უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პასუხობს, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა და აცხადებს, რომ კიევში თვითონ გაერკვევიან.
"ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ აქ უკრაინაში, თავად გავერკვევით. უკრაინის პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე „ზრუნვის“ უძველესი რუსული პრაქტიკა დიდი ხანია დამთავრდა. ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს“, - წერს პოროშენკო „ტელეგრამზე“.
ამასთან, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა არის ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის, ვლადიმერ ზელენსკის სურვილი, "პუტინს საჩუქარი გაუკეთოს".
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს.
თავის დროზე მახსოვს პოროშენკოს პრეზიდენტობისას, ტვინი გადაუჭამა ოპოზიციამ, გინდა თუ არა პოროშენკო რუსეთის და პუტინის დავალებებს ასრულებსო. დღეს ყველაფერი იგივე სიზუსტით ოღონდ პირიქით ხდება. დღეს უკვე პოროშენკო იძახის, რომ ზელენსკი ტამაშობსო პუტინის თამაშს. არ გაგეცინება?
რატო აღიაზიანებს რუსეთს, გაუკეთოს ბორში და უმღეროს პიდმანულა პიდველა. თუ არა და ჩამოვიდეს, ვასწავლით