პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი - ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს" - დევი ტაბიძე
"ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი - ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს" - დევი ტაბიძე

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის, ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტის დევი ტა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის შტა­მის - "ომიკ­რო­ნის" გავ­რცე­ლე­ბის პიკ­ზე იმ­ყო­ფე­ბა და 10-14 დღის შემ­დეგ, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბას და­ი­წყებს.

მი­სი­ვე თქმით, "ომიკ­რო­ნის" შტა­მი პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის წერ­ტილს არ წარ­მო­ად­გენს და მო­სახ­ლე­ო­ბამ ვირუს­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა უნდა ის­წავ­ლოს.

"დღე­ვან­დე­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია გვაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ჩვენ "ომიკ­რო­ნის" პიკ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით. გვაქვს სულ მცი­რე პე­რი­ო­დი დარ­ჩე­ნი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 დღე, 2 კვი­რა და ამის შემ­დეგ ის და­ი­წყებს კლე­ბას.

"ომიკ­რო­ნი" არ არის პან­დე­მი­ის სრუ­ლი და­სას­რუ­ლის წერ­ტი­ლი. არ მი­ი­ღოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ისე, რომ თით­ქოს ჩვენ რამე ახალს ვე­ლო­დე­ბით, ან​ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობ. ყვე­ლა ვირუ­სი, რო­მე­ლიც მთელ დე­და­მი­წა­ზე დღე­ვან­დელ დღემ­დე, მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­ა­რეთ, ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბობს და ჩვენ მას­თან ერ­თად ვცხოვ­რობთ. არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ ამ ვირუ­სებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დევი ტა­ბი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბის ტა­რე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია და მო­სახ­ლე­ო­ბას ნიღ­ბის ტა­რე­ბა მი­ნი­მუმ ერთი წელი კვლავ მო­უ­წევს.

"ნიღ­ბის ტა­რე­ბა ჩვენ მი­ნი­მუმ 1 წელი მა­ინც მოგ­ვი­წევს. იმი­ტომ, რომ რე­ა­ლუ­რად, ნი­ღა­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია არის ასე­თი ტი­პის ვირუ­სე­ბის­გან ერთ-ერთი გა­დარ­ჩე­ნის გზა, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ჩვენ არ გვაქვს," - აღ­ნიშ­ნა დევი ტა­ბი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააა
0

ჰაა ჩვენ, ადამიანები კი ვცდილოთ ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, მაგრამ მათავრობა გვაცლის?!

ნიკა
3

როდესაც დღესი 20 ათასი და მეტი ინფიცირებული გყავს და შესაბამისად სტრატეგია თავისით შეიცვალა ინფექციის გავრცელების შეზღუდვიდან ჯოგური იმუნიტეტის მიღწევაზე, რაღა აზრი აქვს ნიღბების ტარებას გაუგებარია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი - ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს" - დევი ტაბიძე

"ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი - ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს" - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანა კორონავირუსის შტამის - "ომიკრონის" გავრცელების პიკზე იმყოფება და 10-14 დღის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს.

მისივე თქმით, "ომიკრონის" შტამი პანდემიის დასრულების წერტილს არ წარმოადგენს და მოსახლეობამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.

"დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ "ომიკრონის" პიკზე ვიმყოფებით. გვაქვს სულ მცირე პერიოდი დარჩენილი, დაახლოებით, 10 დღე, 2 კვირა და ამის შემდეგ ის დაიწყებს კლებას.

"ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი. არ მიიღოს მოსახლეობამ ისე, რომ თითქოს ჩვენ რამე ახალს ველოდებით, ან​ გართულებებზე ვსაუბრობ. ყველა ვირუსი, რომელიც მთელ დედამიწაზე დღევანდელ დღემდე, მრავალი საუკუნის განმავლობაში გავიარეთ, ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ჩვენ მასთან ერთად ვცხოვრობთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსებთან ერთად ცხოვრება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში სამედიცინო ნიღბის ტარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მოსახლეობას ნიღბის ტარება მინიმუმ ერთი წელი კვლავ მოუწევს.

"ნიღბის ტარება ჩვენ მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს. იმიტომ, რომ რეალურად, ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსებისგან ერთ-ერთი გადარჩენის გზა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს," - აღნიშნა დევი ტაბიძემ.