სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს დადგინდა, რომ ნიკა კვარაცხელია არ იცნობდა ბრალდებულებს... ისინი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს" - პროკურორი
"დღეს დადგინდა, რომ ნიკა კვარაცხელია არ იცნობდა ბრალდებულებს... ისინი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს" - პროკურორი

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე - ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი გა­მო­იკ­ვლი­ეს, რო­მელ­შიც კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბაა ასა­ხუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი 8-წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­მოკ­ვლე­ვას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე არ და­ეს­წრო.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, დღეს გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ.

„დაც­ვის მხა­რემ უდა­ვოდ გა­ხა­და ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაო დარ­ჩა მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კი­თხვა, ერთი მოწ­მის და­კი­თხვა, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­ი­კი­თხა და ასე­ვე, სა­და­ვოა, 3 საპ­რო­ცე­სო დო­კუ­მენ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით - უდა­ვოდ გახ­დის კუ­თხით კონ­კრე­ტულ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ორი­ვე ბრალ­დე­ბულ­მა და­ა­დას­ტუ­რა, უბ­რა­ლოდ, ისი­ნი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ეთან­ხმე­ბი­ან. ჩვენ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ერთი მოწ­მე და ასე­ვე გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ანუ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ნათ­ლად მი­თი­თე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტი. ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა უარი გა­ნა­ცხა­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა­ზე და მისი მო­თხოვ­ნით მან სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბა­ზი და­ტო­ვა, მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­თან და დაც­ვის მხა­რეს­თან ერ­თად მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ტა­ლუ­რად გა­მოკ­ვლე­ვა. ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ქარ­წყლდა დაც­ვის მხა­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­დნენ. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მა­სა­ლე­ბით დად­გინ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი არ იც­ნობ­და არც ერთ ბრალ­დე­ბულს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი წუ­თით ადრე ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ, თვა­ლებ­ში შე­ხე­დეს. თუ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­დნენ, მათ რა­ი­მე სა­ხის რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ. გა­მოკ­ვლე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო ის გა­რე­მო­ე­ბაც, რო­გორ, რა ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­დი­ნა ბრალ­დე­ბულ­მა მკვლე­ლო­ბა, რო­გორ იყ­ვნენ ისი­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­გორ ჰქონ­დათ ად­გი­ლი შერ­ჩე­უ­ლი, რო­გორ გად­მო­ვი­და ბრალ­დე­ბუ­ლი და­მუხ­ტუ­ლი ია­რა­ღით, რომ დრო არა­ფერ­ში და­ე­კარ­გა, რო­გორ ელო­დე­ბო­და მას მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნით, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი უსაფრ­თხოდ წა­ეყ­ვა­ნა.

შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას­თან და მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა უნდა ისა­უბ­რონ. ჩვენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მათ არა­ერ­თხელ მი­ვე­ცით. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ხე­ლის­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი, გა­მო­ყო­ფილ საქ­მე­ში ზღვა მა­სა­ლა არ­სე­ბობს იმის, რომ პო­ლი­ცი­ის ორ­გა­ნო­ე­ბი კონ­კრე­ტულ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ“, -გა­ნა­ცხა­და შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად ჰქონ­დათ წა­ყე­ნე­ბუ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა მკვლე­ლო­ბის დღი­დან ეძებ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა კი ტე­რი­ტო­რია თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით და­ტო­ვეს. აკო ჭე­ლი­ძე­სა და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს ბრა­ლი ედე­ბა ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზო
3

წამებას როგორ ამართლებს შე არაკაცო სადისტი შენნაირი ბნელი სადისტები რომ ცხოვრობენ ამ ქვეყანაში მაგიტომ ვიცხოვრეთ სადისტური მრავალწლიან რეჟიმში 

 

 

გიორგი
5

ეგ ლაჩარი და არაკაცი მკვლელები დაასახელებდნენ მაქსიმუმ 15-20 წუთში დამკვეთებს,თუ რა თქმა უნდა გამოძიება მათთან "თქვენობით" საუბარს შეწყვიტავს და ყოველგვარი კითხვის გარეშე "გაესაუბრება" მუშტებით და წიხლებით, და მთელი ქვეყანა იმავე დღეს გაიგებს მკვლელობის დამკვეთის გვარს და სახელს!

ავტორი:

"დღეს დადგინდა, რომ ნიკა კვარაცხელია არ იცნობდა ბრალდებულებს... ისინი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს" - პროკურორი

"დღეს დადგინდა, რომ ნიკა კვარაცხელია არ იცნობდა ბრალდებულებს... ისინი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს" - პროკურორი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მკვლელობის ადგილზე - ანჯაფარიძის ქუჩაზე არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი გამოიკვლიეს, რომელშიც კვარაცხელიას მკვლელობაა ასახული.

აღნიშნული 8-წუთიანი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევას ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი კავილაძე არ დაესწრო.

როგორც საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი განმარტავს, დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები და ნიკა კვარაცხელია ერთმანეთს არ იცნობდნენ.

„დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, სადაო დარჩა მხოლოდ ბრალდებულების დაკითხვა, ერთი მოწმის დაკითხვა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა და ასევე, სადავოა, 3 საპროცესო დოკუმენტი. აღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით - უდავოდ გახდის კუთხით კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობა ორივე ბრალდებულმა დაადასტურა, უბრალოდ, ისინი კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან. ჩვენ მიერ წარმოდგენილი იქნა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთი მოწმე და ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ანუ შემთხვევის ადგილის მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ნათლად მითითებულია მკვლელობის ჩადენის მომენტი. ერთ-ერთმა ბრალდებულმა უარი განაცხადა აღნიშნული ინფორმაციის ნახვაზე და მისი მოთხოვნით მან სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა, მეორე ბრალდებულთან და დაცვის მხარესთან ერთად მოხდა აღნიშნული ინფორმაციის დეტალურად გამოკვლევა. ამ სასამართლო პროცესზე გაქარწყლდა დაცვის მხარის განცხადება, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული მასალებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი არ იცნობდა არც ერთ ბრალდებულს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე ერთმანეთს შეხვდნენ, თვალებში შეხედეს. თუ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, მათ რაიმე სახის რეაქცია ექნებოდათ. გამოკვლეულ ინფორმაციაში მითითებული იყო ის გარემოებაც, როგორ, რა ვითარებაში ჩაიდინა ბრალდებულმა მკვლელობა, როგორ იყვნენ ისინი მომზადებული, როგორ ჰქონდათ ადგილი შერჩეული, როგორ გადმოვიდა ბრალდებული დამუხტული იარაღით, რომ დრო არაფერში დაეკარგა, როგორ ელოდებოდა მას მეორე ბრალდებული მანქანით, რომ ბრალდებული უსაფრთხოდ წაეყვანა.

შეკვეთილ მკვლელობასთან და მოტივთან დაკავშირებით, ბრალდებულებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენ ამის საშუალება მათ არაერთხელ მივეცით. ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი, გამოყოფილ საქმეში ზღვა მასალა არსებობს იმის, რომ პოლიციის ორგანოები კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში მუშაობენ“, -განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.