სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰოლივუდი თავიდან არ მიღებდა, თითქოს, ყოველთვის ნარჩენები მხვდებოდა" - 52 წლის ჯენიფერ ლოპესის ახალი, ცეცხლოვანი ფოტოსესია და რთულად მოპოვებული წარმატება
"ჰოლივუდი თავიდან არ მიღებდა, თითქოს, ყოველთვის ნარჩენები მხვდებოდა" - 52 წლის ჯენიფერ ლოპესის ახალი, ცეცხლოვანი ფოტოსესია და რთულად მოპოვებული წარმატება

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი 52 წლის ასაკ­შიც ახერ­ხებს ხალ­ხის გა­ო­ცე­ბას: მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბით და თა­მა­მი ფო­ტო­სე­სი­ით დაგ­ვიბ­რუნ­და ამ­ჯე­რად ის Rolling Stone-ის მარ­ტის ნო­მერს ამ­შვე­ნებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯეი ლო პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე 2001 წლის გა­მო­ცე­მა­შიც იყო.

"Rolling Stone"-ის 2001 წლის ნო­მე­რი

გა­მო­ცე­მას­თან ლო­პეს­მა წარ­მა­ტე­ბის რთუ­ლი გზა გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ ჰო­ლი­ვუ­დი მის მი­მართ არ ყო­ფი­ლა "შემ­წყნა­რე­ბე­ლი."

"ყო­ველ­თვის ვი­ღა­ცის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ვი­ყა­ვი. ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, თით­ქოს ნარ­ჩე­ნე­ბი მხვდე­ბო­და. ასე­თია შენი ბედი, როცა პუ­ერ­ტო­რი­კო­ე­ლი ხარ და თან - ქალი.", - ამ­ბობს ჯენი.

ლო­პე­სი ამ ეტაპ­ზე თავს ბედ­ნი­ე­რად თვლის: ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, სიმ­ღე­რებს წერს და პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც გა­უ­მარ­თლა: ყო­ფილ საქმროს­თან - ბენ აფ­ლეკ­თან ხე­ლახ­ლა წა­მო­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა. ჯე­ი­ლო ყვე­ბა: "ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ. ერ­თნა­ი­რე­ბი ვართ და ამავდრო­უ­ლად, გან­ვსხვავ­დე­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან, რაც ძა­ლი­ან კარ­გია".

ჯე­ნი­ფე­რი და ბენი ერ­თმა­ნეთს 2002-2004 წლებ­ში ხვდე­ბოდ­ნენ და ჯე­ნი­ფე­რი ამ პე­რი­ოდს ტკბი­ლად იხ­სე­ნებს: "სა­ნამ მე და ბენი ერ­თად ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნე­თი სი­გი­ჟემ­დე გვიყ­ვარ­და. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი პე­რი­ო­დი იყო."

ჯე­ნი­ფე­რი უკვე 3-ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი: ოჯა­ნი ნო­ა­ზე, კრის ჯუდ­ზე და მარკ ენ­ტო­ნი­ზე, მაგ­რამ ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბენი მის­თვის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცია.

წყა­რო:rollingstone

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
buba
37

..."დაბერდი შენ ჩემო ნიკორავ"...

ხატია
25

ჯენიფერ ლოპესმა რომ წარმატებას მიაღწია, ეგ არის საოცრება. არც მომღერლის, არც მსახიობის ნიჭი არ აქვს. გარეგნობაც ძალიან უბრალო. ისე, სადაც კიმ კარდაშიანია პოპულარული, იქ ჯეილოს პოპულარობაც გასაკვირი არ არის.

ავტორი:

"ჰოლივუდი თავიდან არ მიღებდა, თითქოს, ყოველთვის ნარჩენები მხვდებოდა" - 52 წლის ჯენიფერ ლოპესის ახალი, ცეცხლოვანი ფოტოსესია და რთულად მოპოვებული წარმატება

"ჰოლივუდი თავიდან არ მიღებდა, თითქოს, ყოველთვის ნარჩენები მხვდებოდა" - 52 წლის ჯენიფერ ლოპესის ახალი, ცეცხლოვანი ფოტოსესია და რთულად მოპოვებული წარმატება

ჯენიფერ ლოპესი 52 წლის ასაკშიც ახერხებს ხალხის გაოცებას: მომღერალი და მსახიობი ახალი ვარცხნილობით და თამამი ფოტოსესიით დაგვიბრუნდა ამჯერად ის Rolling Stone-ის მარტის ნომერს ამშვენებს.

აღსანიშნავია, რომ ჯეი ლო პოპულარული ჟურნალის გარეკანზე 2001 წლის გამოცემაშიც იყო.

"Rolling Stone"-ის 2001 წლის ნომერი

გამოცემასთან ლოპესმა წარმატების რთული გზა გაიხსენა და თქვა, რომ ჰოლივუდი მის მიმართ არ ყოფილა "შემწყნარებელი."

"ყოველთვის ვიღაცის დაქვემდებარებაში ვიყავი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ნარჩენები მხვდებოდა. ასეთია შენი ბედი, როცა პუერტორიკოელი ხარ და თან - ქალი.", - ამბობს ჯენი.

ლოპესი ამ ეტაპზე თავს ბედნიერად თვლის: ფილმებში მონაწილეობს, სიმღერებს წერს და პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა: ყოფილ საქმროსთან - ბენ აფლეკთან ხელახლა წამოიწყო ურთიერთობა. ჯეილო ყვება: "ჩვენ გავიზარდეთ. ერთნაირები ვართ და ამავდროულად, განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რაც ძალიან კარგია".

ჯენიფერი და ბენი ერთმანეთს 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ და ჯენიფერი ამ პერიოდს ტკბილად იხსენებს: "სანამ მე და ბენი ერთად ვიყავით, ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო."

ჯენიფერი უკვე 3-ჯერ იყო დაქორწინებული: ოჯანი ნოაზე, კრის ჯუდზე და მარკ ენტონიზე, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ბენი მისთვის საუკეთესო მამაკაცია.

წყარო:rollingstone

მოამზადა ანა სიბოშვილმა