საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას" - ვლადიმერ პუტინი
"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას" - ვლადიმერ პუტინი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნატო-ს აღ­მო­სავ­ლე­თით გა­ფარ­თო­ე­ბას, რად­გან მათ სა­ზღვრებ­თან ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.

"კა­ტე­გო­რი­უ­ლი ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბას აღ­მო­სავ­ლე­თით ახა­ლი წევ­რე­ბის მი­ღე­ბის ხარ­ჯზე, რად­გან ნატო-ს შემ­დგო­მი გა­ფარ­თო­ე­ბა ჩვენს სა­ზღვრებ­თან საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ჩვენ არ მივ­დი­ვართ ნატო-სკენ, ნატო მო­დის ჩვენ­სკენ. ამი­ტომ, იმის თქმა, რომ რუ­სე­თი აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ვა, საღ ლო­გი­კას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა ფრანგ კო­ლე­გას­თან, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა ბუ­ქა­რეს­ტის 2008 წლის სა­მიტ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ნატო-ს წევ­რი ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ალი­ან­სში მი­ღე­ბას.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ნატო-ს ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ალი­ან­სში უკ­რა­ი­ნის ან სა­ქარ­თვე­ლოს მი­ღე­ბას, რა თქმა უნდა, ვი­ცით ამის შე­სა­ხებ, არა­ერ­თხელ გვსმე­ნია. მაქვს კი­თხვა: თუ ეს ასეა, რა­ტომ მო­ა­წე­რეს ხელი ამ ქვეყ­ნებ­მა 2008 წელს ბუ­ქა­რეს­ტში დო­კუ­მენტს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კარს უხ­სნი­ან?“- აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამრიგად
0

შეეწინააღმდეგები და გაჩერდები სხვა გზა რომ აღარ გექნება. ომს ვერ დაიწყებ და სასტიკად დამარცხდები, პირველ რიგში პირადად შენ "ბატონო" ვოვა.

fdres
2

ამის ნდობა როგორ შეიძლება...სამყარო თავისი გონია..გაყოყოჩდა 90-იან წლებში ამერიკამ, ნატომ და ევროპამ რომ არ დაშალეს და არ გაანადგურეს..საჭმელი რომ ენატრებოდათ და ცარიელი მაღაზიები რომ ჰქონდათ..არადა შეეძლოთ..ამოისუნთქეს ახლა და ყველას ომით ემუქრებიან..ღმერთი გამოგიტანთ მწარე განაჩენს...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას" - ვლადიმერ პუტინი

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას, რადგან მათ საზღვრებთან ალიანსის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს.

"კატეგორიული ვეწინააღმდეგებით ნატო-ს გაფართოებას აღმოსავლეთით ახალი წევრების მიღების ხარჯზე, რადგან ნატო-ს შემდგომი გაფართოება ჩვენს საზღვრებთან საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, ნატო მოდის ჩვენსკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულად იქცევა, საღ ლოგიკას არ შეესაბამება,“- განაცხადა პუტინმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე ისაუბრა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას.

"რაც შეეხება იმას, რომ ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება ალიანსში უკრაინის ან საქართველოს მიღებას, რა თქმა უნდა, ვიცით ამის შესახებ, არაერთხელ გვსმენია. მაქვს კითხვა: თუ ეს ასეა, რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების კარს უხსნიან?“- აღნიშნა პუტინმა.