თქმით, ყველაფერი "ერთ კაცზე არის ჩამოკიდებული“.

"ჩვენი პოლიტიკური მმართველი გუნდის პირველი შეკრება იყო 2011-დან 2016 წლამდე, ეს იყო 6-პარტიული გუნდი, რომელიც საპარლამენტო კოალიციას წარმოადგენდა. უმრავლესობა მაშინ "ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა, ის კოალიციას ჰქონდა. რა თქმა უნდა, მინისტრებიც მეტ-ნაკლებად პოლიტიკური ფიგურები იყვნენ. 2016 წლის შემდეგ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო "ქართულმა ოცნებამ“, დაიწყო ვოლუნტარული მმართველობა და ყველაფერი კეთდება ერთი ვერტიკალით. დღეს აღარ არსებობს პარლამენტი, რომელიც შეიძლება იყოს ანგარიშვალდებული თავისი ამომრჩევლის წინაშე. მთავრობაც ანგარიშვალდებულია არა პარლამენტის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. სასამართლოც და ყველაფერი ერთ კაცზე არის ჩამოკიდებული - ეს არის ძალიან მახინჯი მმართველობის ფორმა, რომელიც კარგ დასასრულამდე არ მიგვიყვანს“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

ის ასევე შეეხო "ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატზე უარის თქმა იყო დიდი შეცდომა.

“ქართული ოცნება“ ოპოზიციას უგებს. ხელისუფლების მთავარი მაკონტროლებელი არის პოლიტიკური ოპოზიცია და მან უარი თქვა ამ ფუნქციის შესრულებაზე. როდესაც იწყება გაუთავებელი ჭიჭყინი იმაზე, უნდა შევიდნენ პარლამენტში თუ არა, იწყება დებატები იმაზე, საკრებულოებში რა აზრი აქვს რამის გაკეთებას და უნდა გამოიყენოს თუ არა ოპოზიციამ სასამართლო სივრცე, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უარს ამბობ შენს საკუთარ ფუნქციაზე. ახლა ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდა გალახული, ნაცემი, რეიტინგდაკარგული და მეორეხარისხოვან მდგომარეობაში მყოფი. ყველას აქვს რესურსი, თუკი სწორ გეგმას შეადგენს, მაგრამ რაც პოლიტიკაში ვარ, ასეთი გაურკვეველი ვითარება არ მინახავს.

როგორ შეიძლება პარლამენტის მანდატზე უარის თქმა? მე ვარ კაცი, რომელმაც თვითონ ვთქვი პარლამენტის მანდატზე უარი 2008 წელს, როდესაც ოპოზიციამ საჯაროდ დავხიეთ და დავჭერით ეს მანდატები. ძალიან სერიოზული შეცდომა დავუშვით - ამის საფასური ქვეყანამ გადაიხადა. არ შეიძლება ოპოზიციამ თავის ფუნქციაზე უარი თქვას. როდესაც ოპოზიციონერი ხარ, დადიხარ და პენსიონერს, მასწავლებელს ან ვეტერანს ჰპირდები, რომ რაღაცას გააკეთებ და შემდეგ უკმაყოფილო ვარ შედეგებითო, ამბობ და არ შედიხარ პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მასწავლებელს, ვეტერანს და ექიმს, ყველას უთხარი, რომ "გავბრაზდი და რასაც გპირდებოდი აღარ შევასრულებ“. მანდატი მოგცეს, შედი და შეასრულე შენი მანდატი“, - განაცხადა ძიძიგურმა.