სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვტოვებთ სასამართლო დარბაზს!" - დავით კირკიტაძე
"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვტოვებთ სასამართლო დარბაზს!" - დავით კირკიტაძე

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა და­ვით კირ­კი­ტა­ძემ სა­კუ­თა­რი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი კირ­კი­ტა­ძის მე­გობ­რებ­მა და მხარ­დამ­ჭე­რებ­მაც და­ტო­ვეს.

რო­გორც ბრალ­დე­ბულ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა გა­ნა­ცხა­და, "ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო არ არის ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია იპო­ვოს სა­მარ­თა­ლი".

"მინ­და თქვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეც და­ი­წყო ეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც პო­ლი­ცია სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან გა­მო­ი­ძა­ხა, როცა ჩვენ ოფისს თავს და­ესხნენ. მშვი­დო­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს თავს და­ესხნენ, მე ამ ადა­მი­ა­ნებს ვუხ­დი ბო­დიშს, რომ მა­შინ მათი ღირ­სე­ბა ვერ და­ვი­ცა­ვი.

პო­ლი­ცია არ გა­მო­ცხად­და და მო­ი­მი­ზე­ზეს, რომ ოფი­სი შე­ე­შა­ლათ და სხვა­გან წა­ვიდ­ნენ. სა­ზო­გა­დი­ე­ბას ვაჩ­ვე­ნებთ, რო­გორ აყე­ნებ­დნენ იქ პო­ლი­ცი­ას შე­უ­რა­ცხყო­ფას და რო­გორ წა­ვიდ­ნენ იქი­დან, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ეც­ვათ. მინ­და საკ­რე­ბუ­ლოს თი­თო­ე­ულ წევ­რს ვუ­თხრა მად­ლო­ბა, იმი­სათ­ვის რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შან­ტაჟს, მოს­ყიდ­ვას არ და­ე­თან­ხმა. აქ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა და არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო. ჩემი საქ­ცი­ე­ლით და­ვი­ცა­ვი ღირ­სე­ბა. არ ვა­პი­რებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას და მოს­მე­ნას, რაც აქ მოხ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო არ არის ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია იპო­ვოს სა­მარ­თა­ლი, ამის ნა­თე­ლი დას­ტუ­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი. თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ჩვენ გავ­დი­ვართ ამ დარ­ბა­ზი­დან",- გა­ნა­ცხა­და კირ­კი­ტა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატო
0

ეტყობა შენთვის,შე საცოდაო სააკაშვილი ლენინს გაგონებს,უბედურება ის არის რომ მავზოლეუმში მოხვედრა არ უწერია,ბოლომდე ბელადობა ვერ დაიმსახურა.

:D
2

აჰა ბიჭი! დარბიხარ სასამართლოზე? გაუმარჯოს საქართველოს სააკაშვილის და ნაცმოძის გარეშე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვტოვებთ სასამართლო დარბაზს!" - დავით კირკიტაძე

"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვტოვებთ სასამართლო დარბაზს!" - დავით კირკიტაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და პარლამენტის წევრმა დავით კირკიტაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

სხდომათა დარბაზი კირკიტაძის მეგობრებმა და მხარდამჭერებმაც დატოვეს.

როგორც ბრალდებულმა პარლამენტის წევრმა განაცხადა, "ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იპოვოს სამართალი".

"მინდა თქვენ და საზოგადოებას შევახსენო ფაქტობრივი გარემოებები. მე ვარ ადამიანი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ეს სისხლის სამართლის საქმე, მე ვარ ადამიანი, რომელმაც პოლიცია საკუთარი ტელეფონიდან გამოიძახა, როცა ჩვენ ოფისს თავს დაესხნენ. მშვიდობიან ადამიანებს თავს დაესხნენ, მე ამ ადამიანებს ვუხდი ბოდიშს, რომ მაშინ მათი ღირსება ვერ დავიცავი.

პოლიცია არ გამოცხადდა და მოიმიზეზეს, რომ ოფისი შეეშალათ და სხვაგან წავიდნენ. საზოგადიებას ვაჩვენებთ, როგორ აყენებდნენ იქ პოლიციას შეურაცხყოფას და როგორ წავიდნენ იქიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები დაეცვათ. მინდა საკრებულოს თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა, იმისათვის რომ "ქართული ოცნების" შანტაჟს, მოსყიდვას არ დაეთანხმა. აქ "ქართულ ოცნებას" ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა და არჩევნები წააგო. ჩემი საქციელით დავიცავი ღირსება. არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და მოსმენას, რაც აქ მოხდება. ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იპოვოს სამართალი, ამის ნათელი დასტურია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან",- განაცხადა კირკიტაძემ.