კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლასიკური შოკი მივიღე, როდესაც პაატა ბურჭულაძემ აიღო ტელეფონი და დაურეკა ყველასთვის ცნობილ პროდიუსერს" - "ლევან ჰაუსის" გზა ექიმობიდან მომღერლობამდე
"კლასიკური შოკი მივიღე, როდესაც პაატა ბურჭულაძემ აიღო ტელეფონი და დაურეკა ყველასთვის ცნობილ პროდიუსერს" - "ლევან ჰაუსის" გზა ექიმობიდან მომღერლობამდე

გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბილ ქარ­თველ ექიმს ლე­ვან ჰა­უ­სის სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. ის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში თა­ვი­სი რჩე­ვე­ბი­თა და live ჩარ­თვე­ბით, რო­გორც არა­ერ­თი ექი­მი, ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ანუ­გე­შებ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ...

  • 3 მარტს ფონდ "იავ­ნა­ნას" ეგი­დით ის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მცი­რე დარ­ბაზ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო სოლო-კონ­ცერტს გა­მარ­თავს

რო­გო­რი იყო გზა ექი­მო­ბი­დან სიმ­ღე­რამ­დე, ამის შე­სა­ხებ ლე­ვა­ნი ექ­სკლუ­ზი­უ­რად ინ­ტერ­ვი­უ­ში გვიყ­ვე­ბა:

სკო­ლა საკ­მა­ოდ მძი­მე პე­რი­ოდ­ში, 2000 წელს და­ამ­თავ­რა. დედა და დე­ი­და ექი­მე­ბი ჰყავს, მაგ­რამ მისი ექი­მო­ბა 90-იანი წლებ­ში გა­მოც­დი­ლი უსახ­სრო­ბის გამო, ოჯახ­ში არა­ვის უნ­დო­და... ამი­ტომ "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ზე ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ ეს მისი სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სია ვერ იქ­ნე­ბო­და. იმის გა­სარ­კვე­ვად თუ ვინ იყო სა­ერ­თოდ და რა უნ­დო­და, გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვი­და...

"თუმ­ცა მუ­სი­კა სულ იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, წას­ვლამ­დე დავ­დი­ო­დი ბა­ტონ ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძეს­თან... მახ­სოვს, მა­ესტროს­თან თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ მი­მიყ­ვა­ნა, მა­შინ 14 წლის ვი­ყა­ვი, ბა­ტონ­მა ნო­დარ­მა თქვა, - ხმა აქვს, მაგ­რამ ჯერ პა­ტა­რაა, მუ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი გა­სავ­ლე­ლი აქ­ვსო... მერე მის გაკ­ვე­თი­ლებს მას­წრებ­და, რომ მო­მეს­მი­ნა, რო­გორ ამე­ცა­დი­ნებ­და გოჩა და­თუ­სანს, გია ონი­ანს და სხვებს" - იხ­სე­ნებს ლე­ვა­ნი, რო­მელ­მაც გერ­მა­ნი­ა­შიც, ფრან­კფურ­ტის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი, მაგ­რამ მიხ­ვდა, რომ მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პრო­ცე­სი არას­წო­რად მი­დი­ო­და.

პა­რა­ლე­ლუ­რად ფსი­ქო­ლო­გი­ით და­ინ­ტე­რეს­და და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. მე­ო­რე-მე­სა­მე კურ­სზე, ბი­ო­ლო­გი­ამ გა­ი­ტა­ცა და თა­ვის ტვი­ნის შეს­წავ­ლა და­ი­წყო.

"ჩემ­მა ერთ-ერ­თმა პრო­ფე­სორ­მა და­მარ­წმუ­ნა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. არა­და, იმ პე­რი­ოდ­ში მგო­ნი, ხუთი სამ­სა­ხუ­რი მქონ­და, თან, ლექ­ცი­ი­დან ლექ­ცი­ა­ზე დავ­რბო­დი" - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

- დღეს უკვე საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გყავთ, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­დით გერ­მა­ნი­ის პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. რო­დის დარ­წმუნ­დით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აგე­წყოთ?

- 30-31 წლის ასაკ­ში უკვე სა­უ­კე­თე­სო სამ­სა­ხუ­რე­ბი მქონ­და, საკ­მა­რი­სი შე­მო­სა­ვა­ლიც, თით­ქოს ბევრ რა­მეს მი­ვაღ­წიე, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ სიმ­ღე­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მეძ­ლო. თან ამას ემა­ტე­ბო­და ის, რომ ვინც ჩემს ხმას მო­ის­მენ­და, ყვე­ლა მა­შინ­ვე მე­უბ­ნე­ბო­და - ასე­თი ხმა გაქვს და რა და­გი­კარ­გავს ამ მე­დი­ცი­ნა­ში, ამ მო­რი­გე­ო­ბე­ბით თავს რა­ტომ იკ­ლავ, წადი, თავს მი­ხე­დე... მერე ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­ფიქ­რდი... ოც­ნე­ბე­ბი ხომ ყვე­ლას გვაქვს, ამის გა­რე­შე რთუ­ლია, თავს შე­უქ­მნა მო­ტი­ვა­ცია. ერთხე­ლაც, ასე­თი სცე­ნა­რი წარ­მო­ვიდ­გი­ნე - ვარ 70 წლის პრო­ფე­სო­რი და მი­ვი­ღე ნო­ბე­ლის პრე­მია. ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ სა­ო­პე­რო მუ­სი­კის კონ­ცერ­ტი წარ­მო­ვიდ­გი­ნე, ნო­ბე­ლით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი რო­გორ ვზი­ვარ დარ­ბაზ­ში და ვუს­მენ ერთ-ერთ ცნო­ბილ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალს. იმ წუ­თებ­ში თვა­ლე­ბი ცრემ­ლით ამევ­სო, რად­გან მივ­ხვდი - არ მა­ინ­ტე­რე­სებს არა­ნა­ი­რი მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა, მე ხომ თა­ვის დრო­ზე არ ავიხ­დი­ნე მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა და არ გავ­ხდი მომ­ღე­რა­ლი.

- და მუ­სი­კას რამ­დე­ნი წლის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დით?

- სე­რი­ო­ზუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა 17-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ და­ვი­წყე. ეს ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილ­მა გა­მა­ბე­დი­ნა, მან­ვე შე­მარ­ქვა ჰა­უ­სი. ისე, ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა და­მარ­ქვა ჰა­უ­სი. არ ვიცი, რა­ტომ, კოჭ­ლო­ბით არ ვკოჭ­ლობ... ანი­ტა იტა­ლი­ა­ში, „არე­ნა დი ვე­რო­ნა­ზე“ გა­ვი­ცა­ნი, შემ­დეგ მონ­ტე-კარ­ლო­ში ჩა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც "სამ­სონ და და­ლი­ლა­ში“ მღე­რო­და. მოდი, ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­როთ, - შენ და ოთოს გა­მე­ცა­დი­ნებთ. უზარ­მა­ზა­რი სა­ჩუ­ქა­რი იყო - ანი­ტამ მას­წავ­ლა სა­ბა­ზი­სო ყვე­ლა­ფე­რი, სუნ­თქვა და სიმ­ღე­რის ტექ­ნო­ლო­გი­ის ანა-ბანა.

ერთ წელ­ზე მეტი მა­მე­ცა­დი­ნებ­და და თან ყველ­გან დავ­ყავ­დი, რომ ჩემ­თვის თე­ატ­რე­ბი - მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი, პა­რი­ზის ბას­ტი­ლი­ის თე­ატ­რი, ზალცბურ­გი გა­ეც­ნო. მოკ­ლედ, ვი­ყა­ვით ასე მე­გობ­რუ­ლად მე, ანი, ოთო და ფრენ­კი. მერე თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლამ მო­მი­წია, დედა ძა­ლი­ან ავად გახ­და და მის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად დრო დამ­ჭირ­და. იმ პე­რი­ოდ­ში, ანი­ტას რჩე­ვით, თბი­ლის­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბა თე­მურ და ქეთი მე­ლი­ა­ვებ­თან გან­ვაგ­რძე. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, პი­ა­ნის­ტმა ნა­თია აზა­რაშ­ვილ­მა კი ბან­კოს პარ­ტია მას­წავ­ლა. პან­დე­მი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ კი გერ­მა­ნი­ა­ში დავ­ბრუნ­დი და იქ დავ­რჩი.

- 2021 წელს თქვით, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლაო - რას გუ­ლის­ხმობ­დით?

- ვი­ცო­დი, რომ უდი­დე­სი ქარ­თვე­ლი ბანი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ბერ­ლინ­ში ცხოვ­რობ­და, მე კი მას­თან შეხ­ვედ­რა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე­სენ­ჯერ­ში და­ბა­დე­ბის დღეს პირ­ვე­ლი მი­ლო­ცავ­და, ამით მისი კე­თილ­გან­წყო­ბა ვიგ­რძე­ნი და გა­დავ­წყვი­ტე, მი­მე­წე­რა - ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, თუ შე­გიძ­ლი­ათ, რომ მო­მის­მი­ნოთ? რა თქმა უნდა, ხვალ და­მი­რე­კეო, - მა­შინ­ვე მი­პა­სუ­ხა. ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და... რო­დე­საც მი­ვე­დი, ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, - პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის წი­ნა­შე მი­სი­ვე რე­პერ­ტუ­ა­რი უნდა მემ­ღე­რა.

აკომ­პო­ნი­მენ­ტი გა­მი­წია მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თმა სა­უ­კე­თე­სო პე­და­გოგ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ლუდ­მი­ლა ივა­ნო­ვამ. პა­ა­ტამ მი­თხრა, ვერ მო­გა­ტყუ­ებ რომ კარ­გი იყო და მოდი, და­ვი­წყოთ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არი­ის გას­წო­რე­ბაო. ბო­ლოს კი, არ და­მა­ვი­წყდე­ბა მისი სი­ტყვე­ბი: ლე­ვან, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა! პირ­ვე­ლი­ვე გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია შე­მიქ­მნა, ამიყ­ვა­ნა მოს­წავ­ლედ და ყო­ველ­დღი­უ­რად მილა ივა­ნო­ვას­თან ერ­თად მა­მე­ცა­დი­ნებ­და. რომ მკი­თხოთ, ვინ არის პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე? გე­ტყვით, რომ ბავ­შვი­ვით გულ­წრფე­ლი და უტ­კბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნია.

მე­გო­ნა, მსოფ­ლიო ბანი სე­რი­ო­ზუ­ლი, უკა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და და პი­რი­ქით აღ­მოჩ­ნდა. პე­და­გო­გო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭია, ყვე­ლა დიდ მომ­ღე­რალს არ შე­უძ­ლია იყოს იმა­ვე ხა­რის­ხის პე­და­გო­გი. პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე ზა­ქა­რი­ას პარ­ტია ფრა­ზა-ფრა­ზა რომ გა­მას­წო­რე­ბი­ნა, მივ­ხვდი, რომ დიდ პე­და­გოგ­თან მოვ­ხვდი. და­მა­ნა­ხა მთა­ვა­რი, - კარგ მომ­ღე­რალს ცუ­დის­გან რა გა­ნას­ხვა­ვებს და ეს არის ფრა­ზი­რე­ბა. მოგ­ცემს პა­ტა­რა შე­ნიშ­ვნას და შენი ფრა­ზა სავ­სე და მე­ტყვე­ლი ხდე­ბა. ერთ ფრა­ზა­ში შე­უძ­ლია გად­მოს­ცეს ბევ­რი ფერი... ნამ­დვი­ლად მკაც­რია, მაგ­რამ არას­დროს მოგ­თხოვს იმას, რა­შიც არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ შე­გიძ­ლია...

- მის ხმა­ზე რას გვე­ტყვით, რო­გორც მუ­სი­კო­სი და ექი­მი, რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს მსოფ­ლიო ბანი ფორ­მას?

- მისი ხმა არის ცალ­კე მოვ­ლე­ნა და გე­ტყვით, რომ ის სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­შია (ასა­კი ხომ სა­ერ­თოდ არ ეტყო­ბა). შე­უძ­ლია საკ­მა­ოდ ვრცე­ლი პროგ­რა­მა შე­უს­ვე­ნებ­ლად იმ­ღე­როს. მის მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად ხში­რად უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სოლო-კონ­ცერ­ტის ტოლ­ფა­სია. მსგავ­სი მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი შეს­რუ­ლე­ბა არას­დროს მო­მის­მე­ნია. თუ ვინ­მეს ეწყი­ნე­ბა, ეწყი­ნოს, მაგ­რამ მსგავ­სი ბანი არას­დროს მო­მის­მე­ნია.

- სოლო-კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა­ზე რო­გორ მი­ი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის­გან?

- ეს იყო კლა­სი­კუ­რი შოკი! ერთ-ერთ გაკ­ვე­თილ­ზე, მა­ესტრო მე­უბ­ნე­ბა, მორ­ჩა, შენ მზად ხარ კონ­ცერ­ტის­თვის, აიღო ტე­ლე­ფო­ნი და და­უ­რე­კა ყვე­ლას­თვის ცნო­ბილ პრო­დი­უ­სერს, „იავ­ნა­ნას“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძეს. ჯერ გა­აზ­რე­ბუ­ლიც არ მქონ­და, რა ხდე­ბო­და - ორი სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემს კონ­ცერ­ტზე, დარ­ბაზ­ზე ლა­პა­რა­კობ­და... 3 მარტს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მცი­რე დარ­ბაზ­ში რა­საც შე­ვას­რუ­ლებ, ყვე­ლა­ფე­რი ბა­ტონ­მა პა­ა­ტამ მას­წავ­ლა, ანუ აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მო­ვალ რო­გორც მა­ესტროს მო­წა­ფე. ეს უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და პირ­ველ რიგ­ში, პა­ტი­ვია. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, კონ­ცერ­ტის შემ­დეგ მა­ესტრო კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩეს და მი­თხრას, - ლე­ვან, დღეს გა­მა­ხა­რეო. ეს ჩემ­თვის დიდი მიღ­წე­ვა და მა­ესტროს­თვის მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა იქ­ნე­ბა.

- ლე­ვან, 3 მარტს დიდი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა გე­ლით... "ლე­ვან ჰა­უ­სი" მომ­ღე­რალ ლე­ვანს სიმ­შვი­დის­თვის რა­ი­მე მე­დი­კა­მენტს ხომ არ და­უ­ნიშ­ნავ­და?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ ვას­წავ­ლი­დი, 200-კა­ცი­ა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შეც კი გა­მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ ერ­თია, როცა ლა­პა­რა­კობ ტვინ­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე და მე­ო­რეა, როცა მღე­რი. 3 მარტს იქ­ნე­ბა ჩემი აბ­სო­ლუ­ტუ­რი დე­ბი­უ­ტი, სცე­ნა­ზე არას­დროს მიმ­ღე­რია. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, თავს რო­გორ ვიგ­რძნობ კონ­ცერ­ტის წინ, ამი­ტომ არ ვიცი, დამ­ჭირ­დე­ბა თუ არა „ლე­ვან ჰა­უ­სის“ დახ­მა­რე­ბა. ამი­ტომ, პროგ­ნოზს ვერ გა­ვა­კე­თებ.

რად­გან პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ და ლუდ­მი­ლა ივა­ნო­ვამ გა­და­წყვი­ტეს, რომ ამ კონ­ცერ­ტის­თვის მზად ვარ, რა უფ­ლე­ბა მაქვს, მათი მო­საზ­რე­ბა ეჭვქვეშ და­ვა­ყე­ნო?! სცე­ნა­ზე პირ­ველ წუ­თებ­ში ღელ­ვა ალ­ბათ მექ­ნე­ბა, მაგ­რამ მგო­ნია, მერე მუ­სი­კა ისე წა­მი­ღებს, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­თვის აღარ მეც­ლე­ბა. ისე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს, მეც მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და სტრე­სე­ბი და უე­ბა­რი წა­მა­ლი დღის ბო­ლოს ყო­ველ­თვის მუ­სი­კა ყო­ფი­ლა. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს მუ­სი­კის თე­რა­პი­უ­ლი ძალა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მზად ხართ გქონ­დეთ ერთი პრო­ფე­სია და ეს იყოს მუ­სი­კა?

- მუ­სი­კას­თან სი­ახ­ლო­ვე სხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს. პა­ცი­ენტს რომ გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლებ, ეს მარ­თლაც სა­ოც­რე­ბაა, მაგ­რამ მუ­სი­კას­თან კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯით ახ­ლოს ვარ, ვიდ­რე მე­დი­ცი­ნას­თან. მაქვს რა­ღაც უხი­ლა­ვი კავ­ში­რი. ჩემი დიდი ბა­ბუა ლოტ­ბა­რი - რემა შე­ლე­გია იყო. ეს გვა­რი მეც მინ­და, სას­ცე­ნო სა­ხე­ლად ავი­ღო. მან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. "ვი­კი­პე­დი­ა­ში“ მას­ზე სტა­ტია ქარ­თუ­ლად და მეგ­რუ­ლა­დაა. ჩემი ოჯა­ხის ერთი შტო არის მუ­სი­კა­ლუ­რი, მე­ო­რე - სა­მე­დი­ცი­ნო და ახლა მინ­და, მა­მის მხა­რეს წა­ვი­დე.

- თქვე­ნი მკურ­ნა­ლო­ბის იმე­დად მყოფ მრა­ვალ ადა­მი­ანს მგო­ნი, არ გა­ა­ხა­რებს ეს ამ­ბა­ვი.

- სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში რა­ღაც ფორ­მით მა­ინც ვიქ­ნე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა ჩემს ვალ­დე­ბუ­ლე­ბად მი­მაჩ­ნია. სა­ერ­თოდ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თდრო­უ­ლად, ორი ან მეტი საქ­მე აკე­თო? მინ­და, თან ხალ­ხი განვკურ­ნო და თან - ვიმ­ღე­რო, თუ არ გა­მო­მი­ვა და ჩემი ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე ხალ­ხი ყუ­რებ­ზე ხელს აი­ფა­რებს, მა­შინ თავს გა­ვა­ნე­ბებ. სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით გე­ტყვით, - არც ფსი­ქო­ლო­გი­ის სწავ­ლა და არც მე­დი­ცი­ნა ყო­ფი­ლა ისე­თი რთუ­ლი, რო­გორც ვო­კა­ლის. შეს­წავ­ლი­ლი მაქვს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა დი­აფ­რაგ­მის, ფილ­ტვე­ბის და სახ­მო იო­გე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად შენს შიგ­ნით არის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სიმ­ღე­რის დროს მო­დის მოქ­მე­დე­ბა­ში. როცა ვმღე­რი მუ­სი­კა­ში ვი­კარ­გე­ბი და ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა. 3 მარ­ტი­დან ჩემი სას­ცე­ნო სა­ხე­ლი ლე­ვენ შე­ლე­გია იქ­ნე­ბა. გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი დიდი ბა­ბუ­ის გვა­რი ავი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარ მგელაძე
1

რემა შელეგიას გაერთიანებული ანსამბლის წევრი იყო ჩემი ბაბუა გიგო მგელაძე-კრიმანჭულის შემსრულებელი. წარმატებები ლევანს.

ანა
7

ფსიქოლოგია + ბიოლოგია = მედიცინას????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"კლასიკური შოკი მივიღე, როდესაც პაატა ბურჭულაძემ აიღო ტელეფონი და დაურეკა ყველასთვის ცნობილ პროდიუსერს" - "ლევან ჰაუსის" გზა ექიმობიდან მომღერლობამდე

"კლასიკური შოკი მივიღე, როდესაც პაატა ბურჭულაძემ აიღო ტელეფონი და დაურეკა ყველასთვის ცნობილ პროდიუსერს" - "ლევან ჰაუსის" გზა ექიმობიდან მომღერლობამდე

გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ ექიმს ლევან ჰაუსის სახელით იცნობენ. ის პანდემიის პერიოდში თავისი რჩევებითა და live ჩართვებით, როგორც არაერთი ექიმი, ათასობით ადამიანს ანუგეშებდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ...

  • 3 მარტს ფონდ "იავნანას" ეგიდით ის კონსერვატორიის მცირე დარბაზში საქველმოქმედო სოლო-კონცერტს გამართავს

როგორი იყო გზა ექიმობიდან სიმღერამდე, ამის შესახებ ლევანი ექსკლუზიურად ინტერვიუში გვიყვება:

სკოლა საკმაოდ მძიმე პერიოდში, 2000 წელს დაამთავრა. დედა და დეიდა ექიმები ჰყავს, მაგრამ მისი ექიმობა 90-იანი წლებში გამოცდილი უსახსრობის გამო, ოჯახში არავის უნდოდა... ამიტომ "ჯავახიშვილში" საერთაშორისო სამართალზე ჩააბარა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისი სამომავლო პროფესია ვერ იქნებოდა. იმის გასარკვევად თუ ვინ იყო საერთოდ და რა უნდოდა, გერმანიაში წავიდა...

"თუმცა მუსიკა სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, წასვლამდე დავდიოდი ბატონ ნოდარ ანდღულაძესთან... მახსოვს, მაესტროსთან თამრიკო ჭოხონელიძემ მიმიყვანა, მაშინ 14 წლის ვიყავი, ბატონმა ნოდარმა თქვა, - ხმა აქვს, მაგრამ ჯერ პატარაა, მუტაციის პერიოდი გასავლელი აქვსო... მერე მის გაკვეთილებს მასწრებდა, რომ მომესმინა, როგორ ამეცადინებდა გოჩა დათუსანს, გია ონიანს და სხვებს" - იხსენებს ლევანი, რომელმაც გერმანიაშიც, ფრანკფურტის კონსერვატორიაში მოსინჯა ძალები, მაგრამ მიხვდა, რომ მეცადინეობის პროცესი არასწორად მიდიოდა.

პარალელურად ფსიქოლოგიით დაინტერესდა და უნივერსიტეტში ჩააბარა. მეორე-მესამე კურსზე, ბიოლოგიამ გაიტაცა და თავის ტვინის შესწავლა დაიწყო.

"ჩემმა ერთ-ერთმა პროფესორმა დამარწმუნა, რომ სამედიცინო განათლებაც აუცილებელი იყო. არადა, იმ პერიოდში მგონი, ხუთი სამსახური მქონდა, თან, ლექციიდან ლექციაზე დავრბოდი" - აღნიშნავს რესპონდენტი.

- დღეს უკვე საკმაოდ ბევრი პაციენტი გყავთ, ლექციებს კითხულობდით გერმანიის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. როდის დარწმუნდით, რომ სამედიცინო მიმართულებით წარმატებული კარიერა აგეწყოთ?

- 30-31 წლის ასაკში უკვე საუკეთესო სამსახურები მქონდა, საკმარისი შემოსავალიც, თითქოს ბევრ რამეს მივაღწიე, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. თან ამას ემატებოდა ის, რომ ვინც ჩემს ხმას მოისმენდა, ყველა მაშინვე მეუბნებოდა - ასეთი ხმა გაქვს და რა დაგიკარგავს ამ მედიცინაში, ამ მორიგეობებით თავს რატომ იკლავ, წადი, თავს მიხედე... მერე ამაზე სერიოზულად დავფიქრდი... ოცნებები ხომ ყველას გვაქვს, ამის გარეშე რთულია, თავს შეუქმნა მოტივაცია. ერთხელაც, ასეთი სცენარი წარმოვიდგინე - ვარ 70 წლის პროფესორი და მივიღე ნობელის პრემია. ცერემონიის შემდეგ საოპერო მუსიკის კონცერტი წარმოვიდგინე, ნობელით დაჯილდოებული როგორ ვზივარ დარბაზში და ვუსმენ ერთ-ერთ ცნობილ საოპერო მომღერალს. იმ წუთებში თვალები ცრემლით ამევსო, რადგან მივხვდი - არ მაინტერესებს არანაირი მსოფლიო აღიარება, მე ხომ თავის დროზე არ ავიხდინე მთავარი ოცნება და არ გავხდი მომღერალი.

- და მუსიკას რამდენი წლის შემდეგ დაუბრუნდით?

- სერიოზული მეცადინეობა 17-წლიანი პაუზის შემდეგ დავიწყე. ეს ანიტა რაჭველიშვილმა გამაბედინა, მანვე შემარქვა ჰაუსი. ისე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რამდენიმე ადამიანმა დამარქვა ჰაუსი. არ ვიცი, რატომ, კოჭლობით არ ვკოჭლობ... ანიტა იტალიაში, „არენა დი ვერონაზე“ გავიცანი, შემდეგ მონტე-კარლოში ჩამიყვანა, სადაც "სამსონ და დალილაში“ მღეროდა. მოდი, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ, - შენ და ოთოს გამეცადინებთ. უზარმაზარი საჩუქარი იყო - ანიტამ მასწავლა საბაზისო ყველაფერი, სუნთქვა და სიმღერის ტექნოლოგიის ანა-ბანა.

ერთ წელზე მეტი მამეცადინებდა და თან ყველგან დავყავდი, რომ ჩემთვის თეატრები - მეტროპოლიტენი, პარიზის ბასტილიის თეატრი, ზალცბურგი გაეცნო. მოკლედ, ვიყავით ასე მეგობრულად მე, ანი, ოთო და ფრენკი. მერე თბილისში ჩამოსვლამ მომიწია, დედა ძალიან ავად გახდა და მის გამოსაჯანმრთელებლად დრო დამჭირდა. იმ პერიოდში, ანიტას რჩევით, თბილისში მეცადინეობა თემურ და ქეთი მელიავებთან განვაგრძე. ჩემმა მეგობარმა, პიანისტმა ნათია აზარაშვილმა კი ბანკოს პარტია მასწავლა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი გერმანიაში დავბრუნდი და იქ დავრჩი.

- 2021 წელს თქვით, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალაო - რას გულისხმობდით?

- ვიცოდი, რომ უდიდესი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე ბერლინში ცხოვრობდა, მე კი მასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი. ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მესენჯერში დაბადების დღეს პირველი მილოცავდა, ამით მისი კეთილგანწყობა ვიგრძენი და გადავწყვიტე, მიმეწერა - ბატონო პაატა, თუ შეგიძლიათ, რომ მომისმინოთ? რა თქმა უნდა, ხვალ დამირეკეო, - მაშინვე მიპასუხა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... როდესაც მივედი, ძალიან ვღელავდი, - პაატა ბურჭულაძის წინაშე მისივე რეპერტუარი უნდა მემღერა.

აკომპონიმენტი გამიწია მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო პედაგოგმა, ქალბატონმა ლუდმილა ივანოვამ. პაატამ მითხრა, ვერ მოგატყუებ რომ კარგი იყო და მოდი, დავიწყოთ შესრულებული არიის გასწორებაო. ბოლოს კი, არ დამავიწყდება მისი სიტყვები: ლევან, ყველაფერი გამოგივა! პირველივე გაკვეთილის შემდეგ უდიდესი მოტივაცია შემიქმნა, ამიყვანა მოსწავლედ და ყოველდღიურად მილა ივანოვასთან ერთად მამეცადინებდა. რომ მკითხოთ, ვინ არის პაატა ბურჭულაძე? გეტყვით, რომ ბავშვივით გულწრფელი და უტკბილესი ადამიანია.

მეგონა, მსოფლიო ბანი სერიოზული, უკარება იქნებოდა და პირიქით აღმოჩნდა. პედაგოგობა განსაკუთრებული ნიჭია, ყველა დიდ მომღერალს არ შეუძლია იყოს იმავე ხარისხის პედაგოგი. პირველ გაკვეთილზე ზაქარიას პარტია ფრაზა-ფრაზა რომ გამასწორებინა, მივხვდი, რომ დიდ პედაგოგთან მოვხვდი. დამანახა მთავარი, - კარგ მომღერალს ცუდისგან რა განასხვავებს და ეს არის ფრაზირება. მოგცემს პატარა შენიშვნას და შენი ფრაზა სავსე და მეტყველი ხდება. ერთ ფრაზაში შეუძლია გადმოსცეს ბევრი ფერი... ნამდვილად მკაცრია, მაგრამ არასდროს მოგთხოვს იმას, რაშიც არ არის დარწმუნებული, რომ შეგიძლია...

- მის ხმაზე რას გვეტყვით, როგორც მუსიკოსი და ექიმი, როგორ ინარჩუნებს მსოფლიო ბანი ფორმას?

- მისი ხმა არის ცალკე მოვლენა და გეტყვით, რომ ის საუკეთესო ფორმაშია (ასაკი ხომ საერთოდ არ ეტყობა). შეუძლია საკმაოდ ვრცელი პროგრამა შეუსვენებლად იმღეროს. მის მეცადინეობა ფაქტობრივად ხშირად უმაღლესი ხარისხის სოლო-კონცერტის ტოლფასია. მსგავსი მომაჯადოებელი შესრულება არასდროს მომისმენია. თუ ვინმეს ეწყინება, ეწყინოს, მაგრამ მსგავსი ბანი არასდროს მომისმენია.

- სოლო-კონცერტის გამართვაზე როგორ მიიღეთ შემოთავაზება პაატა ბურჭულაძისგან?

- ეს იყო კლასიკური შოკი! ერთ-ერთ გაკვეთილზე, მაესტრო მეუბნება, მორჩა, შენ მზად ხარ კონცერტისთვის, აიღო ტელეფონი და დაურეკა ყველასთვის ცნობილ პროდიუსერს, „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელს თეონა ჯორბენაძეს. ჯერ გააზრებულიც არ მქონდა, რა ხდებოდა - ორი სერიოზული ადამიანი ჩემს კონცერტზე, დარბაზზე ლაპარაკობდა... 3 მარტს კონსერვატორიის მცირე დარბაზში რასაც შევასრულებ, ყველაფერი ბატონმა პაატამ მასწავლა, ანუ აუდიტორიის წინაშე გამოვალ როგორც მაესტროს მოწაფე. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, პატივია. ჩემთვის მთავარია, კონცერტის შემდეგ მაესტრო კმაყოფილი დარჩეს და მითხრას, - ლევან, დღეს გამახარეო. ეს ჩემთვის დიდი მიღწევა და მაესტროსთვის მადლიერების გამოხატვა იქნება.

- ლევან, 3 მარტს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა გელით... "ლევან ჰაუსი" მომღერალ ლევანს სიმშვიდისთვის რაიმე მედიკამენტს ხომ არ დაუნიშნავდა?

- უნივერსიტეტში რომ ვასწავლიდი, 200-კაციანი აუდიტორიის წინაშეც კი გამოვსულვარ, მაგრამ ერთია, როცა ლაპარაკობ ტვინსა და ფსიქოლოგიაზე და მეორეა, როცა მღერი. 3 მარტს იქნება ჩემი აბსოლუტური დებიუტი, სცენაზე არასდროს მიმღერია. წარმოდგენა არ მაქვს, თავს როგორ ვიგრძნობ კონცერტის წინ, ამიტომ არ ვიცი, დამჭირდება თუ არა „ლევან ჰაუსის“ დახმარება. ამიტომ, პროგნოზს ვერ გავაკეთებ.

რადგან პაატა ბურჭულაძემ და ლუდმილა ივანოვამ გადაწყვიტეს, რომ ამ კონცერტისთვის მზად ვარ, რა უფლება მაქვს, მათი მოსაზრება ეჭვქვეშ დავაყენო?! სცენაზე პირველ წუთებში ღელვა ალბათ მექნება, მაგრამ მგონია, მერე მუსიკა ისე წამიღებს, ნერვიულობისთვის აღარ მეცლება. ისე, როგორც ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს, მეც მქონია ცხოვრებაში ფსიქოლოგიური პრობლემები და სტრესები და უებარი წამალი დღის ბოლოს ყოველთვის მუსიკა ყოფილა. არ დაგვავიწყდეს მუსიკის თერაპიული ძალა.

- როგორ ფიქრობთ, მზად ხართ გქონდეთ ერთი პროფესია და ეს იყოს მუსიკა?

- მუსიკასთან სიახლოვე სხვა ინტენსივობის ბედნიერებას მანიჭებს. პაციენტს რომ გამოაჯანმრთელებ, ეს მართლაც საოცრებაა, მაგრამ მუსიკასთან კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს ვარ, ვიდრე მედიცინასთან. მაქვს რაღაც უხილავი კავშირი. ჩემი დიდი ბაბუა ლოტბარი - რემა შელეგია იყო. ეს გვარი მეც მინდა, სასცენო სახელად ავიღო. მან დასავლეთ საქართველოს გუნდები გააერთიანა. "ვიკიპედიაში“ მასზე სტატია ქართულად და მეგრულადაა. ჩემი ოჯახის ერთი შტო არის მუსიკალური, მეორე - სამედიცინო და ახლა მინდა, მამის მხარეს წავიდე.

- თქვენი მკურნალობის იმედად მყოფ მრავალ ადამიანს მგონი, არ გაახარებს ეს ამბავი.

- სამედიცინო სფეროში რაღაც ფორმით მაინც ვიქნები, ადამიანების დახმარება ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია. საერთოდ რატომ არ შეიძლება, ერთდროულად, ორი ან მეტი საქმე აკეთო? მინდა, თან ხალხი განვკურნო და თან - ვიმღერო, თუ არ გამომივა და ჩემი ხმის გაგონებაზე ხალხი ყურებზე ხელს აიფარებს, მაშინ თავს გავანებებ. სრული სერიოზულობით გეტყვით, - არც ფსიქოლოგიის სწავლა და არც მედიცინა ყოფილა ისეთი რთული, როგორც ვოკალის. შესწავლილი მაქვს ადამიანის ორგანიზმი და ძალიან საინტერესოა დიაფრაგმის, ფილტვების და სახმო იოგების ერთობლივი მოქმედება. ფაქტობრივად შენს შიგნით არის ინსტრუმენტი, რომელიც სიმღერის დროს მოდის მოქმედებაში. როცა ვმღერი მუსიკაში ვიკარგები და ცხადია, ეს ყველაფერი მავიწყდება. 3 მარტიდან ჩემი სასცენო სახელი ლევენ შელეგია იქნება. გადავწყვიტე, ჩემი დიდი ბაბუის გვარი ავიღო.