კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალავერდის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას ვრცელ მინდორზე მისი ერთადერთობა წარმოადგენს" - "საყდრისის კომიტეტის" განცხადება ალავერდის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობაზე
"ალავერდის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას ვრცელ მინდორზე მისი ერთადერთობა წარმოადგენს" - "საყდრისის კომიტეტის" განცხადება ალავერდის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობაზე
  • ფოტო - ალა­ვერ­დი, ფო­ტოგ­რა­ფი: ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია

"საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტი" ალა­ვერ­დის ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რედ სას­ტუმ­როს შე­საძ­ლო მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მივ­მარ­თავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მათ შო­რის სა­პატ­რი­არ­ქოს მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­კი­თხის მი­მართ!

გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ 4 თე­ბერ­ვალს გახ­მა­უ­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კომ­პა­ნია “ბა­და­გო­ნის” მიერ ალა­ვერ­დის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რედ პრე­მი­უმ კლა­სის სას­ტუმ­რო ”Alaverdi Resort“-ის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. “საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტი” ყო­ველ­თვის მი­ე­სალ­მე­ბა რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, თუმ­ცა, ეს არ უნდა ხდე­ბო­დეს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ზი­ა­ნოდ. XI სა­უ­კუ­ნის ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის, ალა­ვერ­დის ტაძ­რის, ერთ-ერთ მთა­ვარ ღირ­სე­ბას ვრცელ მინ­დორ­ზე მისი ერ­თა­დერ­თო­ბა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყმის გა­რე­მოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ნე­ბის­მი­ე­რი დიდი ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მის­გან 200 მეტრში (ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით) ამ გა­რე­მოს სრუ­ლად და­არ­ღვევს და ჩნდე­ბა ძეგლის ვი­ზუ­ა­ლუ­რი აღ­ქმის და­მა­ხინ­ჯე­ბის საფრ­თხე.

კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს “კა­ნო­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ,” რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც “ძეგლის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დაც­ვის არე­ალ­ში აკ­რძა­ლუ­ლია იმგვა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­ზი­ა­ნებს მის ის­ტო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ გა­რე­მოს, ხელს შე­უშ­ლის ძეგლის ოპ­ტი­მა­ლურ ხედ­ვას, მის სრულ­ფა­სო­ვან აღ­ქმას ან შე­ამ­ცი­რებს მის მნიშ­ვნე­ლო­ბას.” (მუხ­ლი 36, პუნ­ქტი 3-6).ამა­ვე კა­ნო­ნის 41-ე მუხ­ლში ვკი­თხუ­ლობთ: “კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დამ­ცავ ზო­ნებ­ში სამ­შე­ნებ­ლო და სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო პრო­ექ­ტებ­ზე მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას გას­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ორ­გა­ნო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან (ამ შემ­თხვე­ვა­ში დე­ლე­გი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ეს ორ­გა­ნოა - კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო - ავტ.) შე­თან­ხმე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.” (მუხ­ლი 41, პუნ­ქტი 2).

ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი არ არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რო­ე­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან, ამი­ტომ გა­უ­გე­ბა­რია, რის სა­ფუძ­ველ­ზე გას­ცა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა. ვი­ნა­ი­დან კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტო­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო ვერ ხერ­ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა, მივ­მარ­თავთ სა­ა­გენ­ტოს: სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს სას­ტუმ­რო „Alaverdi Resort“-ის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სრუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ძეგლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­ში, რათა მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს დაყ­ვა­ნი­ლი ძეგლის ის­ტო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გა­რე­მოს და­კარ­გვის შე­საძ­ლო საფრ­თხე­ე­ბი.

ამას­თა­ნა­ვე, მივ­მარ­თავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მათ შო­რის სა­პატ­რი­არ­ქოს, მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­კი­თხის მი­მართ, რათა ეს პრე­ცენ­დენ­ტი სა­მო­მავ­ლოდ არ გახ­დეს ბიძ­გი უფრო მას­შტა­ბუ­რი სა­ზი­ა­ნო პრო­ცე­სი­სა, რაც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ზო­ნებ­ში არა­სა­სურ­ვე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და­წყე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა".

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
34

ვაჭარბებთ ზოგიერთ რაღაცეებში, მახსოვს ისტერიკა რუსთაველის ძეგლთან მაკდონალდს რა უნდა, აღმაშენებლის ძეგლს ქალაქის შესასვლელში რა უნდა... გელათი ჩამორეცხა წვიმებმა და იმას მივხედოთ რაა

ელგუჯა
15

 ვინც ტაძარი ააშენა,იმის ბრალია.არ უნდა ცოდნოდა,საუკუნეების მერე "ოცნება" მოვიდოდა ბაგრატიონების ადგილზე და აქ სასტუმროს აშენების ნებართვას გასცემდნენ?

ავტორი:

"ალავერდის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას ვრცელ მინდორზე მისი ერთადერთობა წარმოადგენს" - "საყდრისის კომიტეტის" განცხადება ალავერდის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობაზე

"ალავერდის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას ვრცელ მინდორზე მისი ერთადერთობა წარმოადგენს" - "საყდრისის კომიტეტის" განცხადება ალავერდის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობაზე
  • ფოტო - ალავერდი, ფოტოგრაფი: ბადრი ვადაჭკორია

"საყდრისის კომიტეტი" ალავერდის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს შესაძლო მშენებლობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მივმართავთ საზოგადოებას, მათ შორის საპატრიარქოს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საკითხის მიმართ!

გვსურს, გამოვეხმაუროთ 4 თებერვალს გახმაურებულ ინფორმაციას კომპანია “ბადაგონის” მიერ ალავერდის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ პრემიუმ კლასის სასტუმრო ”Alaverdi Resort“-ის მშენებლობის თაობაზე. “საყდრისის კომიტეტი” ყოველთვის მიესალმება რეგიონის განვითარებისთვის განხორციელებულ ინვესტიციებს, თუმცა, ეს არ უნდა ხდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ. XI საუკუნის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ალავერდის ტაძრის, ერთ-ერთ მთავარ ღირსებას ვრცელ მინდორზე მისი ერთადერთობა წარმოადგენს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი დიდი ნაგებობის მშენებლობა მისგან 200 მეტრში (ყველა მიმართულებით) ამ გარემოს სრულად დაარღვევს და ჩნდება ძეგლის ვიზუალური აღქმის დამახინჯების საფრთხე.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ საქართველოში არსებობს “კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ,” რომლის თანახმადაც “ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.” (მუხლი 36, პუნქტი 3-6).ამავე კანონის 41-ე მუხლში ვკითხულობთ: “კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო კულტურის სამინისტროსთან (ამ შემთხვევაში დელეგირების საფუძველზე ეს ორგანოა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - ავტ.) შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.” (მუხლი 41, პუნქტი 2).

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობის პროექტი არ არის შეთანხმებული კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე გასცა მშენებლობის ნებართვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში შექმნილი რთული სიტუაციის გამო ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, მივმართავთ სააგენტოს: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროვოს სასტუმრო „Alaverdi Resort“-ის მშენებლობასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ დაიწყოს პროექტის განხილვა პროფესიულ წრეებში, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს დაკარგვის შესაძლო საფრთხეები.

ამასთანავე, მივმართავთ საზოგადოებას, მათ შორის საპატრიარქოს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საკითხის მიმართ, რათა ეს პრეცენდენტი სამომავლოდ არ გახდეს ბიძგი უფრო მასშტაბური საზიანო პროცესისა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში არასასურველი მშენებლობების დაწყებაში გამოიხატება".