პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთმა ადეიშვილს პანღური უთავაზა. ამის შემდეგ ის სწრაფად გაიქცა ქუჩაზე, მაგრამ თავდამსხმელები დაეწივნენ და..." - რას წერს უკრაინული გამოცემა ადეიშვილის ცემის დეტალებზე?
"ერთ-ერთმა ადეიშვილს პანღური უთავაზა. ამის შემდეგ ის სწრაფად გაიქცა ქუჩაზე, მაგრამ თავდამსხმელები დაეწივნენ და..." - რას წერს უკრაინული გამოცემა ადეიშვილის ცემის დეტალებზე?

პო­პუ­ლა­რულ უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მა "სტრა­ნა­ში" (Страна) გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "იმ პან­ღუ­რე­ბის გამო, რო­მე­ლიც კი­ევ­ში ბე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩე­ველს მოხ­ვდა, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­რე­ი­სე­ბი შე­ფერ­ხდა“ (ავ­ტო­რი - დი­მიტ­რი ვო­ი­კო), რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გენპ­რო­კუ­რო­რის, ამ­ჟა­მად კი უკ­რა­ი­ნის გენპ­რო­კუ­რო­რის ირინა ბე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩევ­ლის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზო­გი­ერ­თი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი დე­ტა­ლია გად­მო­ცე­მუ­ლი.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას:

"სტრა­ნამ“ შე­ი­ტყო კი­ე­ვის ცენ­ტრში უკ­რა­ი­ნის გენპ­რო­კუ­რო­რის ირი­ნა ბე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩევ­ლის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი.

რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან ჩვენ­მა წყა­რო­ებ­მა გვი­თხრეს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს იმ დროს და­ესხნენ თავს, როცა იგი და­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ბი­ნის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იმ შე­ნო­ბის ფა­სადს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი უნდა და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა, როცა მის ახ­ლოს ოთხმა ბიჭ­მა გა­ი­ა­რა, ერთ-ერთი ზურგჩან­თით იყო.

მათ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს გვერ­დზე ჩა­უ­ა­რეს და შემ­დეგ თით­ქოს იც­ნეს, შე­ჩერ­დნენ და უკან დაბ­რუნ­დნენ. ერთ-ერ­თმა ბიჭ­მა ბე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩე­ველს პან­ღუ­რი უთა­ვა­ზა. ამის შემ­დეგ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი სწრა­ფად გა­იქ­ცა ქუ­ჩა­ზე, მაგ­რამ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი და­ე­წივ­ნენ და ჭიტ­ლა­ყე­ბი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე უთა­ვა­ზეს. ადე­იშ­ვი­ლი ისევ გა­იქ­ცა, მაგ­რამ სირ­ბი­ლის დროს ფეხი რა­ღა­ცას წა­მოჰ­კრა, და­ვარ­და და ხე­ლე­ბი გა­და­იყვლი­ფა. წა­მოდ­გა, მაგ­რამ ბი­ჭე­ბი ისევ მი­ვარ­დნენ და წიხ­ლი ისევ რამ­დენ­ჯერ­მე უთა­ვა­ზეს, რის მე­რეც გა­იქ­ცნენ და მი­ი­მალ­ნენ.

წაქ­ცე­ვის დროს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა ხე­ლის­გუ­ლე­ბი მსუ­ბუ­ქად და­ი­ზი­ა­ნა, გა­უ­ტყდა სათ­ვა­ლეც, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მის­ვლა თვი­თონ შეძ­ლო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სწრა­ფად მი­ვიდ­ნენ მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ოფის­ში სხვა­დას­ხვა ხელ­მძღვა­ნელ პოს­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ და პი­რა­დად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ინ­ცი­დენ­ტის ად­გი­ლი. აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 296-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით - "ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბა“.

გუ­შინ კი­ე­ვის აე­რო­პორ­ტებ­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ ამოწ­მებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­საფ­რე­ნად გამ­ზა­დე­ბულ ავი­ა­რე­ი­სებ­საც კი აყოვ­ნებ­დნენ - სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სურ­დათ გა­ე­გოთ, ხომ არ მიფ­რი­ნავ­დნენ ის პი­რე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ, რომ­ლებ­მაც ბე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩე­ვე­ლი გა­ლა­ხეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­მო­აზ­რის, ყო­ფი­ლი გენპ­რო­კუ­რო­რის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. მას ბრალ­დე­ბა აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე და­ნა­შა­ულ­ში, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა­შიც". წყა­რო

თარ­გმნა სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 134 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაპკო
1

ამას დამსახურება უნდა,ყველას კი არ უჭიტლაყებენ, აბაააააა

santo
1

პაბღური ამოარტყეს სხვა ხომ არაფერი არაუშავს ))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ერთ-ერთმა ადეიშვილს პანღური უთავაზა. ამის შემდეგ ის სწრაფად გაიქცა ქუჩაზე, მაგრამ თავდამსხმელები დაეწივნენ და..." - რას წერს უკრაინული გამოცემა ადეიშვილის ცემის დეტალებზე?

"ერთ-ერთმა ადეიშვილს პანღური უთავაზა. ამის შემდეგ ის სწრაფად გაიქცა ქუჩაზე, მაგრამ თავდამსხმელები დაეწივნენ და..." - რას წერს უკრაინული გამოცემა ადეიშვილის ცემის დეტალებზე?

პოპულარულ უკრაინულ გამოცემა "სტრანაში" (Страна) გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "იმ პანღურების გამო, რომელიც კიევში ბენედიქტოვას მრჩეველს მოხვდა, საქართველოს მიმართულებით ავიარეისები შეფერხდა“ (ავტორი - დიმიტრი ვოიკო), რომელშიც საქართველოს ყოფილი გენპროკურორის, ამჟამად კი უკრაინის გენპროკურორის ირინა ბენედიქტოვას მრჩევლის ზურაბ ადეიშვილის ცემასთან დაკავშირებით ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი დეტალია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

"სტრანამ“ შეიტყო კიევის ცენტრში უკრაინის გენპროკურორის ირინა ბენედიქტოვას მრჩევლის ზურაბ ადეიშვილის ცემასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი.

როგორც სამართალდამცველი სტრუქტურებიდან ჩვენმა წყაროებმა გვითხრეს, ზურაბ ადეიშვილს იმ დროს დაესხნენ თავს, როცა იგი დასაქირავებელი ბინის სანახავად მიდიოდა.

დაზარალებული იმ შენობის ფასადს ათვალიერებდა, სადაც საცხოვრებელი ფართობი უნდა დაექირავებინა, როცა მის ახლოს ოთხმა ბიჭმა გაიარა, ერთ-ერთი ზურგჩანთით იყო.

მათ ზურაბ ადეიშვილს გვერდზე ჩაუარეს და შემდეგ თითქოს იცნეს, შეჩერდნენ და უკან დაბრუნდნენ. ერთ-ერთმა ბიჭმა ბენედიქტოვას მრჩეველს პანღური უთავაზა. ამის შემდეგ ზურაბ ადეიშვილი სწრაფად გაიქცა ქუჩაზე, მაგრამ თავდამსხმელები დაეწივნენ და ჭიტლაყები კიდევ რამდენჯერმე უთავაზეს. ადეიშვილი ისევ გაიქცა, მაგრამ სირბილის დროს ფეხი რაღაცას წამოჰკრა, დავარდა და ხელები გადაიყვლიფა. წამოდგა, მაგრამ ბიჭები ისევ მივარდნენ და წიხლი ისევ რამდენჯერმე უთავაზეს, რის მერეც გაიქცნენ და მიიმალნენ.

წაქცევის დროს ზურაბ ადეიშვილმა ხელისგულები მსუბუქად დაიზიანა, გაუტყდა სათვალეც, თუმცა საავადმყოფომდე მისვლა თვითონ შეძლო. დაზარალებულის სტატუსის გათვალისწინებით, შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივიდნენ მისი თანამემამულეები, რომლებიც უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოსტებზე მუშაობენ და პირადად დაათვალიერეს ინციდენტის ადგილი. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით - "ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა“.

გუშინ კიევის აეროპორტებში საგულდაგულოდ ამოწმებდნენ საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილეობის დადგენის მიზნით და საქართველოსკენ გასაფრენად გამზადებულ ავიარეისებსაც კი აყოვნებდნენ - სამართალდამცველებს სურდათ გაეგოთ, ხომ არ მიფრინავდნენ ის პირები საზღვარგარეთ, რომლებმაც ბენედიქტოვას მრჩეველი გალახეს.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრის, ყოფილი გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ბრალდება აქვს წაყენებული რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის ადამიანების წამებაშიც". წყარო

თარგმნა სიმონ კილაძემ