სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბოლოოდ, ეს "აწყვეტილი მიშისტები“ დაშლიან "ნაციონალურ მოძრაობას..." - რა ხდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, მოუწევს თუ არა მელიას მისი დატოვება?
"საბოლოოდ, ეს "აწყვეტილი მიშისტები“ დაშლიან "ნაციონალურ მოძრაობას..." - რა ხდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, მოუწევს თუ არა მელიას მისი დატოვება?

5 თე­ბერ­ვალს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" ფა­რუ­ლად ჩა­წე­რი­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ლა­პა­რა­კობს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც და ამ­ბობს, რომ ის მისი ჩა­მოვ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. მი­სი­ვე თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყოს. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ მტკი­ცე­ბით, ვი­დეო, მათ “მო­ქა­ლა­ქემ მი­ა­წო­და” და ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბი­სას, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

მისი და პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დი­ა­ლო­გის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბას ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ბო­დიშს ვიხ­დი უხა­რის­ხო ჩა­ნა­წე­რის­თვის, მაგ­რამ ზუს­ტად იმა­ვეს ახ­სნას ვცდი­ლობ ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­ნა­წე­რის უხა­რის­ხო­ბამ რომ არ და­გაბ­ნი­ოთ, მოკ­ლედ ვი­ტყვი: დიახ, მე ვი­ყა­ვი მი­შას ჩა­მოს­ვლის წი­ნა­აღ­მდე­გი და ეს მო­საზ­რე­ბა არა მხო­ლოდ პი­რად სა­უბ­რებ­ში, არა­მედ სა­ჯა­რო­დაც არა­ერ­თხელ და­მი­ფიქ­სი­რე­ბია. დიახ, მე, ისე­ვე რო­გორც მიშა, არ ვთვლი, რომ მი­შას თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის ერ­თა­დერ­თი იდეა, რო­მელ­მაც ხალ­ხი გა­რეთ უნდა გა­მო­იყ­ვა­ნოს. იდეა, რო­მელ­მაც ხალ­ხი უნდა გა­მო­იყ­ვა­ნოს - შეკ­ვე­თა, რო­მე­ლიც მოგ­ვცეს და მი­ვი­ღეთ - არის ცვლი­ლე­ბა რო­მელ­საც უნდა მი­ვაღ­წი­ოთ, ეს არის უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლო, იმა­ზე უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლო, ვიდ­რე გვქონ­და 2003-2012 წლებ­ში და იმა­ზე ბე­ე­ევ­რად უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლო, ვიდ­რე გვაქვს 2012 წლი­დან დღემ­დე”, - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მე­ლი­ამ.

ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნიკა მე­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭერ­თა ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მო­ექ­ცა. მას რაში აღარ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, მათ შო­რის მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან ალი­ან­სში, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მოს­ყიდ­ვა­სა და საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის გაფ­ლან­გვა­ში.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სა­თაო ოფის­ში 5 - სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც ნიკა მე­ლი­ას თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან იმ ჩა­ნა­წერ­ზე სა­უ­ბა­რი მო­უ­წია, რო­მელ­შიც არ მა­ლავს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" არ­სე­ბულ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პარ­ტი­ა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია. პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ ჩა­ნა­წერს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი უწო­და, რომ­ლის შე­მოგ­დე­ბაც კო­მი­კუ­რი რე­პორ­ტა­ჟე­ბის და "ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბოლო წლე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის გა­სა­თეთ­რებ­ლად სჭირ­დე­ბათ.

რო­გორც წყა­რო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ გვე­უბ­ნე­ბა, მე­ლი­ას ეს პო­ზი­ცია არა­ერ­თხელ აქვს პარ­ტი­ის შიგ­ნი­თაც გა­მო­ხა­ტუ­ლი, ხოლო სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პარ­ტი­ის ე.წ. რა­დი­კა­ლურ ფრთას უნდა და­ე­კის­როს, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მე­სა­მე პრე­ზი­დენტს უკი­ჟი­ნებ­დნენ, რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს იმის აღი­ა­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" პრობ­ლე­მად იქცა. ფაქ­ტია, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და ასე­ვე მომ­ხრე­ე­ბის ნა­წილს ნიკა მე­ლი­ას თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა დი­დად აღარ ეხა­ტე­ბათ გულ­ზე. ამ გან­წყო­ბე­ბის შე­სა­ხებ იცი­ან "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც" და აშ­კა­რაა, რომ ამ ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით და მის­გან სკან­და­ლის შექ­მნით, გა­და­წყვი­ტეს, რომ ცე­ცხლზე ნავ­თი და­ას­ხან და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად გა­ამ­წვა­ვონ.

  • სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა, გა­და­ლა­ხავს თუ არა ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს, თუ პარ­ტი­ი­დან მე­ლი­ას და მის ფრთას მა­ინც მო­უ­წევთ წას­ვლა?

ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და­ი­შა­ლოს და მისი, რო­გორც ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის მი­თიც და­იმ­სხვრეს.

ambebi.ge-ს წყა­რო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ პარ­ტი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ანო­ნი­მუ­რად შემ­დეგს უყ­ვე­ბა:

"დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ სამ ბა­ნა­კა­დაა და­ყო­ფი­ლი:

1. ე.წ. მე­ლი­ის­ტე­ბად, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს უფრო რა­ცი­ო­ნა­ლურ, თან­მიმ­დევ­რულ და ლო­გი­კურ ფრთას.

2. ან­ტი­მე­ლი­ის­ტე­ბის - რა­დი­კა­ლუ­რი და ე.წ. აწყვე­ტი­ლი მი­შის­ტე­ბის, რომ­ლე­ბიც რა­ცი­ო­ნა­ლურს არა­ფერს იღე­ბენ და ის­მე­ნენ და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დიდი ბირ­თვია ემიგ­რან­ტი ქა­ლე­ბი.

3. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფრთა. ვანო წი­ნა­აღ­მდე­გი კია მე­ლი­ა­სი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ვანო იმ­დე­ნად არა, უფრო სუს -ი მუ­შა­ობს, ეს რუ­სუ­ლი სტი­ლია - იყოს ეს­კა­ლა­ცია და და­პი­რის­პი­რე­ბა, რა დრო­საც რე­ა­ლუ­რი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მე­ლი­ამ თა­ვის დრო­ზე, ამ რა­დი­კა­ლებს გა­უ­წია ან­გა­რი­ში, როცა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე ბო­ი­კო­ტი გა­მო­ა­ცხა­დეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს ფრთა მა­ინც არ ის­ვე­ნებს. მი­შას არ უნდა ამის დაშ­ვე­ბა, თო­რემ, მე­ლი­ას ახა­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამს, ად­რეც იმა­ვეს ამ­ბობ­და, რომ მი­შას და­სავ­ლე­თი არ უჭერს მხარ­სო - მსოფ­ლი­ო­ში უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სია და და­სავ­ლეთს კი­დევ ერთი თა­ვის ტკი­ვი­ლი არ სჭირ­დე­ბა პუ­ტინ­თან. დღეს იქ აღარ არი­ან რე­ი­გა­ნის და თეტ­ჩე­რის მსგავ­სი ლი­დე­რე­ბი. ამ ე.წ. აწყვე­ტი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ნა­წილს უერ­თდე­ბა კი­დევ აჭა­რის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ვარ­შა­ლო­მი­ძეს უჭერს მხარს (გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ვა­ნო­სა და ვარ­შა­ლო­მი­ძის მომ­ხრე­ებს შო­რის იყოს კო­რე­ლა­ცი­აც), ვერც იმას გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ამ "აწყვე­ტი­ლი მი­შის­ტე­ბის" ნა­წი­ლის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა სუს - ის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბო­დეს, რო­მელ­საც პარ­ტი­ის შიგ­ნით თა­ვი­სი აგენ­ტე­ბი ჰყავს.

მიშა მარ­თა­ლია, რა­დი­კა­ლუ­რია, მაგ­რამ რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მიც აქვს. მას კარ­გად ეს­მის, რომ რო­მე­ლი­მე სეგ­მენ­ტის­თვის მხა­რის არ­და­ჭე­რა მის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლის გა­მოც­ლა იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ "ნაც­მოს" ამომ­რჩე­ვე­ლი არ არის ერ­თგვა­რო­ვა­ნი, ისე­ვე, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“. ნე­ბის­მი­ერ ლი­დერს ეს­მის, რომ ბა­ლან­სი უნდა იყოს და­ცუ­ლი. ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ლი­ას უჭერს მხარს, მაგ­რამ არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, მას­თან კავ­შირ­ზე მყო­ფი ჯგუ­ფე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ და... ამ რა­დი­კა­ლურ ნა­წილს ვგუ­ლის­ხმობ...

მე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს ბა­ლანსს. ის, ჩუ­მად ხომ არა, თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად ლა­პა­რა­კობ­და სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში. სწო­რიც თქვა, და­უ­ჭი­რა მი­შას მხა­რი და­სავ­ლეთ­მა? მე­ლი­ამ ეს იცო­და, რა­საც მი­შას ეუბ­ნე­ბო­და კი­დეც. ახლა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი ისი­ნი არი­ან, ვინც მი­შას უკი­ჟი­ნებ­დნენ, ჩა­მო­დიო. მიშა კი ცდი­ლობს ცი­ხი­დან გან­ცხა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, მაგ­რამ თუ პარტნი­ო­რი და­სავ­ლე­თი მხარს არ გი­ჭერს, შან­სი არ გაქვს. სა­ბო­ლო­ოდ, როცა იქ რუ­სუ­ლი ეს­კა­ლა­ცია მორ­ჩე­ბა, ალ­ბათ მი­შას ისევ უკ­რა­ი­ნა­ში მო­უ­წევს გამ­გზავ­რე­ბა. კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლებ­მა ალ­ბათ მას უნდა ურ­ჩი­ონ, დე გო­ლი­ვით მო­იქ­ცეს და რამ­დე­ნი­მე წლით გან­ზე გად­გეს, რათა სხვა ლი­დე­რე­ბი წა­მო­ვიდ­ნენ და მათ გარ­შე­მო მოხ­დეს კონ­სო­ლი­და­ცია, თო­რემ ეს­კა­ლა­ცია შიგ­ნი­თაც არ დამ­თავ­რდე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ეს "აწყვე­ტი­ლე­ბი“ დაშ­ლი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას..."

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
5

ერთიც (სააკაშვილი) და მეორეც (მელია) ერთი მედლის ორი მხარეა - ავერსი და რევერსი, უფრო სწორად ურემგადავლილი ფუნის ნაწილებია. მოწყდით ერთიც და მეორეც ქართულ პოლიტიკას!

ნიკანორ
0

ნიკანორ ნიკანორ ნიკანორ ფოთლები ქარდაქარ მიჰქრიან ნიკანორ ნიკანორ ნიკანორ _)_)_)

ავტორი:

"საბოლოოდ, ეს "აწყვეტილი მიშისტები“ დაშლიან "ნაციონალურ მოძრაობას..." - რა ხდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, მოუწევს თუ არა მელიას მისი დატოვება?

"საბოლოოდ, ეს "აწყვეტილი მიშისტები“ დაშლიან "ნაციონალურ მოძრაობას..." - რა ხდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, მოუწევს თუ არა მელიას მისი დატოვება?

5 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედმა" ფარულად ჩაწერილი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობს, მათ შორის, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც და ამბობს, რომ ის მისი ჩამოვლის წინააღმდეგი იყო. მისივე თქმით, არ შეიძლება პოლიტიკური პარტიის მთავარი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს. ტელეკომპანია "იმედის“ მტკიცებით, ვიდეო, მათ “მოქალაქემ მიაწოდა” და ის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის მსვლელობისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული.

მისი და პარტიის მხარდამჭერების დიალოგის ვიდეოჩანაწერის გავრცელებას ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად, ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი: დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს. იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს - შეკვეთა, რომელიც მოგვცეს და მივიღეთ - არის ცვლილება რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო, ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე”, - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მელიამ.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მას რაში აღარ ადანაშაულებენ, მათ შორის მმართველ პარტიასთან ალიანსში, ივანიშვილის მიერ მოსყიდვასა და საპროტესტო მუხტის გაფლანგვაში.

"ნაცმოძრაობის" სათაო ოფისში 5 - საათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ნიკა მელიას თანაპარტიელებთან იმ ჩანაწერზე საუბარი მოუწია, რომელშიც არ მალავს "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ აზრთა სხვადასხვაობას.

შეხვედრის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური პროცესია. პეტრე ცისკარიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ამ ჩანაწერს დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა, რომლის შემოგდებაც კომიკური რეპორტაჟების და "ოცნების“ ხელისუფლების ბოლო წლების მოღვაწეობის გასათეთრებლად სჭირდებათ.

როგორც წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ გვეუბნება, მელიას ეს პოზიცია არაერთხელ აქვს პარტიის შიგნითაც გამოხატული, ხოლო სააკაშვილის ჩამოსვლაზე პასუხისმგებლობა პარტიის ე.წ. რადიკალურ ფრთას უნდა დაეკისროს, რომლის წარმომადგენლებიც მესამე პრეზიდენტს უკიჟინებდნენ, რომ ჩამოსულიყო.

"ქართულ ოცნების" ლიდერები ვიდეოჩანაწერს იმის აღიარებად მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" პრობლემად იქცა. ფაქტია, რომ "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობის და ასევე მომხრეების ნაწილს ნიკა მელიას თავმჯდომარეობა დიდად აღარ ეხატებათ გულზე. ამ განწყობების შესახებ იციან "ქართულ ოცნებაშიც" და აშკარაა, რომ ამ ჩანაწერის გამოქვეყნებით და მისგან სკანდალის შექმნით, გადაწყვიტეს, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან და "ნაცმოძრაობის" შიგნით არსებული პრობლემები კიდევ უფრო მეტად გაამწვავონ.

  • საინტერესოა, როგორ მოიქცევა მთავარი ოპოზიციური ძალა, გადალახავს თუ არა ამ წინააღმდეგობებს, თუ პარტიიდან მელიას და მის ფრთას მაინც მოუწევთ წასვლა?

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს და მისი, როგორც ძლიერი ოპოზიციური ძალის მითიც დაიმსხვრეს.

ambebi.ge-ს წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიაში არსებულ პრობლემებზე ანონიმურად შემდეგს უყვება:

"დღეს "ნაციონალური მოძრაობა“ სამ ბანაკადაა დაყოფილი:

1. ე.წ. მელიისტებად, რომელიც წარმოადგენს უფრო რაციონალურ, თანმიმდევრულ და ლოგიკურ ფრთას.

2. ანტიმელიისტების - რადიკალური და ე.წ. აწყვეტილი მიშისტების, რომლებიც რაციონალურს არაფერს იღებენ და ისმენენ და მათი მხარდამჭერების დიდი ბირთვია ემიგრანტი ქალები.

3. ვანო მერაბიშვილის ფრთა. ვანო წინააღმდეგი კია მელიასი, მაგრამ ამ ეტაპზე მელიას წინააღმდეგ ვანო იმდენად არა, უფრო სუს -ი მუშაობს, ეს რუსული სტილია - იყოს ესკალაცია და დაპირისპირება, რა დროსაც რეალური, რაციონალური ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია.

მელიამ თავის დროზე, ამ რადიკალებს გაუწია ანგარიში, როცა პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტი გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, ეს ფრთა მაინც არ ისვენებს. მიშას არ უნდა ამის დაშვება, თორემ, მელიას ახალი არაფერი უთქვამს, ადრეც იმავეს ამბობდა, რომ მიშას დასავლეთი არ უჭერს მხარსო - მსოფლიოში უკრაინასთან დაკავშირებული პროცესების გამო რუსეთთან მიმართებაში სერიოზული კრიზისია და დასავლეთს კიდევ ერთი თავის ტკივილი არ სჭირდება პუტინთან. დღეს იქ აღარ არიან რეიგანის და თეტჩერის მსგავსი ლიდერები. ამ ე.წ. აწყვეტილი "ნაციონალების" ნაწილს უერთდება კიდევ აჭარის ნაწილი, რომელიც ვარშალომიძეს უჭერს მხარს (გამორიცხული არაა, ვანოსა და ვარშალომიძის მომხრეებს შორის იყოს კორელაციაც), ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ "აწყვეტილი მიშისტების" ნაწილის მანიპულირება სუს - ის მეშვეობით ხდებოდეს, რომელსაც პარტიის შიგნით თავისი აგენტები ჰყავს.

მიშა მართალია, რადიკალურია, მაგრამ რაციონალიზმიც აქვს. მას კარგად ესმის, რომ რომელიმე სეგმენტისთვის მხარის არდაჭერა მისთვის სერიოზული ძალის გამოცლა იქნება, იმიტომ, რომ "ნაცმოს" ამომრჩეველი არ არის ერთგვაროვანი, ისევე, როგორც "ქართული ოცნების“. ნებისმიერ ლიდერს ესმის, რომ ბალანსი უნდა იყოს დაცული. ყველა განცხადებაში სააკაშვილი მელიას უჭერს მხარს, მაგრამ არაა გამორიცხული, მასთან კავშირზე მყოფი ჯგუფები გააქტიურდნენ და... ამ რადიკალურ ნაწილს ვგულისხმობ...

მელია მაქსიმალურად იცავს ბალანსს. ის, ჩუმად ხომ არა, თანაგუნდელებთან ერთად ლაპარაკობდა სასამართლოს ეზოში. სწორიც თქვა, დაუჭირა მიშას მხარი დასავლეთმა? მელიამ ეს იცოდა, რასაც მიშას ეუბნებოდა კიდეც. ახლა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები ისინი არიან, ვინც მიშას უკიჟინებდნენ, ჩამოდიო. მიშა კი ცდილობს ციხიდან განცხადებების გავრცელებას, მაგრამ თუ პარტნიორი დასავლეთი მხარს არ გიჭერს, შანსი არ გაქვს. საბოლოოდ, როცა იქ რუსული ესკალაცია მორჩება, ალბათ მიშას ისევ უკრაინაში მოუწევს გამგზავრება. კეთილისმსურველებმა ალბათ მას უნდა ურჩიონ, დე გოლივით მოიქცეს და რამდენიმე წლით განზე გადგეს, რათა სხვა ლიდერები წამოვიდნენ და მათ გარშემო მოხდეს კონსოლიდაცია, თორემ ესკალაცია შიგნითაც არ დამთავრდება და საბოლოოდ, ეს "აწყვეტილები“ დაშლიან "ნაციონალურ მოძრაობას..."