სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიახ, მე და თაკო ცოლ-ქმარი აღარ ვართ... გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო" - რას წერს გია ბაღაშვილი მეუღლესთან დაშორების შესახებ?
"დიახ, მე და თაკო ცოლ-ქმარი აღარ ვართ... გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო" - რას წერს გია ბაღაშვილი მეუღლესთან დაშორების შესახებ?

მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი მისი ოჯა­ხის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მხარ­და­ჭე­რის­თვის ყვე­ლას მად­ლო­ბას უხ­დის. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ის და მისი მე­უღ­ლე და­შორ­დნენ.

რო­გორც მუ­სი­კო­სი ამ­ბობს, მას და თაკო ტა­ბა­ტა­ძეს მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი ჰქონ­დათ, რა­მაც და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ჩემი ოჯა­ხის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი სით­ბო­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რა­საც ყო­ველ­თვის ვგრძნობ და უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ ამის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი და თა­კოს გა­შო­რე­ბას, დიახ, ეს მარ­თლაც ასეა. ჩვენ მე­სა­მე წე­ლია რაც ცოლ-ქმა­რი აღარ ვართ.

მი­ზე­ზი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი იყო მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და გავ­შო­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. რა თქმა უნდა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი იყო, პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი 4 უსაყ­ვარ­ლე­სი შვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ვარ­ჩი­ეთ ამ ფორ­მით შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და სა­ბედ­ნი­ე­როდ ეს შევ­ძე­ლით.

გა­შო­რე­ბის ფაქ­ტის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ზეც სწო­რედ იმი­ტომ შე­ვი­კა­ვეთ თავი, რომ ეს ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად და­შო­რე­ბი­სა, მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის აღ­ზრდი­სა და მათ­ზე ზრუნ­ვი­სათ­ვის.

ამ სა­კი­თხზე მეტ სა­უ­ბარს აღარ ვა­პი­რებ, ვი­ნა­ი­დან ამ თე­მის ზედ­მე­ტად მუ­სი­რე­ბა დის­კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნის ბავ­შვებს" - წერს ბა­ღაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 18 წლის იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის 19 - წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს. მათ 4 გო­გო­ნა ჰყავთ.

მკითხველის კომენტარები / 99 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატა
0

ფეხბურთელი ეგეც თბილისის დინამოში არ თამაშობდეს. თან 8 წლით პატარა ყოფილა გოგოზე.

ლიანა
5

ამ გოგოს ასაკის პრობლემა არ აქვს, გია თუ უფროსი იყო ფეხბურთელია სამაგიეროდ მასზე პატარა. ფრხბურთელსა და მის უფროსს შვილს შორისაც კი არაა იმხელა სხვაობა რაც გიას და ამ გოგოს შორის იყო. მე სამივე დიდი მკიდია, მაგრამ 4 პატარა გოგო არ მკიდია. ღმერთმა უშველოს ოთხივეს.(ისე გაშორდა თორე რას ამბობ თავს იკლავს შვილების შენახვით ისედაც გიას შესანახია ხუთივე) ნუ ალბათ ფეხბურთელს არ ვთვლი:)))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დიახ, მე და თაკო ცოლ-ქმარი აღარ ვართ... გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო" - რას წერს გია ბაღაშვილი მეუღლესთან დაშორების შესახებ?

"დიახ, მე და თაკო ცოლ-ქმარი აღარ ვართ... გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო" - რას წერს გია ბაღაშვილი მეუღლესთან დაშორების შესახებ?

მუსიკოსი გია ბაღაშვილი მისი ოჯახის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. როგორც ცნობილი გახდა, ის და მისი მეუღლე დაშორდნენ.

როგორც მუსიკოსი ამბობს, მას და თაკო ტაბატაძეს მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჰქონდათ, რამაც დაშორების გადაწყვეტილება მიაღებინა.

"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ოჯახის ყველა გულშემატკივარს, წლების მანძილზე, ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატული გამორჩეული სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ და უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის.

რაც შეეხება ჩემი და თაკოს გაშორებას, დიახ, ეს მართლაც ასეა. ჩვენ მესამე წელია რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ.

მიზეზი განსხვავებული ხედვები იყო მომავალთან დაკავშირებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, პირველ რიგში ჩვენი 4 უსაყვარლესი შვილის გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოოდ ვარჩიეთ ამ ფორმით შეგვენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა და საბედნიეროდ ეს შევძელით.

გაშორების ფაქტის გასაჯაროებაზეც სწორედ იმიტომ შევიკავეთ თავი, რომ ეს ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის. მიუხედავად დაშორებისა, მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვისათვის.

ამ საკითხზე მეტ საუბარს აღარ ვაპირებ, ვინაიდან ამ თემის ზედმეტად მუსირება დისკომფორტს შეუქმნის ბავშვებს" - წერს ბაღაშვილი.

ცნობისთვის, წყვილმა 2009 წელს იქორწინა, იმჟამად თაკო 18 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 19 - წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს. მათ 4 გოგონა ჰყავთ.