პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს" - ანზორ ჩუბინიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა
"ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს" - ანზორ ჩუბინიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

ბრალ­დე­ბის იმ ეპი­ზოდ­თან, რო­მე­ლიც დღეს იხი­ლე­ბა არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მან სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ჩვე­ნე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

"მე სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2013 წლის თე­ბერ­ვლი­დან ვმუ­შა­ობ. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვიცი, რომ ეს ეტა­პი და ბრალ­დე­ბა ეხე­ბა 2009-2013 წლამ­დე პე­რი­ოდს. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მე არ ვი­ყა­ვი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი და არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქონ­და. მე აქ გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ვარ დაც­ვის მხა­რის მოწ­მედ. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე.

მე ვფიქ­რობ, რომ თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და მისი ად­ვო­კა­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არი­ან და გა­ცი­ლე­ბით კარ­გად წარ­მო­ად­გე­ნენ, თუ რა­ტომ და რის­თვის იხარ­ჯე­ბო­და ეს თან­ხე­ბი. ასე რომ, მე უნდა და­ვა­დას­ტუ­რო რომ 2009 -2013 წლე­ბამ­დე არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მქო­ნია და არ მაქვს. ასე­ვე, მინ­და გან­ვმარ­ტო, სა­ჯა­როდ არის ცნო­ბი­ლი, რომ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა 2013 წლის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა უკვე მე ვი­ყა­ვი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბრალ­დე­ბის იმ ეპი­ზოდ­თან, რო­მე­ლიც დღეს იხი­ლე­ბა, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს ჩემ მიერ ნათ­ქვა­მი ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტყვა, ფრა­ზა და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია შეძ­ლე­ბა ისე იყოს ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას ჩემს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მო­მა­ვალ­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მსურს გან­ვა­ცხა­დო, რომ მინ­და ვი­სარ­გებ­ლო სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის მე-15 მუხ­ლით, რო­მე­ლიც მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას უარი გან­ვა­ცხა­დო ჩვე­ნე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე,“ - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ.

ავტორი:

"ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს" - ანზორ ჩუბინიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

"ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს" - ანზორ ჩუბინიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება არანაირი შეხება არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით გამოძახებულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა.

მან სასამართლოს წინაშე ჩვენებაზე უარი განაცხადა.

"მე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან ვმუშაობ. ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს ეტაპი და ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა. მე აქ გამოძახებული ვარ დაცვის მხარის მოწმედ. მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე.

მე ვფიქრობ, რომ თავად ბრალდებულები და მისი ადვოკატები გაცილებით კომპეტენტურები არიან და გაცილებით კარგად წარმოადგენენ, თუ რატომ და რისთვის იხარჯებოდა ეს თანხები. ასე რომ, მე უნდა დავადასტურო რომ 2009 -2013 წლებამდე არანაირი შეხება ამასთან დაკავშირებით არ მქონია და არ მაქვს. ასევე, მინდა განვმარტო, საჯაროდ არის ცნობილი, რომ გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როცა უკვე მე ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი. მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს. შესაბამისად, დღეს ჩემ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შეძლება ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იქნას ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში. ამასთან დაკავშირებით, მსურს განვაცხადო, რომ მინდა ვისარგებლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, რომელიც მაძლევს საშუალებას უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.