მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე მესამე წელია, რაც მე და გია ცოლ-ქმარი აღარ ვართ..." - თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორებასა და სამომავლო გეგმებზე
"უკვე მესამე წელია, რაც მე და გია ცოლ-ქმარი აღარ ვართ..." - თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორებასა და სამომავლო გეგმებზე

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თაკო ტა­ბა­ტა­ძე და გია ბა­რაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 18 წლის იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის 19 - წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რომ ჩემი ოჯა­ხი ორ რა­მე­ზე ყო­ფი­ლი­ყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი - სიყ­ვა­რულ­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბა­ზე. მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თა­ნა­მო­აზ­რე ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა. რომ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტომ არ მოგ­ყავს, ბიჭო, ცოლი და რას უცდი აქამ­დეო? - ახლა ამ კი­თხვა­ზე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი მაქვს: აქამ­დე რომ მო­მეყ­ვა­ნა, ე.ი. სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან უნდა გა­მო­მეყ­ვა­ნა და და­მი­ჭერ­დნენ-მეთ­ქი...“ - ამ­ბობ­და 37 წლის გია ბა­ღაშ­ვი­ლი წლე­ბის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რას“ ინ­ტერ­ვი­უს დროს.10 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და ოთხი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხი და­ინ­გრა და ახლა ცალკ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ. თაკო მსა­ხი­ო­ბია და ის უკვე გა­და­ი­ღო ნანა ჯორ­ჯა­ძემ ფილმში "პეპ­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცია“, ითა­მა­შა ასე­ვე სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში“.

მი­უ­ხე­და­ვად მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი­სა, ამას მე­დი­ას­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ადას­ტუ­რებ­დნენ.

Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში თაკო ამ­ბობს, რომ ბავ­შვე­ბის­თვის სტრე­სის არი­დე­ბას ცდი­ლობ­დნენ და ამა­ზე სა­ჯა­რო სა­უ­ბა­რი არ სურ­დათ. ამ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბი შვი­ლებ­თან ერ­თად კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია...

თაკო ტა­ბა­ტა­ძე:

- მინ­და გი­თხრათ, რომ მე და გია უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და ცოლ-ქმა­რი აღარ ვართ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ ცალკ-ცალ­კე გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

ჩვენ გვყავს 4 სა­ო­ცა­რი გო­გო­ნა, რო­მელ­თაც ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ვზრდით და ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში ვუდ­გა­ვართ ერ­თმა­ნეთს. პა­ტა­რე­ბი ჩემ­თან არი­ან და ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მათი აღ­ზრდაა, მაგ­რამ გია მაქ­სი­მა­ლურ დროს ატა­რებს ბავ­შვებ­თან და მეც ყვე­ლა­ნა­ი­რად ვუ­წყობ ხელს ამა­ში.

ჩვე­ნი გა­შო­რე­ბის ფაქ­ტის სა­ჯა­რო გა­მომ­ზე­უ­რე­ბა­ზე სწო­რედ იმ მი­ზე­ზით ვთქვით უარი, რომ ბავ­შვე­ბის­თვის ზედ­მე­ტი სტრე­სი აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა.

- მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ?

- ჩემ­თვის ახლა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა პა­ტა­რე­ბის აღ­ზრდაა და ნა­ად­რე­ვია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კი. გარ­და ამი­სა, წელს ვამ­თავ­რებ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტს. და­ვი­წყე აქ­ტი­უ­რი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავს ოთხი სა­ო­ცა­რი გო­გო­ნა და ვა­კე­თებ ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს.

- თაკო, სა­უბ­რი­სას მი­თხა­რით, რომ თქვენ და ბავ­შვე­ბი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ხართ, რო­გორ გრძნობთ თავს?

- კო­ვი­დი ბავ­შვებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სკო­ლა­ში და­ე­მარ­თათ. სამი დღის წინ, შუ­ა­ღა­მეს აუ­წია სი­ცხე ჩემს უფ­როს გო­გო­ნას და შემ­დეგ და­ნარ­ჩე­ნებ­საც, იმა­ვე ღა­მეს. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ ახლა კარ­გად არი­ან. მეც გა­და­მე­დო და ახლა მე მაქვს მწვა­ვე სიმპტო­მე­ბი: მა­ღა­ლი სი­ცხე, ხვე­ლა და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, თუმ­ცა ვა­ხერ­ხებ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­ვუმკლავ­დე ამ ყვე­ლა­ფერს.

მკითხველის კომენტარები / 187 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
6

ლიზ ტეილორი 7-ჯერ იყო გათხოვილი და იცით რას ამბობდა? ადრე ვისაც გავყევი, ახლა მასთან ერთად ყავის დასალევადაც კი არ წავიდოდიო კაფეში. იცვლება გემოვნება... სხვათაშორის ლიზს, საყვარელი არ ყოლია, მხოლოდ ქმრები.

ნანა
3

აქ კი, ნამდვილად ბიჭმა დაუშვა შეცდომა. ეს ხომ სანატრელი ოჯახია და ვერასოდეს ვერ შეიძენ ასეთ ხალხს.რა ბედნიერი სახე აქვს ამ გოგოს,ვერ გავიგე ასეთი ბედნიერებაა ქმარს გაშორდე??.........და ასეთ ოჯახს ზურგი აქციო?უი არ ვიცი რა...........სად და როდის შეცდება ადამიანი არავინ იცის .

ავტორი:

"უკვე მესამე წელია, რაც მე და გია ცოლ-ქმარი აღარ ვართ..." - თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორებასა და სამომავლო გეგმებზე

"უკვე მესამე წელია, რაც მე და გია ცოლ-ქმარი აღარ ვართ..." - თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორებასა და სამომავლო გეგმებზე

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თაკო ტაბატაძე და გია ბარაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა, იმჟამად თაკო 18 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 19 - წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ოჯახი ორ რამეზე ყოფილიყო დაფუძნებული - სიყვარულსა და თანამოაზრეობაზე. მოსიყვარულე და თანამოაზრე ადამიანი შემხვდა. რომ მეკითხებოდნენ, რატომ არ მოგყავს, ბიჭო, ცოლი და რას უცდი აქამდეო? - ახლა ამ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი მაქვს: აქამდე რომ მომეყვანა, ე.ი. საბავშვო ბაღიდან უნდა გამომეყვანა და დამიჭერდნენ-მეთქი...“ - ამბობდა 37 წლის გია ბაღაშვილი წლების წინ "კვირის პალიტრას“ ინტერვიუს დროს.10 წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ, ოჯახი დაინგრა და ახლა ცალკ-ცალკე ცხოვრობენ. თაკო მსახიობია და ის უკვე გადაიღო ნანა ჯორჯაძემ ფილმში "პეპლების იძულებითი მიგრაცია“, ითამაშა ასევე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში“.

მიუხედავად მათი დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორებისა, ამას მედიასთან წლების განმავლობაში არ ადასტურებდნენ.

Ambebi.ge-სთან საუბარში თაკო ამბობს, რომ ბავშვებისთვის სტრესის არიდებას ცდილობდნენ და ამაზე საჯარო საუბარი არ სურდათ. ამჟამად მსახიობი შვილებთან ერთად კოვიდინფიცირებულია...

თაკო ტაბატაძე:

- მინდა გითხრათ, რომ მე და გია უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ცალკ-ცალკე გაგვეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. პატარები ჩემთან არიან და ჩემი მთავარი ამოცანა მათი აღზრდაა, მაგრამ გია მაქსიმალურ დროს ატარებს ბავშვებთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში.

ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა.

- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეყვარებული ხართ?

- ჩემთვის ახლა მთავარი ამოცანა პატარების აღზრდაა და ნაადრევია პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე ლაპარაკი. გარდა ამისა, წელს ვამთავრებ თეატრალურ უნივერსიტეტს, სამსახიობო ფაკულტეტს. დავიწყე აქტიური სამსახიობო კარიერა და ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს.

- თაკო, საუბრისას მითხარით, რომ თქვენ და ბავშვები კოვიდინფიცირებულები ხართ, როგორ გრძნობთ თავს?

- კოვიდი ბავშვებს, სავარაუდოდ, სკოლაში დაემართათ. სამი დღის წინ, შუაღამეს აუწია სიცხე ჩემს უფროს გოგონას და შემდეგ დანარჩენებსაც, იმავე ღამეს. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ, საბედნიეროდ ახლა კარგად არიან. მეც გადამედო და ახლა მე მაქვს მწვავე სიმპტომები: მაღალი სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება, თუმცა ვახერხებ სახლის პირობებში გავუმკლავდე ამ ყველაფერს.