პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ... ის ჰოსპიტალიზებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია
"ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ... ის ჰოსპიტალიზებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

კი­ევ­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მრჩე­ველს, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს უც­ნო­ბი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ. ამის შე­სა­ხებ "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და“ უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წყა­რო­ზე და კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადე­იშ­ვილს ქუ­ჩა­ში უც­ნო­ბი პი­რე­ბი მი­უ­ახ­ლოვ­დნენ და სცე­მეს.

გა­მო­ცე­მის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი ადე­იშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

მე­დია წერს, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გენპ­რო­კუ­რო­რის მრჩე­ველ­ზე თავ­დას­ხმის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა.

"7 თე­ბერ­ვალს კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ა­ში ექი­მე­ბის მხრი­დან შე­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტვერსკის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც უც­ნობ­მა პი­რებ­მა სცე­მეს. მი­სა­მარ­თზე გა­ვი­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი.

წი­ნას­წარ დად­გე­ნი­ლია, რომ და­ზა­რა­ლე­ბულს ქუ­ჩა­ში მი­უ­ახ­ლოვ­და ოთხი უც­ნო­ბი პირი, სცე­მეს და ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. 49 წლის დაზ­რა­ლე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონიკო!
3

წელი კარგად დაიწყო!!!

დათა
6

კარგი ამბავია მე ძალიან მომეწონა ცუდი ამბავი ისაა რომ ყველა ძვალი მთელია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ... ის ჰოსპიტალიზებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

"ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ... ის ჰოსპიტალიზებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში წყაროზე და კიევის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება.

მედია წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კიევის პოლიციაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გენპროკურორის მრჩეველზე თავდასხმის გარემოებების დადგენა.

"7 თებერვალს კიევის პოლიციაში ექიმების მხრიდან შევიდა ინფორმაცია, რომ ტვერსკის ქუჩაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულია მამაკაცი, რომელიც უცნობმა პირებმა სცემეს. მისამართზე გავიდა საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი.

წინასწარ დადგენილია, რომ დაზარალებულს ქუჩაში მიუახლოვდა ოთხი უცნობი პირი, სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ. 49 წლის დაზრალებული ჰოსპიტალიზებულია“ - აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.