საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას "ჩემო", ეს უკვე ზედმეტია" - ზელენსკის პასუხი პუტინის ფრაზაზე: "მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო"
"უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას "ჩემო", ეს უკვე ზედმეტია" - ზელენსკის პასუხი პუტინის ფრაზაზე: "მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო"

ჩვენ ნამ­დვი­ლად ვა­ფა­სებთ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან სო­ლი­და­რო­ბის ნა­ბი­ჯებს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან ერ­თად გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ზე­ლენ­სკიმ ფრანგ კო­ლე­გას დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ჩვენ ნამ­დვი­ლად ვა­ფა­სებთ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან სო­ლი­და­რო­ბის ნა­ბი­ჯებს. ძლი­ე­რი ნა­ბი­ჯია ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი­სა და საფ­რან­გე­თის მხრი­და­ნაც, რაც უკ­რა­ი­ნის­თვის 1,2 მი­ლი­არ­დი ევ­როს ოდე­ნო­ბით მაკრო­ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ეს ნამ­დვი­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა­ში”, - გა­ნა­ცხა­და მან.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ფრა­ზას "მოგ­წონს თუ არა მო­ით­მი­ნე ჩემო ლა­მა­ზო", რო­მე­ლიც მის მი­მართ იყო ნათ­ქვა­მი.

„არის რა­ღა­ცე­ბი, რა­ზეც ვერ იდა­ვებ - უკ­რა­ი­ნა ნამ­დვი­ლად ლა­მა­ზია, რაც შე­ე­ხე­ბა სი­ტყვას „ჩემო“ ეს უკვე ზედ­მე­ტია. უკ­რა­ი­ნა ით­მენს, ვფიქ­რობ, ეს ჭკვი­ა­ნუ­რია. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთე­ლი ევ­რო­პი­სა და რუ­სე­ბის­თვის, რად­გან ეს­კა­ლა­ცია და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენს მოთ­მი­ნე­ბა­ზე. ჩვენ ვი­ცავთ ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩვენ ვართ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ჩვენ არ ვპა­სუ­ხობთ პრო­ვო­კა­ცი­ებს, არა­მედ ვიქ­ცე­ვით ღირ­სე­უ­ლად, ამი­ტომ მოთ­მი­ნე­ბა, ჩემი აზ­რით, სიბ­რძნეა“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა "მინ­სკის შე­თან­ხმე­ბა­ზე" დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ცერთ პუნ­ქტი არ მოს­წონს მინ­სკის შე­თან­ხმე­ბი­დან. ნუ, მოგ­წონს, არ მოგ­წონს, მო­ით­მი­ნე, ჩემო ლა­მა­ზო! უნდა შე­ას­რუ­ლო! სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვა", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამრიგად
0

ვოვა თავის ეგრეთწოდებულ მოღვაწეობის ბოლო წლებს ითვლის.

ქვეყნის გულშემატკივარი
1

ოსებს მადა მომატებიათ და ელოდებიან პუტინს, იქნებ თრუსოს ხეობა და ყაზბეგიც მიუერთოს. დიდი განხილვები აქვთ თავის დიდ ე.წ.სახელმწიფოში 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას "ჩემო", ეს უკვე ზედმეტია" - ზელენსკის პასუხი პუტინის ფრაზაზე: "მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო"

"უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას "ჩემო", ეს უკვე ზედმეტია" - ზელენსკის პასუხი პუტინის ფრაზაზე: "მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო"

ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ სხვა სახელმწიფოებისგან სოლიდარობის ნაბიჯებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ფრანგ კოლეგას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ სხვა სახელმწიფოებისგან სოლიდარობის ნაბიჯებს. ძლიერი ნაბიჯია ემანუელ მაკრონისა და საფრანგეთის მხრიდანაც, რაც უკრაინისთვის 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსურ დახმარებას გულისხმობს. ეს ნამდვილად დაგვეხმარება ქვეყნის ეკონომიკის დასტაბილურებაში”, - განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის ფრაზას "მოგწონს თუ არა მოითმინე ჩემო ლამაზო", რომელიც მის მიმართ იყო ნათქვამი.

„არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ - უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს, ვფიქრობ, ეს ჭკვიანურია. ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და რუსებისთვის, რადგან ესკალაცია დამოკიდებულია ჩვენს მოთმინებაზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს, არამედ ვიქცევით ღირსეულად, ამიტომ მოთმინება, ჩემი აზრით, სიბრძნეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "მინსკის შეთანხმებაზე" დასმულ კითხვას უპასუხა და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დაადანაშაულა.

"მოქმედმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არცერთ პუნქტი არ მოსწონს მინსკის შეთანხმებიდან. ნუ, მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო! უნდა შეასრულო! სხვანაირად არ გამოვა", - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართა.