პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა
სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის გზით, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში სამი პირი მი­ე­ცა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, უკა­ნო­ნო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბი­სა და დღგ-ს ყალ­ბი აქ­ტი­ვის შექ­მნის მიზ­ნით, მათ სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის, ფიქ­ტი­უ­რად გა­წე­რეს 215 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის მი­წო­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო ან­გა­რიშ-ფაქ­ტუ­რე­ბი, რის შე­დე­გა­დაც თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ უსა­ფუძ­ვლოდ წარ­მო­შო­ბილ დღგ-ს ზედ­მე­ტო­ბას, 32 796 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში დრო­უ­ლად და ეფექ­ტუ­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სრუ­ლა­დაა ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 210-ე მუხ­ლის მე-2 და 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giigaaaa
0

დიდ კაცთან, პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალიო,

უბრალო ადამიანებს პატარა თანხებზე იჭერენ , ხელისუფლებაში უაზროდ არამიზნობრივად ფლანგავენ იპარავენ მილიონებს და ვის რას სთხოვენ?ისე ეს კონსტიტუციაც ისე აქვთ მორგებული !!

დუდუ
1

რა ოპერატიულობაა?! 32000 ლარი დიდი ოდენობაა?! ასე ოპერატიულად ქვეყანას რო ჭამენ ისინი დაიჭირეთ და მილიონები მიატანინეთ-მაგრამ....... ქე იცით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მიეცა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 215 000 ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ უსაფუძვლოდ წარმოშობილ დღგ-ს ზედმეტობას, 32 796 ლარის ოდენობით.

"გამოძიების პროცესში დროულად და ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სრულადაა ანაზღაურებული ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში