სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა... თურმე ორი წელი იღებდნენ" - სოსო ჯაჭვლიანის თქმით, როდესაც პარლამენტარი იყო, სახლში სათვალთვალო ვიდეოკამერები დაუმონტაჟეს
"საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა... თურმე ორი წელი იღებდნენ" - სოსო ჯაჭვლიანის თქმით, როდესაც პარლამენტარი იყო, სახლში სათვალთვალო ვიდეოკამერები დაუმონტაჟეს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფილ­მა წევ­რმა, სოსო ჯაჭვლი­ან­მა, "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ 2015 წელს, ბი­ნა­ში, სა­დაც ის ცხოვ­რობ­და, სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ჯაჭვლი­ა­ნის თქმით, ეს მოხ­და მა­შინ, რო­დე­საც იგი პარ­ლა­მენ­ტა­რი იყო და ქუ­თა­ის­ში ბინა ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი. რო­გორც ჯაჭვლი­ა­ნი მოჰ­ყვა, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ფაქტს შე­ეს­წრო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ლუკა კურ­ტა­ნი­ძე, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ჯაჭვლი­ა­ნის მიერ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და.

"2015 წელს ლუკა კურ­ტა­ნი­ძე შე­მო­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში. ლუ­კას ვუ­თხა­რი, წა­მო­დი ჩემ­თან სახ­ლში, მა­შინ ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დი. 3-ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნაა, ორი სა­ძი­ნე­ბე­ლი მაქვს, არ გინ­და და­ქი­რა­ვე­ბა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, როცა გინ­და, იყა­ვი ჩემ­თან-მეთ­ქი. დი­ლას დგე­ბა ლუკა და მე­ძა­ხის და მაჩ­ვე­ნებს ვი­დე­ო­კა­მე­რას, რო­მე­ლიც მის სა­ძი­ნე­ბელ­შია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. მე­ო­რე სა­ძი­ნე­ბელ­შიც იყო ვი­დე­ო­კა­მე­რა. ორი წელი თურ­მე იღებ­დნენ, რას საქ­მი­ა­ნობს სოსო ჯაჭვლი­ა­ნი სახ­ლში“, – გა­ნა­ცხა­და სოსო ჯაჭვლი­ან­მა.

რო­გორც ჯაჭვლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, და­ნამ­დვი­ლე­ბით არ იცის ვინ და­ა­მონ­ტა­ჟა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი მის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში. მისი თქმით, ეს შე­იძ­ლე­ბა მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­კე­თე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა არც იმას გა­მო­რი­ცხავს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

"არ ვიცი, ვისი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია. აბა, ვინ და­ა­მონ­ტა­ჟებ­და. შე­იძ­ლე­ბა, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა. ალ­ბათ, ეტყო­ბა, თვი­თონ რო­გორც აზ­როვ­ნე­ბენ, ისე­თი ვე­გო­ნე მე. რა უნდა გა­და­ე­ღოთ? ვინ უნდა მო­მეყ­ვა­ნა იქ? ან რა უნდა ჩა­მე­დი­ნა იმა­ზე მეტი, რა­საც პირ­ში ვე­უბ­ნე­ბო­დი ყვე­ლას. შემ­რცხვა. ახლა ვი­ფიქ­რე, რო­გო­რია, შენ ატე­ხო აყალ-მა­ყა­ლი, ერთი ამ­ბა­ვი, იმი­ტომ, რომ რა უნდა გა­და­ე­ღოთ ჩემ­ზე? წარ­მო­გიდ­გე­ნია, მე რომ ამას გა­მი­კე­თე­ბენ? ვი­საც გინ­დათ და სა­დაც გინ­დათ, იქ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბით და დამ­კი­თხეთ“, – გა­ნა­ცხა­და ჯაჭვლი­ან­მა.

ჯაჭვლი­ა­ნის თქმით, თუ ლუკა კურ­ტა­ნი­ძე იტყვის, რომ მისი მო­ნა­თხრო­ბი სი­მარ­თლე არ არის, მა­შინ ის ბო­დიშს მო­იხ­დის.

"წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატს ხელი და­ა­დე და სი­მარ­თლე თქვი" - მი­მარ­თა ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს პირ­და­პი­რი ეთე­რი­დან ჯაჭვლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
11

სოსიკო შენ თუ ორი წელი ცხოვრობდი მაგ ბინაში და ვერ შეამჩნიე, რავა კურტანიძეს გამადიდებლები ჰქონდა თვალებზე და ეგრევე დაინახა?! არ ხარ შრნ კარგი კაცი! მსიტა რა ნასოსი!

კონსტანტინე თავართქილაძე
8

ამას ერთი კამერა არ ეყოფოდა ალბათ ორი დაუმონტაჟეს :)))))))))) 

ავტორი:

"საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა... თურმე ორი წელი იღებდნენ" - სოსო ჯაჭვლიანის თქმით, როდესაც პარლამენტარი იყო, სახლში სათვალთვალო ვიდეოკამერები დაუმონტაჟეს

"საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა... თურმე ორი წელი იღებდნენ" - სოსო ჯაჭვლიანის თქმით, როდესაც პარლამენტარი იყო, სახლში სათვალთვალო ვიდეოკამერები დაუმონტაჟეს

"ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 2015 წელს, ბინაში, სადაც ის ცხოვრობდა, სათვალთვალო ვიდეოკამერები აღმოაჩინა. ჯაჭვლიანის თქმით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც იგი პარლამენტარი იყო და ქუთაისში ბინა ჰქონდა ნაქირავები. როგორც ჯაჭვლიანი მოჰყვა, ვიდეოკამერების აღმოჩენის ფაქტს შეესწრო "ქართული ოცნების" დეპუტატი ლუკა კურტანიძე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ჯაჭვლიანის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

"2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში. ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი. 3-ოთახიანი ბინაა, ორი საძინებელი მაქვს, არ გინდა დაქირავება და მეუღლესთან ერთად, როცა გინდა, იყავი ჩემთან-მეთქი. დილას დგება ლუკა და მეძახის და მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც მის საძინებელშია დამონტაჟებული. მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა. ორი წელი თურმე იღებდნენ, რას საქმიანობს სოსო ჯაჭვლიანი სახლში“, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

როგორც ჯაჭვლიანმა აღნიშნა, დანამდვილებით არ იცის ვინ დაამონტაჟა ვიდეოკამერები მის საცხოვრებელ ბინაში. მისი თქმით, ეს შეიძლება მმართველი გუნდის გაკეთებული ყოფილიყო, თუმცა არც იმას გამორიცხავს, "ნაციონალური მოძრაობის" დამონტაჟებული ყოფილიყო.

"არ ვიცი, ვისი დამონტაჟებულია. აბა, ვინ დაამონტაჟებდა. შეიძლება, ნაციონალების დამონტაჟებული იყო. ყველაფერი შეიძლება. ალბათ, ეტყობა, თვითონ როგორც აზროვნებენ, ისეთი ვეგონე მე. რა უნდა გადაეღოთ? ვინ უნდა მომეყვანა იქ? ან რა უნდა ჩამედინა იმაზე მეტი, რასაც პირში ვეუბნებოდი ყველას. შემრცხვა. ახლა ვიფიქრე, როგორია, შენ ატეხო აყალ-მაყალი, ერთი ამბავი, იმიტომ, რომ რა უნდა გადაეღოთ ჩემზე? წარმოგიდგენია, მე რომ ამას გამიკეთებენ? ვისაც გინდათ და სადაც გინდათ, იქ დაგელაპარაკებით და დამკითხეთ“, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

ჯაჭვლიანის თქმით, თუ ლუკა კურტანიძე იტყვის, რომ მისი მონათხრობი სიმართლე არ არის, მაშინ ის ბოდიშს მოიხდის.

"წმინდა ნიკოლოზის ხატს ხელი დაადე და სიმართლე თქვი" - მიმართა ლუკა კურტანიძეს პირდაპირი ეთერიდან ჯაჭვლიანმა.