Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 251 კვლევა ტესტით, მათ შორის 53 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 635 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 24 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 350 454.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 28.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 31.86%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 221 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 124 442.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 300 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა - 2 187, იმერეთი - 3 382, ქვემო ქართლი - 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია - 657, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 114, მცხეთა-მთიანეთი - 697, სამცხე-ჯავახეთი - 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 138.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 437, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 258. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 228 პირი, მათ შორის, თბილისში - 469, აჭარაში - 150, იმერეთში - 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 43, იმერეთში - 29. 1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 490 - აჭარაში. 202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
აცრილი-არაცრილი, ნაცი-ქოცი, ეს საინფორმაციო სივრცის მართვის სლოგანებია, თუ არა ნაცი და ქოცი ეს მენშევიკ-ბოლშევიკია ერთი პარტიისა, ხოლო ლელო, ან გირჩი ან სხვა ასეთები ათი განაყოფები. ეს ერთია, ხოლო ჯანმო პანთეონი, სადაც არავის არ აინტრესებს ამ ომიკრონთან რა კლავს ამ ადამიანს, ხოლო რა ეშველება ამ ხალხს პოსკოვიდურში. ვინმე მეტყვის, რომ აშშ 2023-ის გაზაფხულზე არ მოკლავს 3-4 კაცს ყოველდღიურად!? მაშ რა ხდება ევროპა ამერიკების კონტინეტებზე და რატომ ცხოვრობს ცენტრალური აფიკა უსაფრთხოდ, ასე უნდა ცივილიზაციას იზმებისა და ყველა იზმებისას ჩათვლით. გიხაროდეთ! გაუმარჯოს ვუდუიზმსა და კონფუცს, ძირს ჩურჩინუა-თაღლითობა-ბუდინუა ეს ადამიანს ეხება. გიხაროდეთ!
კაცო, 200 ათასი ადამიანი ავად გვყავს ამ ვერაგი დაავადებით ? ეს რაც ვიცით , რაც არ ვიცით და ავადაა ?! ჰმ, წავიკითხე რომელიღაც დიდი სართაშორისო "ინდეავივით" წონიანი ენჯეოს დასკვნა , ესენიო კოვიდინფექცირების მომენტიდან გარადაცავალებამდე დროის მონაკვეთს უზომოდ ზრდიანო, რაც საეჭვოს ხდისო , კოვიდიანი მივიდა სასიკვდილოდ, თუ იქ დაკოვიდდაო ! ანუ უიმედო სასიკვდილოს კოვიდს უდებენო ! ასეა, რითაც სხვა საჭირბოროტო დაავადებებით, როგორიცაა კიბო და გულსისხლძარღვთა დაავადებანი , ავარიები და უბედური შემთხვევები , ასევე გაპარვა და გაზით გაგუდვაცა , ზოგიერთი სახის საკონტროლებელსარეიტინგო მიზეზით სიკვდილიანობა შეამცირა და რაღაც გრანტს მიიღებენ , გაიგეთ ? ვერც მე ვერ გავიგე ! ეს თუ მასე არ არის აპრილში ნახეთ გეოსტატის 2021 წლს დაზუსტებული მონაცემები , 60 ათასზე მეტი თუ იქნა გარდაცვლილი , მაშინ ეგრე იქნება და თუ ისევ 50 ათასი იქნა, როგორც დაახლოებით იყო ბოლო 10-15 წელი , მაშინ "ინდეავი" ცდება , აბა სტატისტიკის სამსახურს წყალი არ გაუვა !