მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენთან ამ ტიპის გაერთიანების იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ" - გიგა ბოკერია გიგი უგულავას ინიციატივაზე
"ჩვენთან ამ ტიპის გაერთიანების იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ" - გიგა ბოკერია გიგი უგულავას ინიციატივაზე

გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც არ ემ­ყა­რე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს, ქვე­ყა­ნას დიდ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას მო­უ­ტანს, ამის მა­გა­ლი­თია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე გიგა ბო­კე­რია ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ქოლ­გის ქვეშ უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ. ბო­კე­რი­ას თქმით, გიგი უგუ­ლა­ვას იდე­ას „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ სე­რი­ო­ზუ­ლად არ გა­ნი­ხი­ლავს.

"პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ან თვი­თონ არის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის გან­წი­რუ­ლი ან ქვე­ყა­ნას მო­უ­ტანს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­სა და კა­ტას­ტრო­ფას, ამის მა­გა­ლი­თია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ამი­ტომ ამ იდე­ას სე­რი­ო­ზუ­ლად არც კი გან­ვი­ხი­ლავთ ჩვენ „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, დღეს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გიგი უგუ­ლა­ვამ სა­კუ­თარ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი ხედ­ვა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უგუ­ლა­ვას თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლ­გა პარ­ტია ყვე­ლას­თვის, ვინც ეთან­ხმე­ბა სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო პრინ­ცი­პებს, იდე­ა­ლებს, პა­ტივს სცემს პარ­ტი­ის ბი­ოგ­რა­ფი­ას, თუნ­დაც რომ კრი­ტი­კუ­ლად აფა­სებ­დეს ბევრ სა­კითხს“.

მი­სი­ვე თქმით, უნდა „წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და „ოც­ნე­ბის“ გარ­და არის ბლო­კი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს „ლე­ლოს“, „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, და­ვით ბაქ­რა­ძეს, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს“. რო­გორც უგუ­ლა­ვა წერს, ეს იქ­ნე­ბო­და „თეთ­რე­სა­ყე­ლო­ი­ან­თა“, უფრო ზუს­ტად კი „ჰალ­სტუ­ხი­ან­თა პარ­ტია"

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეშშე
1

ოცნება მოაშორე ესენი ამ ქვეყანას ხალხი ტაშს დაგიკრავს,ვერ ხედავთ მოგალატეები არიან,ეს ქვეყანა ამათ ფეხებზე კიდიათ სულ პარლამენტში უნდათ.არც ერთი დზველი სახე არჩევნებზე ჩარეცხეთ სასწრაფოდ,ესაა ხალხის მოთხოვნა.

გუჯა
0

ოჰო სადაც ბოკერია გაერთიანდება...შეემატება იმ პარტიას 001%)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენთან ამ ტიპის გაერთიანების იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ" - გიგა ბოკერია გიგი უგულავას ინიციატივაზე

"ჩვენთან ამ ტიპის გაერთიანების იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ" - გიგა ბოკერია გიგი უგულავას ინიციატივაზე

გაერთიანება, რომელიც არ ემყარება ღირებულებებსა და შეხედულებებს, ქვეყანას დიდ წარუმატებლობას მოუტანს, ამის მაგალითია „ქართული ოცნება“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ. ბოკერიას თქმით, გიგი უგულავას იდეას „ევროპული საქართველო“ სერიოზულად არ განიხილავს.

"პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს. ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობასა და კატასტროფას, ამის მაგალითია „ქართული ოცნება“, ამიტომ ამ იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ ჩვენ „ევროპულ საქართველოში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორი ხედვა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. უგულავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს“.

მისივე თქმით, უნდა „წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ გარდა არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს“. როგორც უგულავა წერს, ეს იქნებოდა „თეთრესაყელოიანთა“, უფრო ზუსტად კი „ჰალსტუხიანთა პარტია"