სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოელი ლექტორები და სწავლების ამერიკული მეთოდი - ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოშია
უცხოელი ლექტორები და სწავლების ამერიკული მეთოდი - ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოშია

ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია და 2022 წლი­დან სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბას იწყებს. პირ­ველ ეტაპ­ზე, ამე­რი­კუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი 5 პროგ­რა­მით შე­მო­ვი­და: სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხუ­რი - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა მე­ნე­ჯმენ­ტი, მას­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი; სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხუ­რი - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა; მომ­დევ­ნო წლი­დან კი აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალს მე­დი­ის კვლე­ვე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მაც და­ე­მა­ტე­ბა.

აშშ-ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მსოფ­ლი­ოს 10 ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან დიდი მო­თხოვ­ნით ხა­სი­ათ­დე­ბა. ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკ­რე­დი­ტა­ცია ფა­რავს სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კამ­პუს­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით.

ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია ტაშ­კენ­ტის ფი­ლი­ა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რექ­ტო­რის ასის­ტენ­ტი ემინ ტა­შირ ოღლუ ჰა­ჯი­ე­ვი, რო­მელ­მაც Ambebi.ge-სთან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა, რა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იქ­მნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სტუ­დენ­ტე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბაზ­რის­თვის:

2-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­შია. რა სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის?

მე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის პრო­ცეს­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი და ამით ძა­ლი­ან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. წარ­მო­შო­ბით ბა­ქო­დან ვარ და სა­ქარ­თვე­ლო­თი ყო­ველ­თვის მო­ხიბ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა აქა­უ­რი ვი­ზი­ტი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის ცენ­ტრი იყო იმ ყვე­ლაფ­რი­სა, რაც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ხდე­ბო­და და ვფიქ­რობ, რომ ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აქ არ­სე­ბო­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა რო­გორც თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ისე ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის. ვი­მე­დოვ­ნებ, ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და და­ი­წყებს ვებსტე­რის სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ალ­ში სწავ­ლას.

რა არის ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მე­ბის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა და რა­ტომ სარ­გებ­ლობს ის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით? რა­ტომ უნდა ჩა­დონ ინ­ვეს­ტი­ცია სტუ­დენ­ტებ­მა ვებსტერ­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­ში?

გა­ნათ­ლე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მსგავ­სი ინ­ვეს­ტი­ცია არ არის, რო­მელ­საც დღეს შე­ი­ძენ და რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ უფრო ძვი­რად გა­ყი­დი. ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა. შენ მას­ში იხდი, სწავ­ლობ და შემ­დეგ იწყებ შენი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას. ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის 94% პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბი­დან 4 თვე­ში სა­სურ­ველ სამ­სა­ხურ­ში საქმდე­ბა.

ჩვენ ტაშ­კენ­ტში გვყავს 2 000 კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით დიდი ქსე­ლი გვაქვს, 10 ქვე­ყა­ნა­ში ვართ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც სტუ­დენტს ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­დენ­ტი სწავ­ლე­ბის პირ­ველ წელს და­ას­რუ­ლებს, მას შე­ეძ­ლე­ბა, 2 სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა ქვე­ყა­ნა­ში ის­წავ­ლოს: ერთი სე­მესტრი გა­ა­ტა­როს ათენ­ში, მე­ო­რე ჟე­ნე­ვა­ში ან სხვა ქა­ლა­ქე­ბი აირ­ჩი­ოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ასე მი­ი­ღე­ბენ არამ­ხო­ლოდ ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას, არა­მედ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ა­ფარ­თო­ე­ბენ თა­ვი­ანთ კავ­ში­რებს, შეხ­ვდე­ბი­ან ბევრ ადა­მი­ანს და თა­ვი­ან­თი სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ცოდ­ნას კი­დევ უფრო გა­იღ­რმა­ვე­ბენ.

რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს კონ­კრე­ტუ­ლად ამე­რი­კულ გა­ნათ­ლე­ბას და რა­ტომ არის ის ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გან­სხვავ­დე­ბა რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი, ისე გერ­მა­ნუ­ლი და პოსტ-საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის­გან. ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა მუ­შა­ობს ასე: სტუ­დენ­ტე­ბი მხო­ლოდ ლექ­ცი­ებს კი არ ეს­წრე­ბი­ან ან საგ­ნებს მხო­ლოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით კი არ გა­დი­ან, არა­მედ ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ისეთ კურ­სში, რო­გო­რიც არის გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის პროგ­რა­მა (Global Citizenship Program). უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სი­აა, გა­ზარ­დოს გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის პროგ­რა­მა, კავ­ში­რე­ბი და ჩვენ ამი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი კურ­სე­ბი გვაქვს.

სწავ­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დის მეშ­ვე­ო­ბით სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­ნათ­ლე­ბას, ის­წავ­ლი­ან კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, ბევ­რს წა­ი­კი­თხა­ვენ და იმ­სჯე­ლე­ბენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამე­რი­კუ­ლი სის­ტე­მა სტუ­დენ­ტებს აძ­ლევს თა­ვი­სუფ­ლე­ბას და სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ვებსტე­რის კლა­სე­ბი არის მცი­რე ზო­მის და ჯგუ­ფე­ბი სხვა­დას­ხვა სა­გან­ზე მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა, რაც სტუ­დენტს უბიძ­გებს, მუდ­მი­ვად კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყოს.

აქვს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რე­გი­ო­ნულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰა­ბად იქ­ცეს და რა წვლილს შე­ი­ტანს აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრივ პო­ზი­ტი­უ­რი კლი­მა­ტია, რად­გან ქვე­ყა­ნას შე­უძ­ლია იყოს აკა­დე­მი­ურ ჰაბი. ის­ტო­რი­უ­ლად აქ იყ­ვნენ დი­დე­ბუ­ლი მკვლევ­რე­ბი, ექი­მე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი და ქვე­ყა­ნას ამის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი კლი­მა­ტი აქვს. უბ­რა­ლოდ ის კი­დევ ერთხელ უნდა გან­ვა­ახ­ლოთ და ახალ-ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოწ­ვე­ვის შე­მო­ტა­ნით ჩვენ ამას შევ­ძლებთ. ჩვენ შევ­ძლებთ, სტუ­დენ­ტებს ვუჩ­ვე­ნოთ, რომ გა­ნათ­ლე­ბა ისევ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცი­აა.

რო­გორ ითა­ნამ­შრომ­ლებს ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტაშ­კენ­ტის ოფი­სი თბი­ლის­თან?

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბი­საა, ჩემი დილა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს სინ­გა­პუ­რი­დან მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შაო ტაშ­კენ­ტის­თვის, შემ­დეგ ევ­რო­პის­თვის, იქ­ნე­ბა ეს ჟე­ნე­ვა თუ ვენა ან ათე­ნი და დღის ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდეს სენტ-ლუ­ი­სით. კი­თხვას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, მე „ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის“ ვმუ­შა­ობ­დი ტა­ი­ლან­დში და შემ­დეგ გა­და­ვე­დი ტაშ­კენ­ტში, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვა უფრო მარ­ტი­ვია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყო­ველ­თვის ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, მა­გა­ლი­თად, ფა­კულ­ტე­ტებ­ზე მო­ბი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სხვა.

ჩვენ გვაქვს პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ვებსტე­რის სხვა­დას­ხვა ფი­ლი­ალ­ში სწავ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, არა­მედ პრო­ფე­სო­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, სე­მესტრუ­ლად სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ას­წავ­ლონ. რა თქმა უნდა, ეს ქმნის ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­საც, რად­გან პრო­ფე­სო­რე­ბი მუდ­მი­ვად ერ­თსა და იმა­ვე ქვე­ყა­ნა­ში და ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­ში არ იქ­ნე­ბი­ან, იმოგ­ზა­უ­რე­ბენ და ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, რაც მათ­თვის ერ­თგვა­რი კულ­ტუ­რუ­ლი ტრე­ნინ­გი იქ­ნე­ბა.

ეს სის­ტე­მა რო­გორც პრო­ფე­სო­რებს, ისე სტუ­დენ­ტებს ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მის­ცემს. მა­გა­ლი­თად, ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია „ქე­ი­სე­ბით“ სწავ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ ქვე­ყა­ნას, სა­დაც პროგ­რა­მა ის­წავ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის ერთი და იგი­ვე იყოს, მაგ­რამ „ქე­ი­სე­ბით“ სწავ­ლე­ბა იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, უზ­ბე­კეთ­ში ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა General Motors-სს, რად­გან ის აქ ფარ­თოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ხოლო შვე­ი­ცა­რი­ა­ში - „რო­ლექსს“. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც პრო­ფე­სო­რე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბენ, მათ უწევთ ახალ-ახა­ლი ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბა, რაც ზრდის მათს ცოდ­ნას, თვალ­სა­წი­ერს, აუმ­ჯო­ბე­სებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნარს და სხვა. ეს ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

და­ბო­ლოს, რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს „ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჯერ კი­დევ არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით?

ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სკო­ლა სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი ან ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დის­თვის ჯერ კი­დევ არ იყო მზად. სა­ბედ­ნი­ე­როდ, „ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, 3 დღე­ში და­ნერ­გა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იმე­დი გვაქვს, რომ პან­დე­მია მალე დას­რულ­დე­ბა, შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნე­ბა და სწავ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ულ ფორ­მატს და­ვუბ­რუნ­დე­ბით.

ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 პროგ­რა­მით შე­მო­ვე­დით, თუმ­ცა ეს ჯერ და­სა­წყი­სია. იმე­დი გვაქვს, რომ სტუ­დენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას­თან ერ­თად, პროგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. „ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სა­თაო ოფის­ში ახლა 160 პროგ­რა­მაა და, იმე­დი გვაქვს, რომ მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­ფარ­თოვ­დე­ბა და ამ პრო­ცეს­ში არ გავ­ჩერ­დე­ბით.

R

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფ. ტ.
1

თავი დაანებეთ ამ იდიოტურ, ვითომ უნივერსიტეტებს! ჩვენი საქმეა ღვინო, ვაზი, ციტრუსები, მეცხვარეობა, მესაქონლეობა! აღადგინეთ კვარაცხელიას ძროხა! გერმანიაში ავტომართვის მოწმობასთან ერთად აიძულებენ ტრაქტორისტობის სწავლას. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომართვის უფლებას არ მოგცემენ! გთხოვთ პირადად ჩემი ცხოვრებისეული შეცდომა არ დაუშვათ! გულწრფელად გეუბნებით! თუ არა, მთელი სიცოცხლე მშიერი დარჩებით ჩემსავით! 

ჯონსტერის ტექნიკუმი
3

მოეშვით ბიძია ამ არფრის მომცემ კანტორებში ჩაბარებას,პროფესია შეიძინეთ რამე,მანქანის კეთება ისწავლეთ,ელექტროობის გაყვანა,თოხნა ან ბარვა...მშივრები რომ არ იყოთ!5 დღიური მუშა მყავს,აქედან 4ს ეკონომიური აქვს დამთავრებული,მეხუთეს ფსიქოლოგიური!

ავტორი:

უცხოელი ლექტორები და სწავლების ამერიკული მეთოდი - ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოშია

უცხოელი ლექტორები და სწავლების ამერიკული მეთოდი - ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოშია

ვებსტერის უნივერსიტეტი უკვე საქართველოშია და 2022 წლიდან სტუდენტების მიღებას იწყებს. პირველ ეტაპზე, ამერიკული უმაღლესი სასწავლებელი 5 პროგრამით შემოვიდა: საბაკალავრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტი, მასკომუნიკაციები; სამაგისტრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება; მომდევნო წლიდან კი აღნიშნულ ჩამონათვალს მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება.

აშშ-ში აკრედიტებული ვებსტერის უნივერსიტეტი მსოფლიოს 10 ქვეყანაშია წარმოდგენილი და საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან დიდი მოთხოვნით ხასიათდება. ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით.

ვებსტერის უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ეწვია ტაშკენტის ფილიალის წარმომადგენელი, რექტორის ასისტენტი ემინ ტაშირ ოღლუ ჰაჯიევი, რომელმაც Ambebi.ge-სთან დეტალურად ისაუბრა, რა ახალი შესაძლებლობები იქმნება ჩვენს ქვეყანაში სტუდენტებისა და საგანმანათლებლო ბაზრისთვის:

2-წლიანი მუშაობის შემდეგ, ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოშია. რა სარგებლის მომტანი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის?

მე უნივერსიტეტის საქართველოში შემოსვლის პროცესში ინტენსიურად ვიყავი ჩართული და ამით ძალიან აღფრთოვანებული ვარ. წარმოშობით ბაქოდან ვარ და საქართველოთი ყოველთვის მოხიბლული ვიყავი, ყველა აქაური ვიზიტი საინტერესო და სასიამოვნო იყო.

ჩემი აზრით, საქართველო ყოველთვის ცენტრი იყო იმ ყველაფრისა, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდებოდა და ვფიქრობ, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის აქ არსებობა ძალიან სასარგებლო იქნება როგორც თქვენი ქვეყნისთვის, ისე ახლოს მდებარე სახელმწიფოებისთვის. ვიმედოვნებ, ბევრი საერთაშორისო სტუდენტი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და დაიწყებს ვებსტერის საქართველოს ფილიალში სწავლას.

რა არის ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამების მთავარი უპირატესობა და რატომ სარგებლობს ის დიდი პოპულარობით მსოფლიოს მასშტაბით? რატომ უნდა ჩადონ ინვესტიცია სტუდენტებმა ვებსტერში მიღებულ ცოდნაში?

განათლება უძრავი ქონების მსგავსი ინვესტიცია არ არის, რომელსაც დღეს შეიძენ და რამდენიმე წლის შემდეგ უფრო ძვირად გაყიდი. ის განსხვავებული ინვესტიციაა. შენ მასში იხდი, სწავლობ და შემდეგ იწყებ შენი პროფესიით მუშაობას. ჩვენი სტუდენტების 94% პროგრამის დასრულებიდან 4 თვეში სასურველ სამსახურში საქმდება.

ჩვენ ტაშკენტში გვყავს 2 000 კურსდამთავრებული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ქსელი გვაქვს, 10 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, რაც სტუდენტს ბევრ შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, როდესაც საქართველოში სტუდენტი სწავლების პირველ წელს დაასრულებს, მას შეეძლება, 2 სემესტრის განმავლობაში სხვა ქვეყანაში ისწავლოს: ერთი სემესტრი გაატაროს ათენში, მეორე ჟენევაში ან სხვა ქალაქები აირჩიოს. მნიშვნელოვანია, რომ ასე მიიღებენ არამხოლოდ ხარისხიან განათლებას, არამედ საზღვარგარეთ გააფართოებენ თავიანთ კავშირებს, შეხვდებიან ბევრ ადამიანს და თავიანთი სამომავლო საქმიანობისთვის ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებენ.

რა უპირატესობები აქვს კონკრეტულად ამერიკულ განათლებას და რატომ არის ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

ამერიკული განათლება განსხვავდება როგორც ბრიტანული, ისე გერმანული და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების განათლების სისტემებისგან. ვებსტერის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მუშაობს ასე: სტუდენტები მხოლოდ ლექციებს კი არ ესწრებიან ან საგნებს მხოლოდ ტრადიციული მეთოდით კი არ გადიან, არამედ ისინი მონაწილეობას იღებენ ზოგადი განათლების ისეთ კურსში, როგორიც არის გლობალური მოქალაქეობის პროგრამა (Global Citizenship Program). უნივერსიტეტის მისიაა, გაზარდოს გლობალური მოქალაქეობის პროგრამა, კავშირები და ჩვენ ამისათვის შესაბამისი კურსები გვაქვს.

სწავლების აღნიშნული მეთოდის მეშვეობით სტუდენტები მიიღებენ მრავალფეროვან განათლებას, ისწავლიან კრიტიკულ აზროვნებას, ბევრს წაიკითხავენ და იმსჯელებენ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული სისტემა სტუდენტებს აძლევს თავისუფლებას და საინტერესოა ისიც, რომ ვებსტერის კლასები არის მცირე ზომის და ჯგუფები სხვადასხვა საგანზე მუდმივად იცვლება, რაც სტუდენტს უბიძგებს, მუდმივად კონკურენტული და მომზადებული იყოს.

აქვს თუ არა საქართველოს პოტენციალი, რეგიონულ საგანმანათლებლო ჰაბად იქცეს და რა წვლილს შეიტანს აღნიშნულ პროცესში ვებსტერის უნივერსიტეტი?

საქართველოში ამ მხრივ პოზიტიური კლიმატია, რადგან ქვეყანას შეუძლია იყოს აკადემიურ ჰაბი. ისტორიულად აქ იყვნენ დიდებული მკვლევრები, ექიმები, მეცნიერები და ქვეყანას ამისთვის შესანიშნავი კლიმატი აქვს. უბრალოდ ის კიდევ ერთხელ უნდა განვაახლოთ და ახალ-ახალი საგანმანათლებლო გამოწვევის შემოტანით ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენ შევძლებთ, სტუდენტებს ვუჩვენოთ, რომ განათლება ისევ ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა.

როგორ ითანამშრომლებს ვებსტერის უნივერსიტეტის ტაშკენტის ოფისი თბილისთან?

მოგეხსენებათ, „ვებსტერის უნივერსიტეტი“ საერთაშორისო მასშტაბისაა, ჩემი დილა შეიძლება დაიწყოს სინგაპურიდან მოსული შეტყობინებებით, დღის განმავლობაში ვიმუშაო ტაშკენტისთვის, შემდეგ ევროპისთვის, იქნება ეს ჟენევა თუ ვენა ან ათენი და დღის ბოლოს ყველაფერი დამთავრდეს სენტ-ლუისით. კითხვას რომ დავუბრუნდეთ, მე „ვებსტერის უნივერსიტეტისთვის“ ვმუშაობდი ტაილანდში და შემდეგ გადავედი ტაშკენტში, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლა და შეხვედრების გამართვა უფრო მარტივია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვითანამშრომლებთ, მაგალითად, ფაკულტეტებზე მობილობასთან დაკავშირებით და სხვა.

ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც არა მხოლოდ საერთაშორისო სტუდენტებისთვის ვებსტერის სხვადასხვა ფილიალში სწავლებას უკავშირდება, არამედ პროფესორებს შესაძლებლობას აძლევს, სემესტრულად სხვადასხვა ქვეყანაში ასწავლონ. რა თქმა უნდა, ეს ქმნის ახალ გამოწვევებსაც, რადგან პროფესორები მუდმივად ერთსა და იმავე ქვეყანაში და ერთი უნივერსიტეტის კამპუსში არ იქნებიან, იმოგზაურებენ და ახალ გამოცდილებას მიიღებენ, რაც მათთვის ერთგვარი კულტურული ტრენინგი იქნება.

ეს სისტემა როგორც პროფესორებს, ისე სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მაგალითად, ბიზნესის მიმართულება დაფუძნებულია „ქეისებით“ სწავლებაზე, რომელიც შეესაბამება იმ ქვეყანას, სადაც პროგრამა ისწავლება. შეიძლება, სასწავლო პროგრამა ყველა ქვეყნისთვის ერთი და იგივე იყოს, მაგრამ „ქეისებით“ სწავლება იქნება განსხვავებული. მაგალითად, უზბეკეთში ყურადღება დაეთმობა General Motors-სს, რადგან ის აქ ფართოდ არის წარმოდგენილი, ხოლო შვეიცარიაში - „როლექსს“. შესაბამისად, როდესაც პროფესორები მოგზაურობენ, მათ უწევთ ახალ-ახალი ქეისებით სწავლება, რაც ზრდის მათს ცოდნას, თვალსაწიერს, აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღების უნარს და სხვა. ეს ძალიან დასაფასებელია.

დაბოლოს, რა სამომავლო გეგმები აქვს „ვებსტერის უნივერსიტეტს“ საქართველოში, განსაკუთრებით, ჯერ კიდევ არსებული პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით?

ბევრი უნივერსიტეტი და სკოლა სწავლების დისტანციური ან ჰიბრიდული მეთოდისთვის ჯერ კიდევ არ იყო მზად. საბედნიეროდ, „ვებსტერის უნივერსიტეტმა“ ჰიბრიდული მოდელი ფაქტობრივად, 3 დღეში დანერგა. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ პანდემია მალე დასრულდება, შეზღუდვები მოიხსნება და სწავლების ტრადიციულ ფორმატს დავუბრუნდებით.

ახლა საქართველოში 5 პროგრამით შემოვედით, თუმცა ეს ჯერ დასაწყისია. იმედი გვაქვს, რომ სტუდენტების დაინტერესებასთან ერთად, პროგრამების რაოდენობა გაიზრდება. „ვებსტერის უნივერსიტეტის“ სათაო ოფისში ახლა 160 პროგრამაა და, იმედი გვაქვს, რომ მათი ჩამონათვალი საქართველოშიც გაფართოვდება და ამ პროცესში არ გავჩერდებით.

R