პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსი ძალიან მოედო სამედიცინო პერსონალს, გვაკლია ექიმები, ექთნები... მათი ჩანაცვლება შეუძლებელია" - რას წერს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი?
"ვირუსი ძალიან მოედო სამედიცინო პერსონალს, გვაკლია ექიმები, ექთნები... მათი ჩანაცვლება შეუძლებელია" - რას წერს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი?

აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სი ფარ­თოდ მო­ე­დო სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორს, რის გა­მოც ექთ­ნე­ბის დიდი გა­სა­ჭი­რია ქვე­ყა­ნა­ში.

"მე­გობ­რე­ბო, მხო­ლოდ ფაქტს ავღ­ნიშ­ნავ და არა­ნა­ირ შე­ღა­ვათს არ ვი­თხოვ; მით უფრო-არ მსურს წარ­ღვნის სუ­რა­თი დავ­ხა­ტო- ბევ­რად უა­რე­სი გაგ­ვივ­ლია და ამა­საც გა­და­ვი­ტანთ. ფაქ­ტი ისაა, რომ კლი­ნი­კებ­ში, ისე­ვე რო­გორც მთელ ქვე­ყა­ნა­ში, ძა­ლი­ა­ნაა მო­დე­ბუ­ლი ვირუ­სი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის საკ­მაო ნა­წი­ლი ავა­დაა. გვაკ­ლია ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. უკვე მე­ო­რე წრე­ზე გა­ვიდ­ნენ ყვე­ლა- ზედ­მი­წევ­ნით ფრთხი­ლი ექი­მე­ბიც. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კის სამ­სა­ხუ­რია! სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან მძი­მედ არა­ვინ გვყავს, მაგ­რამ მათი ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია - სა­ერ­თოდ პერ­სო­ნა­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ექთ­ნე­ბის დიდი გა­სა­ჭი­რია ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ, ბო­დიშს გიხ­დით, თუ სერ­ვი­სი ყო­ველ­თვის იმ მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით ვერ მო­გა­წო­დეთ, რო­გო­რიც ჩვე­ნი კლი­ნი­კის გა­მო­სარ­ჩე­ვი ნი­შა­ნია. მკურ­ნა­ლო­ბას არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს ცო­ტა­თი დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბი, სა­ჭი­რო გახ­დეს დაც­და.

ეს ჩვენ­თან.. რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კის გა­რეთ; მე არა­ნა­ი­რი სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბა არა მაქვს. პი­რი­ქით- უფრო ბუ­ნებ­რი­ვია კლი­ნი­კა­სა და სა­მი­ნის­ტროს შო­რის ინ­ტე­რეს­თა გარ­კვე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტი. ამი­ტომ, ორი­ვე მხა­რე სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავთ და ხში­რად არ ვართ ერ­თმა­ნე­თის ქმე­დე­ბით კმა­ყო­ფი­ლი. ანუ, არა­ვი­თა­რი ინ­ტე­რე­სი მათი დაც­ვის არ მაქვს. მაგ­რამ ხომ ვხე­დავთ ყვე­ლა­ნი ერ­თად, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩვენ­თან?!!

პო­ლიკ­ლი­ნი­კურ- ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სამ­სა­ხურ­ში ღრმად ჩა­ხე­დუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად ჩნდე­ბა კი­თხვა: სა­ი­დან უნდა გაჩ­ნდეს ასე ერ­თბა­შად ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნი ოჯა­ხის ექი­მი, რომ ავა­დო­ბის ამ სა­ში­ნელ რი­ცხვს ეყოს!!? წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ავად­მყოფ­თა რა რი­ცხვი მო­დის ამ ბოლო დღე­ებ­ში, ერთ ოჯა­ხის ექიმ­ზე?! ვი­ყოთ შემ­წყნა­რებ­ლე­ბი, მომთმე­ნე­ბი. ეგებ სხვა ექი­მე­ბიც და­ვეხ­მა­როთ, კე­თი­ლი ნე­ბით, გავ­ხდეთ ვო­ლონ­ტი­ო­რე­ბი. ჩვე­ნი კლი­ნი­კის ექი­მე­ბი ასე იქ­ცე­ვი­ან და თი­თო­ე­უ­ლი 10-12 ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ ავად­მყოფს მარ­თავს სახ­ლში.და­მი­ჯე­რეთ, ახალ­სენ­შეყ­რი­ლებს ტე­ლე­ფონ­ზე ხში­რად გპა­სუ­ხობთ თა­ვა­დაც ავად­მყო­ფი ექი­მი და ცდი­ლობს თქვენ­ზე არ გად­მო­ი­ტა­ნოს თა­ვი­სი მი­ნო­რუ­ლი გან­წყო­ბა" - წერს გა­დე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
0

რენტგენოლოგი ვარ, ავადმყოფი 42 ლარს იხდის, იქიდან ლარს და სამოც თეთრს მიხდის კლინიკა, არ დავასახელებ, ხელფასი თვეში გამომუშავებით მაქვს 281 ლარიდან 350 ლარამდე, ესაა მაქსიმუმი, ამ თანხით ვარჩენ ოჯახს, იმედია პენსიამდე მივაღწევ, ვმუშაობ თვეში 22 დღე, დილიდან საღამომდე, სხვა შემოსავალი არ მაქვს,

ნეტავ მალე დავბერდე

თეა ვერულაშვილი
2

გადაუხადეთ ექთნებს ხელფასი და იქნებიან კარგად! 300 და 500 ლარად თვეში როგორ უნდა იარსებონ საქართველოში!, როგორ უნდა გამოიკვებონ თავი და ოჯახი!, 3 და 4 ადგილზე მუშაობენ გადაღლილი და დაქანცულები! ისინი შესაცოდებლევი არიან! თქვენ კიდევ ერთი პაციენტზე 2500 ლარი გერიცხებათ, გაუყავით ცოტა მაინც პერსონალს! განსაკუთრებით ექთანს! სტრესი და არასრულფასოვანი საკვები იწვევს დაავადებებს!😡

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ვირუსი ძალიან მოედო სამედიცინო პერსონალს, გვაკლია ექიმები, ექთნები... მათი ჩანაცვლება შეუძლებელია" - რას წერს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი?

"ვირუსი ძალიან მოედო სამედიცინო პერსონალს, გვაკლია ექიმები, ექთნები... მათი ჩანაცვლება შეუძლებელია" - რას წერს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი?

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სამედიცინო სექტორში არსებულ ვითარებაზე წერს.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსი ფართოდ მოედო სამედიცინო სექტორს, რის გამოც ექთნების დიდი გასაჭირია ქვეყანაში.

"მეგობრებო, მხოლოდ ფაქტს ავღნიშნავ და არანაირ შეღავათს არ ვითხოვ; მით უფრო-არ მსურს წარღვნის სურათი დავხატო- ბევრად უარესი გაგვივლია და ამასაც გადავიტანთ. ფაქტი ისაა, რომ კლინიკებში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ძალიანაა მოდებული ვირუსი და სამედიცინო პერსონალის საკმაო ნაწილი ავადაა. გვაკლია ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციული თანამშრომლები. უკვე მეორე წრეზე გავიდნენ ყველა- ზედმიწევნით ფრთხილი ექიმებიც. ძალიან მაღალი რისკის სამსახურია! საბედნიეროდ, ძალიან მძიმედ არავინ გვყავს, მაგრამ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია - საერთოდ პერსონალის, განსაკუთრებით კი ექთნების დიდი გასაჭირია ქვეყანაში. ამიტომ, ბოდიშს გიხდით, თუ სერვისი ყოველთვის იმ მაღალი სტანდარტით ვერ მოგაწოდეთ, როგორიც ჩვენი კლინიკის გამოსარჩევი ნიშანია. მკურნალობას არაფერი დააკლდება, მაგრამ შეიძლება იყოს ცოტათი დაგვიანებები, საჭირო გახდეს დაცდა.

ეს ჩვენთან.. რაც შეეხება კლინიკის გარეთ; მე არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არა მაქვს. პირიქით- უფრო ბუნებრივია კლინიკასა და სამინისტროს შორის ინტერესთა გარკვეული კონფლიქტი. ამიტომ, ორივე მხარე საკუთარ ინტერესებს ვიცავთ და ხშირად არ ვართ ერთმანეთის ქმედებით კმაყოფილი. ანუ, არავითარი ინტერესი მათი დაცვის არ მაქვს. მაგრამ ხომ ვხედავთ ყველანი ერთად, რა მდგომარეობაა ჩვენთან?!!

პოლიკლინიკურ- ამბულატორიულ სამსახურში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: საიდან უნდა გაჩნდეს ასე ერთბაშად ქვეყანაში იმდენი ოჯახის ექიმი, რომ ავადობის ამ საშინელ რიცხვს ეყოს!!? წარმოგიდგენიათ, ავადმყოფთა რა რიცხვი მოდის ამ ბოლო დღეებში, ერთ ოჯახის ექიმზე?! ვიყოთ შემწყნარებლები, მომთმენები. ეგებ სხვა ექიმებიც დავეხმაროთ, კეთილი ნებით, გავხდეთ ვოლონტიორები. ჩვენი კლინიკის ექიმები ასე იქცევიან და თითოეული 10-12 ამბულატორიულ ავადმყოფს მართავს სახლში.დამიჯერეთ, ახალსენშეყრილებს ტელეფონზე ხშირად გპასუხობთ თავადაც ავადმყოფი ექიმი და ცდილობს თქვენზე არ გადმოიტანოს თავისი მინორული განწყობა" - წერს გადელია.