სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, როდის უნდა იწყებოდეს კორონავირუსის გამო იზოლაციის დღეების ათვლა
"სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, როდის უნდა იწყებოდეს კორონავირუსის გამო იზოლაციის დღეების ათვლა

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი იზო­ლა­ცი­ის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ და იმა­ზე, თუ რო­დის უნდა და­ი­წყოს იზო­ლა­ცი­ის­თვის დად­გე­ნი­ლი 8 დღის ათ­ვლა, ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

"საკ­მაო გა­უ­გებ­რო­ბაა იზო­ლა­ცი­ის ვა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კერ­ძოდ, სა­ი­დან იწყე­ბა იზო­ლა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო 8 დღის ათ­ვლა.რო­დე­საც კო­ვიდ და­დას­ტუ­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ურე­კა­ვენ, აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ იზო­ლა­ცი­ის და­წყე­ბის თა­რი­ღად ით­ვლე­ბა კო­ვი­დის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და­დას­ტუ­რე­ბის დღე. უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის მარ­თლაც ასეა, თუმ­ცა გა­უ­გებ­რო­ბაა სიმპტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში იკი­თხე­ბა, რომ პირი "ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა იზო­ლა­ცი­ას მკაც­რად 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში“, თუმ­ცა მე ვერ მი­ვა­გე­ნი, თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, არ ჩანს სა­ი­დან იწყე­ბა ამ 8 დღის ათ­ვლა. აშშ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი სიმპტო­მურ პა­ცი­ენ­ტებ­ში იზო­ლა­ცი­ის ვა­დე­ბის ათ­ვლას იწყებს სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან და არა და­დას­ტუ­რე­ბის თა­რი­ღი­დან: "If you have mild symptoms, day 0 of isolation is the day of symptom onset, regardless of when you tested positive“ (ანუ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რო­დის იყო ადა­მი­ა­ნი ტეს­ტი­რე­ბით და­დე­ბი­თი, ნუ­ლო­ვან დღედ ით­ვლე­ბა სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბის დღე).

ანუ რო­დე­საც ჩვენ­თან ეუბ­ნე­ბი­ან, რომ და­დას­ტუ­რე­ბის თა­რი­ღი­დან იწყე­ბა ათ­ვლა, არ არის სწო­რი, რად­გან ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ტეს­ტი­რე­ბა გვი­ან ჩა­ი­ტა­როს (მა­გა­ლი­თად, სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან მე-5 დღეს), ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ეს ადა­მი­ა­ნი კი­დევ და­მა­ტე­ბით 8 დღე უნდა გა­მოვ­კე­ტოთ, რაც ჯამ­ში 13 დღე გა­მო­ვა. ხში­რად სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­სას, ტეს­ტი უარ­ყო­ფი­თია და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხდე­ბა და­დე­ბი­თი. ასე­თი ხალ­ხი სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლებ­ლად გვყავს იზო­ლა­ცი­ა­ში და­მა­ტე­ბი­თი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ისე­დაც კად­რე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დე­ფი­ცი­ტია ყველ­გან, რად­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. 7543 ჩვე­ნი კი და­მა­ტე­ბით, სრუ­ლი­ად არა­სა­ჭი­როდ გვყავს ხალ­ხი გა­მო­კე­ტი­ლი.ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­გუ­მენ­ტად ასა­ხე­ლე­ბენ იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა არას­წო­რად და­ა­სა­ხე­ლოს სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბის დღე. კი ბა­ტო­ნო, ეს არ­გუ­მენ­ტია, მაგ­რამ ამ ლო­გი­კით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ ჩა­ი­ტა­როს ტეს­ტი­რე­ბა და სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს იზო­ლა­ცი­ი­დან, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს გა­ი­გებს.

ამი­ტომ ჩვენ მა­ინც ინ­დი­ვი­დე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვეყ­რდნო­ბით და ვენ­დო­ბით, რად­გან სხვა ბერ­კე­ტი არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ უნდა და­ვუ­ჯე­როთ სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბის და­სა­ხე­ლე­ბულ დღე­საც და ათ­ვლა აქე­დან და­ვი­წყოთ.აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ჩვენ­თან ისე­დაც მე­ტია იზო­ლა­ცი­ის დღე­ე­ბი (8 დღე, აშშ-ში და ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და­წე­სე­ბუ­ლი 5 დღის ნაც­ვლად).კი­დევ ერთხელ და­ვა­კონ­კრე­ტებ, რომ იზო­ლა­ცია ეხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ პირს, ხოლო კონ­ტაქ­ტში მყო­ფის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ტერ­მი­ნი კა­რან­ტი­ნი, არა­და, ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­შიც არე­უ­ლია ეს ტერ­მი­ნე­ბი და ცოტა უხერ­ხუ­ლია", - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
otari
1

ნაცსექტის აქტიური წევრია ეს ქალი!

ლანა
2

სრლიად ვეთანხმები ქალბატონ მაიას. ჩემი შვილებიდან ერთს კოვიდი დაუდასტურდა 15 იანვარს, ხოლო მეორეს 18 იანვარს. ორივე ორჯერადად არიან აცრილები ფაიზერით. მე,15 იანვარს კოვიდი არ დამიდასტურდა არც სიმტომები არ მქონდა. მაგრამ მომდევნო დღეებში გამიჩნდა ცოტა სიმტომები; ყელისა და თავის ტკივილი მხოლოდ. 20 იანვარს დამიდასტურდა კოვიდი. იმვე დღეს დავრეკე112-ში, დავრეგისტრირდი. რვა დღე სახლიდან არ გავსულვართ არცერთი.იცით რამდენი არ იკეთებს ტესტს საერთოდ ამის გამო და ფეხზე გადააქვთ ეს ვირუსი, იმიტომ რომ ათვლა არასწორად ხდება. სიმტომები იმიტომ მქონდა ლაითი რომ სამჯერადად ვარ აცრილი ფაიზერით, პლიუს გრიპის ოთხკომპონენტიანი აცრა, გაითვალისწინეთ ეს ანვაქსერებო. ნუ ჩააგდებთ ნურც თქენს და ნურც სხვის სიციცხლეს საფრთხეში. 

ავტორი:

"სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, როდის უნდა იწყებოდეს კორონავირუსის გამო იზოლაციის დღეების ათვლა

"სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, როდის უნდა იწყებოდეს კორონავირუსის გამო იზოლაციის დღეების ათვლა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იზოლაციის დღეების რაოდენობის შესახებ და იმაზე, თუ როდის უნდა დაიწყოს იზოლაციისთვის დადგენილი 8 დღის ათვლა, ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

"საკმაო გაუგებრობაა იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა.როდესაც კოვიდ დადასტურებულ პაციენტებს ურეკავენ, აფრთხილებენ, რომ იზოლაციის დაწყების თარიღად ითვლება კოვიდის ლაბორატორიული დადასტურების დღე. უსიმპტომო პაციენტებისთვის მართლაც ასეა, თუმცა გაუგებრობაა სიმპტომების შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში იკითხება, რომ პირი "ექვემდებარება იზოლაციას მკაცრად 8 დღის განმავლობაში“, თუმცა მე ვერ მივაგენი, თუ სინამდვილეში არ არის მითითებული, არ ჩანს საიდან იწყება ამ 8 დღის ათვლა. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიმპტომურ პაციენტებში იზოლაციის ვადების ათვლას იწყებს სიმპტომების დაწყებიდან და არა დადასტურების თარიღიდან: "If you have mild symptoms, day 0 of isolation is the day of symptom onset, regardless of when you tested positive“ (ანუ იმის მიუხედავად, როდის იყო ადამიანი ტესტირებით დადებითი, ნულოვან დღედ ითვლება სიმპტომების დაწყების დღე).

ანუ როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ დადასტურების თარიღიდან იწყება ათვლა, არ არის სწორი, რადგან ადამიანმა შეიძლება ტესტირება გვიან ჩაიტაროს (მაგალითად, სიმპტომების დაწყებიდან მე-5 დღეს), ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი კიდევ დამატებით 8 დღე უნდა გამოვკეტოთ, რაც ჯამში 13 დღე გამოვა. ხშირად სიმპტომების დაწყებისას, ტესტი უარყოფითია და მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ხდება დადებითი. ასეთი ხალხი სრულიად გაუმართლებლად გვყავს იზოლაციაში დამატებითი დღეების განმავლობაში.

ისედაც კადრების კატასტროფული დეფიციტია ყველგან, რადგან უამრავი ადამიანია ინფიცირებული. 7543 ჩვენი კი დამატებით, სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი.ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ შეიძლება ინფიცირებულმა არასწორად დაასახელოს სიმპტომების დაწყების დღე. კი ბატონო, ეს არგუმენტია, მაგრამ ამ ლოგიკით, ინფიცირებულმა შეიძლება საერთოდ არ ჩაიტაროს ტესტირება და სრულიად თავისუფალი იყოს იზოლაციიდან, ვერავინ ვერაფერს გაიგებს.

ამიტომ ჩვენ მაინც ინდივიდების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვეყრდნობით და ვენდობით, რადგან სხვა ბერკეტი არ არსებობს. ამიტომ უნდა დავუჯეროთ სიმპტომების დაწყების დასახელებულ დღესაც და ათვლა აქედან დავიწყოთ.აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენთან ისედაც მეტია იზოლაციის დღეები (8 დღე, აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაწესებული 5 დღის ნაცვლად).კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ იზოლაცია ეხება ინფიცირებულ პირს, ხოლო კონტაქტში მყოფისთვის გამოიყენება ტერმინი კარანტინი, არადა, ოფიციალურ დოკუმენტებშიც არეულია ეს ტერმინები და ცოტა უხერხულია", - წერს მაია ბუწაშვილი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"